Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა. საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია. სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და საბოლოოდ, უმეტესობის საოჯახო ბიუჯეტს ეს ღონისძიება მძიმე ტვირთად აწვება. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, კლასის დამრიგებლის მიერ მოწყობილ ექსკურსიას მათი შვილი არ გამოაკლდეს და რადგან, თავად აფინანსებენ, მის დაგეგმვაშიც აქტიურად მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მშობლების მიერ ექსკურსიის დაეგმვა და დამრიგებლისთვის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება დასაძრახი არ არის, უფრო - პირიქით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხშირად ასეთი ექსკურსია თავის მთავარ მიზანს სცდება და შემეცნებითის ნაცვლად მარტო გასართობ ფუნქციას ინარჩუნებს. ბევრს ჰგონია, რომ ექსკურსია მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მონახეულებაა, რომლის შემდეგაც ლამაზ ბუნებაში დასხდებიან და გემრიელად მოილხენენ. რეალურად კი ეს ღონისძიება ჩვეულებრივი პიკნიკისგან განსხვავდება და თავისი გამოკვეთილი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რის შესახებაც საქათველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, გეოგრაფი თინათინ მოსიაშვილი გვესაუბრება. - რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი, რისთვის ტარდება და რა დანიშნულება აქვს? - იმით დავიწყებ, რომ ექსკურსია მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ბევრად მნიშვნელოვანიც ვიდრე ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი, რადგან რასაც ექსკურსიაზე ბავშვი ხედავს და რა გამოცდილებასაც იძენს, იმას ბუნებრივია, გაკვეთილზე ვერ ვთავაზობთ. მართალია, დღეს სკოლების დიდ ნაწილს მეტი ტექნიკური საშუალება, ინტერნეტრესურსები და სხვადასხვა თვალსაჩინოება გააჩნია, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ ცოცხალ ურთიერთობას, რომელსაც ქალაქგარეთ გასვლისას მოსწავლეს ვთავაზობთ. ზოგადად, ექსკურსია ეს არის გამორჩეული ადგილის კოლექტიური მონახულება საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო ან გასართობი მიზნით. საექსკურსიო საქმის თეორეტიკოს გერდტის განმარტებით, ექსკურსია არის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმა, რომლის დროსაც, ადამიანთა ჯგუფი გათვითცნობიერების მიზნით, გიდის (ექსკურსიამძღოლის) ხელმძღვანელობით მიდის ადგილის დასათვალიერებლად და სწავლობს საგანს ან მოვლენას, მისი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში. ექსკურსიის მოსაწყობად საჭიროა, არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, შეირჩეს სასურველი დასათვალიერებელი ადგილები და შედგეს მარშრუტი. ასევე აუცილებელია გიდი. - გიდზე, იგივე ექსკურსიამძღოლებზე თუ არის მოთხოვნა სკოლებიდან, როცა ესა თუ ის მასწავლებელი ექსკურსიას გეგმავს? - სამწუხაროდ, სასკოლო ექსკურსიების დროს ძალიან იშვიათია მოთხოვნა ექსკურსიამძოლებზე. მართალია, ზოგიერთი ჩვენი მასწავლებელი ძალიან კარგად ცვლის მათ და ძალიან კარგ ექსკურსიას ატარებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი და ყველას კარგად შეუძლია გიდის როლის შეთავსება. ხშირ შემთხვევაში, ექსკურსია განიხილება, როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიება. არადა, ექსკურსიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი გამოკვეთილი მიზანი. საექსკურსიო თეორიაში მითითებულია, რომ ექსკურსია არის ტურიზმის საფუძველი და მოგზაურობის არსი. ამიტომაც ექსკურსიას აქვს თავისი ფუნქციები და ნიშნები, რაც ჩვენს ექსკურსიებზე ნაკლებად ჩანს. ასევე, ჩანს გიდის უგულვებელყოფაც. კიდევ გავიმეორებ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლები კარგად ცვლიდნენ გიდებს, მაგრამ მაინც გაცილებით მნიშვნელოვანია ექსკურსიამძღოლის როლი, რომელსაც სპეციალური განათლება და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებლად უნდა დაინერგოს გიდთან ერთად სიარულის პრაქტიკა. ღონისძიებების უმეტესობა, რაც ჩვენთან ვითომ ექსკურსიის სახით ტარდება, არ არის ექსკურსია. კი, ბატონო, პიკნიკიც კარგია, ბუნებაში გასართობად და კლასელების დაახლოებისთვის დაგეგმილი გასვლებიც კარგია, გარკვეულწილად ესეც შედის ექსკურსიის მიზნებში, მაგრამ მისი ფუნქცია მაინც უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ეს არის: სამეცნიერო პროპაგანდისტული ფუნქცია; საინფორმაციო ფუნქცია; კულტურული თვალსაწიერის გაფართოების, თავისუფალი დროის დაგეგმვის, ადამიანთა ინტერესების ფორმირების ფუნქცია და ასე შემდეგ. ექსკურსია ძალიან ჰგავს სასწავლო პროცესს, ოღონდ ის ტარდება ბუნებრივ მოცემულობაში. ეს არის სამყაროს შემეცნების ფორმა, რომელიც აზიარებს ადამიანს კულტურისა და ხელოვნების საგანძურს, ხელს უწყობს კომუნიკატიური კავშირების გაფართოვებას და ნათელი შთაბეჭდილებებით ამდიდრებს ექსკურსანტების მსოფლმხედველობას. - შინაარსის მიხედვით რა და რა თემებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია? - არა მარტო სასკოლო, ზოგადად, არსებობს თემატური ექსკურსიები, რომლებიც ეძღვნება ერთი თემის გახსნას. ეს იქნება: ისტორიული, სამრეწველო, საბუნებისმეტყველო (ეკოლოგიური), სახელოვნებათმცოდნეო, ლიტერატურული, არქიტექტურულ-სამშენებლო და ასე შემდეგ. წინასწარ არის გასააზრებელი, თუ რატომ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე და ალბათ იშვიათად არის სკოლა, რომელიც კულტურული ძეგლების მონახულების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ექსკურსიას სთავაზობს. მაგალითად, მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს მეტალურგიულ ქარხანაში და სხვა საწარმოებშიც დავყავდით. დღესაც შეიძლება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, საექსკურსიოდ გამოვიყენოთ საწარმოები, პარკები, დაცული ტერიტორიები, ადგილები, რომლებიც ამ მიზნით ნაკლებად არის ათვისებული. ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ მარტო ტაძრის სანახავად მიდის. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეები როცა მიჰყავთ ექსკურსიაზე და ერთ დღეში ხუთ ტაძარს მოატარებენ, ეს მათთვის ბევრია და მოსაბეზრებელიც. ექსკურსიის თემატიკა კლასების მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს. თბილისის შემოგარენში შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც ბავშვებს ტაძარსაც აჩვენებ და არქეოლოგიურ ობიექტსაც, ბაღს, სასახლეს, ასევე დაათვალიერებინებ რომელიმე საწარმოს, საკუთარი თვალით ანახებ, როგორ მზადდება თუნდაც მათი საყვარელი ტკბილეული. დედაქალაქის ახლო-მახლო არსებობს ძალიან ბევრი ლიმონათის ქარხანა, შოკოლადის ფაბრიკა, ნაყინის და საკონდიტრო ქარხნები. ბავშვებისთვის ამ საწარმოებში სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნება და ასევე ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფორიენტაციასაც. ასევე, თბილისში გვაქვს სამოცამდე მუზეუმი, სადაც ხშირად დავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, მუზეუმების რესურსი უფრო მეტად არის გამოსაყენებელი. მით უმეტეს, ბევრ მათგანს ძალიან კარგი სასწავლო პროგრამებიც აქვს. მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ჯანაშიას მუზეუმი, ეს ის ადგილებია, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება გამოვიყენოთ და მოსწავლეები საექსკურსიოდ კონკრეტული თემისთვის მივიყვანოთ. მუზეუმების სახით ნამდვილად საინტერესო რესურსები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ, ოღონდ საჭიროა, იქ ბავშვებს ისეთი თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებიც საინტერესოდ მიაწვდიან ინფორმაციას. - როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია და მშობელი რამდენად უნდა ჩაერიოს ამ პროცესში? - დღეს ექსკურსია საკმაოდ ძვირი ჯდება და მას მშობელი ფინანსებს, ამიტომ მასწავლებელი ხშირად იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მის სურვილს. თან, ჩვენს პირობებში, რთულიცაა მარტო მასწავლებელმა აიღოს პასუხისმგებლობა მთელ კლასზე ისე, რომ მშობელი არ დაიხმაროს, თორემ ნამდვილად არ არის მშობლის ჩარევა საჭირო არც ექსკურსიის დაგეგმვაში და არც მის მიმდინარეობაში. არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ ხშირად მშობლები ხელს უშლიან კიდეც მასწავლებელს ექსკურსიის ძირითადი მიზნის შესრულებაში. ექსკურსიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი კლასი მიგვყავს, პროგრამის რას მონაკვეთს გადიან, რა ჩანაფიქრი აქვს მასწავლებელს, რა უნდა? მაგალითად, გასულ სემესტრში მე და ისტორიის მასწავლებელმა მე-7 კლასელები ბოლნის-დმანისში წავიყვანეთ, რადგან ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ როცა ქვის ხანას გადიოდნენ, იქაურ ისტორიულ ძეგლებზე ბევრი ელაპარაკა მათ და უნდოდა, დმანისის ნაქალაქარი საკუთარი თვალით ენახათ. ასე რომ, ვიდრე ექსკურსიაზე წავიყვანთ, შეიძლება ბავშვებს უკვე წინასწარ ჰქონდეთ დამუშავებული ესა თუ ის თემა და ადგილზე უფრო განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა. ასევე არის ინტეგრირებული ექსკურსია, როცა ორი ან სამი საგნის მასწავლებელი შეიძლება ახლდეს მოსწავლეებს, მაგალითად, ისტორიის, გეოგრაფიის და ხელოვნების, ან ქართულის და ადგილი, სადაც წავლენ, სამივე მიმართულებით განიხილონ. ხანდახან შეიძლება ერთმა მასწავლებელმაც შეძლოს ყველა თემაზე საუბარი და მოსანახულებელი ობიექტის გაცნობა, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე კულტურული და ლიტერატურული მახასიათებლებით, მაგრამ მაინც უმჯობესია აიყვანონ გიდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით ყველა საჭირო ცნობას პროფესიონალურად მიაწვდის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექსკურსიებზე გიდთან ერთად სიარულის კულტურა დავნერგოთ. ბევრჯერ ყოფილა, დავხმარებივარ ჯგუფებს ექსკურსიის ორგანიზებასა და დაგეგმვაში და ბოლოს უთქვამთ, გიდი კარგია, მაგრამ მირჩევნია, ამ ეტაპზე თანხა სხვა რამისთვის გავითვალისწინოო. მაშინაც კი, როცა ეს რამე განსაკუთრებულ თანხასთან არ იყო დაკავშირებული. რა საკვირველია, კვებაც ექსკურსიის თანმდევია, მაგრამ მარტო ეს არ უნდა იყოს მიზანი. და აქვე ვიტყვი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რამესაც. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან კარგად ახერხებს რესურსის გამონახვას იმისთვის, რომ თავისი მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბოს, ტრანსპორტით დედაქალაქში ჩამოიყვანოს და უკან წაიყვანოს, როგორც ეს 29 აპრილს გააკეთა. ახლა ვთქვათ, რაც იმ აქციის ორგანიზებასა და ხალხის ჩამოყვანაზე ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა, რამდენ სასკოლო ექსკურსიას დააფინანსებდა? თუ ამდენი ხალხის ჩამოყვანა შეუძლია, გამოდის ხელისუფლებას იმის შესაძლებლობაც აქვს, იქით შესთავაზოს სკოლებს სახელმწიფოს ხარჯით ექსკურსიების მოწყობა. როცა ღონისძიების ძირითადი დამფინანსებელი არ იქნება მშობელი, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს მასწავლებელს, თავადვე დაგეგმოს ექსკურსია და თავადვე გადაწყვიტოს, რას როგორ გააკეთებს. ასევე, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ყველა ბავშვი წავიდეს ექსკურსიაზე და უფულობის გამო არავინ დაიჩაგროს. თუმცა, ვიცი, რომ მასწავლებლის მოხერხებით, დღეს ექსკურსიას იშვიათად აკლდებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელმოკლე ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და თანხის დადებას ვერ ახერხებენ. - რამდენიმე წლის წინ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სამინისტროსგან რეკომენდებული იყო, რომ სასკოლო ექსკურსიები მხოლოდ 150 კმ-ის რადიუსში ჩატარებულიყო, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. როგორც ვიცით, ეს რეკომენდაცია მოიხსნა, რაც საექსკურსიო არეალს ზრდის, თუმცა ზრდის ხარჯებსაც, ხომ? - რა თქმა უნდა, რაც უფრო შორ მანძილზე იგეგმება ექსკურსია, მით მეტი თანხა არის საჭირო. ტრანსპორტირების ფასები ძალიან გაძვირდა და სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგი იქნება, ის ფინანსური რესურსები, რასაც ხელისუფლება უყაირათოდ ხარჯავს, სასკოლო ექსკურსიებს მოხმარდეს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანა. მიმაჩნია, რომ სკოლასაც შეუძლია წელიწადში ერთხელ მონახოს ამის საშუალება. რაც შეეხება თავად ექსკურსიებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, ისე დაიგეგმოს, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები აღმოსავლეთში ჩამოვიყვანოთ და აღმოსავლეთის ბავშვები - დასავლეთში. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც დასავლეთ ან ჩრდილოეთ საქართველოდანაა და კახეთში, რთველში ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე პირიქით, აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანს მანდარინის ხე ან ჩაის ბუჩქი არა აქვს ნანახი. საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ამის ორგანიზება ვერ შევძლოთ. ბუნებრივია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, როცა ჯგუფები სადმე გაგყავს და უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის გამო თავი არც მასწავლებლებმა და არც მშობლებმა არ უნდა შეიკავონ. ამისთვის კი საჭიროა, კარგად გაიაზრონ, რომელი მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა სურთ, რატომ უღირთ იქ წასვლა, რა იქნება მათთვის საინტერესო და ასე შემდეგ. მაგალითად, აპრილის დასაწყისში ორი კვირა ვიყავი ვაშლოვანისკენ. ვაშლოვანის ეროვნული პარკი არის საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დაცული ტერიტორია, რომელიც ნაკრძალს და ბუნების ძეგლებს აერთიანებს. მე რამდენიც არ უნდა ვესაუბრო მოსწავლეებს ტალახის ვულკანებზე, იმ შთაბეჭდილებას მაინც ვერ გამოვიწვევ, რასაც საკუთარი თვალით ადგილზე ყველაფრის ნახვისას იღებენ. მართლაც, როცა ტახტიტაფას ვულკანებზე მიმყავს, თითოეული მათგანი საოცარ ემოციას გამოხატავს. ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, სადაც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველი ჩასვლისას ისეთი აღფრთოვანება მიბყრობს, თითქოს პირველად ვხედავდე. სხვათაშორის, ექსკურსია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კონტაქტს ვამყარებთ ადგილობრივ მოქალაქეებთან. ამიტომ, ეს მიმართულებაც უნდა გახდეს ექსკურსიის ნაწილი და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები ადგილობრივ საინტერესო პიროვნებებს შევახვედროთ. ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ადგილზე ჩუმად და უხმაუროდ ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ. სწორედ ეს ადამიანები უნდა ვაქციოთ ჩვენი საექსკურსიო ტურების მნიშვნელოვან ნაწილად. მთავარი ისაა, თუ როგორ მივაწვდით მათზე ინფრომაციას მოსწავლეებს, სტუდენტებს. სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი არ იცნობს საკუთარ სამშობლოს, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც. ხელისუფლებაში სულ ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ თავიანთ ქვეყანას. - თანამედროვე სასკოლო ექსკურსიებზე ძალიან აქტუალურია ანიმატორების დაქირავების საკითხი, რაშიც გარკვეული თანხა იხარჯება. თქვენ რამდენად ხედავთ მათ აუცილებლობას? - მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიაზე ლამის ყველა ბავშვს მშობელი მიჰყვება, რატომღაც მაინც საჭიროდ მიაჩნიათ ანიმატორების მომსახურება. ამ დროს მშობლებს თავად შეუძლიათ მოიფიქრონ ისეთი გასართობი, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად იაქტიურებენ. ეს იქნება ფეხბურთის, ფრენბურთის, ბანდმიქტონის თამაში, გამოცნობანა, იგივე ,,ნამიოკობანა,“ შეჯიბრებები. ანიმატორი ხომ სხვას არაფერს აკეთებს? სიმართლე ვთქვათ, აქაც არჩევანი გიდსა და ანიმატორს შორის რომ იდგეს, რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად ანიმატორს აირჩევს. არადა, გიდებსაც შეგვიძლია მათ ისე დავუგეგმოთ ექსკურსია, რომ თან საინტერესო და შემეცნებითი იყოს, თან - გასართობი. იმისათვის, რომ ექსკურსია გახდეს ისეთი, როგორიც წესით არის გათვალისწინებული, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ყველას ერთად, სკოლასაც, მასწავლებელსაც, მშობელსაც და მოსწავლესაც. - აქ მარტო ექსკურსიის შინაარსზეა საუბარი თუ ექსკურსიაზე ქცევის წესებიც გვაქვს ასათვისებელი? - დიახ, ნამდვილად გვაკლია ეს ცოდნაც. შარშან დანიაში გახლდით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვხედავდი, მწკრივში ჩამდგარი ბავშვები ჩუმად და უხმაუროდ როგორ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, რომელთაც თავსა და ბოლოში მხოლოდ თითო მასწავლებელი მიჰყვებოდათ. ეს ბავშვები, ბაღის ასაკიდან დაწყებული მოზრდილებით დამთავრებული, მხვდებოდნენ მუზეუმებშიც, სადაც ასევე ხმის ამოუღებლად იდგნენ ექსპონატების წინ და უსმენდნენ თავიანთ მასწავლებელს, რომელიც ამ ექსპონატის შესახებ თავიანთ ენაზე რაღაცას უხსნიდა. სამაგალითოდ მოწესრიგებული იყო მათი მსვლელობაც და მათი ქცევაც, რაც ჩვენთან იშვიათი სანახავია. ირმა ბერიშვილი
  3. Today
  4. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად, რადგან ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, გავაკეთო რაც შემიძლია ყველაფერი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ასე რომ, მე ზუსტად ამ პოზიციაზე ვარ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, კანონი მიუღებელია და მოდიფიცირებას არ ექვემდებარება. „ახლა ვართ შუა გზაზე კანდიდატის მოპოვებულ სტატუსსა და მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას შორის. ამ დროს პარლამენტმა 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ჩვენ მაგიდაზე გვაქვს. პარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენგან ელიან, მუშაობს შარშან გაწვეულ კანონზე, რომლის შესახებაც ყველა ჩვენმა პარტნიორმა თქვა, რომ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მიზნებს. გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის. ქვეყანას სურს ევროპა და სურს, რომ წლის ბოლოს არ დაკარგოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ipn
  5. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. netgazeti
  6. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გაფართოვდება, როგორც ეს რუსეთში ვნახეთ. კანონის არსებობის შემდეგ, მარტივია მისი მშვიდად შესწორება”, – წერს ის. publika
  7. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღარ დააინიციირებდნენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცაჰნკა ამბობს, ისინი დააყენებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირთან. ის ასევე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ “საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი”. მარკუს ცაჰკნამ ამას “საჯარო ტყუილი უწოდა”. publika
  8. კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს. მანამდე შსს სარეკლამო კომპანია „ლიმონში” შევიდა. ოკმელაშვილი იქ არ იყო, რის შემდეგაც ის სახლიდან აიყვანეს. პარალელურად გაჩხრიკეს მისი სახლი და ოფისი. გადასაღები პავილიონიდან პოლიციამ გაიტანა კომპიუტერული და სხვა ტიპის ტექნიკა. გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. publika
  9. Yesterday
  10. LavillNuaxy

    Madonna

    [url=https://chimmed.ru/products/prest-antigen-tubgcp3-id=3826038]prest antigen tubgcp3 купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] prest antigen tubgcp4 купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/prest-antigen-tubgcp4-id=4014796
  11. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან და ზოგადად სახელფწიფო უწყებების მხრიდან, არის ორგანიზებული დანაშაული, არ არის უბრალოდ გადაცდომები, ეს არის ორგანიზებული ძალადობა, რასაც ხელისუფლება სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გაგახსენებთ, ეს პროცესი საიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ერთი მეორის მიყოლებით ეს უწყებები ან უქმდებოდა ან ექვემდებარებოდა პარტიას. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7680420395382808/
  12. საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს. „ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ევროპული გზა საქართველოსთვის ჩაიკეტება და ქართველ ერს უნდა დაეხმარონ ევროპის ერებთან გაერთიანებაში. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიაში განაცხადეს, რომ გარე ძალები მოქმედი მთავრობის დამხობას ცდილობენ. “ეს მეგობრობა არ არის, ეს მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის ჩანერგვის მცდელობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ერევანში ჩასულიყო და ოპოზიციის მიტინგში მიეღო მონაწილეობა? რა დამოკიდებულება იქნებოდა? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ”, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას, ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ერების წინააღმდეგ აწყობენ, ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირებისთვის, დასავლეთი ღიად კრიმინალურ ქმედებებზე გადავიდა - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თბილისში ოფიციალური ვიზიტის საფარს ქვეშ პირდაპირი მნიშვნელობით ერევიან ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში”, - წერს დუგინი. იპნ
  13. ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიაში შესვლაზე უარს აცხადებენ. იპნ
  14. სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს. ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სიკვდილს ებრძოდა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარს მკვლელობის პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას უწოდებს. რობერტ ფიცოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს, როგორც მის სამშობლოში, ისე ქვეყნის გარეთ — ევროკავშირში. ამის მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული მოწოდებებია, რომ შეუწყდეს სამხედრო სახის დახმარება უკრაინას და აღიკვეთოს სანქციები რუსეთზე. თუმცა, მასზე თავდასხმა მკაცრად და ფართოდ იქნა დაგმობილი და შეფასდა, როგორც თავდასხმა დემოკრატიაზე. თავდამსხმელი სამიზნისგან მცირე მანძილით იყო დაშორებული და ფიცოს მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად იდგა. სროლა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ფიცოს დაცვის თანამშრომლებისთვის. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სროლის შემდეგ პრემიერი რამდენიმე ადამიანს მიჰყავს, მანქანაში სვამს და სწრაფად ტოვებენ ადგილს. პოლიციას თავდამსხმელის ვინაობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ადგილობრივი, 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. ნეტგაზეთი
  15. თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. მთავრობამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. პუბლიკა
  16. სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით; 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი. $1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი. ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. პუბლიკა
  17. „კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირდაპირ ეხება ეკონომიკას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა. კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით უწყობენ ხელს ამ კუთხით საქართველოს განვითარებას. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი შესაძლოა, ამ მხრივ შემაფერხებელი იყოს საქართველოსთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გაკეთდება განცხადებები საქართველოს მიმართ მხარდამჭერი პოლიტიკის გადახედვაზე. „აშშ-ს წარმომადგენელიც საუბრობდა 350-მილიონიან მიმდინარე მხარდაჭერაზე, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იყო ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე. ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების გაძლიერებას, იქნება ეროვნული ბაკი, სამინისტროები თუ სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კონკრეტული როლი აქვთ ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში. მათ განვითარებას მნიშვნელოვნად უჭერს მხარს დონორი საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ თქვა ო’ბრაიენმა, რომ გადაიხედება ის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა ატარებს ქვეყანაში, ამიტომ აქ ნებისმიერ რისკი არის კრიტიკული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ. აღსანიშნავია ისიც, რომ დონორი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის მოზიდვის, ბაზრებისა და სავაჭრო პოლიტიკის განვითარების, ბაზრებზე ინტეგრირების, ინტერნეტიზაციის, გაციფრულებისა და სხვა არაერთი მიმართულებით. პაპავას თქმით, როდესაც ამ დახმარებების ფონზე, მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ „დასავლეთი გადატრიალებას გეგმავს“, ეს ბიზნეს და ეკონომიკური გარემოსთვის დამაზიანებელია. „რაც შეეხება კანონის გავლენებს, შესაძლოა, დღეს ხვალ და უახლოეს პერიოდში არ აისახოს, მაგრამ ეს კურსი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. როგორც ვთქვი, ერთი იმ კუთხით, რომ ინსტიტუციური განვითარება შეყოვნდება ქვეყანაში, მეორე, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნაკლები სანდოობა იქნება და რისკის ქვეშ დადგება პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული ბიზნესების, ინსტიტუტების, ბაზრების განვითარების, გაციფრულებისა და ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მხარდამჭერი ღონისძიებები სახელმწიფოებთან ერთად ხორციელდება, ამიტომ აქვს მას სანდოობა და დამატებითი სტიმული ბიზნესებისთვის. ამ მიმართულებით ნელ-ნელა ვშორდებით პარტნიორებს, რომლებიც აქამდეც და დღესაც ამბობენ, მითხარი რა გჭირდება, დაგეხმარებითო. ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპონენტი გვაქვს, რითაც შესაძლებელია დღევანდელმა სიტუაციამ გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აღნიშნავს გიორგი პაპავა. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. ავტორი: მერი ტაბატაძე
  18. საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.622 მილიარდ ლარს, იურიდიული პირების კი 1.447 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა 50.6 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მონაცემებით არარეზიდენტების წილი მთლიანი დეპოზიტების 17.9%-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი 9.069 მლრდ ლარია. სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, „წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი 38 პროცენტამდე. ამავდროულად, ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია“. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით არარეზიდენტ პირებს ვადიან ანაბარზე განთავსებული ჰქონდათ 3.179 მლრდ ლარი, მოთხოვნამდე ანაბარზე - 2.214 მლრდ ლარი, მიმდინარე დეპოზიტებზე კი 3.676 მლრდ ლარი. რაც შეეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების წილს მთლიან დეპოზიტებში, ასე გამოიყურება: (2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით) რუსეთი - 38%, დაახლოებით 3.446 მლრდ ლარი ისრაელი - 8%, დაახლოებით 725.5 მლნ ლარი უკრაინა - 7%, დაახლოებით 634.8 მლნ ლარი კვიპროსი - 5%, დაახლოებით 452.4 მლნ ლარი დიდი ბრიტანეთი - 5%, დაახლოებით 452.4 გარდა ამ ხუთი ქვეყნისა, საქართველოს ბანკებში დეპოზიტებს ინახავენ ბელარუსის, აზერბაიჯანის, გერმანიის და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეები. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში არასაბანკო დეპოზიტები 5.8 მლრდ ლარით გაიზარდა და დეკემბრისათვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა. დეპოზიტარების სტრუქტურის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრების ზრდა, შესაბამისად, 15.1% და 13.3% იყო. 2023 წლის განმავლობაში გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაციაც და დეკემბრის ბოლოსთვის 49.6% პროცენტი შეადგინა. bpn.ge
  19. წელს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად დაკეტილი იყო, რუსი ტურისტებისთვის გაიხსნა. მაისის დასაწყისში, მეხუთე და ყველაზე დიდი ტურისტული ჯგუფი ფხენიანში ვლადივოსტოკიდან გაემგზავრა. მათ შორის იყო „კომერსანტის“ კორესპონდენტიც, რომელმაც კორეის ეს მხარე უფრო დეტალურად დაგვანახა. ჩრდილოეთ კორეაში წელიწადში 15-30 დღის განმავლობაში, კოოპერატივებისთვის მიწათმოქმედებაში დახმარება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წმინდა მოვალეობაა. 2020 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა პანდემიის გამო 4 წლით დაიხურა, მაგრამ წელს, მოსკოვსა და ფხენიანს შორის პოლიტიკური კავშირების სწრაფად გაძლიერების ფონზე, ის ხელახლა გაიხსნა და ისიც, მხოლოდ რუსებისთვის. „ყველას თავისი ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში. ზოგიერთი ადამიანი აქ მოდის, რათა მონახულებული სახელმწიფოების კოლექციას დაამატოს, ზოგი იმისთვის, რომ ჩრდ. კორეის ისტორია უკეთ გაიგოს, ზოგიც იმ მიზნით, რომ მოინახულოს თავისი წინაპრების მიწა, ზოგი უბრალოდ, ყოველთვის ოცნებობდა ჩრდილოეთ კორეის მონახულებაზე“ - აცხადებს „კომერსანტის“ კორესპონდენტი. დახურული ცხოვრების წესის გამო, ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო უამრავი კლიშე. უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის უიმედო სიღარიბისა და შიმშილის შესახებ. რუსი კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პირველივე შეხედვით ეს მოლოდინი არ მართლდება. მისი თქმით, მთელს ქალაქში არის ახალი, თანამედროვე მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც ღამით განათებულია. დედაქალაქში ბევრი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ბინის ყიდვა: საცხოვრებელ სახლს გასცემს სახელმწიფო. ყოველწლიურად ქირავდება 10 ათასობით ბინა, მათგან უმეტესობა სამ და ოთხ-ოთახიანია, დაახლოებით 120 კვადრატული მეტრის ფართობით. საბინაო კომიტეტები ახალგაზრდა ოჯახებისთვის ცალკე საცხოვრებლებზე მუშაობენ. ასეთი სოციალიზმის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ გაუთხოვარი გოგოები და მარტოხელა მამაკაცები ვალდებულნი არიან იცხოვრონ მშობლებთან, სანამ არ დაქორწინდებიან. სხვათა შორის, ქვეყნის კანონი განსაზღვრავს განქორწინების უფლებას, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის უფლება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეელები თითქმის არასოდეს იყენებენ, რადგან განქორწინება, ადგილობრივი მსოფლმხედველობის მიხედვით, ამორალურია. ცხოვრების კიდევ ერთი განსხვავებაა საცობების არარსებობა ფხენიანის ფართო ქუჩებზე. ზოგადად, გზებზე ბევრი მანქანა არ არის. ეს კი იმიტომ, რომ კერძო ავტომობილის ფლობა არის უმცირესი ჯგუფის პრეროგატივა, რომელიც შედგება განსაკუთრებით გამოჩენილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან ოლიმპიური ჩემპიონები (თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 56 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანია ჩრდ კორეაში). ფხენიანის მცხოვრებლებისთვის ძირითადი გადაადგილების საშუალებაა ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები, ავტობუსებისა და ტრამვაის საკმაოდ ფართო ქსელი, ასევე ველოსიპედებიც, რომელიც ძალიან პოპულარულია. ფხენიანის ქუჩებში ვერსად ნახავთ ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძეგლებს, (რაც მისი განსაკუთრებული მოკრძალებით აიხსნება), მაგრამ ის ყველა ადგილობრივი გაზეთისა და ჟურნალის მთავარი გმირია. და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც გიდები ყვებიან ქვეყანაში მიმდინარე ცხოვრების შესახებ, ყოველთვის თან ახლავს შენიშვნა, რომ ყველაფერი კარგი გაკეთდა „ამხანაგ კიმ ჩენ ინის ბრძნული ხელმძღვანელობით“. ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ჩვეულებრივი ინტერნეტი. Wi-Fi ხელმისაწვდომია უცხოელებისთვის შერჩეულ სასტუმროებში, მაგრამ ფასი საკმაოდ მაღალია: ათი წუთის გამოყენებისთვის 2 დოლარის გადახდა გიწევთ. ამიტომ, ქვეყნის გარშემო მოგზაურობა ერთგვარ ციფრულ დეტოქსიკაციად შეიძლება შეფასდეს. ჩრდილოეთ კორეელებს თავისი ინტერნეტი აქვთ, რომელსაც გლობალურ ქსელთან საერთო არაფერი აქვს. მისი გამოყენება შესაძლებელია ტაქსის გამოსაძახებლად ან საჭმლის შესაკვეთად. რუსი კორეპონდენტი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაც აქ ვიზიტის შემდეგ გრჩებათ, არის "საბჭოთა ბედნიერი ბავშვობის" გემო, რასაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს წითელი პიონერის ჰალსტუხიანი ბავშვებისა და მოზარდების დიდი რაოდენობა, რომლებიც უცხოელ ტურისტებს მკაცრად განსაზღვრული ღიმილით ასაჩუქრებენ. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი bpn.ge
  20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება. ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფარგლებში, ზარების ინიციატორების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა მუქარა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მომართვების ხსენებული ნაწილი სამსახურის მიერ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში. რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. პუბლიკა
  21. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ. კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგან განსხვავებით, შესაბამისად აქცია კანონიერიცაა და მშვიდობიანიც იყო. “ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკანონო და ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ იმართება თბილისში. მორიგი სახდეპელი ვიქტორია ნულანდები, ორცხობილებით რომ დადიოდა კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება – საცდელი ქვეყნების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საქმეში მთელი მსოფლიოს თვალწინ უცერემონიო ჩარევა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულირება იმპერატივია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციასა და თავის ხალხს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალებისგან. სამივე ეს უცხოელი მინისტრი (სამივე ნატოს წევრი ქვეყნებიდან. ევროკავშირი არ წყვეტს მანდ არაფერს) თავისი ტლანქი ქმედებებით, ქუჩიდან რომ ითხოვენ საქართველოს სუვერენულ საქმეებში უცხოეთიდან ჩარევის თავისუფლებას, მხოლოდ დამატებითი საკმაზია ამ თემაში. მეტი გამჭვირვალობა რაღა გინდათ”, – წერს კოსაჩევი ტელეგრამზე. კოსაჩევის რიტორიკა რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელთანაც სრულ თანხვედრაშია ქართული ოცნებისა” და მასთან ასოცირებული ძალების გამონათქვამები მასობრივი პროტესტის მიმდინარეობის პარალელურად. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ მინისტრების მისვლა აქციაზე დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობაა, რადგან მათ საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოსწონთ. თუმცა, განსხვავებით კოსაჩევისგან, რომელიც ამ ქმედებას დასავლურს არქმევს, პაპუაშვილის თქმით, ეს რუსული და საბჭოთა სტილია. “ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში”, – თქვა პაპუაშვილმა. “უცხოელი პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ქართული ოცნების” განაყოფი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალა”, რომელმაც 2023 წელს პირველად დააინიციირა აგენტების შესახებ კანონი, მინისტრების ჩამოსვლამდე ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ შეხვედროდა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების დელეგაციებს. უფრო მეტიც, ქვეყანაში მათ არშემოშვებაზე ემსჯელა, რადგან მათი მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევა იქნებოდა. კიდევ უფრო ადრე “ხალხის ძალის” წარმომადგენელი თამთა მეგრელიშვილი წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მასობრივი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ უკრაინული მაიდანის სცენარის გამეორების მცდელობა იყო. მაიდანსა და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც, თითქოს, ქვეყნის სუვერენიტეტში ერევიან, ბიძინა ივანიშვილიც შეეხო თავის 20-წუთიან სიტყვაში, ხელისუფლების მიერ გამართულ კონტრაქციაზე რომ წარმოთქვა. „დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროის საქართველო და არც იანუკოვიჩის დროის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი“, – თქვა მაშინ ივანიშვილმა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ. “ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ამავე თემაზე: ნეტგაზათი
  22. „გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - ზაზა თავაძე 14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე" ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო წევრი.
  23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით. უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება: შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. netgazeti
  24. სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია. ◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport) ◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი) ◉ დავით ერაძე (Mtavari Tv) ◉ ირაკლი იმედაძე ◉ მაგდა კლდიაშვილი (Recorder) ◉ ლევან ყუფარაძე ◉ საბა საბანაძე ◉ სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby) ◉ ტატო ნიკურაძე (Free rugby) ◉ შალვა ქობალია (Marca) ◉ ეკა ელოშვილი ◉ ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა) ◉ გუგა როგავა ◉ ნიკა მითაიშვილი ◉ თინათინ ცეცხლაძე (Marca) ◉ ირაკლი ფოფხაძე ◉ დიმა შარიქაძე ◉ სალომე ბალახაშვილი ◉ სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო) ◉ გიორგი გელაშვილი ( საფეხბურთო კლუბი ორბი / ხაშურის ივერია / ხაშურის სპორტი) ◉ ზაქრო გალუსტაშვილი ◉ გიორგი ხარშილაძე ◉ ნოდო ბროლაშვილი ◉ ცოტნე შაორშაძე ( TST სპორტი) ◉ თაზო კურტანიძე (TST სპორტი) ◉ ნიკა ჩალათაშვილი (ოვალური სტუდია) ◉ ნიკოლოზ ტაბატაძე publika
  25. საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. გთავაზობთ განცხადებას: სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთაც აერთიანებს მთავარი, საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული მიზანი – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტი-ევროპული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში ა.წ. 3 აპრილს, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს გაეწვიათ ეს ინიციატივა. დაეწყოთ ღია, ინკლუზიური და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და საქართველო დაუახლოვდეს მის სანუკვარ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ – ჩართულიყვნენ ,,უცხოური გავლენის“ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება! ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს. publika
  26. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”. სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია. ლარი 15 მაისს მკვეთრად გაუფასურდა მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. publika
  27. ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება. პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები). აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საბაზო საფეხური 1 წლით იზრდება და 4 წლიანი ხდება, ხოლო სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება. როგორც პროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა. როგორც სამინისტრო განმარტავს, საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ - განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, უწყების შეფასებით, თუ მოსწავლე სწავლის შეწყვეტას გადაწყვეტს, ის 15-16 წლის იქნება, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე. „აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება. არსებული მდგომარეობით, VIII-IX კლასის დატვირთა საგრძნობლად მაღალია. საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად იმისთვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი გარდამავალი დებულებების დამატებას ითვალისწინებს, რომელიც ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს აკონკრეტებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე იმ მოსწავლეებს შეეხება, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ. გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში აგრძელებენ, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია. გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ. „აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე. ipn
  28. Last week
  29. პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა. ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს. „შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა, განსაკუთრებით შესაძლო სანქციების დაწესების ფონზე. ყველა უნდა გამოვხატოთ პროტესტი რომ ეს ვეტო არ დაიძლიოს, თორემ მერე ყველას შეეხება პრობლემები მისი პოლიტიკური განწყობის მიუხედავად. ორი ბანკის აქციების ფასის ვარდნა 1 დღეში”, - წერს ბექა ლილუაშვილი FACEBOOK-ზე. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...