Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. „დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ. ნეტგაზეთი
  3. ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, - წერს X-ზე თიის როიტენი. იპნ
  4. სალომე ზურაბიშვილმა ამ პროცესში მონაწილეობით საქართველოს უახლოეს ისტორიაში თავისი როლი დაწერა, როდესაც ასეთ რთულ პირობებში მან გამოიჩინა სიმტკიცე და სახე შეუნარჩუნა ქვეყანას ინსტიტუციურ დონეზე. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/424893526973857/
  5. „სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, მოღალატეებს და აგენტებს ეძახიან. ამიტომ არის ეს კანონი - რუსული." ანა ბუჩუკური, "გახარია საქართველოსთვი" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/890003706216548/
  6. „ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან". ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/323321347476568/
  7. Yesterday
  8. ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწოდებს „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“. „დილიდან საღამომდე – პარლამენტთან“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ხვალ საღამოს 5 საათზე კი სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზიცებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდება. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს. ნეტგაზეთი
  9. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ ცხადია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გვჭირდება. ამაზე არ ვდავობთ და ვეთანხმებით, თუმცა იქ არის საკითხები, რაზეც გვჭირდება ინიციატორებთან კომუნიკაცია. მაგალითად, დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები, ამიტომ სანამ ამ თემაზე არ გვექნება კონსულტაცია იმისათვის, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, მანამდე არასწორი იქნება დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ჩვენ ჯერჯერობით გვჭირდება, ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდეს საუბარი. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი თამაშობს დიდ როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ამასთან, მას ძალიან დიდი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი დაცული იყოს არჩევნებზე. ამიტომ, პრეზიდენტს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა დაუშვილმა. მისივე მოსაზრებით, პარტიის მიდგომაა, რომ ვიდრე რაღაცას ხელს მოაწერენ, დარწმუნდნენ, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ეთანხმებიან. „ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჯერ შეუერთდნენ და მერე აპირებენ იმსჯელონ რა მოსწონთ და რა - არა. ჩვენი მიდგომა პირიქით არის, რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ, გვინდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმები“,- განაცხადა დაუშვილმა. იპნ
  10. რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.
  11. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას. ვეტოს საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს. პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში სამშაბათიდან გაიმართება. თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პროცედურის მიხედვით, კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს რუსულ კანონს და ის მიღებულად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს. პუბლიკა
  12. ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, - ნათქვამია წერილში. სპიკერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ იქნა აღიარებული და ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეშფოთებას იწვევს. „საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზედაც ვალდებულება აიღეთ, რომ იხელმძღვანელებდით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. არსებული კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას ისახავს მიზნად, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეხმარებიან. ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“, - წერენ სპიკერები. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს არ გადაუხვევს, ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეყვანისთვის. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვჯერა და ჩვენი მხარდაჭერის ერთგულები ვართ“, - აღნიშნულია წერილში. იპნ
  13. დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441215681972560/
  14. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები და არჩევანი იყოს დაცული არჩევნებზე, ამიტომ, რა თქმა უნდა მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით, რეფორმების, არჩევნების შედეგების და ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის კუთხით. ამასთანავე ქარტიასთან შეერთება არშეერთების ნაწილში გვჭირდება, რომ გავიაროთ ის საკითხები რაზეც ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები. ჩვენ რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ გვინდა ვიყოთ დარწმუნრბული, რომ იქ რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმებით. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1765345540659065/
  15. ჩვენ ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვრცხვეს ქუჩაში გამოსვლის და შვილებისთვის თვალებში ჩახედვის. მე გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019418553122096/
  16. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები არ შესრულდა, „ნიშნავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აღარ აქვს”. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, შესრულებისთვის აუცილებელი 9 დათქმით. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. პუბლიკა
  17. საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთი ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომისთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კანონის მიღებას, რომელიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. „ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ამ საკითხს. ვფიქრობ, საქართველოსთან უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთავრობასთან ამ საკითხზე, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მტკიცე პოზიციის დაფიქსირებით. შვედეთის ხელისუფლების პოზიცია ძალიან მკაფიოა — ეს კანონი მიუღებელია, რადგან ის იმეორებს იმავე კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში“, — განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. მისი თქმით, როგორც ევროკავშირის საბჭოს, ასევე კომისიის მხრიდან საქართველოს უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი კანონის მიღება ნიშნავს ურთიერთობების შეცვლას. „სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უყონ ამ კანონს, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი ახლა სერიოზული — არ მინდა ვთქვა საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშეა“, — განაცხადა, თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუმინიტა ოდობესკუმ თქვა, რომ უცხოური გავლენის კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. „საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგში. რუმინეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო გვყავდეს ახლოს, მაგრამ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპულ დღის წესრიგს და მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გადაცემა“, — თქვა ოდობესკუმ. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას თქმით, მინისტრებს სურთ, გაეცნონ ევროკომისიამ შუალედური მიმოხილვას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, ასევე მოამზადონ საპასუხო ზომები საქართველოს მიერ უცხოელი აგენტების კანონის მიღებაზე. ცაჰკნას თანახმად, საპასუხო ზომებს შორის შეიძლება განხილულ იქნას უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება [პროცედურულად], ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ „პოლიტიკურად კი“. ნეტგაზეთი
  18. "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი "ოფციიდან" ერთ-ერთის არჩევა. პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“,- წერს ფხაკაძე. იპნ
  19. საქართველოს პარლამენტის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებულმა კანონმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქციები უკვე გამოიწვია. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, რომ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ხელს შეუშლიდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე მათთან პარტნიორულ ურთიერთობებსაც. ამას დაერთო ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არსებული ფორმით საქართველოს ხელისუფლებამ ეს კანონი უნდა გააუქმოს, რადგან მათივე შეფასებით, მისი ფუნდამენტური ხარვეზები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ,,ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის წევრთაგან ყველამ ერთმანეთზე უარყოფითი პასუხი გასცა, როგორც ვენეციის კომისისას, ისე ევროგაერთიანების წარმომადგენლებს და აშშ-ს, რომლის კონგრესმენებმაც გამოიჩინეს ინიციატივა, რომ ,,ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის“ და მათი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოსთვის ამოქმედდეს აქტი ,,მეგობარი“, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს; ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - პირიქით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღოს, რომელიც ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდსა და მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. მიუხედავად ამისა, ,,გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ ხელისუფლების პოზიცია ჯერ- ჯერობით უვლელია. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ აპირებენ.“ საზოგადოების ნაწილი დიდი ხანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის კარნახით მოქმედებს და სწორედ ამიტომ იცავს ,,რუსულ კანონად“ მონათლულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, რომლის მსგავსი რუსეთში 2012 წელს ამოქმედდა და რომლის ძალითაც ვლადიმერ პუტინმა განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა. რეალურად, რამდენად არის შესაძლებელი, საქართველოს მმართველი ძალა რუსეთის მმართველი ძალის სურვილებს უწევდეს ანგარიშს ან რას ემსახურება დასავლელი პარტნიორების მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიერ გაჟღერებული პასუხები და რატომ არის მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ამ კითხვებზე პასუხებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი გაგვცემს. - რას აძლევს აღნიშნული კანონი საქართველოს ხელისუფლებას ისეთს, რომ მის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობასა და დახმარებაზე ხაზის გადასმა უღირთ? - სიმართლე გითხრათ, ამ კანონს ჩვენი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილის გარდა არაფერი სიკეთის მოტანა არ შეუძლია. მათ ისედაც აქვთ წვდომა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე, შემოსავლების სამსახურს კი თავისთავად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის ყველა ტრანზაქციის შესახებ აქვს ინფორმაცია. ამას ემატება, ასევე, მთელი რიგი ფინანსური რეგულაციები, რომელსაც ეს ორგანიზაციები იცავენ. ამდენად, ხელისუფლება ისედაც ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ნორმალურ სახელმწიფოში გამჭვირვალობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. გარდა ამისა, იმავე მიზნით, ამ რეპრესიული კანონის მიღების გარეშეც, არსებობდა მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების, დახვეწის ან დამუშავების არაერთი შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების“ მთავრი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და მათთვის კონკრეტული იარლიყების მიწებებაა. მთავრობა მათ ვერ აკონტროლებს, რადგან ისინი არც სახელმწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები და არც რომელიმე ფინანსურ რეგულაციას არღვევენ. დარღვევა რომ ჰქონოდათ, ფინანსური სამსახური დიდი ხნის წინ მიიტანდა მათზე იერიშს, მაგრამ რადგან ფიზიკურად არავითარი დარღვევა არ არსებობს, ამიტომ გახდა ასეთი ტიპის კანონმდებლობის შემოღება საჭირო. მეორე მიზეზი შეიძლება დავუკავშიროთ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ სასანქციო რეჟიმის შესაძლო შემოღების საპასუხოდ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივად იმის პირდაპირი აღიარებაა, რომ ,,ქართული ოცნება“ კრემლიდან წამოსული ინიციატივებით სააზრდოობს. როგორც ვენეციის კომისიამ განმარტა, ეს არის რუსული ტიპის კანონი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულთან, არც კანადურთან და არც რომელიმე სხვა დასავლეთ ევროპულ კანონთან. ის პირდაპირ რუსული, უნგრული და ყირგიზული ვარიანტიდან არის გადმოტანილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია გარკვეულ წნეხთან, რომელიც სწორედ რუსეთიდან მოდის და რომელიც ითხოვს, რომ მათთან დაახლოებულმა რეჟიმებმა ასეთი რეპრესიული კანონები მიიღონ. გარკვეულწილად შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ლოიალურობის ტესტი ანუ, თუ მოსკოვისადმი ერთგული ხარ, მიიღე ეს კანონი და შესაბამისად, შეზღუდე სამოქალაქო საზოგადოების მოქმედება. რაც შეეხება მესამე მიზეზს, რის გამოც ეს კანონი ერთი წლის მერე ისევ დააბრუნეს, უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. უკვე აქედანვე შეიძლება კარგად მივხვდეთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ალბათ, იმაზე უარესი ქმედებები იქნება, ვიდრე 2012 წლის საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ვნახეთ. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს არ უნდა, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ, ძალადობის, დაშინების, ადამიანებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობის, მათ შორის მოსყიდვის ყველა შემთხვევა აღრიცხონ და შექმნან იმ ვითარების ზუსტი, ობიექტური სურათი, რომელსაც არჩევნებზე მივიღებთ. აი, ეს სამი სავარაუდო ძირითადი მიზეზი უდევს საფუძვლად აღნიშნულ კანონს. ამას ემატება პარანოია, რომელმაც უკვე მიიღო უკიდურესი ფორმები და რაც ძალიან კარგად ჩანს დეპუტატ ლაშხის სრულიად აბსურდულ განცხადებაში. ასე თანდათან მივედით დღევანდელ მდგომარეობდამდე, როდესაც საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ჩვენი ქვეყნის 30 წლიან მიღწევებს და მოახერხა პუტინისაგან შექების დამსახურება. ამავე დროს, მიიღო სასანქციო რეჟიმი საქართველოს მთავარი მოკავშირისგან, რომელმაც ჩვენ 90-ანი წლებიდან გამოგვიყვანა. დღევანდელი მოცემულობით, ქართული ოცნება აქტიურად გვექაჩება ისევ 90-ან წლებში, როცა საქართველო რუსეთის პირისპირ სრულიად მარტო იყო დარჩენილი. - რატომ, რისთვის, დღეს რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ლოიალურობა და რამდენად ლოგიკურია ეს აზრი? - ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ კითხვაზე ის არის, რომ მმართველ გუნდს ძალიან უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. 29 აპრილს, როცა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი და თბილისში თავყრილობა ჩაატარეს, ივანიშვილი პირდაპირ ესაუბრა მოსკოვს და მოახსენა, რომ ის არ არის იანუკოვიჩი. შესაბამისად, საჭირო არ არის, რუსეთმა აქ მისი შემცვლელი მოძებნოს, რომელიც თითქოსდა გააკონტროლებს სახელმწიფოს. ანუ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ელაპარაკება არა ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს დასავლეთში, როგორც ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ უნდა აკეთოს, არამედ ერთადერთ მოსაუბრედ ჰყავს რუსეთი, ასევე, როგორც ვნახეთ, ირანი, ჰესბოლა და ჰამასი. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე: რატომ არიან მზად, გაწირონ მთელი ქვეყანა და ჩვენი 30 წლიანი მიღწევები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეს უკვე მათი სინდისის საქმეა. - რა გზებს და პერსპექტივებს ხსნის საქართველოსთვის აქტი ,,მეგობარი“, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს? - საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კანონმდებლები ამჟამად მუშაობენ ორ აქტზე, ეს არის ,,მეგობრობის“ აქტი, რომელიც ინიცირებულია კონგრესის ქვედა პალატაში და - ,,ქართველი ხალხის კანონი“, რომელიც ინიცირებულია ზედა პალატაში. უპირველესად, ორივე მათგანის მიზანია, ,,ქართულ ოცნებას“ აუხსნან, რომ აშშ-ში ძალიან კარგად იციან ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ; რომ ისინი აკვირდებიან, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში და ძალიან კარგად ხედავენ იმ ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელსაც მმართველი პარტია ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ეწევა. ამიტომაც მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას და მზად არიან, შემოიღონ მთელი რიგი ინიციატივები, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას მკვეთრად და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს ეხება, როგორც შტატებთან უვიზო მიმოსვლას, ასევე ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტს და რა თქმა უნდა, უპირველესად ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობის ზრდას. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რასაც ჩვენ აშშ-დან და ევროკავშირიდან ვიღებთ. ,,ქართული ოცნება“ მზად არის, ამ ყველაფერზე უარი თქვას მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. - აქვე რომ განვმარტოთ, ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერას და აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას? - საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ეს იყო გასული საუკუნის 90-ანი წლები, კრიმინალის თარეში, სიბნელე ჩვენს სახლებსა და მთლიანად ქვეყანაში, რაც ძალიან კარგად გვახსოვს. დღევანდელი ქმედებებით ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ისევ 90-იან წლებში აბრუნებს საქართველოს, მაგრამ თუ მაშინ დასავლეთის მხრიდან ჩვენს მიმართ არ იყო ინტერესი და აქტიურობა, უფრო პირიქით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა, თავად მოეფიქრებინა და შეექმნა ინტერესის სფეროები მათი ყურადღების მისაქცევად, დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია. როგორც იქნა, საქართველოს გაეხსნა უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გაჩნდა რეალური შანსი, რომ როგორც იქნა გავიდეთ სამშვიდობოს, დასრულდეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში და იმ დაპირისპირებაში, რომელიც ავტოკრატიულ და დემოკრატიულ სამყაროს შორის, როგორც ჩანს, მოახლოებულია, საქართველო იყოს არა რკინის ფარდის დახურულ მხარეს, არამედ პირიქით, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარეს. ,,ქართული ოცნება“ ამ ყველაფერზე ამბობს უარს და თავისი საგარეო, სრულიად დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი პოლიტიკით ისევ რკინის ფარდის რუსულ მხარეს მიგვაქანებს, სადაც ჩვენ რუსეთის, ირანის, ჰესბოლასა და თალიბანის გვერდით დავრჩებით. - რამდენად ელოდა საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხრიდან სერიოზულ სანქციებზე საუბარს და ზოგადად, დასავლეთის ასეთ მწვავე რეაქციას? - დღევანდელი თვალსაზრისით, ხელისუფლება, როგორც ჩანს, დასავლეთის მხრიდან ურთიერთობის გამწვავებას ელოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ საპასუხო ნაბიჯი ასეთი სწრაფი იქნებოდა. აშკარაა, რომ ბლინკენის მიერ გამოცხადებული სანქციების რეჟიმი მათთვის მოულოდნელი იყო და ხელისუფლებას ჰქონდა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები უნგრეთისა და სლოვაკეთის დახმარებით დაიბლოკებოდა. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრეთის ევროკომისარ ვარჰეის ბოლო საუბრის შემდეგ, სავარაუდოა, რომ უნგრეთიც კი დაუჭერს მხარს სხვადასხვა ტიპის სასანქციო მექანიზმებს, რომელიც შეიძლება ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ამოქმედდეს. აქედან გამომდინარე, თვალნათლივ ვხედავთ რამდენიმე სერიოზულ დიპლომატიურ შეცდომას, თუ შეიძლება ამას შეცდომა ეწოდოს ან პირდაპირ კარგად გამიზნულ, რუსული სტილის საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში, ამ ალიანსის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება არანაირად არ გვაახლოებს ჩვენს მიზანთან. - დასავლეთთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა რამდენად ახლოსაა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხთან და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს სოციალურად და ეკონომიკურად მზარდი, ევროპული განვითარების გზაზე მდგომი ქართული სახელმწიფო? - ერთადერთი შანსი საქართველოსთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ტერიტორიული პრობლემები, ეს არის გაერთიანება დასავლურ სტრუქტურებთან, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას; ეს ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების მოძიებას და ცივილურ, ნორმალურ, დემოკრატიულ სივრცეში ინტეგრაციას. ამის ყველაზე კარგი ილუსტრაციაა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან სანქციები ამოქმედდა და მათ შეეზღუდათ წვდომა ისეთ მომსახურებაზე, რაც ჩვენთვის სრულიად ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ზრდის ჩვენს მიმზიდველობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოში რუსეთის გავლენას ზრდის, გვაშორებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და უფრო მეტიც, გვაახლოებს უარეს მდგომარეობასთან, ვიდრე იყო საბჭოთა პერიოდში. თუ ახლა საქართველოში რუსეთი გაიმარჯვებს, მივიღებთ ჩეჩნეთის მსგავს ქვეყანას, სადაც ეროვნული დროშაც კი, რუსეთის დროშის შემდეგ, იქნება მეორე. - რა შანსები გვაქვს იმისთვის, რომ ამ საშიშროებას გადავურჩეთ; რა უნდა გაკეთდეს, რათა ხელისუფლებამ პოზიცია დათმოს? - შანსები საკმაოდ მაღალია და არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ახლო პერიოდში უნდა გადაიდგას. პირველი, ეს არის გააზრება, რომ ჩვენ ვართ ეგზისტენციალურ ბრძოლაში, რომელიც გადაწყვეტს, იქნება საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო თუ გახდება რუსეთის ნაწილი. ამის შემდეგ აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ ეს ბრძოლა არ არის სპრინტი, ერთ დღეში ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ეს არის მარათონი, რომლის ფინალიც იქნება არჩევნები. ამ არჩევნებზე კი ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ მომზადებულები. პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა კლასმა კარგად უნდა გააცნობიეროს მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა და სათანადოდ მოემზადოს არჩევნებისთის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი ძალების აქტიურობის და სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, შეიქმნას ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უბიძგებს, მივიდეს არჩევნებზე და თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ასევე, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ არნახული წნეხისთვის, რომელიც იქნება არჩევნების დროს და ყველამ გავუძლოთ ამ წნეხს. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო რეპეტიცია იმისა, რაც 2024 წლის არჩევნებზე გველოდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიის მიმართულებით კი არ განვითარდა, პირიქით, რეგრესი განიცადა. თუ ზემოხსენებულ ნაბიჯებს კარგად გავიაზრებთ და მივხვდებით, რა დიდ ბრძოლაში ვართ დღეს, ამ შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება ნამდვილად არის ევროპული ინტეგრაცია. აქ, ამ ქვეყანაში არავის სურს, რომ მისი მეკავშირე იყოს რუსეთი და საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ირმა ბერიშვილი (ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში რესპონდენტების პოზიცია არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას)
  20. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს წერილს წერს, რომელშიც ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებიან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ხალხის მისწრაფებას დასავლეთისკენ. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარების გამო, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – ნათქვამია წერილში. პუბლიკა
  21. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მანდატი მეორე ვადითაც გაგრძელდებოდა, მას მისი მხარდაჭერა ექნება. გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დაანახა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპულ ფასეულობებს. „ვთვლი, რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მე ვთვლი, რომ ეს ის თემაა, სადაც სხვა პარტიებმა შეიძლება…“, – განაცხადა გახარიამ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად, გახარია პასუხობს, რომ აუცილებლად. „მე და ჩვენ [მისი გუნდი] აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში და მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, – თქვა გიორგი გახარიამ. შეკითხვაზე, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისი კანდიდატი, გახარიამ უპასუხა, რომ ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ უნდა ისაუბრონ. „ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ერთმნიშვნელოვნად”, – თქვა მან. პუბლიკა
  22. მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც არაღიარების პოლიტიკის თაობაზე დაუშვილის კითხვას, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. „დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში ახორციელებენ. ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, რაც ათწლეულების მონაპოვარია. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია. არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და დაცვა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაა, თუ ვინმესთვის არის ღალატი, ეს ოკუპანტი რუსეთია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი „ოცნება“, მათ შორის ამ განცხადებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“. იპნ
  23. მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა. დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა. „მე არ მინდა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც მცირედი ინტერპრეტაცია დარჩეს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან ერად არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში არც ერთი წუთი და არც ერთი წამით კითხვას არ ვსვამთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა შემდეგს - იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს საფრთხეს უქმნის თუ არა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას? მე რაზეც გესაუბრებით ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო,“ - განაცხადა დაუშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“. „ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?, - განაცხადა დაუშვილმა. იპნ
  24. რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან რუსთაველის თეატრში თამაშობდა, მათ შორის, სპექტაკლებში: “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “საბრალდებო დასკვნა”, “მაკბეტი”, მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” და სხვა. საზოგადოებას ის ახსოვს მის მიერ შესრულებული კინოროლებითაც ისეთ ფილმებში, როგორიცაა “სიყვარული ყველას უნდა”, “ადამიანთა სევდა”, “ბეღურების გადაფრენა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” და სხვა. ნეტგაზეთი
  25. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. პუბლიკა
  26. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სასესიო სხდომაზე ვეტო არ დაძლიონ. მიმართვის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვით მიმართა: „თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სხვა კანონში ცვლილების განხორციელება, იძლეოდა თუ არა ვეტო იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს წარმოედგინა ისეთი ტიპის ცვლილება, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, განგვეხილა თუნდაც ის ვერსია, რომელიც თქვენ გაქვთ მხედველობაში“. ლევან იოსელიანმა ოხანაშვილს უპასუხა, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობებს და დისკუსიის სივრცეს. იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს. პუბლიკა
  27. „იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე, რასაც „ოცნების“ წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803596715038747/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...