Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  3. "დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია, რაც გამოიხატა თუნდაც ამ კანონის მიღებით. ეს არის მცდელობა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. , ჩვენ ყველაზე მძიმე შედეგებისთისაც უნდა მოვემზადოთ. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავიცვავთ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამასთან ერთად, შევძლებთ და თავიდან ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება. ის გაბრაზება, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება და მე მიჭირს დღეს მათ მოვუწოდო ზომიერებისკენ. ემოციები უნდა ვმართოთ და უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები, იმიტომ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის გაბრაზება დღეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში, რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე "ოცნება" ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში... ამიტომ „ოცნება“ ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება. ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ ხდება. ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს. აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ - ბოდიში, შეგვეშალა. ბოდიში მოუხადონ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან. ქართულ პოლიტიკაში ფულის და მევახშეობის დრო უნდა დასრულდეს, სხვანაირად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ოლიგარქებზე ან იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ, რომ სხვა ოლიგარქი ჩაანაცვლონ და უფრო კეთილი ოლიგარქები გახდნენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას მივცეთ იმის შესაძლბელობა, რომ გააკეთოს სწორი და რაც მთავარია, სამართლიანი არჩევანი. ყველამ თავის ფინანსურ დავებს თვითონ მიხედოს, სახელმწიფოს ფინანსურ დავებში ნუ რევენ, განსაკუთრებით ისეთ ფინანსურ დავებს, რომელიც წარმოიშვა როდესაც ისინი კერძო პირები და ბიზნესმენები იყვნენ. არჩევნები არის ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე სწორი და ერთადერთი სამართლიანი გზა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე დასრულებულია, საბოლოოდ გავისტუმროთ. მესმის, რომ არჩევნებამდე ჯერ კიედვ 5 თვეა დარჩენილი, მაგრამ მერწმუნეთ, ის გულწრფელი გაბრაზება და ენერგია ახალგაზრდების, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, არჩევნებამდე კი არა, საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებამდეც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უკვე ესმით, რომ ისინი ევროპელები არიან, ისინი ფასეულობებით, ღირებულებებით ევროპელები არიან და ვიღაც ცდილობს ისინი დააბრუნოს ყველაზე ბნელ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ძალები და პარტიები, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს, ისინი შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად. დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან. "ოცნება" გახდა ის ძალა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება მართო ქვეყანა ისე, თუ სრულად არ აკონტროლებ პარლამენტს, თუ არ გაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ატყუებ შენს მოქალაქეებს, თავს ესხმი და ძალადობ მათზე, მაშინ, როდესაც ხვდები, რომ შენი ლეგიტიმაცია აღარ არის საკმარისი, იმისითვის, რომ ერთპიროვნულად მართო ქვეყანა, მერე გამოგყავს პოლიცია ქუჩებში, სპეციალური დანიშნულების ძალები და აპირისპირებ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეებს პოლიციასთან. მე არ მოგიწოდებთ თქვენ ფორმიან ადამიანებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ასეთ დავალებებს, მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ და დაიცვათ პირველ რიგში თქვენი სახელმწიფოს და თქვენი მოქალაქეების ინტერესი, ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/800763495329079/
  4. გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი ნეტგაზეთი
  5. „ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ. კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. მათ შორის, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მან პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პუბლიკა
  6. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას. თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძლადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე. “, – აღნიშნა მან. პუბლიკა
  7. დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ნეტგაზეთი შსს-სთან ცდილობს დეტალების გარკვევას. ნეტგაზეთი
  8. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. ამ წუთებში, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. იპნ
  9. არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება. არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა. იპნ
  10. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "როგორც მოსალოდნელი იყო, „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს ომი საბოლოოდ გამოუცხადა. ივანიშვილი მოძალადედ გადაიქცა, პარლამენტი კი ყაზარმად გადააქცია. რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად! საზოგადოებამ უნდა გავაგრძლეოთ უწყვეტი და მწვავე შიდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებმა კი გააძლიერონ გარე ზეწოლა. პასუხისმგებლობისგან გაქცევა ვერ უნდა შეძლოს ვერც ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს და რომელიც ვეტოს დაძლევაში მიიღებს მონაწილობას! ამასთან, ყველანაირად უნდა შევუშალოთ „ოცნებას“ ხელი ვეტოს დაძლევაში - პარლამენტიდანაც, ქუჩიდანაც, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციითაც. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვიქნებით ყველგან, სადაც ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლა მოითხოვს. ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტი პარლამენტში მარტო არ უნდა დავტოვოთ!"
  11. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ამავე თემაზე: „ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში“ — ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი რუსულ კანონზე შარლ მიშელი: „იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“ 84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია] ნეტგაზეთი
  12. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში. საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  13. სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.
  14. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა. ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს. იპნ
  15. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
  16. ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. „პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. პუბლიკა
  17. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”. პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა. დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი ჩამოაქვს. ინფორმაცია „იმედმა“ ვებგვერდიდან მალევე წაშალა. პუბლიკა
  18. არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში! ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/
  19. „ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/
  20. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება". კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  21. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც. დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება. შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/810232527695295/
  22. არასდროს, არსად მომავალ თაობაზე ხელისუფალს არ გაუმარჯვია. იცოდეთ, არც მუქარის, არც ძალადობის და არც არანაირი სასჯელის არავის ეშინია. რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1739335179924600/
  23. პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს“, – ნათქვამა რელიზში. პუბლიკა
  24. კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა. „ქალბატონო ხატია, თქვენ, როგორც უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ალბათ, ამ სტატუსით იღებთ ამ ვიდეოებს? არ შეიძლება, რა ზრდილობაა, დადიხართ ჩართული ტელეფონით და კოლეგებს სახეში უშვერთ კამერებს. არის აქ, მედია წარმოდგენილი და იღებენ და ფარულ ჩანაწერებს თუ აკეთებთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რომ არის, გასაგებია. ეგ ტელეფონი შეინახეთ, ადგილზე დაბრძანდით, თუ შეიძლება. კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას. რა წესია?! ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ! გამორთეთ ტელეფონი და დასხედით! კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე მაბეზღრული დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება. რა წესია უბრალოდ, რამე ფარულ ჩანაწერები გინდათ, თუ რა გინდათ? ან რა ქცევაა, ან რა კოლეგიალობაა, ტელეფონში რთავთ კამერას, დადიხართ და კოლეგებს ასე უშვერთ, რა გინდათ გააკეთოთ?! მედია არის, აფიქსირებს ყველაფერს, უბრალოდ, ეს, არ არის ის ქცევა, რომელიც ეკადრება კოლეგიალურ ქცევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ, მან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და აღნიშნა, ოპოზიციის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ. „დღეს, ოპოზიციას აქვს ამოცანა, ერთი, რომ ან ჩაშალოს ეს სხდომა ასეთი ექსცესებით ან გაწელოს უკიდეგანოდ და ნუ მივცემთ ამის საშუალებას. პროცესის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდი გარემო. კიდევ იქნება ბევრი პროვოკაციული განცხადება, არ ავყვეთ ამ ყველაფერს!“ - განაცხადა პაპუაშვილმა უმრავლესობის მისამართით. იპნ
  25. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა დარბაზიდან პირდაპირი ეთერი ტელეფონით ჩართო დეპუტატმა თამარ კორძაია. ამ ვიდეოში ისმის არაერთი გინება „ოცნების“ დეპუტატთა მხრიდან. ტარიელ ნაკაიძეს ფიზიკური შეხებისგან მანდატურის სამსახური იცავდა. კორძაიას გადაღებულ ვიდეოში ისმის უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის გინება: „ამათ ასე პირში უნდა *** ყოველთვის“ ნაკაიძესთან დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ადგილზე მივარდნით სიტყვა შეაწყვეტინეს ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილთან. ის რუსული კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა. პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით. 14 მაისის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტი დღეს კვლავ სპეცრაზმის დახმარებით შეიკრიბა და „ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ასე შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ტრადიციულად, გარეთ კვლავ იმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ნაკაიძესა და ლილუაშვილთან დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა.
  26. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...