Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ახლა წყება და დარწმუნებულები იყავით, ერთად გავაფორმებთ ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლების მძიმე დასასრულს. ახლა მთავარი, რაზეც ძალები უნდა გავაერთიანოთ არის არჩევნების დაცვა, არჩევნებს თუ ვერ დავიცავთ ყველა გზა იკეტება. ანა ბუჩუკური. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/297367273467699/
  3. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით გაზიარება იხ. კომენტარები ბეჭდვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებას. გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ ეს არის სევდიანი დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. "მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებუსთვის. არ დაგავიწყდეთ, როცა ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა მივდივართ. არ დანებდეთ. არჩევნები მალე იქნება" - წერს მიხეილ როთი. საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოს ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა. radio tavisupleba
  4. გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არავის მოუტანს სარგებელს. თითქმის არავის“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. radio tavisupleba
  5. პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას; სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება. ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის. publika
  6. ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. დღეს მეტი სასაუბრო არაფერი არ არის - არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. იპნ
  7. ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. „რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე. ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. იპნ
  8. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. იპნ
  9. საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალათ გარკვეული თანამდებობის დაკავება. დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, რომ განაჩენის სრული ტექსტის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მესამე ბრალდებულ დავით კვეკვესკირზე აფხაზეთში ძებნაა გამოცხადებული. „მთავარმა არხმა“ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს. 2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინა გალის ე.წ. მილიციის სამ თანამშრომელს — ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირს. ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს გალში დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაში იმყოფებოდა. ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც კვეკვესკირთან ერთად კარბაია სცემეს. შედეგად, თემურ კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს. თემურ კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ნეტგაზეთი
  10. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში. „ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში". იპნ
  11. მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/
  12. ჩვენ, ამ კანონით და ამ ქმედებებით ვშორდებით ჩვენს მეგობრებს. თუ შენსავე მეგობრებს შენივე ხელით დაშორდები და რუსეთთან დარჩები მარტო, საბოლოო ჯამში ამას ექნება კატასტროფული შედეგი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1185849045740672/
  13. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „პირველთან“ მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძე რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“. „ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლო. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას — მე ტვინს გამასხმევინებდნენ“ — ამბობს ყოფილი მოსამართლე. ამასთან, ბესარიონ ალავიძის თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი კეთილგანწყობას ჰპირდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრებდა, ემუქრებოდნენ, რომ „გადაუვლიდნენ“: „ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი მაგალითად ხელს, ჩემ მიმართ შეიცვლებოდა განწყობა და დამოკიდებულება. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას,“ — ამბობს ყოფილი მოსამართლე. ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლაზე საუბრობდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, „რუსთავი2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზენაესი სასამართლოს მაშინდელ მოსამართლეზე, ბესარიონ ალავიძეზე, ზეწოლა განხორციელდა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, “არაერთი ზეწოლის შემდეგ” ვერ დაითანხმა ალავიძე, მიეღო მმართველი პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილება “რუსთავი2-ის” საქმეზე, პროცესში სუსი ჩართო. “ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი. ბესარიონ ალავიძე 2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2011 წლის თებერვლიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საქმიანობდა. ალავიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჩართული იყო “რუსთავი2-ის” საქმის განხილვაში, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების ძალითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ალავიძე შედიოდა როგორც უზენაესის სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიაში, რომელიც საქმეს თავდაპირველად განიხილავდა, ისე დიდ კოლეგიაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლის სექტემბერში, როცა უზენაესში საქმეს ჯერაც 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, ტელეარხის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სამივე მათგანი ზეწოლის ქვეშ იყო და ამ პროცესს ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა. მანვე თქვა, რომ ზეწოლაში უსაფრთხოების სამსახურებიც მონაწილეობდნენ. როგორც ალავიძემ, ისე სხვა ორმა მოსამართლემ, არ დაადასტურეს ზეწოლა. მეორე მხრივ, ბესარიონ ალავიძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელთა მიმართ ზეწოლის შესახებაც პროკურატურამ განცხადება 2017 წელს გაავრცელა და გამოძიებაც დაიწყო. პროკურატურა მაშინ ამბობდა, რომ ალავიძემ და მისმა კოლეგამ, პაატა ქათამაძემ, რომელიც ასევე შედიოდა “რუსთავი2”-ის საქმის განმხილველ ორივე კოლეგიაში, მიიღეს მუქარის შემცველი წერილები, რომლითაც იკვეთებოდა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. აღნიშნულ წერილებს პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებდა. მოგვიანებით ალავიძემ და ქათამაძემ თავადაც მიმართეს პროკურატურას, თუმცა შემდეგ ბესარიონ ალავიძემ ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ინტერვიუში არ დაადასტურა წერილების მუქარის შემცველი შინაარსი და განაცხადა, რომ მუქარა რომ ყოფილიყო, ამას თავად იტყოდა და არ დამალავდა. ნეტგაზეთი
  14. დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა. შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, შემდეგი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები - Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით. ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ”, ხელი მოეწერა 2024 წლის 10 აპრილს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  15. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. ნატალია ყიფშიძე, სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს. მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს 500-500 ლარით დაჯარიმდნენ სხვა აქტივისტებიც, მათ შორის, ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი. „დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი, ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა. მეტიც – ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი არც იარსებებდა“, – დაწერა ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში და გააზიარა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, შსს-მ მისი სამართალდარღვევის დასამტკიცებლად წარადგინა. პუბლიკა
  16. 28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა. იპნ
  17. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ „იმიტომ!“. ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე, იყო ანტიკონსტიტუციური, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს - არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული. ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა, „იმიტომ!“- განაცხადა მსხილაძემ. იპნ
  18. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ არაკაცებს სცემს და აქვს შესაბამისი სიაც. ტვ პირველის ჟურნალისტმა სპეცრაზმის უფროსს ჰკითხა: „აპირებს, თუ არა აქციაზე დღესაც ახალგაზრდების ცემას”. „მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტახანში…”, – უთხრა „ხარებამ“ ჟურნალისტს. ჟურნალისტებმა ზვიად ხარაზიშვილს აქციებზე სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკად ნაცემი ენმ-ს ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი, დავით ქაცარავა შეახსენეს და ჰკითხეს, გრძნობს თუ არა, მომხდარზე პასუხისმგბელობას, რაზეც „ხარებამ“ თქვა, რომ „ყველა იცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. ხაბეიშვილს უარესი…”. გარკვევით არ ისმის სიტყვა, რომელსაც ამის შემდეგ „ხარება“ ამბობს. „ხარებას” ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ მიმართა ხელისუფლებას, გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერონ. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ დილიდან პარლამენტთან იმყოფება, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან მივიდნენ, აპროტესტებენ რუსულ კანონს, პარალელურად სესიისა, სადაც „ოცნება” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. პუბლიკა
  19. „დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ. ნეტგაზეთი
  20. ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, - წერს X-ზე თიის როიტენი. იპნ
  21. სალომე ზურაბიშვილმა ამ პროცესში მონაწილეობით საქართველოს უახლოეს ისტორიაში თავისი როლი დაწერა, როდესაც ასეთ რთულ პირობებში მან გამოიჩინა სიმტკიცე და სახე შეუნარჩუნა ქვეყანას ინსტიტუციურ დონეზე. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/424893526973857/
  22. „სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, მოღალატეებს და აგენტებს ეძახიან. ამიტომ არის ეს კანონი - რუსული." ანა ბუჩუკური, "გახარია საქართველოსთვი" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/890003706216548/
  23. „ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან". ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/323321347476568/
  24. Yesterday
  25. ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწოდებს „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“. „დილიდან საღამომდე – პარლამენტთან“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ხვალ საღამოს 5 საათზე კი სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზიცებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდება. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს. ნეტგაზეთი
  26. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ ცხადია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გვჭირდება. ამაზე არ ვდავობთ და ვეთანხმებით, თუმცა იქ არის საკითხები, რაზეც გვჭირდება ინიციატორებთან კომუნიკაცია. მაგალითად, დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები, ამიტომ სანამ ამ თემაზე არ გვექნება კონსულტაცია იმისათვის, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, მანამდე არასწორი იქნება დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ჩვენ ჯერჯერობით გვჭირდება, ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდეს საუბარი. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი თამაშობს დიდ როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ამასთან, მას ძალიან დიდი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი დაცული იყოს არჩევნებზე. ამიტომ, პრეზიდენტს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა დაუშვილმა. მისივე მოსაზრებით, პარტიის მიდგომაა, რომ ვიდრე რაღაცას ხელს მოაწერენ, დარწმუნდნენ, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ეთანხმებიან. „ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჯერ შეუერთდნენ და მერე აპირებენ იმსჯელონ რა მოსწონთ და რა - არა. ჩვენი მიდგომა პირიქით არის, რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ, გვინდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმები“,- განაცხადა დაუშვილმა. იპნ
  27. რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...