Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბრიტანულ მედიასთან საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირეით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრორურუსლი კურსი ღიად აიღო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს აგრძელებდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცვლილება აშკარად რუსეთისკენ მოხდა.
  3. რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა. იპნ
  4. „ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა: ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში და იცავს ევროპულ ღირებულებებს. როცა ჩვენმა მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების წინ (რომელიც ამ წლის ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) გადაწყვიტა შემოეტანა კანონები, რომლებიც არჩევნების მოპარვაში დაეხმარებოდა, დაეხმარებოდა კიდევ ერთხელ უარეყო ხალხის ნება და უკან შეეთრია საქართველო რუსეთში, ყველა გარეთ გამოვედით და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული სახელმწიფო. არა რუსულ კანონს! არა რუსეთს, მოძალადე სახელმწიფოს!”, – ასე დაასრულეს სიტყვა პაატა ციკოლიამ და სპექტაკლის მსახიობებმა, რომლებსაც სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ გამოტანილი. ნეტგაზეთი
  5. სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის რამაზ ბეღელურის გატაცებას გამოეხმაურა. ბეღელური გაიტაცეს მაშინ, როდესაც ძმის საფლავზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი წერს, რომ უკუპანტი რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც ,,არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო”. გატაცებული რამაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. როგორია მისი შვილის მდგომარეობა – არ იცის. publika
  6. რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა 5-ჯერ გაიტაცეს. publika
  7. როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”. აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. აფხაზავამ ამოიცნო თავდამსხმელი პირები, თუმცა შსს-ს ჯერ ისინი იდენტიფიცირებული არ ჰყავს. თავდასხმის შემდეგ მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იმედოვნებენ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. PUBLIKA
  8. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. IPN
  9. Yesterday
  10. სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი. დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ipn
  11. აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, სარწმუნოება". მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. იპნ
  12. წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრივანი, რომლითაც ჩამოაბრძანეს, რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს ოატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. ცნობისთვის, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. ipn
  13. მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. იპნ
  14. Last week
  15. “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ფულის მითვისებას ედავება, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ის იხსენებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ დასავლეთიდან მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რეფორმები და ინსტიტუტების მშენებლობა, “რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!”. “90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ მათი პროგრამებით მოხდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდის განათლება და იმ ინსტიტუტების და რეფორმების შენება, რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს! მისი მმართველობა დეგრადაციის იმ საფეხურზეა, როდესაც ვერც ერთი მისი “გუნდის” წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ის ცდილობს, რომ ყველა ძალით ჩასვას “ერთ ნავში” და კოლექტიური პასუხისმგებლობა აჰკიდოს, თითქოს ბიძინას რუსული გზა – მათი არჩევანიცაა! არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს!”, – წერს ბაჩიაშვილი. ვრცელ პოსტში, ბაჩიაშვილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მისი შეფასებით, ივანიშვილმა უღალატა იმ იდეალებს, რომელთა დაპირებითაც ხელისუფლებაში მოვიდა. “ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე, თუმცა მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ძალ,ა რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს. ძალადობს ბიზნესმენებზე! ორი დღის წინ მათ ერთდროულად მოუწიათ, ერთი და იგივე შინაარსის ტექსტის ვარიაციების გავრცელება, თავისუფალი ადამიანები ასე არ იქცევიან! ძალადობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებით და მოსყიდვით ჩამოიყვანა რეგიონებიდან და ასმენინა ოკუპანტების ხელით დაკრული ტაშის ფონოგრამა! მას არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე! ამიტომაც ცდილობს მათ დარბევას და მარგინალიზაციას! ეს ყველაფერი ისეთივე შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, როგორც დიქტატურა – დემოკრატიასთან!!! ამას ადასტურებენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა ელჩებსაც 2011-2012 წლებში ივანიშვილი თავად ჰპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, დღეს ისინი მართლაც ვერ მალავენ გაოცებას ივანიშვილის “აშენებული დემოკრატიით”, – ამბობს ბაჩიაშვილი. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით. საქმე ეხება დიდი ოდენობით – 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს. ნეტგაზეთი
  16. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლება მას არ მიიღებს და არ აღასრულებს,“ — ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, თუ ვინმეს ეს არ სჯერა, „მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერუნდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.“ გამყრელიძე საუბრობს პროცესებში ახალგაზრდა თაობის ბრძოლის მნიშვნელობაზეც: „კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“. დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის. ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი,“ — წერს ამირან გამყრელიძე. ის მოუწოდებს კანონის ავტორებსა და ხელმომწერებს, გაითვალისწინონ მოსახლეობის ნება, პარტნიორების რჩევები და „საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!“ რა ხდება? საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში. რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა. მაშინ, როცა მომიტინგეები სახლებისკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე უცნობი პირი მათ თავს დაესხა — როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროვოკატორები იყვნენ. შსს-ს აღნიშნულ ინციდენტზე არც თავად გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ნეტგაზეთის კითხვებს უპასუხა. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. ნეტგაზეთი
  17. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე მიმართავს თავის ყოფილ კოლეგებს და მოუწოდებს, ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რუსულ კანონზე. 2023 წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. პუბლიკა
  18. "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით? ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე , უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  19. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ელჩებსა და მათ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიშიც მოუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ „თავდასხმის გამო“. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მისი პარტნიორების მხრიდან არასდროს ურგძვნია დომინანტობა ან რომელიმე ამ ქვეყნისგან დამონების მცდელობა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა ხელისუფლების მიერ ბოლო დროს შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის რუსულ კანონს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ასევე პროვოკაციულად შეაფასა ზურაბიშვილმა რუსული კანონის მოსმენების თარიღებიც და ელჩებს, მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან პერიოდში მხარდაჭერა სთხოვა. „ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ. ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების“, – მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა. პუბლიკა
  20. „ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას ცდილობს. „რუსული კანონის“ მიღება კი საბოლოოდ ჩაკეტავს ევროალტანიკური ინტეგრაციის გზას. ამიტომ წერილის ავტორები მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ უერთგულონ ქვეყნის ინტერესებს. ამ დროისთვის წერილს 68 ხელომწერი ჰყავს. „შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის. თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს NATO-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, NATO-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“, – ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ: 1.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი); 2.ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC; 3.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB; 4.მწვანე ალტერნატივა; 5.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; 6.განათლების კოალიცია; 7.დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; 8.საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS; 9.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; 10.მედიის განვითარების ფონდი; 11.საქართველოს ევროპული ორბიტა; 12.ევროპის ფონდი; 13.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 14.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; 15.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); 16.დემოკრატიის მცველები; 17.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); 18.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB); 19.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); 20.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); 21.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); 22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); 23. თბილისი პრაიდი; 24. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD); 25. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); 26. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); 27. საქართველოს სასოფლო დარბაზი; 28. Climate Basics ქლაიმათ ბეიზიქს; 29. ცვლილებების სცენა • A Scene of Change; 30. Movement; 31. Georgian Institute of Politics (GIP); 32. რეპროდუქციული განათლების ჰაბი; 33. IBDIPC; 34. ექსპორტის განვითარების ასოციაცია; 35. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI; 36. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC); 37. რაჭის სათემო ორგანიზაცია; 38. პრევენცია პროგრესისთვის; 39. გიორგი ტუმასიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017-2021 წლები; 40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის; 41. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში; 42. SAUNJE; 43. ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“; 44. მამუკა კოტეტიშვილი, ფიზიკური პირი; 45. ლომეკი; 46. ყვარლის ევროკლუბი; 47. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); 48. მედია აპრილი; 49. მოძრაომა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”; 50. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითრების ფონდი”; 51. საზოგადოება და ბანკები; 52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი; 53. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG); 54. ღია სივრცე კავკასია (COS); 55. ნეოგენი; 56. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; 57. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი; 58. გურიის სამოქალაქო ცენტრი; 59. ჯეოქეისი; 60. ღრმ სტრუქტურული რეფორმების ცენტრი; 61. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი; 62. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); 63. International Business Development and Investment Promotion Center; 64. Atlantic Council of Georgia; 65. ISET კვლევითი ინსტიტუტი; 66. ნატო ბაჩიაშვილი – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე; 67. თენგიზ ფხალაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი 68. გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზიც ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი. პუბლიკა
  21. "ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170857470599381
  22. მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! "ოცნება" დღეს დამარცხებულია და ეს უნდა გავაფორმოთ ერთად 26 ოქტომბერს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/667518505509921/
  23. "როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა, მას მსგავსი ქმედებები არ სჭირდება. ხელისუფლებას საქართველოში, როდესაც აქვს ლეგიტიმაციის დეფიციტი და დღეს „ოცნებას“ ერთმნიშვნელოვნად ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს - ეს ლეგიტიმაციის დეფიციტი რაღაცით უნდა შეივსოს და შესაბამისად მის დეფიციტს დღეს "ოცნება" ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, რომელსაც შემდგომ მართავს, ავსებს თუნდაც იმ ძალადობით, რომელიც სამწუხაროდ გუშინ, გუშინწინ ვიხილეთ. დღეს "ოცნებას" ან აქვს 30%, ან არ აქვს,." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  24. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა “ნაც.მოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობა", ასე დასრულდება "ოცნება". „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.", - ნათქვამია განცხადებაში.
  25. "საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  26. ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408649238616251/
  27. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ არ გვეუბნებით, უარს თქვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს ეუბნებით კომპრომისზე და ისინი პირიქით მიგყავთ დამატებითი დაძაბულობისკენ, სამოქალაქო დაპირიპირებამდე. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თქვენი მხრიდან, ეს არის მომავალთან ბრძოლა, ჯერ მომავალთან ბრძოლა არ მოუგია არავის და კარგად დაფიქრდით ვის ებრძვით და რას ებრძვით. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3780956692187525/
  28. გულში ჩაიხედეთ ხალხო, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის პარლამენტში თითოეულმა თქვენთაგანმა დღეს, უახლოეს მომავალში ეს კანონპროექტი კანონად აქციოთ და ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კანონი ვერ მიიღონ. რა იქნება თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როგორ გამოჩნდება ის, რომ ოკუპირებული ქვეყნის ლეგიტიმური პარლამენტი იღებს რუსულ კანონს და ოკუპირებული ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული პარლამენტის წევრები უარს უცხადებენ რუსულ კანონს, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა იქნება? ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1373328346705244/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...