ყველა აქტივობა
- Today
-
ხვალ, 11 ნოემბერს პრეზიდენტი EU-ის 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გაავრცელა. ცნობილია, რომ შეხვედრები გაიმართება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. პუბლიკა -
საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა. „ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია. „ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
-
ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. “მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან. კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრებზე. ნეტგაზეთი -
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა. ISFED ამბობს, რომ კომენტარებში გავრცელებული მოსაზრებების ვალიდურობის გაზრდის მიზნით, არაავთენტური ანგარიშები სხვა, რეალური ადამიანების ფოტოებს იპარავენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფოტოს ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით 7 ყალბი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების რეალურ წყაროს მიაგნო. ორგანიზაციის ცნობით, საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა. როგორც „სამართლიანი არჩევნები” წერს, გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა. აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა – დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს. ISFED-ის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე საეჭვო და ყალბი ანგარიშების მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმართული არაავთენტური ქმედებები საინფორმაციო სივრცისთვის პრობლემურია. ISFED-ის დაკვირვების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. პუბლიკა
-
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა. „რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ, დამატებით 7 უბანი არ შეიქმნებოდა. ეს არის რეალობა. რომ არა კომისიის შესაბამისი წევრების მხარდაჭერა, 67 საარჩევნო უბანი არ შეიქმნებოდა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის საპასუხოდაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ მიმართა, რატომ არ შეიქმნა 67-ზე უფრო მეტი უბანი. ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, მათი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. „მესმის, არ მოგწონთ რასაც გეუბნებით, მაგიტომ გამოიწვია თქვენი აღელვება. მესმის ღელვის და აღშფოთება, არ მოგწონთ, როდესაც სიმართლეს გეუბნებით. ჩვენი მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. სხვაგან გადადიხართ, სადაც არგუმენტები არ გაქვთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა. კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, რომ ის „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს. „მმართველი პარტიის მხარეს რატომ დგახართ?! რატომ იბრძვით, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს ბოლომდე? ვალდებულება გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან აგირჩიეს?- აღნიშნა ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძემ, აღნიშნულის საპასუხოდ კი კალანდარიშვილმა განმარტა: „ვინ წარმადგინა? ჩემმა საკუთარმა თავმა წარმადგინა. რა შუაშია ჩემი არჩევა?...არჩევნების დღეს სადაც იყო შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მყისიერი რეაგირება მივიღეთ. ვხედავთ, რომ კამერები გხიბლავთ ხოლმე, ისეთი მოქმედებები შექმნა...დამშვიდდით. მგონი, საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს თქვენი მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა. ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „ბოტები“ უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ „გამყალბებლები“ უწოდეს. იპნ
-
გერმანიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო. მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება. იპნ -
ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდებიან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში. ცნობისთვის, 2020 წელს დონალდ ტრამპმა არ მიიწვია ჯო ბაიდენი, რომლის წინააღმდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 7 ნოემბერს თავის გამოსვლაში აღნიშნა დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობა, და პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობდა. ipn - Yesterday
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა. ამ განცხადებით საია სამთავრობო მედიასაშუალებებს ეხმაურება. დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ სააგენტო „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციების საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა. ამაზე საუბრობს რამდენიმე კვირაა მმართველი გუნდიც. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ბრიფინგზე ახსენა, რომ სტრასბურგში საჩივარი არ შესულა და ის ინტერესდებოდა, რატომ სჭირდება ამას ამდენი დრო. „ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს“, – აცხადებს საია და ტექსტს თან ურთავს ფოსტის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გზავნილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მისაღებს ჩაბარდა, 27.9 კილოგრამი იყო. 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაიგზავნა. მანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. პუბლიკა
-
ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ. მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?” - წერს როთი. იპნ
-
არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება. მისი თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ერთობით და სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობით უნდა იქნას მიღწეული. „ის, რომ პარტია არ არის აქციების ორგანიზატორი, თუმცა აქციებს, როგორც მოქალაქეები, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ვუერთდებით, ეს ახალი არ არის, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა, იყოს გამოხატული იმ სარეთო მიზნისთვის, რასაც ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენა ჰქვია ხელახალი არჩევნებისთვის. არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ გვაქვს, მათ შორის, ჩვენი განსხვავებული ხედვა, რომელსაც გიორგი გახარია აცნობს როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ისე საზოგადოებას და წინააღმდეგობის ამ ფორმაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვიღებთ მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანა შეიყვანეს მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, დამატებითი უსაფრთხოების რისკების შექმნის გზით, ამიტომ ჩვენი გუნდიდან გამოვრიცხავთ ვინმეს პარლამენტში შესვლას და ეს შეგვიძლია მკაფიოდ გითხრათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებშიც ასეა, თუმცა ეს მათ უნდა თქვან. მთავარი მიზანი, რასაც ქვეყნის ევროპულ გზაზე, დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება ჰქვია, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთობით და სხვადასხვა წინააღმდეგობის განზომილების გამოყენებით შევძლებთ“, - განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
-
ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალებში არ შესულა. წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჩათვალა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ტრამპის გამარჯვების გამო არ უღელვია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპთან საუბარმა „ზელენსკი სასოწარკვეთილი არ დატოვა“. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია თავად ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა გზებს ეძებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდოს 20 იანვრამდე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. ამავდროულად, წყაროების ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის, ისევე როგორც მათ გუნდებს, შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის. იპნ
-
მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას. „ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და NMO-ს წარმომადგენლებს. ეს იყო ჩვენი ინიციატივით, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იზოლაციონისტური პოლიტიკა ოპოზიციონერი წევრების მიმართ, ისინი პრაქტიკულად არასდროს არ გვაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, როდესაც უწყებაში მოდიოდნენ ხოლმე საერთაშორისო მისიები, რომ მათთვის რეალური სურათი დაგვენახებინა. ჩვენ ჩვენი პირადი და პარტიული ხაზებით, რა თქმა უნდა, ვაწვდიდით მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა არჩევნებიდან როდესაც გასულია უკვე 2 კვირა, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გამოვლინდა ამ დღეებში, ის მიგნებები და დასკვნები, რათა მათ შეფასებებში და საბოლოო ანგარიშებში სრულად აისახოს იმ დარღვევების და მიტაცებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ფარულობის პრობლემა არის პირველ რიგში, რომელზეც არავინ დავობს და აგრეთვე ის ცალკეული დარღვევები, რომლებიც მრავლად არის დოკუმენტირებული, აგრეთვე ის სქემები, რომლებიც შეეხება ტექნოლოგიზებულ კარუსელს, რომელიც არის მთავარი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები გაიხსნას - ამას ითხოვენ პარტიები, ამას ითხოვენ მნიშვნელოვანი და რეალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტექნოლოგიზებულ უბანზე, 2263 უბანზე, სადაც არის ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ფარულობა იყო უდავოდ დარღვეული, ეს არის საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისა“, - განაცხადა სიორიძემ. უცხოელი დამკვირვებლებისთვის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ასევე ინფორმაციის მიწოდების შესახებ ისაუბრა ცესკო-ში „გირჩის“ წარმომადგენელმა, ბორის სოლომონიამ. „შეხვედრა გვქონდა უცხოელ წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან. ვესაუბრეთ, იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე შევამჩნიეთ, მთავარ საკითხზე, რომ ფარულობა იყო აშკარად დარღვეული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდეთ, ასევე მივაწოდეთ ვიდეომასალა, რაც ნაჩვენები იყო არჩევნებამდე, რომ ამომრჩევლებისთვის „გაიდლაინები“ იყო მიწოდებული და მას შემდეგ, ახალი „გაიდლაინები“ როგორ ჩაიწერა. ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენეთ უცხოელ დამკვირვებელს. რაც შეეხება მათ წარმოდგენებს, ეს უკვე ჩვენ კომპეტენციას სცდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და დაახლოებით ორ თვეში გვეცოდინება, მთლიანად როგორ შეაფასებენ ამ პროცესს“-განაცხადა ბორის სოლომონიამ. იპნ
-
პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753966553573516
-
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ ქსელის უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. „ბიუროს მუშაობის წყალობით, მათ სქემებს ხელი შეეშალა. ამის მოთმენა დაუშვებელია“, – ამბობს იგი. მთავარი ბრალდებული, 51 წლის ფარჰად შაქერი, სამართალდამცავების ცნობით, ბავშვობიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 2008 წელს კი მოხდა მისი დეპორტაცია, მას შემდეგ, რაც 14-წლიანი სასჯელი მოიხადა ყაჩაღობისთვის. იგი დაკავებული არ არის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შაქერი ირანში იმყოფება. netgazeti -
თურნავა: წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა მოთხოვნა დოლარზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა აჟოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა. -
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად პენტაგონი ამერიკულ კომპანიებთან უკრაინაში მუშაობის მიზნით კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრაქტორების მცირე რაოდენობა ჩავა და ისინი ფრონტის ხაზისგან შორს იმუშავებენ. ასევე, ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ipn
-
INTERNATIONAL SHIPPING buy priligy in the usa They are also working on developing better biosignatures and algorithms for identifying Lyme based on new blood samples they recently collected from clinics affiliated with Colorado State University and New York Medical College
-
JamesAbsem joined the community
- Last week
-
"ამბავი იმისა, თუ როგორ დააყადაღა/მძევლად აიყვანა ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება: -არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში. -29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას, სასწრაფოდ აფრინა წერილი პროკურატურაში და მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ (ცილს მწამებენო). -30 ოქტომბერს პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. იძიებენ არა გაყალბების დადგენას, არამედ გაყალბების არდადგენას. ეს ნათლად დავინახე 06 ნოემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროსაც (დეტალები ოდნავ მოგვიანებით). -01 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი განჩინება - ანუ, ამ მტკიცებულებების დაცვა გადაუდებელი აუცილებლობით. სანამ სასამართლომ გაჭიანურებით განიხილა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამასობაში: -01 ნოემბერსვე სასწრაფოდ დაჯდა ცესკოს თავმჯდომარე „იმედზე“ და გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები ვიღაცას წაეღო. -01 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებების პრაქტიკულად დაყადაღება (რომ შემდეგ წაიღოს). -05 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს ამჯერად სარჩელით ამ მტკიცებულებების დაცვის მოთხოვნით. დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი იმ „მოტივით“, რომ დავის საგანი აღარ არსებობს - ანუ, მტკიცებულებები პროკურატურის კონტროლქვეშაა. პრაქტიკულად, პროკურატურას აქვს დაყადაღებული. ახლა ეს სიები რომც გამოქვეყნდეს, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი იქნება მის ნამდვილობასთან დაკავშირებით - როცა ჯერ აჭიანურებ გასაჯაროებას და შემდეგ მძევლად აგყავს მტკიცებულება, გასაგებია რისთვისაც მალავ. აქვე, საქართველოს მასშტაბით არც ერთი ექსპერტიზა არ ინდობა. რჩება საერთაშორისო მექანიზმები. ამდენი იმიტომ ვწერე, რომ კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს. როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27663787083234717
-
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს. ნეტგაზეთი -
გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, - ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ის ვერ ხედავს ამ განსხვავებებში ტრაგედიას. აქუბარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური განსხვავებები არსებობს, სამართლებრივ ბრძოლაში აქვთ კოორდინაცია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან. აქუბარდიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები შეუერთდებიან არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ამომრჩევლებთან ერთად. „აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით. მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება. მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები. წინააღმდეგობის კერა არ არის მხოლოდ საპროტესტო აქცია. წინააღმდეგობის კერა არის სამართლებრივი ასპარეზი, ამომრჩეველთან უკუკავშირი, ასევე პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია. ამ ქვეყანაში არჩევნებს უნდა ჰქონდეს ნდობა. თუ არჩევნების თავისუფლება არ არის დაცული, არანაირი აზრი არ აქვს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ პირდაპირ ჩანს, რომ ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილი] ჯიბეში ჩაიდო ქვეყანა. სანამ პარლამენტს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს ლეგიტიმაცია, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ შევუერთდეთ აქციებს ისე, როგორც აქამდე იყო, არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ჩვენ ამომრჩევლებთან ერთად. გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს. მაგრამ არის კონკრეტული ხედვა, ტაქტიკური განსხვავებები, მიუხედავად იმისა, სამართლებრივ ბრძოლაში გვაქვს კოორდინაცია, ამიტომ მე ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ ეს განსხვავებები არის“,- განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
-
Adalazend joined the community
-
პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
ამსტერდამში, ფეხბურთის მატჩის შემდეგ ებრაელებზე თავდასხმისთვის 62 ადამიანი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, „62 ადამიანი დააკავეს, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ებრაელებს“. ნიდერლანდებისა და ისრაელის ლიდერებმა ძალადობა დაგმეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში საგანგებო დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. ვითარება „ევროპის ლიგის“ მატჩის შემდეგ დაიძაბა – თამაში ამსტერდამის „აიაქსსა” და თელ ავივის „მაკაბის“ შორის შედგა. Associated Press წერს, რომ უცნობია, კონკრეტულად როდის და სად დაიწყო ძალადობა მატჩის შემდეგ. გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომლებზეც ძალადობის ფაქტებია ასახული. ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები პატრულირებენ ამსტერდამში. უსაფრთხოება განსაკუთრებით გაძლიერდება ებრაულ დაწესებულებებსა და უბნებში, სადაც ებრაელთა დასახლებებია. ქალაქის მერიამ, პროკურატურამ და პოლიციამ ერთობლივ განცხადებაში დაწერეს, რომ „ღამე ძალიან ტურბულენტური იყო“. ისრაელის ხელისუფლებამ ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად წასული ებრაელების საევაკუაციოდ 2 თვითმფრინავი გაგზავნა. პუბლიკა -
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ. „ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და ყველაფერს [საწინააღმდეგოს] აკეთებდე — იღებდე კანონებს, ფარულ ზომებს, შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებდე დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ლოგიკურად შეუძლებელია ამის ახსნა. უნდა გამოვიძიოთ საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება“, — განაცხადა გიტანას ნაუსედამ. როგორც ნაუსედამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრამდე თქვა, ამჯერად რუსეთის ჩარევა და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში იმდენად მასშტაბური იყო, როგორც არასდროს. „მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში განსხვავებული შედეგი დადგა“, — დასძინა ნაუსედამ. მან ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში. „ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირისგან დაშორებაზე, არამედ რუსეთთან დაახლოებაზე. თუ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ, შუაში ვერ იქნები — მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ“, — ამბობს ნაუსედა. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის საპასუხო ზომები, ლიეტუვის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საკმარისია მკაფიო გზავნილი: „მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, ევროკავშირთან დაახლოებას ნუ ელით. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ — ევროკავშირს შორდებით. ვიმედოვნებ, ამ გზავნილს გაიგებენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადახედავს თავის კურსს. თუმცა ამ დროისთვის ამის დიდ ალბათობას ვერ ვხედავ“. ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ნეტგაზეთი