Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. Today
  3. ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. “მანივალის რეკომენდაციებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. შედეგად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო - თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის?! უბრალოდ უნდათ, რომ თუ ეს საკითხი ვინმეს არ ესმის ჩარჩეს ნეგატივი. გამორიცხულია, ვერავინ ვერავის სანქციებისგან ვერ დაიცავს! სრულიად უვნებელი კანონი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. განხილვები დროში ე.წ „გამჭვირვალობის კანონს“ დაემთხვა. იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე, როცა განხილვა პრინციპების დონეზე, არც კომიტეტზე და არც სესიაზე არავის ხმა არ გაუღია. მაშინ როცა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონპროექტი დადგა, მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო ლაპარაკი. ისეთებმაც კი ამოიღეს ხმა ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არასდროს არ უთქვამს - დაწერილი ტექსტი წაიკითხეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის ე.წ. ვეტოს, როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ის მთლიანად ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობა უცნობია. „თუ ექსპერტები წერენ ვეტოს, მაშინ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია რად გვინდა - შევქმნათ ექსპერტების საბჭო და იმან დაადოს ვეტო. ის მაინც გვეცოდინება ვინ არიან ეს ექსპერტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. იპნ
  4. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია. ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა. ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც გაიარა და აპირებს კონსულტაციის განმეორებას. რაც შეეხება, მეორე დაკავებულს, ომბუდსმენი წერს, რომ მასაც საკანში დანარჩენ პატიმრებთან ჰქონდა შეუთავსებლობა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჰქონდათ კამათიც. სახალხო დამცველი წერს, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ომბუდსმენის თქმით, პატიმარმა საკნის შეცვლა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ახლა კი, ომბუდსმენის განცხადებით, პატიმარი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ომბუდსმენთან კი მოთხოვნა არ გააჩნია. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ადვოკატებმა დღეს თქვეს, რომ ისინი ციხეში მტრულ გარემოში ჰყავთ სხვა პატიმრებს. ასეთ გარემოს კი უქმნიან იმის გამო, რომ იყვნენ აქციაზე და პროტესტს გამოხატავდნენ. დაკავებულების ადვოკატმა „პუბლიკას” უთხრა, რომ პატიმრები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას და უპირისპირდებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი თვითდაზიანებაც სცადა. აყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი 14 მაისს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს პარლამენტის უკან, რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან. პუბლიკა
  5. საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. იპნ
  6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს“,- განაცხადა დავითაშვილმა. ipn
  7. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება. ipn
  8. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლებათ, რომელიც მდებარეობს აბანოთუბანში, ასევე იოსებ გრიშაშვილის ქუჩის გავლით, მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალარო ფუნქციონირებს ჩვეულებრივ. ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველ დღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  9. 28 მაისს გიორგი გახარია შეხვდა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების დაცვის აუცილებლობაზე ელაპარაკა. შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
  10. ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან. კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი. პუბლიკა
  11. პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა. ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებენ, რომ ისინი აქციის მონაწილეები არიან. ადვოკატი ბრალდებულებისთვის საკნის შეცვლას, მათთან სახალხო დამცველის შესვლას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. „დაკავებულები ცალ-ცალკე საკანში სხედან. საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან. ერთ-ერთზე საკნის შეცვლა მოვითხოვეთ, მეორეს შემთხვევაში ჯერჯერობით ვაკვირდებით, თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მასზეც იმავეს მოვითხოვთ. თუმცა, საკნის შეცვლას რა შედეგი მოჰყვება, არ ვიცით. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ერთი 23 წლისაა, მეორე 19-ის. უკიდურეს ვითარებაში იმყოფებიან, მტრული გარემო აქვთ შექმნილი, ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება. პატიმრები ამაზე აპელირებენ - თქვენ აქციაზე ხართ დაკავებული, იქ რა გინდოდათო. ერთ-ერთმა სცადა თვითდაზიანება, სახალხო დამცველიც შევა ალბათ. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ საკნის შეცვლა არაა, რადგან საკნის შეცვლით მდგომარეობა იგივე იქნება, ჩვენი მოწოდებაა, ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გარეთ გამოუშვან, ვიღაც ამ ამბავს შეეწირება, ეს არც პროკურატურას უნდა აწყობდეს და არც სასამართლოს, ესენი არიან ახალგაზრდები და არა კრიმინალები. ერთხელ რადგან სცადა თვითდაზიანება, დაზღვეული არ ვართ, რომ შემდეგშიც არ სცდის, ვინაიდან ერთ-ერთს ციხეში მოხვედრის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან იქ მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები უპირისპირდებიან, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგთანაც დადის. ორივე პატიმრის მიმართ ერთი და იმავე მიდგომა აქვთ, მათთვის საკანში დარჩენა გაუსაძლისი ხდება. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი შარშან შეიცვალა, ნივთის დაზიანება ჯგუფური გახდა, რადგან წინ მარტის აქციები იყო, იმისთვის, რომ ადამიანები უფრო შეეშინებინათ და მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა, პირდაპირ, უალტერნატივოდ, 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესეს სანქციად, ეს მუხლი ჯარიმასაც არ ითვალისწინებს. ნივთის ღირებულება ექსპერტიზის დადგენილებით 400 ლარს შეადგენს, ისიც პირვანდელ მდგომარეობაში, ნაცვეთი შეიძლება ნაკლები ღირებულების იყოს, ამისთვის სხედან ეს ადამიანები ციხეში, როცა შესაძლებელი იყო, ისინი გირაოთი გარეთ დაეტოვებინათ“, - განაცხადა მეგენეიშვილმა. „ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის და საქმეში ჩაერთვება. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იპნ
  12. ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. ამ დროისთვის, განცხადებას 134 ადამიანი აწერს ხელს. გთავაზობთ განცხადებას სრულად. ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან. გასული ორი საუკუნის განმავლობაში, ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, მეცნიერებაში არ არსებულა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე საქართველოს ჩამოყალიბება თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებრივ კულტურაზე დაფუძნებულ, თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიოდნენ თაობები. თუკი რამე უშლიდა ხელს ამ მისწრაფებებს, ეს იყო სწორედ რუსული/საბჭოური დომინაცია და მისი ავადგასახსენებელი გავლენა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე. საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ ახლა, ყველაზე ფართოდ იღება ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარულნი ვართ, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. მოხარულნი ვართ, რომ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდების ერთობა, გულწრფელი პატრიოტიზმი, ტრადიციის ერთგულება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს და ევროპის ღირსეული მოქალაქეობის მზადყოფნა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უფლება, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონი, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დაიცვას თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო მოახლოებულ არჩევნებში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. (სია განახლებადია: https://www.change.org/p/georgia-in-eu) ბელა წიფურია, საქართველო ლევან ცაგარელი, საქართველო ათინათი მამაცაშვილი, საქართველო მარიეტა ჩიხლაძე, საქართველო რუსუდან გერსამია, საქართველო ირინე დარჩია, საქართველო ირინა ლობჟანიძე, ავსტრია დავით ბრაგვაძე, საქართველო ირმა ყარაულაშვილი, საქართველო გიორგი სანიკიძე, საქართველო ანინა გოგოხია, საქართველო თამარ ჭეიშვილი, საქართველო კახა კვაშილავა, საქართველო თინათინ მარგალიტაძე, საქართველო ეკა ავალიანი, საქართველო კახა გაბუნია, საქართველო თამარ კოშორიძე, საქართველო ხათუნა ხაბულიანი, საქართველო ლევან ჩაჩავა, საქართველო ქეთი ცინცაძე, საქართველო ცირა კილანავა, საქართველო ირინა ლორთქიფანიძე, საქართველო ქეთევან ხუსკივაძე, საქართველო თეონა გაგნიძე, საქართველო ჟუჟუნა გუმბარიძე, საქართველო ლიზი პაპასქუა, საქართველო ქრისტინე დარჩია, საქართველო მერაბ ღაღანიძე, საქართველო ქეთევან გრძელიძე, საქართველო გურამ ოთინაშვილი, საქართველო ნოდარ ბახტაძე, საქართველო სალომე ცისკარიშვილი, საქართველო თეონა ბექიშვილი, საქართველო ქეთევან გოჩიტაშვილი, საქართველო ბექა კობახიძე, საქართველო თამარ ცოფურაშვილი, საქართველო დათო აბაშიძე, გერმანია ქეთევან გიგაშვილი, საქართველო ეკა ჩიკვაიძე, საქართველო მანჩო ნიჟარაძე, საქართველო მარიამ მანჯგალაძე, საქართველო მაკა ერაძე, იტალია ლელა ხოფერია, საქართველო ანა ლეთოდიანი, საქართველო გვანცა ფოფხაძე, საქართველო მანანა რუსეიშვილი, საქართველო მარიამ ნასყიდაშვილი, საქართველო ირინა შანშიაშვილი, საქართველო ნუგეშა გაგნიძე, საქართველო ელენე ტატიშვილი, საქართველო თამარ მეტრეველი, საქართველო ინგა ჟღენტი, აშშ არჩილ წერედიანი, საქართველო გიორგი გოცირიძე, საქართველო იულია გორჯელაძე, საქართველო ანა ჩიქოვანი, საქართველო თამარ თარალაშვილი, საქართველო ლონდა მაჭარაშვილი, საქართველო თეონა დამენია, საქართველო მაია დამენია, საქართველო ნინო ცინცაძე, საქართველო სალომე პატარიძე, საქართველო ირმა დავითაძე, საქართველო მარიამ ღლონტი, საქართველო ნინო ნოზაძე, საქართველო გრიგოლ ჯოხაძე, საქართველო ანა კორძაია-სამადაშვილი, საქართველო გიორგი სინჯარაძე, საქართველო ნინო აფხაიძე, საქართველო თეონა მახარაშვილი, საქართველო მარი მარდალეიშვილი, საქართველო მაიკო დანელია, იტალია გიორგი უგულავა, იტალია კახა თავდგირიძე, საქართველო ლელა დუმბაძე, საქართველო ნანა კაპანაძე, საქართველო ირინე ჭოღოშვილი, საქართველო დავით ნოზაძე, საქართველო ქეთევან აბესაძე, საქართველო ლია დავითაძე, საქართველო ანასტასია მახარაძე, კანადა მაია გიორგაძე, საქართველო ბენო ულკამაიერი, გერმანია ნათია ფუტკარაძე. საქართველო გიორგი ასტამაძე, გერმანია თანარ ნოზაძე, საქართველო თამარ კალხიტაშვილი, საქართველო მაკა ლაშხია, საქართველო ნათია ნატროშვილი, საქართველო თამარ ჯაფარიძე, საქართველო თამარ ამაშუკელი, საქართველო ანა კოლხიდაშვილი, საქართველო მზია ჯამაგიძე, საქართველო ირინა ხაჭაპურიძე, საქართველო ლელა ალექსიძე, საქართველო თეა თალაკვაძე, საქართველო მარია რამიშვილი, საქართველო მარინე ბერიძე, საქართველო თინათინ დოლიძე, საქართველო ხათუნა ბესელია, შვეიცარია ნინო კაპანაძე, საქართველო მაკო ალექსაია, საქართველო სვეტლანა ბერიკაშვილი, დიდი ბრიტანეთი ირინე ქაქუსაძე, საქართველო მანანა ფხაკაძე, საქართველო თეონა ოსიყმაშვილი, საქართველო ჯიმშერ ჩხვიმიანი, საქართველო თამარ ცხადაძე, საქართველო ელენე ცაცუა, საქართველო სოფო გულაიშვილი, საქართველო ლილი მეტრეველი, საქართველო ლელა ჩოთალიშვილი, საქართველო ელენე ნავერიანი, შვეიცარია ანა კოპალიანი, საქართველო ლია გოგიტიძე, საქართველო ჟანა ინასარიძე, საქართველო მარი რანი, გერმანია ნინო ზუკაკიშვილი, გერმანია ნინო ჭიჭინაძე, საქართველო ანა ჭკუასელი, საქართველო ანა ჭკადუა, საქართველო ნინო პოპიაშვილი, საქართველო ნინო მატარაძე, საქართველო მაია დიასამიძე, აშშ მაკა ლაშხია, საქართველო გუბაზ ლეთოდიანი, საქართველო დაჩი ფაჩულია, საქართველო დავით ანდღულაძე, საქართველო სანდრო ცალუღელაშვილი, საქართველო მარიანა ფუტკარაძე, საქართველო ანა ხუხუა, საქართველო სიბილა გელაძე, საფრანგეთი მარიამ კუტუბიძე, საქართველო მალხაზ თორია, საქართველო პუბლიკა
  13. ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი. იპნ
  14. Yesterday
  15. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა, ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ვიცი, რომ გუშინ თქვენ, ალბათ, ყველამ ნახეთ თბილისში და სხვადასხვა ქალაქში გამართული ზეიმი; თქვენ, ალბათ, მოისმინეთ, რა გეგმა მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავ მომავალ თვეებს, რათა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან. ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ახლა, როცა ქვეყნის ორიენტაციის საკითხი დგას – იქნება საქართველო ევროპული თუ იზოლირებული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიასპორაც უშუალოდ უნდა იყოს ჩართული. „ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ, აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია, უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში. მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში. ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ნეტგაზეთი
  16. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას. საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. ნეტგაზეთი
  17. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია. პუბლიკა
  18. მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ ხომ დღეს და გაბრაზდით? - მაგრამ დავიწყოთ საქმე, საქმე არის რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  19. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ახლა წყება და დარწმუნებულები იყავით, ერთად გავაფორმებთ ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლების მძიმე დასასრულს. ახლა მთავარი, რაზეც ძალები უნდა გავაერთიანოთ არის არჩევნების დაცვა, არჩევნებს თუ ვერ დავიცავთ ყველა გზა იკეტება. ანა ბუჩუკური. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/297367273467699/
  20. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით გაზიარება იხ. კომენტარები ბეჭდვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებას. გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ ეს არის სევდიანი დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. "მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებუსთვის. არ დაგავიწყდეთ, როცა ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა მივდივართ. არ დანებდეთ. არჩევნები მალე იქნება" - წერს მიხეილ როთი. საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოს ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა. radio tavisupleba
  21. გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არავის მოუტანს სარგებელს. თითქმის არავის“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. radio tavisupleba
  22. პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას; სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება. ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის. publika
  23. ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. დღეს მეტი სასაუბრო არაფერი არ არის - არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. იპნ
  24. ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. „რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე. ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. იპნ
  25. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. იპნ
  26. საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალათ გარკვეული თანამდებობის დაკავება. დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, რომ განაჩენის სრული ტექსტის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მესამე ბრალდებულ დავით კვეკვესკირზე აფხაზეთში ძებნაა გამოცხადებული. „მთავარმა არხმა“ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს. 2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინა გალის ე.წ. მილიციის სამ თანამშრომელს — ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირს. ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს გალში დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაში იმყოფებოდა. ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც კვეკვესკირთან ერთად კარბაია სცემეს. შედეგად, თემურ კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს. თემურ კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ნეტგაზეთი
  27. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში. „ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში". იპნ
  28. მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...