Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. კანონი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  3. Today
  4. 13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და გონება დავკარგე […] ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ აშშ-ში უნდა დავბრუნდე, რაც შეიძლება მალე. აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ. საშინელებაა, წუხელ პირველი ღამე იყო, როცა დავიძინე. ორი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი”, – უთხრა დერილ შვოლცმა “მთავარ არხს”. აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში მეგობართან იყო ჩამოსული და აქციაზეც მასთან ერთად იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ პარლამენტთან ტრანსპარანტებით იდგა, როცა მოულოდნელად დაესხნენ თავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, ამბობენ, რომ პოლიციელები მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობენ. მათი შეფასებით, სამართალდამცველები არაადამიანურად ეპყრობიან და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებენ დემონსტრანტებს. ორგანიზაციების შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი აქციების მუხტის შესუსტება და აქტივისტების დასჯაა. აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. უწყების ინფორმაციით, 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს. მათგან 93 საუბრობდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, 71-მა კი პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის მიმართა. ნეტგაზეთი
  5. კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან. თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო, ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები. დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://rb.gy/2q3vjt კომაროვის სკოლა ულოცავს თამარსა და დავითს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“ – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში. fortuna.ge
  6. მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს. ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ”, – წერს ის. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტის, საბა ბრაჭველის ცნობით, თუ პირს გამოკითხვაზე დაიბარებენ, მას შეუძლია უარი თქვას განყოფილებაში გამოკითხვაზე; დასთანხმდეს მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და დაელოდოს შესაბამის ორდერს; ამასთან: თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად. არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ; არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ; არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ „შედეგებით”, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ. პუბლიკა
  7. 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, - ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ. „აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  8. საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. „უცხოური აგენტების შესახებ კანონსა“ და დემოკრატიაზე განხორციელებულ უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ“, - წერს ამერიკული გამოცემა. WSJ-ის სტატიაში სახელწოდებით, „საქართველოსა და რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ აღნიშნულია, რომ თუ საქართველო კურსს შეიცვლის, მაშინ კანონპროექტი საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. „ასევე, კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირები გააძლიეროს, თუ ის კურსს შეიცვლის. ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის შეჩერებას ცდილობს“, - ნათქვამია სტატიაში. იპნ
  9. აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით. პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. 222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 226-ე კი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაწილი, ჯარიმას, ნაწილი, 3-იდან 5 წლამდე, ნაწილი კი 9 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. პუბლიკა
  10. სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა. „ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ. მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას გადაეცა. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  11. საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე. „2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა. სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას: ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე. მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. იპნ
  12. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. რუსული კანონი რუსული მხოლოდ მისი ტექსტის გამო არ არის. ეს კანონი გვაშორებს ევროპას და მივყავართ რუსეთისკენ. რუსულ კანონზე ნებისმიერი კომპრომისი „ოცნებასთან“, როგორც ვეტოს განხილვის დროს, ისე შემდგომ პროცესში, იქნება საჩუქარი დასუსტებული ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ."
  13. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება, პირველ რიგში ხელისუფლებაზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლოვაში ომის რიტორიკით აშინებდა ჩვენს მოქალაქეებს და ძალადობისგან დამცველის ნაცვლად ძალადობის მომწყობი გახდა თბილისის ქუჩებში. მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. მიზანია, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1306741134062519/
  14. Yesterday
  15. სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა. საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია. სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და საბოლოოდ, უმეტესობის საოჯახო ბიუჯეტს ეს ღონისძიება მძიმე ტვირთად აწვება. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, კლასის დამრიგებლის მიერ მოწყობილ ექსკურსიას მათი შვილი არ გამოაკლდეს და რადგან, თავად აფინანსებენ, მის დაგეგმვაშიც აქტიურად მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მშობლების მიერ ექსკურსიის დაეგმვა და დამრიგებლისთვის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება დასაძრახი არ არის, უფრო - პირიქით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხშირად ასეთი ექსკურსია თავის მთავარ მიზანს სცდება და შემეცნებითის ნაცვლად მარტო გასართობ ფუნქციას ინარჩუნებს. ბევრს ჰგონია, რომ ექსკურსია მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მონახეულებაა, რომლის შემდეგაც ლამაზ ბუნებაში დასხდებიან და გემრიელად მოილხენენ. რეალურად კი ეს ღონისძიება ჩვეულებრივი პიკნიკისგან განსხვავდება და თავისი გამოკვეთილი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რის შესახებაც საქათველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, გეოგრაფი თინათინ მოსიაშვილი გვესაუბრება. - რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი, რისთვის ტარდება და რა დანიშნულება აქვს? - იმით დავიწყებ, რომ ექსკურსია მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ბევრად მნიშვნელოვანიც ვიდრე ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი, რადგან რასაც ექსკურსიაზე ბავშვი ხედავს და რა გამოცდილებასაც იძენს, იმას ბუნებრივია, გაკვეთილზე ვერ ვთავაზობთ. მართალია, დღეს სკოლების დიდ ნაწილს მეტი ტექნიკური საშუალება, ინტერნეტრესურსები და სხვადასხვა თვალსაჩინოება გააჩნია, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ ცოცხალ ურთიერთობას, რომელსაც ქალაქგარეთ გასვლისას მოსწავლეს ვთავაზობთ. ზოგადად, ექსკურსია ეს არის გამორჩეული ადგილის კოლექტიური მონახულება საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო ან გასართობი მიზნით. საექსკურსიო საქმის თეორეტიკოს გერდტის განმარტებით, ექსკურსია არის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმა, რომლის დროსაც, ადამიანთა ჯგუფი გათვითცნობიერების მიზნით, გიდის (ექსკურსიამძღოლის) ხელმძღვანელობით მიდის ადგილის დასათვალიერებლად და სწავლობს საგანს ან მოვლენას, მისი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში. ექსკურსიის მოსაწყობად საჭიროა, არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, შეირჩეს სასურველი დასათვალიერებელი ადგილები და შედგეს მარშრუტი. ასევე აუცილებელია გიდი. - გიდზე, იგივე ექსკურსიამძღოლებზე თუ არის მოთხოვნა სკოლებიდან, როცა ესა თუ ის მასწავლებელი ექსკურსიას გეგმავს? - სამწუხაროდ, სასკოლო ექსკურსიების დროს ძალიან იშვიათია მოთხოვნა ექსკურსიამძოლებზე. მართალია, ზოგიერთი ჩვენი მასწავლებელი ძალიან კარგად ცვლის მათ და ძალიან კარგ ექსკურსიას ატარებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი და ყველას კარგად შეუძლია გიდის როლის შეთავსება. ხშირ შემთხვევაში, ექსკურსია განიხილება, როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიება. არადა, ექსკურსიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი გამოკვეთილი მიზანი. საექსკურსიო თეორიაში მითითებულია, რომ ექსკურსია არის ტურიზმის საფუძველი და მოგზაურობის არსი. ამიტომაც ექსკურსიას აქვს თავისი ფუნქციები და ნიშნები, რაც ჩვენს ექსკურსიებზე ნაკლებად ჩანს. ასევე, ჩანს გიდის უგულვებელყოფაც. კიდევ გავიმეორებ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლები კარგად ცვლიდნენ გიდებს, მაგრამ მაინც გაცილებით მნიშვნელოვანია ექსკურსიამძღოლის როლი, რომელსაც სპეციალური განათლება და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებლად უნდა დაინერგოს გიდთან ერთად სიარულის პრაქტიკა. ღონისძიებების უმეტესობა, რაც ჩვენთან ვითომ ექსკურსიის სახით ტარდება, არ არის ექსკურსია. კი, ბატონო, პიკნიკიც კარგია, ბუნებაში გასართობად და კლასელების დაახლოებისთვის დაგეგმილი გასვლებიც კარგია, გარკვეულწილად ესეც შედის ექსკურსიის მიზნებში, მაგრამ მისი ფუნქცია მაინც უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ეს არის: სამეცნიერო პროპაგანდისტული ფუნქცია; საინფორმაციო ფუნქცია; კულტურული თვალსაწიერის გაფართოების, თავისუფალი დროის დაგეგმვის, ადამიანთა ინტერესების ფორმირების ფუნქცია და ასე შემდეგ. ექსკურსია ძალიან ჰგავს სასწავლო პროცესს, ოღონდ ის ტარდება ბუნებრივ მოცემულობაში. ეს არის სამყაროს შემეცნების ფორმა, რომელიც აზიარებს ადამიანს კულტურისა და ხელოვნების საგანძურს, ხელს უწყობს კომუნიკატიური კავშირების გაფართოვებას და ნათელი შთაბეჭდილებებით ამდიდრებს ექსკურსანტების მსოფლმხედველობას. - შინაარსის მიხედვით რა და რა თემებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია? - არა მარტო სასკოლო, ზოგადად, არსებობს თემატური ექსკურსიები, რომლებიც ეძღვნება ერთი თემის გახსნას. ეს იქნება: ისტორიული, სამრეწველო, საბუნებისმეტყველო (ეკოლოგიური), სახელოვნებათმცოდნეო, ლიტერატურული, არქიტექტურულ-სამშენებლო და ასე შემდეგ. წინასწარ არის გასააზრებელი, თუ რატომ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე და ალბათ იშვიათად არის სკოლა, რომელიც კულტურული ძეგლების მონახულების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ექსკურსიას სთავაზობს. მაგალითად, მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს მეტალურგიულ ქარხანაში და სხვა საწარმოებშიც დავყავდით. დღესაც შეიძლება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, საექსკურსიოდ გამოვიყენოთ საწარმოები, პარკები, დაცული ტერიტორიები, ადგილები, რომლებიც ამ მიზნით ნაკლებად არის ათვისებული. ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ მარტო ტაძრის სანახავად მიდის. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეები როცა მიჰყავთ ექსკურსიაზე და ერთ დღეში ხუთ ტაძარს მოატარებენ, ეს მათთვის ბევრია და მოსაბეზრებელიც. ექსკურსიის თემატიკა კლასების მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს. თბილისის შემოგარენში შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც ბავშვებს ტაძარსაც აჩვენებ და არქეოლოგიურ ობიექტსაც, ბაღს, სასახლეს, ასევე დაათვალიერებინებ რომელიმე საწარმოს, საკუთარი თვალით ანახებ, როგორ მზადდება თუნდაც მათი საყვარელი ტკბილეული. დედაქალაქის ახლო-მახლო არსებობს ძალიან ბევრი ლიმონათის ქარხანა, შოკოლადის ფაბრიკა, ნაყინის და საკონდიტრო ქარხნები. ბავშვებისთვის ამ საწარმოებში სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნება და ასევე ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფორიენტაციასაც. ასევე, თბილისში გვაქვს სამოცამდე მუზეუმი, სადაც ხშირად დავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, მუზეუმების რესურსი უფრო მეტად არის გამოსაყენებელი. მით უმეტეს, ბევრ მათგანს ძალიან კარგი სასწავლო პროგრამებიც აქვს. მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ჯანაშიას მუზეუმი, ეს ის ადგილებია, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება გამოვიყენოთ და მოსწავლეები საექსკურსიოდ კონკრეტული თემისთვის მივიყვანოთ. მუზეუმების სახით ნამდვილად საინტერესო რესურსები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ, ოღონდ საჭიროა, იქ ბავშვებს ისეთი თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებიც საინტერესოდ მიაწვდიან ინფორმაციას. - როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია და მშობელი რამდენად უნდა ჩაერიოს ამ პროცესში? - დღეს ექსკურსია საკმაოდ ძვირი ჯდება და მას მშობელი ფინანსებს, ამიტომ მასწავლებელი ხშირად იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მის სურვილს. თან, ჩვენს პირობებში, რთულიცაა მარტო მასწავლებელმა აიღოს პასუხისმგებლობა მთელ კლასზე ისე, რომ მშობელი არ დაიხმაროს, თორემ ნამდვილად არ არის მშობლის ჩარევა საჭირო არც ექსკურსიის დაგეგმვაში და არც მის მიმდინარეობაში. არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ ხშირად მშობლები ხელს უშლიან კიდეც მასწავლებელს ექსკურსიის ძირითადი მიზნის შესრულებაში. ექსკურსიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი კლასი მიგვყავს, პროგრამის რას მონაკვეთს გადიან, რა ჩანაფიქრი აქვს მასწავლებელს, რა უნდა? მაგალითად, გასულ სემესტრში მე და ისტორიის მასწავლებელმა მე-7 კლასელები ბოლნის-დმანისში წავიყვანეთ, რადგან ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ როცა ქვის ხანას გადიოდნენ, იქაურ ისტორიულ ძეგლებზე ბევრი ელაპარაკა მათ და უნდოდა, დმანისის ნაქალაქარი საკუთარი თვალით ენახათ. ასე რომ, ვიდრე ექსკურსიაზე წავიყვანთ, შეიძლება ბავშვებს უკვე წინასწარ ჰქონდეთ დამუშავებული ესა თუ ის თემა და ადგილზე უფრო განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა. ასევე არის ინტეგრირებული ექსკურსია, როცა ორი ან სამი საგნის მასწავლებელი შეიძლება ახლდეს მოსწავლეებს, მაგალითად, ისტორიის, გეოგრაფიის და ხელოვნების, ან ქართულის და ადგილი, სადაც წავლენ, სამივე მიმართულებით განიხილონ. ხანდახან შეიძლება ერთმა მასწავლებელმაც შეძლოს ყველა თემაზე საუბარი და მოსანახულებელი ობიექტის გაცნობა, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე კულტურული და ლიტერატურული მახასიათებლებით, მაგრამ მაინც უმჯობესია აიყვანონ გიდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით ყველა საჭირო ცნობას პროფესიონალურად მიაწვდის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექსკურსიებზე გიდთან ერთად სიარულის კულტურა დავნერგოთ. ბევრჯერ ყოფილა, დავხმარებივარ ჯგუფებს ექსკურსიის ორგანიზებასა და დაგეგმვაში და ბოლოს უთქვამთ, გიდი კარგია, მაგრამ მირჩევნია, ამ ეტაპზე თანხა სხვა რამისთვის გავითვალისწინოო. მაშინაც კი, როცა ეს რამე განსაკუთრებულ თანხასთან არ იყო დაკავშირებული. რა საკვირველია, კვებაც ექსკურსიის თანმდევია, მაგრამ მარტო ეს არ უნდა იყოს მიზანი. და აქვე ვიტყვი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რამესაც. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან კარგად ახერხებს რესურსის გამონახვას იმისთვის, რომ თავისი მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბოს, ტრანსპორტით დედაქალაქში ჩამოიყვანოს და უკან წაიყვანოს, როგორც ეს 29 აპრილს გააკეთა. ახლა ვთქვათ, რაც იმ აქციის ორგანიზებასა და ხალხის ჩამოყვანაზე ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა, რამდენ სასკოლო ექსკურსიას დააფინანსებდა? თუ ამდენი ხალხის ჩამოყვანა შეუძლია, გამოდის ხელისუფლებას იმის შესაძლებლობაც აქვს, იქით შესთავაზოს სკოლებს სახელმწიფოს ხარჯით ექსკურსიების მოწყობა. როცა ღონისძიების ძირითადი დამფინანსებელი არ იქნება მშობელი, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს მასწავლებელს, თავადვე დაგეგმოს ექსკურსია და თავადვე გადაწყვიტოს, რას როგორ გააკეთებს. ასევე, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ყველა ბავშვი წავიდეს ექსკურსიაზე და უფულობის გამო არავინ დაიჩაგროს. თუმცა, ვიცი, რომ მასწავლებლის მოხერხებით, დღეს ექსკურსიას იშვიათად აკლდებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელმოკლე ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და თანხის დადებას ვერ ახერხებენ. - რამდენიმე წლის წინ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სამინისტროსგან რეკომენდებული იყო, რომ სასკოლო ექსკურსიები მხოლოდ 150 კმ-ის რადიუსში ჩატარებულიყო, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. როგორც ვიცით, ეს რეკომენდაცია მოიხსნა, რაც საექსკურსიო არეალს ზრდის, თუმცა ზრდის ხარჯებსაც, ხომ? - რა თქმა უნდა, რაც უფრო შორ მანძილზე იგეგმება ექსკურსია, მით მეტი თანხა არის საჭირო. ტრანსპორტირების ფასები ძალიან გაძვირდა და სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგი იქნება, ის ფინანსური რესურსები, რასაც ხელისუფლება უყაირათოდ ხარჯავს, სასკოლო ექსკურსიებს მოხმარდეს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანა. მიმაჩნია, რომ სკოლასაც შეუძლია წელიწადში ერთხელ მონახოს ამის საშუალება. რაც შეეხება თავად ექსკურსიებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, ისე დაიგეგმოს, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები აღმოსავლეთში ჩამოვიყვანოთ და აღმოსავლეთის ბავშვები - დასავლეთში. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც დასავლეთ ან ჩრდილოეთ საქართველოდანაა და კახეთში, რთველში ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე პირიქით, აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანს მანდარინის ხე ან ჩაის ბუჩქი არა აქვს ნანახი. საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ამის ორგანიზება ვერ შევძლოთ. ბუნებრივია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, როცა ჯგუფები სადმე გაგყავს და უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის გამო თავი არც მასწავლებლებმა და არც მშობლებმა არ უნდა შეიკავონ. ამისთვის კი საჭიროა, კარგად გაიაზრონ, რომელი მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა სურთ, რატომ უღირთ იქ წასვლა, რა იქნება მათთვის საინტერესო და ასე შემდეგ. მაგალითად, აპრილის დასაწყისში ორი კვირა ვიყავი ვაშლოვანისკენ. ვაშლოვანის ეროვნული პარკი არის საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დაცული ტერიტორია, რომელიც ნაკრძალს და ბუნების ძეგლებს აერთიანებს. მე რამდენიც არ უნდა ვესაუბრო მოსწავლეებს ტალახის ვულკანებზე, იმ შთაბეჭდილებას მაინც ვერ გამოვიწვევ, რასაც საკუთარი თვალით ადგილზე ყველაფრის ნახვისას იღებენ. მართლაც, როცა ტახტიტაფას ვულკანებზე მიმყავს, თითოეული მათგანი საოცარ ემოციას გამოხატავს. ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, სადაც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველი ჩასვლისას ისეთი აღფრთოვანება მიბყრობს, თითქოს პირველად ვხედავდე. სხვათაშორის, ექსკურსია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კონტაქტს ვამყარებთ ადგილობრივ მოქალაქეებთან. ამიტომ, ეს მიმართულებაც უნდა გახდეს ექსკურსიის ნაწილი და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები ადგილობრივ საინტერესო პიროვნებებს შევახვედროთ. ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ადგილზე ჩუმად და უხმაუროდ ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ. სწორედ ეს ადამიანები უნდა ვაქციოთ ჩვენი საექსკურსიო ტურების მნიშვნელოვან ნაწილად. მთავარი ისაა, თუ როგორ მივაწვდით მათზე ინფრომაციას მოსწავლეებს, სტუდენტებს. სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი არ იცნობს საკუთარ სამშობლოს, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც. ხელისუფლებაში სულ ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ თავიანთ ქვეყანას. - თანამედროვე სასკოლო ექსკურსიებზე ძალიან აქტუალურია ანიმატორების დაქირავების საკითხი, რაშიც გარკვეული თანხა იხარჯება. თქვენ რამდენად ხედავთ მათ აუცილებლობას? - მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიაზე ლამის ყველა ბავშვს მშობელი მიჰყვება, რატომღაც მაინც საჭიროდ მიაჩნიათ ანიმატორების მომსახურება. ამ დროს მშობლებს თავად შეუძლიათ მოიფიქრონ ისეთი გასართობი, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად იაქტიურებენ. ეს იქნება ფეხბურთის, ფრენბურთის, ბანდმიქტონის თამაში, გამოცნობანა, იგივე ,,ნამიოკობანა,“ შეჯიბრებები. ანიმატორი ხომ სხვას არაფერს აკეთებს? სიმართლე ვთქვათ, აქაც არჩევანი გიდსა და ანიმატორს შორის რომ იდგეს, რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად ანიმატორს აირჩევს. არადა, გიდებსაც შეგვიძლია მათ ისე დავუგეგმოთ ექსკურსია, რომ თან საინტერესო და შემეცნებითი იყოს, თან - გასართობი. იმისათვის, რომ ექსკურსია გახდეს ისეთი, როგორიც წესით არის გათვალისწინებული, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ყველას ერთად, სკოლასაც, მასწავლებელსაც, მშობელსაც და მოსწავლესაც. - აქ მარტო ექსკურსიის შინაარსზეა საუბარი თუ ექსკურსიაზე ქცევის წესებიც გვაქვს ასათვისებელი? - დიახ, ნამდვილად გვაკლია ეს ცოდნაც. შარშან დანიაში გახლდით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვხედავდი, მწკრივში ჩამდგარი ბავშვები ჩუმად და უხმაუროდ როგორ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, რომელთაც თავსა და ბოლოში მხოლოდ თითო მასწავლებელი მიჰყვებოდათ. ეს ბავშვები, ბაღის ასაკიდან დაწყებული მოზრდილებით დამთავრებული, მხვდებოდნენ მუზეუმებშიც, სადაც ასევე ხმის ამოუღებლად იდგნენ ექსპონატების წინ და უსმენდნენ თავიანთ მასწავლებელს, რომელიც ამ ექსპონატის შესახებ თავიანთ ენაზე რაღაცას უხსნიდა. სამაგალითოდ მოწესრიგებული იყო მათი მსვლელობაც და მათი ქცევაც, რაც ჩვენთან იშვიათი სანახავია. ირმა ბერიშვილი
  16. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად, რადგან ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, გავაკეთო რაც შემიძლია ყველაფერი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ასე რომ, მე ზუსტად ამ პოზიციაზე ვარ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, კანონი მიუღებელია და მოდიფიცირებას არ ექვემდებარება. „ახლა ვართ შუა გზაზე კანდიდატის მოპოვებულ სტატუსსა და მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას შორის. ამ დროს პარლამენტმა 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ჩვენ მაგიდაზე გვაქვს. პარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენგან ელიან, მუშაობს შარშან გაწვეულ კანონზე, რომლის შესახებაც ყველა ჩვენმა პარტნიორმა თქვა, რომ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მიზნებს. გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის. ქვეყანას სურს ევროპა და სურს, რომ წლის ბოლოს არ დაკარგოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ipn
  17. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. netgazeti
  18. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გაფართოვდება, როგორც ეს რუსეთში ვნახეთ. კანონის არსებობის შემდეგ, მარტივია მისი მშვიდად შესწორება”, – წერს ის. publika
  19. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღარ დააინიციირებდნენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცაჰნკა ამბობს, ისინი დააყენებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირთან. ის ასევე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ “საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი”. მარკუს ცაჰკნამ ამას “საჯარო ტყუილი უწოდა”. publika
  20. კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს. მანამდე შსს სარეკლამო კომპანია „ლიმონში” შევიდა. ოკმელაშვილი იქ არ იყო, რის შემდეგაც ის სახლიდან აიყვანეს. პარალელურად გაჩხრიკეს მისი სახლი და ოფისი. გადასაღები პავილიონიდან პოლიციამ გაიტანა კომპიუტერული და სხვა ტიპის ტექნიკა. გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. publika
  21. Last week
  22. LavillNuaxy

    Madonna

    [url=https://chimmed.ru/products/prest-antigen-tubgcp3-id=3826038]prest antigen tubgcp3 купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]l-aspartic acid, bioxtra, >=99% (hplc) купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] prest antigen tubgcp4 купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/prest-antigen-tubgcp4-id=4014796
  23. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან და ზოგადად სახელფწიფო უწყებების მხრიდან, არის ორგანიზებული დანაშაული, არ არის უბრალოდ გადაცდომები, ეს არის ორგანიზებული ძალადობა, რასაც ხელისუფლება სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გაგახსენებთ, ეს პროცესი საიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ერთი მეორის მიყოლებით ეს უწყებები ან უქმდებოდა ან ექვემდებარებოდა პარტიას. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7680420395382808/
  24. საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს. „ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ევროპული გზა საქართველოსთვის ჩაიკეტება და ქართველ ერს უნდა დაეხმარონ ევროპის ერებთან გაერთიანებაში. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიაში განაცხადეს, რომ გარე ძალები მოქმედი მთავრობის დამხობას ცდილობენ. “ეს მეგობრობა არ არის, ეს მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის ჩანერგვის მცდელობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ერევანში ჩასულიყო და ოპოზიციის მიტინგში მიეღო მონაწილეობა? რა დამოკიდებულება იქნებოდა? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ”, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას, ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ერების წინააღმდეგ აწყობენ, ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირებისთვის, დასავლეთი ღიად კრიმინალურ ქმედებებზე გადავიდა - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თბილისში ოფიციალური ვიზიტის საფარს ქვეშ პირდაპირი მნიშვნელობით ერევიან ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში”, - წერს დუგინი. იპნ
  25. ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიაში შესვლაზე უარს აცხადებენ. იპნ
  26. სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს. ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სიკვდილს ებრძოდა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარს მკვლელობის პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას უწოდებს. რობერტ ფიცოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს, როგორც მის სამშობლოში, ისე ქვეყნის გარეთ — ევროკავშირში. ამის მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული მოწოდებებია, რომ შეუწყდეს სამხედრო სახის დახმარება უკრაინას და აღიკვეთოს სანქციები რუსეთზე. თუმცა, მასზე თავდასხმა მკაცრად და ფართოდ იქნა დაგმობილი და შეფასდა, როგორც თავდასხმა დემოკრატიაზე. თავდამსხმელი სამიზნისგან მცირე მანძილით იყო დაშორებული და ფიცოს მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად იდგა. სროლა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ფიცოს დაცვის თანამშრომლებისთვის. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სროლის შემდეგ პრემიერი რამდენიმე ადამიანს მიჰყავს, მანქანაში სვამს და სწრაფად ტოვებენ ადგილს. პოლიციას თავდამსხმელის ვინაობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ადგილობრივი, 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. ნეტგაზეთი
  27. თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. მთავრობამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. პუბლიკა
  28. სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით; 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი. $1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი. ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. პუბლიკა
  29. „კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირდაპირ ეხება ეკონომიკას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა. კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით უწყობენ ხელს ამ კუთხით საქართველოს განვითარებას. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი შესაძლოა, ამ მხრივ შემაფერხებელი იყოს საქართველოსთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გაკეთდება განცხადებები საქართველოს მიმართ მხარდამჭერი პოლიტიკის გადახედვაზე. „აშშ-ს წარმომადგენელიც საუბრობდა 350-მილიონიან მიმდინარე მხარდაჭერაზე, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იყო ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე. ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების გაძლიერებას, იქნება ეროვნული ბაკი, სამინისტროები თუ სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კონკრეტული როლი აქვთ ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში. მათ განვითარებას მნიშვნელოვნად უჭერს მხარს დონორი საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ თქვა ო’ბრაიენმა, რომ გადაიხედება ის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა ატარებს ქვეყანაში, ამიტომ აქ ნებისმიერ რისკი არის კრიტიკული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ. აღსანიშნავია ისიც, რომ დონორი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის მოზიდვის, ბაზრებისა და სავაჭრო პოლიტიკის განვითარების, ბაზრებზე ინტეგრირების, ინტერნეტიზაციის, გაციფრულებისა და სხვა არაერთი მიმართულებით. პაპავას თქმით, როდესაც ამ დახმარებების ფონზე, მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ „დასავლეთი გადატრიალებას გეგმავს“, ეს ბიზნეს და ეკონომიკური გარემოსთვის დამაზიანებელია. „რაც შეეხება კანონის გავლენებს, შესაძლოა, დღეს ხვალ და უახლოეს პერიოდში არ აისახოს, მაგრამ ეს კურსი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. როგორც ვთქვი, ერთი იმ კუთხით, რომ ინსტიტუციური განვითარება შეყოვნდება ქვეყანაში, მეორე, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნაკლები სანდოობა იქნება და რისკის ქვეშ დადგება პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული ბიზნესების, ინსტიტუტების, ბაზრების განვითარების, გაციფრულებისა და ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მხარდამჭერი ღონისძიებები სახელმწიფოებთან ერთად ხორციელდება, ამიტომ აქვს მას სანდოობა და დამატებითი სტიმული ბიზნესებისთვის. ამ მიმართულებით ნელ-ნელა ვშორდებით პარტნიორებს, რომლებიც აქამდეც და დღესაც ამბობენ, მითხარი რა გჭირდება, დაგეხმარებითო. ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპონენტი გვაქვს, რითაც შესაძლებელია დღევანდელმა სიტუაციამ გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აღნიშნავს გიორგი პაპავა. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. ავტორი: მერი ტაბატაძე
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...