Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით? ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე , უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  3. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ელჩებსა და მათ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიშიც მოუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ „თავდასხმის გამო“. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მისი პარტნიორების მხრიდან არასდროს ურგძვნია დომინანტობა ან რომელიმე ამ ქვეყნისგან დამონების მცდელობა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა ხელისუფლების მიერ ბოლო დროს შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის რუსულ კანონს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ასევე პროვოკაციულად შეაფასა ზურაბიშვილმა რუსული კანონის მოსმენების თარიღებიც და ელჩებს, მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან პერიოდში მხარდაჭერა სთხოვა. „ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ. ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების“, – მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა. პუბლიკა
  4. „ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას ცდილობს. „რუსული კანონის“ მიღება კი საბოლოოდ ჩაკეტავს ევროალტანიკური ინტეგრაციის გზას. ამიტომ წერილის ავტორები მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ უერთგულონ ქვეყნის ინტერესებს. ამ დროისთვის წერილს 68 ხელომწერი ჰყავს. „შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის. თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს NATO-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, NATO-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“, – ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ: 1.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი); 2.ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC; 3.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB; 4.მწვანე ალტერნატივა; 5.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; 6.განათლების კოალიცია; 7.დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; 8.საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS; 9.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; 10.მედიის განვითარების ფონდი; 11.საქართველოს ევროპული ორბიტა; 12.ევროპის ფონდი; 13.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 14.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; 15.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); 16.დემოკრატიის მცველები; 17.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); 18.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB); 19.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); 20.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); 21.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); 22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); 23. თბილისი პრაიდი; 24. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD); 25. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); 26. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); 27. საქართველოს სასოფლო დარბაზი; 28. Climate Basics ქლაიმათ ბეიზიქს; 29. ცვლილებების სცენა • A Scene of Change; 30. Movement; 31. Georgian Institute of Politics (GIP); 32. რეპროდუქციული განათლების ჰაბი; 33. IBDIPC; 34. ექსპორტის განვითარების ასოციაცია; 35. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI; 36. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC); 37. რაჭის სათემო ორგანიზაცია; 38. პრევენცია პროგრესისთვის; 39. გიორგი ტუმასიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017-2021 წლები; 40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის; 41. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში; 42. SAUNJE; 43. ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“; 44. მამუკა კოტეტიშვილი, ფიზიკური პირი; 45. ლომეკი; 46. ყვარლის ევროკლუბი; 47. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); 48. მედია აპრილი; 49. მოძრაომა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”; 50. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითრების ფონდი”; 51. საზოგადოება და ბანკები; 52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი; 53. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG); 54. ღია სივრცე კავკასია (COS); 55. ნეოგენი; 56. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; 57. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი; 58. გურიის სამოქალაქო ცენტრი; 59. ჯეოქეისი; 60. ღრმ სტრუქტურული რეფორმების ცენტრი; 61. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი; 62. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); 63. International Business Development and Investment Promotion Center; 64. Atlantic Council of Georgia; 65. ISET კვლევითი ინსტიტუტი; 66. ნატო ბაჩიაშვილი – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე; 67. თენგიზ ფხალაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი 68. გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზიც ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი. პუბლიკა
  5. "ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170857470599381
  6. მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! "ოცნება" დღეს დამარცხებულია და ეს უნდა გავაფორმოთ ერთად 26 ოქტომბერს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/667518505509921/
  7. "როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა, მას მსგავსი ქმედებები არ სჭირდება. ხელისუფლებას საქართველოში, როდესაც აქვს ლეგიტიმაციის დეფიციტი და დღეს „ოცნებას“ ერთმნიშვნელოვნად ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს - ეს ლეგიტიმაციის დეფიციტი რაღაცით უნდა შეივსოს და შესაბამისად მის დეფიციტს დღეს "ოცნება" ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, რომელსაც შემდგომ მართავს, ავსებს თუნდაც იმ ძალადობით, რომელიც სამწუხაროდ გუშინ, გუშინწინ ვიხილეთ. დღეს "ოცნებას" ან აქვს 30%, ან არ აქვს,." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  8. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა “ნაც.მოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობა", ასე დასრულდება "ოცნება". „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.", - ნათქვამია განცხადებაში.
  9. "საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  10. Last week
  11. ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408649238616251/
  12. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ არ გვეუბნებით, უარს თქვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს ეუბნებით კომპრომისზე და ისინი პირიქით მიგყავთ დამატებითი დაძაბულობისკენ, სამოქალაქო დაპირიპირებამდე. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თქვენი მხრიდან, ეს არის მომავალთან ბრძოლა, ჯერ მომავალთან ბრძოლა არ მოუგია არავის და კარგად დაფიქრდით ვის ებრძვით და რას ებრძვით. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3780956692187525/
  13. გულში ჩაიხედეთ ხალხო, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის პარლამენტში თითოეულმა თქვენთაგანმა დღეს, უახლოეს მომავალში ეს კანონპროექტი კანონად აქციოთ და ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კანონი ვერ მიიღონ. რა იქნება თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როგორ გამოჩნდება ის, რომ ოკუპირებული ქვეყნის ლეგიტიმური პარლამენტი იღებს რუსულ კანონს და ოკუპირებული ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული პარლამენტის წევრები უარს უცხადებენ რუსულ კანონს, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა იქნება? ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1373328346705244/
  14. არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს,- ამის შესახებ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. „არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“,- წერს შოთა არველაძე. ipn
  15. ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. "ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და ევროპული ოცნებისთვის მათ ბრძოლას," - წერს რიკევიჩსი. ipn
  16. რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ნიკა სამხარაძე. მხარდამჭერთა სიას შეემატნენ ფრიდონ ინჯია და გივი ჭიჭინაძე, რომლებსაც პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბარვენაშვილი გიორგი ბენაშვილი გია ბერაია ირაკლი (დაჩი) ბერაძე რიმა ბითაძე მაია ბოლქვაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოჭორიშვილი მაკა გოცირიძე ელგუჯა დავითულაინი ბექა ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი ზაალ დუგლაძე ავთანდილ ენუქიძე – „ევროპელი სოციალისტები“ გოჩა ენუქიძე გია ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია ფრიდონ ინჯია რატი იონათამიშვილი დავით კაჭარავა ლადო კახაძე გიორგი კახიანი კახი კახიშვილი პაატა კვიჟინაძე ბაია კვიციანი ირაკლი კირცხალია სუმბატ კიურეღიანი ლევან კობიაშვილი რესან კონცელიძე მარიამ ლაშხი ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი სამველ მანუკიანი ლევან მაჭავარიანი გურამ მაჭარაშვილი ლევან მგალობლიშვილი ირაკლი მეზურნიშვილი გოგი მეშველიანი ირაკლი მეძმარიაშვილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე ზაალ მიქელაძე იმედა ნიკურაძე ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი გელა სამხარაული დიმიტრი სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი დავით სონღულაშვილი გიორგი სოსიაშვილი სოზარ სუბარი ალექსანდრე ტაბატაძე ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე მერაბ ქვარაია სალომე ქურასბედიანი ალუდა ღუდუშაური მიხეილ ყაველაშვილი თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი შატაკიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გოდერძი ჩანქსელიანი ქეთევან ჩარკვიანი ვასილ ჩიგოგიძე გიორგი ცაგარეიშვილი ბეჟან წაქაძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გრეტა წიწავა შოთა ხაბარელი გიორგი ხახუბია დიმიტრი ხუნდაძე ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ჯინჯოლავა გივი ჭიჭინაძე publika
  17. პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის განხილვის განმავლობაში სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი,- თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა. უმეტეს შემთხვევაში, პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატები მიკროფონის გარეშე საუბრობდნენ და მისი მოწოდების მიუხედევად არ შეწყვიტეს საუბარი. სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციები სამართალდამცველებს მიმართავენ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლდენი გაზი. შსს-ს ცნობით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს. publika
  18. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე თბილისში მიმდინარე აქციებს. „ნიღბები ჩამოხსნილია, ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ თავისი წინააღმდეგობა და ნამდვილი სახე აჩვენა. ის ამის მომხრე არასოდეს ყოფილა. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე. იპნ
  19. ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის მთავარი ფასეულობები, თუ ჩამოვყალიბდებით როგორც ტოტალიტარული იმპერიის გუბერნია. ეს უკანასკნელი უკვე პირდაპირ და დაუფარავად გაცხადდა, როგორც ხელისუფლების მიერ დასახული კურსი. ძნელია იმის დაჯარება რომ ხელისუფლებას არ ესმის თუ რამხელა უბედურების მომტანია ეს გზავნილი. ეს არის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობა, მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე ოცდათხუთმეტი წელია იბრძვის ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში. შესაბამისად, მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მოქალაქეების სამართლიან წინააღმდეგობაზე. გვინდა მივმართოთ ძალოვნებს, რომ არათუ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირად დაიცვან ისინი, როგორც იცავდა 9 აპრილს დემონსტრანტებს მაშინდელი ქართული მილიცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ გვიან არ არის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში. მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში. არა ტოტალიტარიზმს!”, – წერენ გია დვალი და ზაზა ოსმანოვი. publika
  20. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. palitravideo.ge
  21. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. „გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც „ბასიანის“ მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი. ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება - ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს. მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა - პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან. მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, ის უკვე დამარცხებულია. 26 ოქტომბერს კი ერთად გავაფორმებთ საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა გახარიამ.
  22. გიორგი გახარია: “რუსული კანონის ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში.”
  23. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება. ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს. გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. გერტ იან კომპის განცხადებით, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. 1 და 2 მაისს, ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე. პუბლიკა
  24. პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს. იპნ
  25. დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს. „დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში. ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ. ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა. იპნ
  26. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევა წარმოებდა. მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემა. ამავე პერიოდში ააშენეს ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყალი ჩანჩქერთა კასკადს ქმნის. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ბაღის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიო ფლორის 4000-მდე ტაქსონია წარმოდგენილი. ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ურბანულ გარემოში იყენებდეს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
  27. უცხოური ძალა დააკონკრეტეთ და მიუთითეთ რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე მოდის ოკუპანტი სახელმწიფოსგან. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7416736065079344/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...