Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. უწყების ცნობით, ასევე, ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  3. ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს. გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ბელგიასა და ლუქსემბურგში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, სლოვაკეთში – 22%. ევროპარლამენტარები ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად აირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 96 დეპუტატი ეყოლება, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას კი – 6-6. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ 2019-2024 წლებში ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი – თითოეულში, სულ მცირე, 23 დეპუტატით, EU-ის მინიმუმ 7 ქვეყნიდან. იოზვიაკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ჯგუფების უმრავლესობა იგივე დარჩება, თუმცა ის არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ჯგუფების დამატებას. რაც შეეხება წარმომადგენლობას, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ცენტრისტული მემარჯვენე პარტია „ევროპის სახალხო პარტიაა”, რომელსაც სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) მოსდევს. პუბლიკა
  4. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტომ გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს დევდორაკიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე. დევდორაკი თერგის მარცხენა შენაკადია, რომელსაც დაქანებული კალაპოტი აქვს და მის სათავეში არის უხვად დაშლილი ქანები. პუბლიკა
  5. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატა ხვედელიანი საუბრობენ ქალების მიმართ გაზრდილ ძალადობაზე ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს უმოქმედობაზე და ამ ფონზე საზოგადოებრივი კამპანიების აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს გახარიას გუნდი ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
  6. “ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ საარჩევნო მანიპულაციებისთვის ემზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიპულაციის და ტყუილის გარეშე, შეუძლებელია 60%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ამასთან ერთად, იმ ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები, აგულიანებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციის ფასად, ქვეყნის ინტერესების ფასად, ყველაფრის ფასად შეეცდებიან, დარჩნენ ხელისუფლებაში. მიხეილ დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803459041741403/
  7. ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „ყველაზე სერიოზული იმედგაცრუებაა ის, რომ ამ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია. ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი ცალმხრივი ქმედებებით აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს სურვილი, საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია გაითვალისწინოს“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში. მათი მტკიცებით, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს“ აქვთ სრული უფლება, მიაწოდონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც „შეესაბამება გაერო-ს წესდების სულისკვეთებას და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“. „სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას, რადგან ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა ცოტა რამ იცის აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი თუჟბამ. შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, სირიამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ და მალიმ. იპნ
  8. ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი - სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას დააზიანებს. „ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBELI" აქტს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს წინა ელჩის [აშშ-ს] ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე", - განაცხადა კობახიძემ. იპნ
  9. მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ. გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას: წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეო ჩანაწერით ან გარეშე პირის დასწრებით – ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა – ეს მოთხოვნა დარღვეულია. ასევე, საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება, რომ აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც სასამართლოში მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და თეორიულად შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს, ეს უბრალოდ არის თეორიულად გამორიცხული. გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, ვლინდება, რომ ამ დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე, საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგახსენეთ”. ლევან დარბაიძე იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა. მან ასევე გამოხატა თავისი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე და თქვა: „რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ”. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი სასამართლოს წინაშე წარდგა. ოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. პუბლიკა
  10. პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს. „[მეთიუ მილერის განცხადება] ალბათ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვას ნიშნავს. ის თუ რა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს ამას, ამაზე მილერმა მაშინაც ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ ამ პროცესების გადახედვა ხდება. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები ჩვენ გვახსოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც პირდაპირ მის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს. პირველი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიის მიმართულებით, პირდაპირ იქნა ძირგამოთხრილი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს დაუპირისპირდნენ. შემდეგ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით მოხდა არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ რიტორიკის შემოტანა, რომ ეს სახელმწიფოები რეალურად არიან არა მეგობრები, არამედ მტრები. ამიტომ, პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანა უკან მიდის და პირდაპირ რუსეთის ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე არსებობს, ჩვენი პარტნიორები და მათი ერები ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ საფრთხის წინაშე მარტოს არ დატოვებენ”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას. ipn
  11. Yesterday
  12. ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან. რუსული კანონის მიღებით კი ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენი ფოკუსი უნდა გასწორდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441710145168572/
  13. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ იქნა ინიცირებული. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შესაბამისად, ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა. „ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, გაერო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 64 ქვეყანა შეუერთდა”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა განმარტა, რომ დოკუმენტის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში. მისივე თქმით, დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი პრობლემა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე განიხილება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს. „საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის განსამტკიცებლად. რეზოლუციით გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ასევე დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილზე ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იპნ
  14. "ბედისწერა… გიორგი გახარიას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, იმდენჯერ ეძახეს მოღალატე, სანამ თვითონ მართლა არ უღალატეს ქვეყანას და ივანიშვილის ინტერესებში არ დაახურდავეს საკუთარი ქვეყნის და შვილების მომავალი. დღეს ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიან, საკუთარი თანამოქალაქეები მონას და მოღალატეს ეძახიან ყველა კუთხეში და აი, ეს ხალხი, რუსული კანონის ავტორები, ფლიდი სახეებით კიდევ ბედავენ და კონგრესში საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებისთვის თავს ესხმიან ადამიანებს." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ბმული: https://www.facebook.com/berdiasitchinava/posts/8072674416096836
  15. მთელი ეს ისტერიკა, სიბინძურის ნიაღვარი, ტერორი, ძალადობა, რომელიც “ოცნებიდან” რამდენიმე თვეა მოდის, ეს ყველაფერი ერთ რამეს უკავშირდება, მხოლოდ იმას, რომ მათ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და ისინი აგებენ არჩევნებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1396132034418660/
  16. Men dating men experience get a bang, connecting, and the stunner of relationships in their own unique way. https://gay0day.com/hi/search/desi-india-muth-marne-wala-video/ In a world that embraces diversity and inclusivity, same-sex relationships have ground their place. Men who date men sail the joys and challenges of erection meaningful connections based on authenticity and mutual understanding. They consecrate enjoyment from while overcoming societal expectations, stereotypes, and discrimination. https://desiporn.one/videos/9251/mms-leaked-of-hot-indian-celebrity/ Communication and fervent intimacy disport oneself a pivotal place in their relationships, fostering reliability and deepening their bond. As institute progresses towards conformity, it is distinguished to approve and regard the angel shared between men dating men, embracing their unequalled experiences and contributions to the tapestry of someone connections.
  17. გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის, პირველად ისტორიაში საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა. სომხეთთან ერთად რეზოლუციას მხარი დამატებით დაუჭირეს – არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ. საერთო ჯამში, რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა. ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ირანმაც. პუბლიკა
  18. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა. ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. „ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე წარადგენს საქართველო. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება. მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, პრიორიტეტია. ეს კენჭისყრა არის დასტური, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიამრთ. ამ თვალსაზრისით მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა არის სწორედ წარმატებული პოლიტიკის სიგნალი. თუმცა თავისთავად ზრდა სამი ახალი მხარდამჭერით, არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას რომელიც წელს ჩატარებულ კენჭისყრას ჰქონდა, რადგან ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერები. ეს არის სამხრეთ აფრიკა, არგენტინა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას; ასევე, სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა უკვე მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ეს კვლავ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება. შემცირებულია ასევე თავშეკავებათა რიცხვი, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოები უფრო მეტად ხედავენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობას და ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. იპნ
  19. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდების დეტალური განრიგი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი სესია); 3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; უცხოური ენა 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; ზოგადი უნარები (სომხურად) 11 ივლისი (მეორე სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად) 11 ივლისი (მეორე სესია); მათემატიკა 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 16 ივლისი (პირველი სესია); ქიმია 16 ივლისი (მეორე სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 18 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია 19 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება 23 ივლისი (მეორე სესია); გეოგრაფია 24 ივლისი (პირველი სესია); ლიტერატურა 25 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა 26 ივლისი (პირველი სესია). სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისი (მეორე სესია); საერთო სამაგისტრო გამოცდა 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 5 ივლისი (მეორე სესია) უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; 10 ივლისი (მეორე სესია) აზერბაიჯანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 11 ივლისი (პირველი სესია) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა; სომხური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მუსიკა; ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (პირველი სესია) გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (მეორე სესია) ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 16 ივლისი (პირველი სესია) მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); 16 ივლისი (მეორე სესია) სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); 19 ივლისი (პირველი სესია) იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); სპორტი; 19 ივლისი (მეორე სესია) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი); 21 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი); 22 ივლისი იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(საუბრის ნაწილი); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); 23 ივლისი (პირველი სესია) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV); 25 ივლისი (პირველი სესია) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 26 ივლისი (პირველი სესია) ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური). პუბლიკა
  20. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, 18 წლამდე ასაკის პირების არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც არის ასეთი ინტიმური სცენები. ინიცირებულ პროექტში რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. იპნ
  21. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოაყოლონ. ამ 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა. ვგულისხმობ ყველანაირ ვერსიას. მაგრამ ეს უკვე წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, რა ზომებს გაატარებენ”, – განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალურია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის, ელჩი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ეს ერთ-ერთ ვარიანტად იქნება განხილული. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება და წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება”, – თქვა მან. პუბლიკა
  22. წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა­­-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაიფარა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 89%. დარღვევები კატეგორიების მიხედვით: შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი; აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი; საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი; სულ – 21.2 მლნ ლარი. პუბლიკა
  23. დღეს ყველაზე მნიშვნრლოვანი არის არჩევნების დაცვა. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი აქვს პრეზიდენტს და რა თქმა უნდა მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. რაც რეფორმების გეგმაში არის მითითებული აბსოლუტურად ვიზიარებთ და მხარ ვუჭერთ, ხოლო, რაც ჩვენში კითხვებს იწვევდა ეს იყო ეგრეთწოდებული დროებითი მთავრობის საკითხი, მთავრობის წარდგენა, ვადამდელი არჩევნები. კონსულტაციების შედეგად პოზიციები ვერ შეჯერდა და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქარტიისთვის ხელი არ მოგვეწერა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1054050529358875/
  24. ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს აბრალებს, რადგან სიმართლე ორივე მხარისთვის მწარეა. "თუ სანქციები იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს მაქსიმალურ წერტილოვანი, მაქსიმალურად ინდივიდუალური, იმიტომ, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს თქვა ქალბატონმა ნატამაც. შეიძლება სხვა აზრი გქონდეს და ვინმე ვამბობდეთ, რომ ქვეყანა დაასანქცირონ? ეგ ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სანქცია იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს პერსონალური. აბსოლუტურად ვეთანხმები, განმარტებაც მან გააკეთა მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით. რა ნაწილში შეიძლება არ დაეთანხმო? დააკვირდეთ, დღეს რა ხდება ნატა საბანაძის მიმართ, აქეთა მხარეს დგას "ოცნება" და ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს, იქით მხარეს დგას "ნაცმოძრაობა" და ასევე ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს. როგორი ერთნაირები არიან შეხედეთ უბრალოდ. არც ერთს მოსწონდა მისი საუბარი, არც მეორეს, იმიტომ, რომ მწარეა სიმართლე. ორივესთვის მწარეა, ამიტომ ერთიც თავს ესმის და მეორეც. ამ ადამიანმა რაც ისაუბრა გუშინ, ეგრე არის - სიმართლე არის," - განაცხადა დაუშვილმა. ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ კონგრესში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე მიწვეული იყო ე.წ. მოწმის სახით, როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. მისი თქმით, არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც მიზნობრივი უნდა იყოს. "არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს", - განაცხადა საბანაძემ. გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს. „მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ. ipn
  25. Share the gift of kindness. Donate anonymously to help improve someone's health and quality of life. Every donation, big or small, helps. Click now to give the gift of kindness! Thanks for reading! If this resonates with you, head over to [url=https://charitygoal.info]Hub[/url] and make an anonymous donation. Your generosity, big or small, is truly valued. - Elizabeth You are always welcome with us. Your voice matters! Tell your friends about us and help us reach more people in need.
  26. HazelSa

    The Prodigy

    Они не только не умерли....Взяли себе нового гитариста 22-летний, известный как The Rev из панк группы Towers of London - на сильном карьерном подъёме. Несколько месяцев назад он стал новым гитаристом танцевальной группы The Prodigy, и гастролирует с группой по фестивальному минитуру с восьмью концертами и помогает в записи пятого альбома группы.
  27. LavillNuaxy

    The Rasmus

    [url=https://chimmed.ru/products/s-1-metil-3-aminometilpiperidina-digidrohlorid-id=8496370](s)-1-метил-3-аминометилпиперидина дигидрохлорид купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] (s)-1-метил-3-аминометилпиперидина дигидрохлорид купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/s-1-metil-3-aminometilpiperidina-digidrohlorid-id=8496371
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...