Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს. „თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და ჩვენს შეშფოთებას მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე რიგაში. ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს საზოგადოების სურვილი, არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს და კანონებს პატივს სცემს. პუბლიკა
  3. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის მოქალაქის საქმის განხილვა მიდის. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშვილმა რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს. ანტირუსული აქციის მონაწილეს გზის გადაკეტვას და სამართალდამცველების შეუარცხყოფას ედავებიან. პატრიკ ჰერნანდესიი ერთ-ერთია, ვინც დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს. ინგლისური ენის პედაგოგი იხსენებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა წრეში შეათრიეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცემა დაუწყეს. ამ საქმეს კოკა კაციტაძის უწყებაც სწავლობს, თუმცა დასჯილი არავინაა. დღევანედლ პროცესზე პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა, თქვა, რომ პატრიკ ფერნანდესი პოლიციელების მისამართით უშვერი სიტყვებით იგინებოდა, თუმცა აშშ-ს მოქალაქე ამ ფაქტს უარყოფს. ფერნანდესმა დღეს თქვა, რომ ქართული საერთოდ არ იცის და შესაბამისად, ვერც ის გაიგო, როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული სამართალდამცველი აშშ-ს მოქალაქის დაკავებაში საერთოდ არ მონაწილეობდა. ტვ პირველი
  4. პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია 6 ივნისს თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა მარტვილსა და ფოთში, სადაც შეხვდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე - „რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს.” გიორგი გახარია: “ჩვენ დავიწყეთ უკვე საარჩევნო კამპანია და რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები. ვამზადებთ გუნდს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იცოდნენ როგორ უნდა დაიცვან ხმები. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ “ოცნებამ” არჩევნების მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად არჩევნებზე ხმების დაცვას შეძლებს. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირველ რიგში, რაც არის აუცილებელი პირობა -ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ, პირველ რიგში, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გავუზიარებთ მათ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას. 2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა - რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლათფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას.” https://www.facebook.com/share/v/s6SE9VJQthWkUFrH/
  5. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებში, თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. IPN
  6. დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანა აღარ დააზიანონ. “ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნებოდა. რეალობაც ეს არის, დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს “ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ოცნებაზე” და “ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ”, - აღნიშნა ‘მიხეილ დაუშვილმა. ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. იპნ
  7. დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია მოიპოვოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2357987544405313/
  8. დღეს ხელისუფლების წყარო არის ძალადობა, საგარეო კურსის ცვლილება და კორუფცია, არც ერთი საგამოძიებო ორგანო კი ამ ვითარებას არ ეხმიანება. ყველასთვის ნათელია, რატომ დაიქვემდებარა და მორჩილი გახადა ყველა უწყება ივანიშვილმა - ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყოველ ჯერზე, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ დარჩა "ოცნებას" საკადრებელი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო და უფრო მეტს კადრულობენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/416170614731905/
  9. Yesterday
  10. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა. publika
  11. კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. „კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ვინც ქმედებები განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. და უნდა აღვნიშნო, რომ ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, რომ განვახორციელოთ, არა მხოლოდ ამ ახალ სანქციებს ეხება, რომლებიც შემოგვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა განვახორციელოთ. როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”, - აღნიშნა მილერმა. იპნ
  12. აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა. მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. “შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო… დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”, - აცხადებს მილერი. მილერის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართვველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ. "იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, შეერთებული შტატები მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს", - აცხადებს ის. იპნ
  13. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. უწყების ცნობით, ასევე, ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  14. ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს. გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ბელგიასა და ლუქსემბურგში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, სლოვაკეთში – 22%. ევროპარლამენტარები ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად აირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 96 დეპუტატი ეყოლება, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას კი – 6-6. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ 2019-2024 წლებში ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი – თითოეულში, სულ მცირე, 23 დეპუტატით, EU-ის მინიმუმ 7 ქვეყნიდან. იოზვიაკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ჯგუფების უმრავლესობა იგივე დარჩება, თუმცა ის არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ჯგუფების დამატებას. რაც შეეხება წარმომადგენლობას, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ცენტრისტული მემარჯვენე პარტია „ევროპის სახალხო პარტიაა”, რომელსაც სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) მოსდევს. პუბლიკა
  15. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტომ გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს დევდორაკიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე. დევდორაკი თერგის მარცხენა შენაკადია, რომელსაც დაქანებული კალაპოტი აქვს და მის სათავეში არის უხვად დაშლილი ქანები. პუბლიკა
  16. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატა ხვედელიანი საუბრობენ ქალების მიმართ გაზრდილ ძალადობაზე ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს უმოქმედობაზე და ამ ფონზე საზოგადოებრივი კამპანიების აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს გახარიას გუნდი ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
  17. “ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ საარჩევნო მანიპულაციებისთვის ემზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიპულაციის და ტყუილის გარეშე, შეუძლებელია 60%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ამასთან ერთად, იმ ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები, აგულიანებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციის ფასად, ქვეყნის ინტერესების ფასად, ყველაფრის ფასად შეეცდებიან, დარჩნენ ხელისუფლებაში. მიხეილ დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803459041741403/
  18. ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „ყველაზე სერიოზული იმედგაცრუებაა ის, რომ ამ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია. ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი ცალმხრივი ქმედებებით აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს სურვილი, საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია გაითვალისწინოს“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში. მათი მტკიცებით, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს“ აქვთ სრული უფლება, მიაწოდონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც „შეესაბამება გაერო-ს წესდების სულისკვეთებას და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“. „სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას, რადგან ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა ცოტა რამ იცის აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი თუჟბამ. შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, სირიამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ და მალიმ. იპნ
  19. ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი - სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას დააზიანებს. „ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBELI" აქტს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს წინა ელჩის [აშშ-ს] ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე", - განაცხადა კობახიძემ. იპნ
  20. მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ. გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას: წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეო ჩანაწერით ან გარეშე პირის დასწრებით – ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა – ეს მოთხოვნა დარღვეულია. ასევე, საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება, რომ აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც სასამართლოში მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და თეორიულად შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს, ეს უბრალოდ არის თეორიულად გამორიცხული. გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, ვლინდება, რომ ამ დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე, საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგახსენეთ”. ლევან დარბაიძე იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა. მან ასევე გამოხატა თავისი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე და თქვა: „რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ”. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი სასამართლოს წინაშე წარდგა. ოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. პუბლიკა
  21. პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს. „[მეთიუ მილერის განცხადება] ალბათ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვას ნიშნავს. ის თუ რა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს ამას, ამაზე მილერმა მაშინაც ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ ამ პროცესების გადახედვა ხდება. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები ჩვენ გვახსოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც პირდაპირ მის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს. პირველი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიის მიმართულებით, პირდაპირ იქნა ძირგამოთხრილი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს დაუპირისპირდნენ. შემდეგ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით მოხდა არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ რიტორიკის შემოტანა, რომ ეს სახელმწიფოები რეალურად არიან არა მეგობრები, არამედ მტრები. ამიტომ, პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანა უკან მიდის და პირდაპირ რუსეთის ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე არსებობს, ჩვენი პარტნიორები და მათი ერები ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ საფრთხის წინაშე მარტოს არ დატოვებენ”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას. ipn
  22. Last week
  23. ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან. რუსული კანონის მიღებით კი ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენი ფოკუსი უნდა გასწორდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441710145168572/
  24. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ იქნა ინიცირებული. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შესაბამისად, ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა. „ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, გაერო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 64 ქვეყანა შეუერთდა”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა განმარტა, რომ დოკუმენტის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში. მისივე თქმით, დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი პრობლემა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე განიხილება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს. „საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის განსამტკიცებლად. რეზოლუციით გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ასევე დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილზე ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იპნ
  25. "ბედისწერა… გიორგი გახარიას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, იმდენჯერ ეძახეს მოღალატე, სანამ თვითონ მართლა არ უღალატეს ქვეყანას და ივანიშვილის ინტერესებში არ დაახურდავეს საკუთარი ქვეყნის და შვილების მომავალი. დღეს ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიან, საკუთარი თანამოქალაქეები მონას და მოღალატეს ეძახიან ყველა კუთხეში და აი, ეს ხალხი, რუსული კანონის ავტორები, ფლიდი სახეებით კიდევ ბედავენ და კონგრესში საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებისთვის თავს ესხმიან ადამიანებს." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ბმული: https://www.facebook.com/berdiasitchinava/posts/8072674416096836
  26. მთელი ეს ისტერიკა, სიბინძურის ნიაღვარი, ტერორი, ძალადობა, რომელიც “ოცნებიდან” რამდენიმე თვეა მოდის, ეს ყველაფერი ერთ რამეს უკავშირდება, მხოლოდ იმას, რომ მათ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და ისინი აგებენ არჩევნებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1396132034418660/
  27. Men dating men experience get a bang, connecting, and the stunner of relationships in their own unique way. https://gay0day.com/hi/search/desi-india-muth-marne-wala-video/ In a world that embraces diversity and inclusivity, same-sex relationships have ground their place. Men who date men sail the joys and challenges of erection meaningful connections based on authenticity and mutual understanding. They consecrate enjoyment from while overcoming societal expectations, stereotypes, and discrimination. https://desiporn.one/videos/9251/mms-leaked-of-hot-indian-celebrity/ Communication and fervent intimacy disport oneself a pivotal place in their relationships, fostering reliability and deepening their bond. As institute progresses towards conformity, it is distinguished to approve and regard the angel shared between men dating men, embracing their unequalled experiences and contributions to the tapestry of someone connections.
  28. გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის, პირველად ისტორიაში საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა. სომხეთთან ერთად რეზოლუციას მხარი დამატებით დაუჭირეს – არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ. საერთო ჯამში, რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა. ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ირანმაც. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...