Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება. კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება. „დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული. სამუშაოები ხვალიდან უკვე დაიწყება. ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებულმა მონაკვეთმა, ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვადინეთ, ხვალიდან უკვე მომხმარებლებთან მიმართებაში ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიან წყლის მიწოდებას დღის განმავლობაში. ამის პარალელურად, ჩვენს კონტრაქტორებთან 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ“ , - განაცხადა გიგა ნადირაძემ. ნადირაძემ განმარტა სამუშოების სტრატეგია, რომელიც დაზიანების აღმოფხვრის მიზნით დაიგეგმა. „ჩვენს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლა და შეფასება მოხდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვითარება მძიმე იყო, არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში. სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, მყისიერად მოვახდინეთ ჩვენი სპეციალისტების ადგილზე მივლინება და პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა რათა, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული გზა. პირველი ვერსია განიხილებოდა მილსადენი, ვინაიდან, არის მეწყრულ ზონაში და იქ არსებული მეწყრული პროცესები არ გვაძლევდა საშუალებას, რომ დაზიანების წერტილის ესკალაცია მოგვეხდინა და შემდგომ მისი აღდგენა. განვიხილავდით, ასევე ვერსიას, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, გვყავს კონტრაქტორი, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს - მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს“ , - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. იპნ
  3. დღეს გამოდიან ადამიანები, რომლებიც თვისობრივად, იდეოლოგიურად, შინაარსობრივად, ფასეულობებით გადაჯაჭვულები არიან ნაცებთან და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოს სტერილურები არიან ნაციონალური მოძრაობისგან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3743909855869779/
  4. ლელო, სანამ ბოლომდე განაცებულა, ამ მოცემულობაში სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მისაღები ვარიანტია. მომავალ პარლამენტში, რომ ვიხილოთ ამისთვის უნდა გაძლიერდეს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1201603377676394/
  5. ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. საკმარისია “ოცნებამ” უმრავლესობა ვერ აიღოს და ეს ოცნება, ამ ფორმით ვერ შენარჩუნდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1012490063995387/
  6. საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. გამოძიები თანახმად, ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას. "რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს. გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო. დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ. ipn
  7. საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. გამოძიები თანახმად, ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას. "რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს. გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო. დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ. ipn
  8. Today
  9. ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს: 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო; 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია; 4.8 მილიონი ევრო - საქართველოს პარლამენტი; 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს სესხით სახით. სამოქალაქო საზოგადოებამ 46.1 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო. ipn
  10. აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს. TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა
  11. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტგაზეთი
  12. ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი 2024 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ისევ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ერთიანი საქართველოს, “აფხაზი და ოსი ძმებისა და დების” შესახებ ლოზუნგები საარჩევნო რუტინის ნაწილია, თუმცა ამჯერად, დაპირებას კონკრეტული თარიღი აქვს – 2030 წელი. ამ საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, დამაჯერებელ ახსნა-განმარტებებს ამ საკითხზე არავინ აკეთებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ ჩვეული ირონიით პასუხობენ კრემლიდან და დე ფაქტო მთავრობებიდან. რას ემყარება “ქართული ოცნების” ჯიუტი, თუმცა ბუნდოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ, როცა ამ განცხადებებს არც რუსეთი, არც დე ფაქტო სოხუმი და ცხინვალი იზიარებს, ხოლო ქვეყნის მთავარ მოკავშირეებთან – ევროკავშირსა და აშშ-ისთან ურთიერთობები “რუსული კანონის” მიღების ფონზე შეიძლება დაიძაბოს? საკანონმდებლო განხილვები და საერთო ეჭვები თბილისსა და სოხუმში 2024 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის შესახებ დისკუსია. მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტში განიხილეს და მიიღეს სამი მნიშვნელოვანი კანონი, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებას რადიკალურ ცვლილებებს უმზადებს. 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღეს კანონი “ოფშორების შესახებ” ,რომელიც საეჭვო ბიზნესს კომფორტულ გარემოს უმზადებს საქართველოში. 16 მაისს კი მესამე მოსმენით, 67 წამში მიიღეს კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ, რომელიც “რუსული კანონის” სახელით არის ცნობილი. ხოლო, 2 მაისს “ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა კანონი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ამ კანონით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების წესი იცვლება და სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი რჩება აკონტროლოს უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ინსტიტუტი – ცენტრალური საარჩევნო კომისია. სამივე კანონზე დადებული საქართველოს პრეზიდენტის ვეტო (მოტივირებული შენიშვნები) პარლამენტმა დაძლია. თბილისში, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების დღიდან, სოხუმში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმ შესაძლო მიზეზებსა და მოტივებზე, რაც ამ კანონის უკან შეიძლება იდგეს, უფრო სწორად, ხომ არ შეეხება თბილისში მიმდინარე ცვლილებები სოხუმსაც? აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის მოსაზრებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს “მოსკოვის დაპირება (რომელიც აქტიურად ავრცელებს „კანონს უცხოელი აგენტების შესახებ“ მეზობელ ქვეყნებში), რომ ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თბილისში მიმდინარე ლეგალისტური პროცესების პარალელურად, სოხუმშიც საუბარია რამდენიმე კანონპროექტის ინიცირებაზე, მათ შორის არის “აგენტების კანონის” მსგავსი, რომელსაც აფხაზეთში ასე უწოდებენ: „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არასამეწარმეო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“. ორ მაისს, აფხაზეთის დეფაქტო საკანონმდებლო ორგანომ განიხილა კანონი “ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ” რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეუქმნიდა საფრთხეს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, თუმცა დე ფაქტო პარლამენტმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა. მესამე კი არის “აპარტამენტების კანონი”, რომელიც მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში, რამდენიმე რეგიონში, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას შესაძლებელს გახდის. აფხაზური საზოგადოებისთვის მიწისა და კერძო საკუთრების უცხოელებზე გაყიდვის უფლების ლეგალიზაცია მათი ეთნიკური პოლიტიკისა და დემოგრაფიისთვის რისკისშემცველია. 2024 წლის გაზაფხულმა ყველაზე ცხადად გამოკვეთა, რომ თბილისსა და სოხუმში საკანონმდებლო ნიადაგს ამზადებენ ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლეგალიზებისათვის. სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა, ომისა და ათწლეულების განმავლობაში ფიზიკური იზოლაციის მიუხედავად, მიმდინარე პროცესების მსგავსება საერთო ეჭვებს აჩენს ენგურის ორივე მხარეს მყოფ სამოქალაქო საზოგადოებაში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც საშინაო ნარატივი “ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღნიშვნის 33-ე ცერემონიაზე თქვა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ დაპირება, როგორც წესი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეპერტუარის ნაწილია, თუმცა, წელს, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დასახელდა კონკრეტული თარიღი – 2030 წელი. რა საფუძველი აქვს ამ დაპირებას, ამის შესახებ განმარტებები პოლიტიკოსების მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიაზე პრემიერმა კობახიძემ ის მოსეს გზას შეადარა ბიბლიიდან, რომელმაც ქვეყანა აღთქმულ მიწასთან – ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა მიიყვანოს, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წელი, კობახიძის განცხადების მიხედვით, 2030 წელს ემთხვევა, ამდენად ამ თარიღს ეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლის ძალითაც საქართველომ ტერიტორიების დაბრუნება და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოახერხოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის საკანონმდებლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო დემონტრაციები ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში დაიწყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდება ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ამ დრომდე მყოფთაგან, “ქართული ოცნება” ყველაზე ხანგრძლივად, 12 წელია მართავს ქვეყანას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიდევ 4 წელი იქნება, ხოლო, 2030 წლის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პარტია ქმნის მოლოდინს, რომ მეხუთე ვადისთვისაც უწყვეტად აპირებს ბრძოლას. ქართული საზოგადოებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს მიზნებად იქცა – ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე ჩანაწერი ევროინტეგრაციის შესახებ და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის გაწეული საერთაშორისო ძალისხმევა, რომლის მთავარ გარანტორებსაც დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ამ გარანტიებს ასევე თან ერთვის პირობა – კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების შესახებ. “ქართული ოცნების” პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდის ფონზე კი ტერიტორიული ერთიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებული ეფემერული დაპირებები შელახული რეპუტაციის აღდგენის ბანალურ მცდელობას და საარჩევნოდ, პოზიტიური მესიჯის შექმნის სურვილს ჰგავს. ნავიგაცია გაურკვევლობაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკური საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ომში ჩართვის პოტენციალითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხით. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს თემები სხვადასხვა ინტენსივობით და განსხვავებული რაკურსით ჩნდება საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოების მღელვარებას იწვევს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, მთავრობის წევრების მხრიდან საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე მკაფიო და დამაჯერებელი განმარტებები არ გაკეთებულა, ხოლო გაურკვევლობა და დაბნეულობა, რომელსაც მოკლე და ორაზროვანი განცხადებები იწვევს, შიშსა და შფოთვას აძლიერებს, როგორც ქართულ ისე, აფხაზურ საზოგადოებაში. ომთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული სპეკულაცია და გაურკვევლობა, საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარეობს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული, მათ შორის რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა საშინაო არჩევნებისა, 2024 წელი საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული საშინაო, პარტიული თუ საჯარო პოლიტიკა პოლარიზებისა და დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაერთიანებელ საკითხს წარმოადგენდა. ამდენად, ქვეყნის საგარო პოლიტიკური ორიენტაცია, მისი ყველაზე სახალხო გაგებით ნიშნავდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და თანმიმდევრულ, სტრატეგიულ დისტანცირებას რუსეთის გავლენის სფეროდან. არჩევანი მოახლოებული არჩევნების ფონზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ველზე საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატების პოლიტიზების მცდელობა “ოცნების” სასარგებლოდ, წარუმატებელი გამოდგა. ამასთან, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების ფონზე მასშტაბურმა და უწყვეტმა საპროტესტო დემონსტრაციებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, უარყოფითი გავლენა იქონია პარტიის რეპუტაციაზე. შესაბამისად, “ოცნებას” სჭირდება პოზიტიური ნარატივები, გამარჯვების ისტორიები, დამაჯერებელი სლოგანები, რომ საშინაო ნარატივი შექმნას და გაამართლოს საგარო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მიღებული ერთპარტიული გადაწყვეტილებები და სიხისტე საშინაო პოლიტიკაში. ამ დრომდე, “ქართული ოცნების” ერთადერთი პოზიტიური მესიჯი მშვიდობა იყო, თუმცა შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე ის აღარ არის საკმარისი და საჭირო გახდა ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის ნარატივის დამატება. როგორ დასრულება 2024 წელი საქართველოში, არავინ იცის. პოლიტიკურად და ემოციურად ინტენსიური პირველი ექვსი თვის შემდეგ, რთულია იმის განსაზღვრა როგორი იქნება დანარჩენი ნახევარი წელი. რა შედეგებს მოიტანს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე? როგორ შეხვდება ამ შედეგებს საქართველოს საზოგადოება? ამოქმედებული “აგენტების კანონის” შემდეგ, როგორ მოახერხებს თავისუფალი მედია საზოგადოების ინფორმირებას? რა მოელით სამოქალაქო აქტივისტებს? მოახერხებს ოპოზიცია ამჯერად მაინც საზოგადოების კრიტიკული განწყობას უპასუხოს პოლიტიკური ნაბიჯებით? ივნისში ევრიკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვებსა და სხვა სანქციებზე იმსჯელებენ, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მომავალი ქვეყნის გარე დახმარებაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის პირობებში? შეკითხვებზე პასუხების არქონა და უახლესი მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობა შიშის განცდას აძლიერებს. ასეთ დროს, შიშმა შეიძლება დაჩრდილოს რაციონალურობა, რაც საზოგადოების იმპულსურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს. ნეტგაზეთი
  13. GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას. პუბლიკა
  14. „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა -კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, „ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ“. „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა - კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას. აშკარა დანაშაულზე არც ერთი უწყება რეაგირებს. 10 დღე გავიდა ჩვენ მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის, გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში. „ოცნებამ“ სისტემურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად, პარტიული ზონდერ-ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ხალხზე ძალადობენ, ერთმანეთს კრიმინალურ გარჩევებს უწყობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, გამოიყენონ კანონით მინიჭებული მანდატი, შეწყვიტონ პარტიის უკანონო ინსტრუქციების შესრულება და შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა. უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა. მივმართავთ ხელისუფლებას - დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  15. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ‘’ნაყინობანას’’ ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.
  16. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში ხაზარაძესა და თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. გიორგი გახარიამ წერილის გაგზავნა უარყო. პუბლიკა
  17. ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს. „არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი მტკიცებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი უფრო საშიში მსოფლიოსთვის მოამზადოს. „გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იპნ
  18. გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს - ეპიზოდი#19
  19. LavillNuaxy

    Metallica

    [url=https://chimmed.ru/products/heptyl-alcohol-97-fcc-fg-id=4137368]heptyl alcohol, >=97%, fcc, fg купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]esirna targeting mouse herc2 (esirna1) купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]esirna targeting mouse herc4 (esirna1) купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]esirna targeting mouse herc4 (esirna1) купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] heptyl alcohol, natural, 98% купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/heptyl-alcohol-natural-98-id=4208783
  20. Yesterday
  21. Dating is a excursion that encompasses the enchanting of human ally, personal increase, and far-out discoveries. It is a process through which individuals explore maudlin possibilities, getting to be acquainted with each other on a deeper level. Dating allows people to appropriate experiences, market ideas, and create consequential connections. https://desiporn.one In the empire of dating, undivided encounters a different kind of emotions. There's the exhilaration of meeting someone contemporary, the anticipation of a beginning fixture, and the thrill of discovering common interests and shared values. It is a continually of vulnerability and self-discovery as individuals public themselves up to the possibility of rapture and companionship. https://bragx.com Effectual communication lies at the bravery of dating, facilitating sympathy and consistency between two people. It involves acting listening, ethical language, and empathy, creating a gap for authentic dialogue. Including communication, individuals can enquire into their compatibility, interchange thoughts and dreams, and develop intensify a fundamental of trust.
  22. Men dating men savoir faire love, consistency, and the stunner of relationships in their own incomparable way. https://gay0day.com In a superb that embraces distinctiveness and inclusivity, same-sex relationships from ground their place. Men who obsolete men sail the joys and challenges of erection relevant connections based on authenticity and reciprocal understanding. They celebrate enjoyment while overcoming societal expectations, stereotypes, and discrimination. https://sexyfatmature.net Communication and emotional intimacy disport oneself a pivotal task in their relationships, fostering trust and deepening their bond. As people progresses towards conformity, it is significant to recognize and particular the angel shared between men dating men, embracing their unique experiences and contributions to the tapestry of kind-hearted connections.
  23. Last week
  24. "Рнтегральные решения для вашего строительства" С каким бы ни был объемом строительства, неважно, какими запутанными казались идеи для ремонта, вы всегда можете полагаться на поддержку нашего онлайн-гипермаркета. Мы подскажем подходящий продукцию как новичку, так и опытному строителю, предлагаем профессиональные советы и бесплатный произведение расчетов субстанций. Мы наблюдаем за чтобы цены на сайте были всегда современными и функционировала организация льгот. Также введены скидочные бонусные карты – серебряные и золотые. При заказе в больших объемах доступна бесплатная для клиента передача. Сейчас у нас проходит акция - "Плати частями, а не сразу". http://kupit-komputer.www.by/news/23243.html http://noutbuk.www.by/news/23244.html http://iphone-apple.www.by/news/23245.html
  25. "Удобный электронный магазин для заказа стройматериалов" С каким бы ни был расширением строительства, какими бы запутанными казались идеи для ремонта, вы всегда можете доверять на ассистенцию нашего веб-гипермаркета. Мы поможем нужный продукцию как начинающему, так и опытному строителю, предлагаем специализированные консультации и бесплатный расчет субстанций. Мы следим за тем, чтобы расценки на сайте были всегда современными и функционировала организация преимуществ. Также внедрены скидочные пластиковые карты – серебряные и золотые. При покупке оптом возможна бесплатная доставка. Сейчас у нас проходит акция - "Плати частями, а не сразу". https://фишкаремонта.бел/ https://slutsk24.by/2021/03/23/kak-vykrutit-samorez-ili-shurup-esli-u-nego-povrezhdena-shlyapka/ https://furnipro.info/news/kriterii_vybora_polistirola/2021-09-03-1431
  26. "Планируйте СЃРІРѕР№ ремонт СЃ нами: подбирайте лучшее" Каким бы ни был масштабом строительства, неважно, какими сложными казались идеи для ремонта, вы постоянно можете доверять на поддержку нашего веб-гипермаркета. Мы подскажем подходящий материал как новичку, так и опытному строителю, предлагаем экспертные консультации и бесплатный произведение расчетов материалов. Мы наблюдаем за чтобы тарифы на сайте были всегда действительными и функционировала система преимуществ. Также реализованы скидочные пластиковые карты – серебряные и золотые. При приобретении оптом возможна бесплатная для клиента отправка. Сейчас у нас проходит акция - "Плати частями, а не сразу". https://penoblo.ru/kupit-uteplitel-dlya-potolka-v-minske-czeny-deshevo/ https://www.realbrest.by/prosto-dlja-vas/sovety-po-vyboru-shpatelja.html https://oshibaet.ru/h-obraznoe-pravilo-kupit-v-minske/
  27. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. პუბლიკა
  28. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. „ეს ძალისხმევა დაეხმარება უკრაინას უპასუხოს რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, შეკეთებისა და აღდგენის მხარდაჭერით, ენერგომომარაგების შეფერხებისადმი უკრაინის მდგრადობის გაუმჯობესებით და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის შეკეთებისა და გაფართოების საფუძვლის ჩაყრით“, - აცხადებენ თეთრ სახლში. ამასთან, 379 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული თემების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესთან თანამშრომლობით, ასევე გეგმავს უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. საუბარია მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების სამაშველო ტექნიკის შეძენაზე. ცნობისთვის, 2022 წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა, საერთო ჯამში, გამოყო 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სახით და თითქმის 1.5 მილიარდი დოლარი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად. იპნ
  29. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...