Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა. დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება: დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს. ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აკერძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი. ამ მუხლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ იზიარებს. ასევე, „ქართული ოცნების” ჰომოფიობიური, ტრანსფობიური და ანტიკონსტიტუციური ინიციატივის თანახმად: აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ინფორმაციის გავრცელება: დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”. პაპუაშვილის თქმით, ეთერში ფილმების გაშვების შემთხვევაში „საქმე ეხება ამგვარი სცენების არგაშვებას”. პარლამენტის თავმჯდომარემ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ სცენები ამოიჭრება კინოთეატრებშიც. პაპუაშვილის ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობით, „აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”. ასევე, „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ”. მისივე თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ხოლო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილება, მეორე და მესამე მოსმენით კი – საშემოდგომო სესიაზე. საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. კანონის მიღებას უბრალო უმრავლესობა ყოფნის. პუბლიკა
  3. მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; „ეს მოქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ამ ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ ჩვენს ქმედებებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე პასუხად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა. საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს სწორედ ის, რომ „ეს კანონი აშორებს საქართველოს თავის დემოკრატიულ ტრაქტორიას და შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოახდინოს და „მოგუდოს“ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება”. ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა. კალაძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ამას შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები გამოეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს ჰკითხეს იმის შესახებაც, საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, რატომ არ ახსენა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველო პრაღაში ვიზიტისას. პასუხად, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკის შესახებ სულ ახლახან გამოაცხადა. „სახელმწიფო მდივანმა სულ ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის სიღრმისეული, მთლიანი გადახედვის შესახებ, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასობით მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველოს დახმარების სახით ვაძლევთ. ასევე, გამოვაცხადეთ ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, რომლის თაობაზეც სავსებით უნდა ელოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედების ხილვას. ამიტომ, ვფიქრობ მისი [სახელმწიფო მდივნის] დამოკიდებულება, ერთგულება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. პუბლიკა
  4. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები. მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა. ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუშაობას ელოდება.
  5. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. „4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ხვდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი. რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  6. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება: პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე. მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას. “ ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარისადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის(ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მაღალმთიან დასახლებებშიმოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში. დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე. მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი. აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ", საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები. კანონი განსაზღვრავს აღწერის თარიღის დადგენის, მისი მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების წესს, ადგენს აღწერის განხორციელების ძირითად დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობას, აღწერის შედეგად მიღებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის სახელმწიფო გარანტიებს. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში”,- აღნიშნავენ “საქსტატში”. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმწერის პოზიციაზე. „სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს. აღმწერის ხელფასი კი 750 ლარია (დარიცხული). აღმწერის ძირითადი ფუნქციებია: მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება უკვე გამოცხადდა. დასაქმების მსურველებსგანაცხადის გაგზავნა შეუძლიათ Hr.gov.ge -ზე, Jobs.ge-ზე ან ასევე შესაძლებელია შეავსონ განაცხადი საქსტატის ვებ-გვერდზე Geostat.ge. დასაქმების მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაცხადი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (ეგნატე ნინოშვილის 55) ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში წარადგინონ. აღწერა წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ამასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. ქვეყნის ეკონომიკის უკეთ სამართავად ადგილობრივი თვითმართველობითი და მმართველობითი ორგანოებისათვის აუცილებელია თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის ცოდნა”, - აღნიშნავენ “საქსტატში”. იპნ
  7. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ. „რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები. რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას. არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა. დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  8. ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომლის ახსნა, დასაბუთება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ამომრჩევლისთვის არ გაგვიკეთებია. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/842540221053637/
  9. 6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართება. გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება. 7 ივნისს ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ფესტივალის ბოლო დღეს, 8 ივნისს იმავე სივრცეში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. იტალიაში „დავიწყებული ხეხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში. „დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგის სახით 2020 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ თანამოქალაქეებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდა. ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად გამოჩენილი და საპატიო მოღვაწეების სახელობითი მცენარეები მათი შთამომავლების მიერ ირგვება. ტონინო გუერას სახელობის ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატა ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები. ღონისძიება იმართება საქართველოში იტალიის საელჩოს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  10. Yesterday
  11. 2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე: TBC ბანკი: GEL: #GE41TB7249036080100001 USD/EUR: #GE85TB7249036180100001 საქართველოს ბანკი: GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311 მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI დანიშნულება: Donation PayPal: protection@hrht.ge საქველმოქმედო კონცერტი „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ 2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. netgazeti
  12. „250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას. როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მამას, რომელიც ხელოსანია — მშენებლობაზე ეხმარებოდა. Რამდენად პროპორციულია 6 წლამდე საპატიმრო სასჯელი 400 ლარად შეფასებული ზიანისთვის? ლიმიტი ზიანისთვის, რომლის გამოც შეიძლება მოქალაქე ბევრი წლით ჩაჯდეს ციხეში, გაცილებით ნაკლები — 150 ლარია. მუხლი კი, რომელიც ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გასული წლის მარტის აქციების შემდეგ გაჩნდა. რა შეიცვალა კანონმდებლობაში? გასული წლის ივნისის ბოლოს ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობები ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის, ასევე, ცივი იარაღის ტარების მუხლებში. ამავე პაკეტით გამკაცრდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულიც. კერძოდ, თუ იქამდე არ არსებობდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჯგუფური პასუხისმგებლობა, ახლა ის სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა შესაძლებელი მის დამამძიმებელ გარემოებად შეფასება და მოქალაქეების 6 წლამდე ციხეში ჩასმა. განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტებს ახლავს თან და, როგორც წესი, განმარტავს ამა თუ იმ ცვლილების საჭიროებას, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მისი გამკაცრება „ქმედების საშიშროებიდან გამომდინარეა“ მიზანშეწონილი. ნივთისთვის მიყენებულ „მნიშვნელოვან ზიანად“ საქართველოს კანონმდებლობა 150- ლარიან ზღვარს ადგენს. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი აღნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იმთავითვე განჭვრეტადი იყო, რომ კანონის ამ ჩანაწერს აქციების მიმართ მსუსხავი ეფექტი ექნებოდა. საზოგადოებისთვის ცნობილი პირველი გახმაურებული შემთხვევაც, როცა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი გამოიყენა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმე იყო — მათ პროკურატურა ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის ჯგუფურად დაზიანებას. რამდენად სამართლიანია 150-ლარიანი ზიანის გამო 6 წლამდე პატიმრობა? —ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საკონსტიტუციო სასამართლოში სვამს და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს. სწორედ ხასაიასა და ჩიქობავას სახელით მოამზადა DRI-მ საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში კანონის პრობლემური ჩანაწერის გამოყენებამ უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. რატომ არის კანონის ეს ჩანაწერი პრობლემური? სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პირველი შეუსაბამობა, რომელსაც კანონის ამ ჩანაწერში ვხვდებით, ნივთის დაზიანებისა და განადგურების გათანაბრებაა. კერძოდ, ქვეპუნქტი ამ ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შედეგს ერთ ქმედებაში აერთიანებს და ერთგვაროვან სასჯელს უწესებს. ამასთან, მართლმსაჯულების მკვლევრის თქმით, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტი, რომელიც განმსაზღვრელია ამ მუხლთან მიმართებით პასუხისმგებლობისთვის. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ ამ მუხლით მოქალაქის პასუხისმგებლობა დადგეს, საჭიროა ნივთის განადგურებამ ან დაზიანებამ “მნიშვნელოვან ზიანს” მიაღწიოს, რაც ქართული კანონმდებლობით მინიმუმ 150 ლარს უდრის. 1998 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ზიანის ცნება 2006 წელს განისაზღვრა, ჩანაწერიც 150-ლარიან ზღვარზე სწორედ მაშინ გაჩნდა და აღარ არ შეცვლილა. მას შემდეგ საკუთრებაზე ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული ზიანიც 150 ლარს აღწევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა: DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთ უმნიშვნელო ზიანზე ასეთი დიდი სასჯელის დაკისრება ადამიანის ღირსებასაც ლახავს და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მოდის შეუსაბამობაში, რომელიც არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას კრძალავს. სასჯელის არაპროპორციულობის გამო კი ეწინააღმდეგება მის მე-11, თანასწორობის მუხლს. იურისტი განმარტავს, რომ ამავე კანონის პირველი ნაწილის შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ინდივიდუალურად ჩადენას ეხება, სანქცია ჯარიმის დაკისრების საშუალებასაც აძლევს მოსამართლეს, ჯგუფურობის შემთხვევაში კი სანქცია მხოლოდ საპატიმრო სასჯელით შემოიფარგლება. ამ კონტექსტში კონიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონის ეს დისპოზიცია არ ითვალისწინებს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების აუცილებლობას და თუ ორი ადამიანი რაიმეს პარალელურ რეჟიმში აზიანებს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირები ერთმანეთს საერთოდ იცნობენ თუ არა, ან შეთანხმებული ჰქონდათ თუ არა აღნიშნული ქმედების ჩადენა: ამ კონტექსტში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პრობლემურია ისიც, რომ ჩანაწერი ზედმეტად ფართოა, რაც ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფოს აძლევს ხელს და ანიჭებს შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში ბოროტად და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ნორმა: DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი კი ამატებს, რომ არანაკლებ პრობლემურია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მულის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი არ უტოვებს მოსამართლეს დისკრეციას, იმსჯელოს ბრალდებულის ასაკზე, სამუშაო ადგილზე თუ პიროვნულ თვისებებზე გადაწყვეტილების გამოტანისას და მისი სამოქმედო არეალი 3-დან 6 წლამდე სასჯელის დაკისრებითაა შეზღუდული, თუ პირის ბრალეულობა დამტკიცდება. როგორ იყენებს ამ ნორმას ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ? რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააპატიმრა. მათგან ბოლოს 19 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს, რომლებსაც პარლამენტის შენობასთან განთავსებული დროებითი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავებიან. აღნიშნულ საქმეზეც ბრალდებულების ინტერესებს DRI იცავს და, როგორც ორგანიზაციის იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, ბრალის დადგენილების მიხედვით, ჯებირის ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხელობა კი 150 ლარი ღირს. DRI-ს იურისტი აღნიშნავს, რომ თავის დროზე შესაძლოა აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანის მიზანი სწორედ პროტესტის ჩახშობის მცდელობაც ყოფილიყო. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია კი ყურადღებას ამახვილებს ზოგად კონტექსტზეც, თუ როგორია ხელისუფლების რეაქცია აქციებთან დაკავშირებით. გვასალიას თქმით, ცხადად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე აამუშავა რეპრესიული აპარატი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმებით არ შემოიფარგლება. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმ საპოლიციო რეპრესიაზე, რომელსაც სახელმწიფო იყენებს დემონსტრანტების მიმართ: DRI-ს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მარტში მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9- თვიანი ვადა აქვს (გარკვეულ შემთხვევებში 2 თვის დამატებით). ორგანიზაციის იურისტის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სარჩელის ავტორებს არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას დროულად დაიწყებს და გადაწყვეტილებასაც მალე გამოიტანს. NETGAEZETI
  13. რეფორმების ნაწილს ჩვენ სრულიად ვუერთდებით. სხვა საკითხებთან მიმართებით კი გვაქვს კითხვები. მე ვერ ვხსნი ვადამდელი არჩევნების არსს, თუ შენ ამარცხებ ხელისუფლებას მეორე სუნთქვას რატომ უხსნი ერთ წელიწადში? ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157968488748891/
  14. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს. დარღვევა I – მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება: 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, მასზე არსებული შენობა ნაგებობით აღსანიშნავია, რომ მარინე ცერცვაძემ ქონებები არც 2022 წლის დეკლარაციაში ასახა. დარღვევა II: მარინე ცერცვაძემ 2023 წლის დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მარინე ცერცვაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მარინე ცერცვაძე, როგორც თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს. პუბლიკა
  15. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთა შორის შეთანხმების გაფორმება. „სამწუხაროდ საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება ხოლმე. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პროექტი, რადგან, იცით, რომ ტრანსპორტი, დაკავშირებადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენს ეკონომიკაში. ზოგადად ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში. ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. თავის დროზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის, ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის, ირანზე იყო საუბარი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ცალსახად მხოლოდ პოლიტიზებულია საკითხი და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტურობასთან,“ - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ის, რომ პროექტში ჩართული იქნება ჩინური მხარე, ეს დამატებით უპირატესობას შექმნის. „ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა რეგიონში. მოდით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, ეს ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ევროპის დაკავშირებადობას გულისხმობს და აქ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვა პარტნიორების მონაწილეობას, აქაც მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ ჩვენ გვყავდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი პარტნიორები სხვადასხვა როლში, რადგან თვითონ პორტის პროექტი არის ძალიან კომპლექსური ეკოსისტემა. ახლა რაც შეეხება კომპანიას, ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია. მე გეუბნებით კონსორციუმის ერთ-ერთ წევრზე, თორემ კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ ჯამში პროექტის განვითარების პირობებში დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიები, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში. იცით, რომ ამ პროცესში ჩვენ გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები ჩართული და მათთან ერთად გვექნება გასავლელი პროცესები“,- განაცხადა დავითაშვილმა. მან, ამასთან, განმარტა, სანქცირებული არის თუ არა ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია. „რაც შეეხება კომპანიის სანქციების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. „Fortune 500“-ში, ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება. მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მეორე, ეს იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობის დროს ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან, ინვესტიციების შემთხვევაში, საჭიროა ამ კონკრეტული უწყების თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. იპნ
  16. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“, - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე. იპნ
  17. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იპნ
  18. ყველა ვხედავთ როგორ იქცევა “ოცნება”, მათ მიერ დაინიცირებულ საკითხზე - თანამდებობის პირების გადაყენების საკითხზე არ გამოცხადდნენ. ეს არის დამარცხებული “ოცნების” სახე, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი ამ ქმედებით საბოტაჟს და ბოიკოტს უცხადებენ ზუგდიდს და ჩვენს თანამოქალაქეებს. მოვუწოდებთ “ოცნებას” პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, კეთილი ინებონ და დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რომ მათ მიერ დაწყებული ეს პროცესი მიიყვანონ ბოლომდე. გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/459819220131996/
  19. ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის შესრულებაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომ ეს არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩიხში შემყვანი ჩანაწერი. ახლა ძალიან მნიშვნრლოვანია ძალების მაქსიმალური გაერთიანება არჩევნების დაცვაზე, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნები გვაქვს დასაცავი, რომ ვიმსჯელოთ მომავალზე და მათ შორის ევროპულ პერსპექტივაზე. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1127781945142853/
  20. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ "ქართულ ქარტიას" ხელს ვერ მოაწერს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. "გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს. გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად. 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მშვიდობიანად დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე," - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  21. 4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში შემოსვლის საფასურის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  22. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4-თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები. „აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
  23. პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებია საჭირო. „ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება. ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე. რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე. იპნ
  24. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. "დღეს ხელი მოვაწერე კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც. როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა. პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში. გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის. ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი, ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი! ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა. ამ აპოკალიპტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი. და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი - დადგე საქართველოს მხარეს", - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  25. "რთული დოკუმენტია. იქ არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ძალიან კარგი გეგმა, რაც აუცილებლია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა... ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ყველა ამ რეფორმას სრულად დავუჭერთ მხარს - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის - დროებითი, ტექნიკური მთავრობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი. დრო კიდევ არის ცვლილებებისთვის, დაველოდოთ, საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ იქნება ცნობილი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  26. "გამოწვევა გართულდა - ჩვენ უნდა დავიცვათ ყვეყნის საგარეო ორიენტაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ საქმეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს, იმიტომ, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს. მე ახალგაზრდების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ პროტესტული ენერგია გარდაქმნან პოზიტიურ გეგმად, რითიც არჩევნებს დაიცავენ. საქართველოში არის დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანი. ეს ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს, ყველა სადღაც აძლევს ხმას. უბრალოდ, ვინმემ რომ გახადოს სოციალურ ქსელში ღია - რომელი უბნებია ღია და ადამიანებმა დააფიქსირონ სად უნდა მისცენ ხმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითო უბანზე დღეს, დღევანდელ მდგომარეობაში მინიმუმ ათი მოხალისე მოიძებნება,ვინც ხმებს დაიცავს უბანზე. მათ სჭირდებათ ამის სწავლა, ტრენინგია საჭირო, უბრალოდ რომ იცოდნენ როგორ კეთდება. იდეალური პლატფორმა ამისთვის არის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ არჩევნების დაცვა უნდა იყოს. ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, საქართველო კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობას დაკარგავს. "ოცნების" თითოეულ წევრს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მათ ხმას აძლევს, უნდა ავუხსნათ, რომ სამართლიანი არჩევნები არის ის გამოსავალი, რომელიც გვაპატიებს ყველას იმ შეცდომებს, რადიკალიზმს, რომელიც დაგვიშვია არჩევნებამდე, შეარიგებს ქართველებს. ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნების გაყალბებაში ნებისმიერი ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გადაინაწილებს ისტორიულ პასუხისმგებლობას "ოცნებასთან" ერთად. არჩევნები არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვაპატიოთ ერთმანეთს ის უბედურებები, რასაც ახლა ერთმანეთს ვუკეთებთ და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ყველაზე სწრაფად გაიაზრებენ ამას და არჩევნების დაცვა იქნება მათი მისია. არა აგიტაცია, არამედ მათი მისია უნდა იყოს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს სჯეროდეთ ამ არჩევნების შედეგების. თუ არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ტყუილი, ეს მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ჩაკეტილი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  27. "მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ. მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა, როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყენებ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს არის თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელსაც ებრძოდა „ოცნება“, დაამარცხა და დღეს უკვე, 10 წლის შემდეგ ზუსტად იგივეს აკეთებს. მთავარი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მორალური უპირატესობა შევინარჩუნოთ, არ დავემსაგვსოთ „ოცნებას“. ჩვენ ქართული საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ურთიერთტრადიციებს ყოველთვის პატივს ვცემდით და მთავარი აქ არის ოჯახის სივრცე, სადაც შეჭრა ყოვლად მიუღებელია ყველასთვის. ეს მათი ტრაგედია და პრობლემაა, რომ საკუთარ ოჯახებზე არ ფიქრობენ. 12 წლის თავზე „ოცნებამ“ მიზანმიმართულად ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე დემონები გააღვიძა. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ამ დემონებისგან დასაცავები არ გახდებიან თვითონ, ძალიან ცდებიან. ჩვენი გამარჯვების მთავარი გასაღები არის იმაში, რომ მორალურად ყოველთვის უფრო მაღლა ვიყოთ და ეს წითელი ხაზები უნდა დავიცვათ. ეს წითელი ხაზები არის რა თქმა უნდა ოჯახი, წითელი ხაზები არის ბავშვები , წითელი ხაზები არის ნებისმიერი ფორმის ფიზიკური ძალადობა. ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია. ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წარმოუდგენელი ძალადობით, შემდეგ იყო „ოცნება“, რომელიც ამ ძალადობას ებრძოდა და ეს „ოცნებაც“ ზუსტად იგივენაირად ძალადობს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...