Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე. ipn
  3. „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას. „ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ipn
  4. საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. - ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია. ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ. ამ თემაზე ბევრი შეფასებები მოვისმინეთ. ვხედავთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია. თქვენი როგორ შეაფასებდით იმას, რაც, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით 28 მაისს საქართველოს პარლამენტში მოხდა? - მოხდა ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არავის არ უნდა მოუსმინოს, მათ არ სჭირდებათ გარშემო არავინ, გადაწყვიტეს კანონის მიღება და თავისი არგუმენტებით დაამტკიცეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ის, რასაც აკეთებენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით ქვეყანაში შეწყდება პოლარიზაცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი მოხდება და არ მეორე. თუ შევხედავთ თბილისში მიმდინარე პროცესებს, ეს ნამდვილად არ არის ხალხის უმრავლესობა, მაგრამ, ასეთი ქმედებებით პოლარიზაცია კი არ შეწყდება, პირიქით, გაიზრდება. ახლა რა საჭირო იყო ამის გაკეთება, მართალი გითხრათ, მე ნამდვილად არ ვიცი. ძნელია იფიქრო იმის შესახებ, რომ თუ აქამდე ჩვენ ყველანი ვიყავით დამოკიდებული დასავლეთისა და დემოკრატიული ქვეყნების კეთილგანწყობაზე, დახმარებაზე. საქართველოსთვის დახმარების კუთხით აშშ პირველ ადგილს იკავებს, არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვგულისხმობ. არადა, პარლამენტის ამ კანონით, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ავტორიტეტული ინსტიტუციები უგულებელყოფილიყო იყო. გვითხრეს, რომ მხოლოდ სახელისუფლებო გუნდს აქვს ზებუნებრივი ცოდნა და მათ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან. პოლიტიკაში ასეთ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიების მქონე ხალხი ექცევიან იზოლაციაში და მათ მიმართ არის სულ ცოტა სპეციფიკური დამოკიდებულება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად არ არიან სანდო პარტნიორები. ისინი არ ასრულებენ იმ შეთანხმებებს, რაზედაც მათ ხელი აქვთ მოწერილი. 28 მაისს, პრინციპში ეს მოხდა. 84 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები დაიცვან რაიმე შეთანხმება, არ არიან დაიცვან ის, რაც კონსტიტუციაში თავად ჩაწერეს. არ არიან ვალდებული გაითვალისწინონ საკუთარი უახლოესი წარსული, საკუთარში, ვგულისხმობ ქვეყნის და არა პიროვნულ წარსულს, რომ მათ არა აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი სიცოცხლე შეალიეს იმას, რომ ეს ქვეყანა როგორმე გამოსულიყო იმ სფეროდან, რასაც ჰქვია პოსტსაბჭოთა სივრცე და ქვეყანა უკან არ დაბრუნებულიყო. მათ არ გაითვალისწინეს ასევე ქვეყნის მომავლის პერსპექტივა, რომლის მოსახლეობის სულ ცოტა 30% დასავლეთში და არა იქ, სადაც მათ სურთ წარმოადგინონ საქართველო, შეიძლება აღმოჩნდეს იზოლირებული და ყველასაგან „გამორჩეული“ ქვეყანა, რომლის შესახებაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ პასუხისმგებლობა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ აქვთ ცოდნა იმისა, რომ იციან ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს. ხოლო თუ ცუდი რამ მოხდება, ეს გაერთიანებული, ანუ „კოლექტიური ნაცების“ ბრალი იქნება. - ვეტოს დაძლევაზე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ამერიკელმა სენატორმა რიშმა თქვა - „ასე დემოკრატები არ იქცევიან“. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას“. მომხდარზე რეაქციები საკმაოდ კრიტიკულია. მე ამ თემაზე ქვეყნის შიგნით შეფასებები კიდევ უფრო მკაცრია. ყველაზე ხშირად განმეორებადი შეფასება ასეთი იყო - 84 დეპუტატმა ღალატი ჩაიდინა. ბევრმა მათ „კოლექტიური მოღალატეები“ უწოდა. ბევრმა დაამატა, რომ კოლექტიური ღალატი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს და ასე შემდეგ. თუ ამ ლოგიკიდან ამოვალთ ასე გკითხავდით - ზოგადად როგორია „კოლექტიური ღალატის“ ანატომია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღალატის ანატომიის მოტივი რა შეიძლება იყოს? - როგორც ვთქვი, ამის მოტივი სრულიად გაუგებარია. ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი და ცხადი ისაა, რომ კანონი ემსახურება ძალაუფლების უზურპაციას. ავტორიტარიზმისა და ერთპარტიულობის გაძლიერებას. რადგან მომხდარს აქეთკენ მივყავართ. რაც შეეხება, კოლექტიურ ღალატს. არის ეს კოლექტიური ღალატი იმიტომ, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღებებისგან არავინ არაფერი იცოდა. იმ 84 ადამიანში არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გაუკეთებიათ ისეთი რაღაცები, რაც ქვეყნისთვის მაშინ იყო მნიშვნელოვანი და სამოქალაქო გამბედაობის საუკეთესო მაგალითებიც ჰქონიათ. ახლა, როცა ეს ადამიანები ასე ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის კრიტიკასაც კი არ უშვებენ. მათი განცხადებები რომ მათ ვერ მოისმინეს ვერანაირი არგუმენტირებული კრიტიკა, სასაცილოდაც კი გამოიყურება. როდესაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არგუმენტაციას უწუნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ მაღალ პოსტებს თავისუფალ ქვეყნებსა და საზოგადოებებში აღწევენ თავისი შრომით, ადამიანური და გონებრივი შესაძლებლობებით. საუბრები იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ესმით „ქართული ოცნება“ რის გამო იღებს კანონს, ეს არის არა მარტო ზედაპირული, არამედ „მანიაკური“ განცხადება. ამ სიტყვას თქვენ ბრჭყალებში ჩასვამთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემი პროფესიის ტერმინოლოგიიდან ყველაზე კარგად ასახავს იმას რაც მოხდა. ამგვარი განცხადებების ავტორები ასე ფიქრობენ - მე ყველაფერი ვიცი, და სხვამ არასოდეს არ იცის. ამდენმა ადამიანმა რომ ერთდროულად დაკარგოს მათთვის დამახასიათებელი პიროვნული და ინტელექტუალური შესაძლებლობები, სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, რომ ისინი ამ საქმეს აკეთებენ სრულიად შეგნებულად. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა თქვა, - მე ვაკეთებ ამას ჩემი მრწამსის მიხედვით. „კოლექტიური ღალატზე“ როცა საუბრობენ, ეს არის შეფასება იმის, რასაც უყურებენ ადამიანები. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ამგვარი ლოგიკა ეყრდნობა იმას, რომ ხელისუფლება ღალატობს საკონსტიტუციო ნორმებს. ღალატობს იმ შეთანხმებებს, რაზეც მას ხელის აქვს მოწერილი. ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ ქარტიას, რომელიც მიღებული გვაქვს და ვაღიარებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთს ამბობენ, მეორე რამეს აწერენ ხელს, და მესამენაირად იქცევიან. დასავლური პოლიტიკური და დიპლომატიური კულტურა გამოირჩევა ბევრი რამით, მან შესაძლოა, ადამიანს ყველაფერი აპატიოს, მაგრამ, არ პატიობს ტყუილს. სულ ეგაა და მეტი არაფერი. - სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონს იღებენ იმის გამო, რომ ხალხის უმეტესობას უნდა და ისინი იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს. უცნაური ისაა, რომ 30 წელია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ჩვენ სწორედ კოლექტიური დასავლეთი და ამერიკა გვეხმარება. ამ კანონითაც და სახელისუფლებო რიტორიკითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მტრები, ან უკეთეს შემთხვევაში პოტენციური მტრები არიან. ისინი კი, ვინც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი, მხედველობაში მაქვს მეზობელი რუსეთი, მათზე საუბრისას ზედმეტადაც კი კორექტურები არიან. ამასაც რომ თავი დავანებით, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ - არჩევნებზე ვნახოთ ვის დაუჭერს ხალხი მხარს და ასე შემდეგ. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქროთ - ხალხის დაკვეთა და სურვილია საქართველოში ნაკლები დემოკრატია და ავტორიტარიზმი იყოს? თქვენი აზრით, ხელისუფლების თავდაჯერებულობას ზურგს რა უმაგრებს? - რაც შეეხება იმას, არის თუ არა საზოგადოების მხრიდან დაკვეთა ავტორიტარიზმზე? ავტორიტარიზმზე მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ ავტორიტარიზმის შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ მთლიანად გადააბარონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ხელისუფლებას. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყველა ქვეყანაში არსებობს. ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არ არიან ეს ადამიანები ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სოციალური უთანასწორობა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანები გვყავს, ბევრი მათგანი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოს დოტაციაზეა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა არ არის მათი ცხოვრების დღის წესრიგი. ისინი მოხარულები იქნებიან, თუ ვიღაც გამოჩნდება თუ გამოჩნდება ვინმე ლიდერი, რომელიც პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის მათი სოციალურად უზრუნველყოფის საკითხებს გადაიბარებს. ასეთი ხალხი საქართველოში ძალიან ბევრია. ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენ ახლა თანაბრად ვართ გადანაწილებულები დაახლოებით ასე - იმათზე ვინც გადაცდა 50 წელს და ზემოთ და ვინც ამ ასაკის ქვემოთაა. საქართველოს მოსახლეობის 35-40% შეადგენს ახალგაზრდობა, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება თავისი თავის პასუხისმგებლობა გადააბაროს ვიღაცა სხვას. პირიქით, მათ სჭირდებათ არჩევანის თავისუფლება. „ქართული ოცნება“ ნამდვილად მუშაობს არჩევნებისთვის იმ ხალხის მობილიზაციაზე, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდის სჯერა და ვინც მასზეა დამოკიდებული. ასეთები შეიძლება იყვნენ, ისინი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს და მათი რიცხვი სტატისტიკით 200 ათასზე ოდნავ ნაკლებია, ასევე ისინი ვინც, თუ სწორად მახსოვს პენსიას იღებს 700 ათასზე ასევე ოდნავ მეტი ადამიანი. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებაზე ნამდვილად არიან დამოკიდებული. მათ გარდა, მხარდამჭერი ელექტორატის სახით ხელისუფლებას ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა. ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ განიხილავს მთელ ოპოზიციას. მთელი პარადოქსი ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მტრის შექმნილი სახე- ხატია და იგი რეალურად, არც არსებობს. „ერთიანი ნაცმოძრაობა“ორ პარტიადაა გაყოფილი, შესაძლოა უფრო მეტადაც, მაგრამ, ხელისუფლება ისე წარმოადგენს, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ მთელი ოპოზიცია და ისინი ყველანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიმდევარია. ეს ასე არაა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ნარატივში არსებობს. საშინაო პოლიტიკაში ახლა რაც ხდება, ნარატივების ომიცაა. ნარატივი, რომ მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ ხელისუფლება ელექტორატს აშინებს. მათი აზრით, ეს ემსახურება საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ამავე საზოგადოებას ხსნის სახით „ქართული ოცნების“ გარდა სხვა გზა არ აქვს. ხელისუფლებისთვის არჩევნებზე ასევე მნიშვნელოვანია ელექტორატია ბრმად მორწმუნე მრევლი. საუბარია იმ მრევლზე, რომელიც ფიქრობს და აზროვნებს, მაგრამ, როგორც წესი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებას ანდობს. ადამიანთა ეს კატეგორია ექვემდებარება ეკლესიის მიერ განხორციელებულ არჩევანს პოლიტიკაში. ისინი არც განიხილავენ რაა სწორი და რა არა, ამიტომ, ისინი ჩვენ შესაძლოა, პროპაგანდისტებადაც კი ჩავთვალოთ, რომლებიც ჭკვიანური სახეებით ამტკიცებენ აბსურდს. დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი არსებობს მეორე მხარესაც და ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. მათი განსხვავებული ფიქრი მართლა განსხვავებული ფიქრია, რადგან ზოგს ვინ მოსწონს და ზოგს კიდევ ვინ. შესაბამისად, ასე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფილი ხალხი არ მოსწონს ხელისუფლებას. ამიტომაცაა, რომ კარგა ხანია ოპოზიციაზე საუბრობს, როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ და მის მიმდევრებზე, არადა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც არსებობს. ხელისუფლების პროპაგანდა ამას ეფუძნება, რაც ძნელად გადასალახ ბარიერად რჩება ოპოზიციისთვის. ასე რომაა, დანარჩენი ოპოზიციისთვის ძალიან დიდი მინუსია. ჩემი აზრით, ოპოზიციამ იმაზე უნდა იმუშაოს, რომ არ დაკარგონ და შეინარჩუნონ თავისი ინდივიდუალური სახე, არ იქნენ გაიგივებული ხელისუფლების მიერ შექმნილ ნარატივთან თითქოს მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“. - გასაგებია, რომ ამ კანონის მიღებაც 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ ახლა გვაქვს ასეთი სურათი და მოცემულობა - თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული საქართველო ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს და მოვლენათა ამ სცენარით განვითარების საფრთხეები არ ესმოდეს. როდესაც ხელისუფლება ამბობს რომ იგი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ითვალისწინებს, რა გამოდის - რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა მოსახლეობის სურვილია? - არა, მე ვერ გეტყვით რომ ასეთი რამ ხალხის სურვილი იყოს. ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, არა ვარ დარწმუნებული რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა უნდოდეს. თუ ამგვარი პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, მას ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოაკლდება. რუსეთი ნამდვილად არის დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი მმართველობა, მაგრამ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, ვგულისხმობ ისეთ ევროპულ ქვეყნებს, ევროპაში ღარიბ ქვეყნებად რომ ითვლება. რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა და ეკონომიკურ სფეროში ეკონომიკური სტაგნაცია არ უნდა მოეწონოს „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს. უფრო მეტიც, თუ ეს იქნება მთელი რიგი თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე მით უმეტეს. საქართველოს მოსახლეობას თუნდაც იმის გამო არ უნდა გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა და იმის ნახვის შესაძლებლობა ევროპაში ბევრი რამ როგორ ხდება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ის კურსი გააგრძელა, რაც ახლა ჩანს, მას არჩევნებზე მოაკლდებათ ის ამომრჩევლები, რომელთა ოჯახის წევრები ევროპაში ცხოვრობენ და მუშაობენ. ასევე ისინი, ვისაც კარგად ახსოვს თუ რა გადაიტანა ქვეყანამ რუსეთის გამო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. სწორედ რუსეთის გამოა რომ დღეს საქართველოს ამდენი დევნილი ჰყავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. არა მგონია, ამ ტერიტორიებიდან დევნილ ხალხს ოფიციალური თბილისის ამგვარი პოლიტიკა მოსკოვთან მოეწონოს. - როგორც იურისტებმა განმარტეს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ცხადია პრეზიდენტი ამას არ იზამს კანონს დაუბრუნებს პარლამენტს. ამის შემდეგ მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და კანონი დაახლოების 10 დღეში, ანაც უფრო ადრე ძალაში შევა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროში ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ვიცით, რომ ბევრ მათგანი „უცხო ქვეყნის გავლენის“ ქვეშ მყოფი ორგანიზაციის სტატუსზე უარს იტყვის. ბევრი, პროექტები რომ არ გაჩერდეს იძულებული იქნება გაიაროს რეგისტრაცია. 2024 წლის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, როცა ქვეყანა ამ არჩევნებს, ისევე როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში „აგენტებისა“ და „ხალხის მტრების“ სიებით შეხვდება? - ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მე არა ვარ ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, მოვლენებს ვაკვირდები მხოლოდ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამიტომ არ ვიცი ამ საკითხზე არასამთავროებისა და მედიის წარმომადგენლები რას ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. სოციალური დახმარების ფონდი, რომელიც დასავლური დახმარებებით ფუნქციონირებს და იგი დასავლური დახმარებებით რომ საქმიანობს იმან რა უნდა ქნას? ჯარიმების გადახდის გზას დაადგეს თუ რა უნდა ქნან? ისინი ხომ ხალხს უფასო სერვიზებს სთავაზობენ? არ ვიცი რადგან ეს მრავალმხრივ გადასაწყვეტი ამბავია. ახლა არ ვიცი, მაგრამ ეს კანონი მჭირდებოდა, წავიკითხე იგი კანონის მეორე მოსმენის შემდეგ, ახლა საბოლოდ რა წერია არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რა ეწერა კანონის საბოლოო მიღებამდე, - კანონი ამოქმედდება 60 დღეში. თუ კანონის ამოქმედების საკითხი ისეა განსაზღვრული როგორ იურისტები ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ არჩევნებამდე „ხალხის მტრების“ საკმაოდ გრძელი სია აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ მაგიდაზე. კანონი სახელისუფლებო პროპაგანდას პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სეგრეგაციის საშუალებას მისცემს. მხედველობაში მაქვს ტვ „იმედი“ და უკვე ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ყური საკმაოდ გაწაფული მაქვს და რაც საზოგადოებრივზე მოვისმინე შემიძლია ვთქვა, იანვრიდან მოყოლებული საზოგადოებრივი უკვე აღარაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის არის კარგად მანიპურებული ტვ და ამ არხზე განსხვავებული აზრის გამოხატვა და მოსმენა, რეალურად შეუძლებელია. - უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივაზე რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდეს რეფერენდუმი თემაზე უნდა თუ არა მოსახლეობას ევროკავშირი, განაცხადა - „ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარების თაღლითურ გზას გვთავაზობს იმ თემაზე, რაც კონსტიტუციაში გვიწერია“. პრეზიდენტმა თავის ვეტოში, თქვა რომ ამ კანონით ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლას ითვალისწინებს, იგივე გაიმეორა ვენეციის კომისიამ, ასევე ევროკავშირმა და კიდევ მრავალჯერ აშშ, გაუგებარია, რატომაა პრობლემური მმართველი გუნდისთვის ამ თემაზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება? თუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაირღვა ახლა ამ პროცესმა სად შეიძლება მიგვიყვანოს და საერთოდ, საით მივდივართ? - კანონის მიღების შემდეგ ეს პროცესი საით მიდის ცხადი გახდება არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი პარლამენტი. თუ მანიპულაციების გამოყენებით ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლომდე დაგვირღვევია მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ აპირებს არანაირ ურთიერთობებში შესვლას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს არის ცხადზე ცხადი. რასაც აქამდე ვუყურებთ, ამის თქმის საშუალებას იძლევა. თუ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ უმრავლესობა მიიღო, გაგრძელდება იმდაგვარი იწილო-ბიწილო, რაც გააღრმავებს კონფრონტაციას, იქნება დაპირისპირება, არ იქნება გარედან მხარდაჭერა არავითარი და ჩვენი სიღარიბეს კოეფიციენტი ძალიან აიწევს, უმუშევრობა გაიზრდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონი მიღებული არ იყო, როცა ერთ-ერთი ბანკიდან მომივიდა გზავნილი, რომ ანაბრის პროცენტი შეიცვალა და ის განახევრდა იმასთან შედარებით, რაც ამ ბანკს მანამდე ჰქონდა. ამ კანონის მიღების შედეგი გამოჩნდება ეკონომიკაზე და მომავალში არანაირი კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი ჩვენ არ გვექნება. ამ ეტაპზე ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა თუ პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნებას“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია. ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ სახელისუფლებო ძალად მოსვლაში. თუ არჩევნების შედეგად პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია, ეს ქვეყანას მისცემდა შესაძლებლობას პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა. კანონის მიღების შემდეგ იწყება მარათონი არჩევნების დასრულებამდე. ამ ახალ ეტაპს სხვა ტაქტიკა სჭირდება, ვიდრე ისეთი ტიპის აქციები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. მარტო ამ აქციების იმედად ყოფნა, ოპოზიციის შეცდომა იქნებოდა. კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპირნტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, მარათონს სტაერის ტაქტიკა სჭირდება. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
  5. „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – 2 ივნისს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება. აქცია-კონცერტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართება. ვინ იმღერებს აქცია-კონცერტზე: გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი; შოთა საგანელიძე; Moku Moku; წერილი; Kordz; Mechanical Rainbow; ლექს სენი & თიკო; ნატალია ნაყოფია; Bedford Falls; Circus Mircus; The Window; Quemmekh; არა; ყველა; Creams; ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი; ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე; ფანიკო; ავარა; თამადა; მერაბ სეფაშვილი; ლელა წურწუმია; რობი კუხიანიძე; დაგდაგანი; Loudspeakers; გამოუვალი მდგომარეობა; Process. პუბლიკა
  6. ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. იპნ
  7. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. იპნ
  8. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აქტიური მუშაობისთვის. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა. იპნ
  9. "ივანიშვილს სავარაუდოდ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი ხელის მოსმით თავისუფალ სიტყვას ჩაახშობდა არჩევნების წინ, გააჩუმებდა არასამთავრობო სექტორს და მედიას. ეს ორი აქტორი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს და მან გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ ველი მათგანაც მოესუფთავებინა და არჩევნებს ასე შეხვედროდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/333140136290250/
  10. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება. „პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი. ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას – მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ–ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. publika
  11. [url=https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4032372]magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]сульфахлорпиридазин 13c6 100 мкг мл в ацетонитриле купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4258958
  12. Yesterday
  13. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ამას გააკეთებს. ბესელიას თქმით, რუსული კანონის საკითხი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ჩართვა სარჩელში პროცესს უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელს გახდის. კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში და დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ამის გაკეთებას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება. ის შეიძლება წლობითაც გაიწელოს. ნეტგაზეთი
  14. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული. მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიმართ ODIHR უაღრესად კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი გამოქვეყნდა, “ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დააყენა მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა რა, რომ ის სტრასბურგში სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დაწერილია. “ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დელეგაციამ დააფიქსირა კანონის მიღების აუცილებლობა, რეალურად კი სულ სხვა შინაარსის სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ODIHR -ის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ოდირმა შარშანაც დაწერა დასკვნა რუსულ კანონზე, რომელიც “ოცნება’ საბოლოოდ აღარ მიიღო. ოდირის გარდა კანონის გაუქმებისაკენ მმართველ გუნდს სხვა სამართლებრივი ანალიზებითაც მოუწოდეს ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭოს ექსპერტებმა. ნეტგაზეთი
  15. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა. პუბლიკა
  16. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. იპნ
  17. ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში. „1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად,რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. იპნ
  18. რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2028738634194292/
  19. „უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ: რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“. პუბლიკა
  20. ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა. რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება. საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომელსაც სათავეში დიდი ბრიტანეთი ედგა და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. მას შემდეგ სტრატკომები ეტაპობრივად შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სამინისტროში. პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატკომების დეპარტამენტების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დაესწრნენ და თავადაც უმასპინძლეს არაერთ კონფერენციას და პროგრამებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, New Lines Magazine-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელი ანტიდასავლური ტრაექტორიის გატარება, სტრატკომებმა თავად დაიწყეს სწორედ იმ სახის აქტივობების განხორციელება, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც ისინი შეიქმნა. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა. publika
  21. Last week
  22. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „როიტერსმა“ ბლინკენს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ბაიდენის ნებართვა გაფართოვდეს სხვა ქალაქებსა და სამიზნეებზე, რომლებიც უფრო სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინა მოვიდა ჩვენთან და ითხოვა ნებართვა გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან დასაცავად, მათ შორის, რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივიდა პრეზიდენტამდე და მან დაამტკიცა ჩვენი იარაღის გამოყენება ამ მიზნით“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკის ადაპტირებას საჭიროების შესაბამისად. საფრანგეთი და გერმანია შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს. საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს, დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს. ipn
  23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  24. პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა. „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ, თუმცა მან ზუსტად არ იცის, ვინ ესწრებოდა პოლიციის დღეს და ვინ არა. „რაც შეეხებათ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ჩემი ინფორმაციით, თითოეული მათგანი დღეს ღონისძიებაზე მოწვეული იყო. მე არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიციის მიმართ უპატივცემულობას არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ipn
  25. გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი. შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1
  26. ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას“ და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია“, - აღნიშნავს წილოსანი. ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. იპნ
  27. ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები: აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ: რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა, რომ დაურეკეს მის დედას: ბათუმის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაურეკეს მისი 8 წლის შვილს. ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მასაც ღამით დაურეკეს. დაურეკეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც: ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მათე ცენტერაძეს და პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურს და მის ოჯახის წევრს. მათე ცენტერაძემ ამის შესახებ დაწერა: ანა ბუჩუკურმა ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეაგირების მოთხოვნით მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას. მუქარითა და გინებით დაურეკეს აქტივისტებსაც. მათ შორის, ბათუმელ აქტივისტ ციალა ქათამიძეს. ხელისუფლებისა და მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დარეკვისა და გინება-მუქარის ერთი ტალღა მაისის პირველი კვირაში იყო. 24 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მუქარის ზარების საქმე პროკურატურას გადაუგზავნა. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, რამდენიმე დეპუტატის სახლის კართან გაჩნდა წარწერები: „მონა”, „მოღალატე”. „ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი იქნება „მწარე, უფრო მასშატაბური და ხარისხიანი”. „ჩემთვის საბაბის მოცემა იქნებოდა და შეიძლებოდა? თან სახლში მოკითხვა? რა იდიოტები ხართ ხვდებით ხომ? მერე წუწუნი და ქალოიობა არ დაიწყოთ, რადგან მეც თქვენებურად უნდა მოვიქცე, გიპასუხოთ, ცოტა მწარედ, უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად”. – თქვა მან. პუბლიკა
  28. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი). პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...