Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის, პირველად ისტორიაში საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა. სომხეთთან ერთად რეზოლუციას მხარი დამატებით დაუჭირეს – არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ. საერთო ჯამში, რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა. ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ირანმაც. პუბლიკა
  3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა. ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. „ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე წარადგენს საქართველო. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება. მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, პრიორიტეტია. ეს კენჭისყრა არის დასტური, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიამრთ. ამ თვალსაზრისით მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა არის სწორედ წარმატებული პოლიტიკის სიგნალი. თუმცა თავისთავად ზრდა სამი ახალი მხარდამჭერით, არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას რომელიც წელს ჩატარებულ კენჭისყრას ჰქონდა, რადგან ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერები. ეს არის სამხრეთ აფრიკა, არგენტინა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას; ასევე, სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა უკვე მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ეს კვლავ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება. შემცირებულია ასევე თავშეკავებათა რიცხვი, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოები უფრო მეტად ხედავენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობას და ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. იპნ
  4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდების დეტალური განრიგი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი სესია); 3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; უცხოური ენა 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; ზოგადი უნარები (სომხურად) 11 ივლისი (მეორე სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად) 11 ივლისი (მეორე სესია); მათემატიკა 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 16 ივლისი (პირველი სესია); ქიმია 16 ივლისი (მეორე სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 18 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია 19 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება 23 ივლისი (მეორე სესია); გეოგრაფია 24 ივლისი (პირველი სესია); ლიტერატურა 25 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა 26 ივლისი (პირველი სესია). სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისი (მეორე სესია); საერთო სამაგისტრო გამოცდა 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 5 ივლისი (მეორე სესია) უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; 10 ივლისი (მეორე სესია) აზერბაიჯანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 11 ივლისი (პირველი სესია) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა; სომხური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მუსიკა; ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (პირველი სესია) გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (მეორე სესია) ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 16 ივლისი (პირველი სესია) მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); 16 ივლისი (მეორე სესია) სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); 19 ივლისი (პირველი სესია) იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი); სპორტი; 19 ივლისი (მეორე სესია) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი); 21 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი); 22 ივლისი იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(საუბრის ნაწილი); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი); 23 ივლისი (პირველი სესია) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV); 25 ივლისი (პირველი სესია) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 26 ივლისი (პირველი სესია) ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური). პუბლიკა
  5. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, 18 წლამდე ასაკის პირების არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც არის ასეთი ინტიმური სცენები. ინიცირებულ პროექტში რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. იპნ
  6. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოაყოლონ. ამ 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა. ვგულისხმობ ყველანაირ ვერსიას. მაგრამ ეს უკვე წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, რა ზომებს გაატარებენ”, – განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალურია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის, ელჩი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ეს ერთ-ერთ ვარიანტად იქნება განხილული. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება და წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება”, – თქვა მან. პუბლიკა
  7. წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა­­-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაიფარა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 89%. დარღვევები კატეგორიების მიხედვით: შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი; აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი; საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი; სულ – 21.2 მლნ ლარი. პუბლიკა
  8. დღეს ყველაზე მნიშვნრლოვანი არის არჩევნების დაცვა. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი აქვს პრეზიდენტს და რა თქმა უნდა მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. რაც რეფორმების გეგმაში არის მითითებული აბსოლუტურად ვიზიარებთ და მხარ ვუჭერთ, ხოლო, რაც ჩვენში კითხვებს იწვევდა ეს იყო ეგრეთწოდებული დროებითი მთავრობის საკითხი, მთავრობის წარდგენა, ვადამდელი არჩევნები. კონსულტაციების შედეგად პოზიციები ვერ შეჯერდა და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქარტიისთვის ხელი არ მოგვეწერა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1054050529358875/
  9. ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს აბრალებს, რადგან სიმართლე ორივე მხარისთვის მწარეა. "თუ სანქციები იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს მაქსიმალურ წერტილოვანი, მაქსიმალურად ინდივიდუალური, იმიტომ, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს თქვა ქალბატონმა ნატამაც. შეიძლება სხვა აზრი გქონდეს და ვინმე ვამბობდეთ, რომ ქვეყანა დაასანქცირონ? ეგ ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სანქცია იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს პერსონალური. აბსოლუტურად ვეთანხმები, განმარტებაც მან გააკეთა მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით. რა ნაწილში შეიძლება არ დაეთანხმო? დააკვირდეთ, დღეს რა ხდება ნატა საბანაძის მიმართ, აქეთა მხარეს დგას "ოცნება" და ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს, იქით მხარეს დგას "ნაცმოძრაობა" და ასევე ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს. როგორი ერთნაირები არიან შეხედეთ უბრალოდ. არც ერთს მოსწონდა მისი საუბარი, არც მეორეს, იმიტომ, რომ მწარეა სიმართლე. ორივესთვის მწარეა, ამიტომ ერთიც თავს ესმის და მეორეც. ამ ადამიანმა რაც ისაუბრა გუშინ, ეგრე არის - სიმართლე არის," - განაცხადა დაუშვილმა. ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ კონგრესში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე მიწვეული იყო ე.წ. მოწმის სახით, როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. მისი თქმით, არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც მიზნობრივი უნდა იყოს. "არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს", - განაცხადა საბანაძემ. გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს. „მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ. ipn
  10. Share the gift of kindness. Donate anonymously to help improve someone's health and quality of life. Every donation, big or small, helps. Click now to give the gift of kindness! Thanks for reading! If this resonates with you, head over to [url=https://charitygoal.info]Hub[/url] and make an anonymous donation. Your generosity, big or small, is truly valued. - Elizabeth You are always welcome with us. Your voice matters! Tell your friends about us and help us reach more people in need.
  11. HazelSa

    The Prodigy

    Они не только не умерли....Взяли себе нового гитариста 22-летний, известный как The Rev из панк группы Towers of London - на сильном карьерном подъёме. Несколько месяцев назад он стал новым гитаристом танцевальной группы The Prodigy, и гастролирует с группой по фестивальному минитуру с восьмью концертами и помогает в записи пятого альбома группы.
  12. LavillNuaxy

    The Rasmus

    [url=https://chimmed.ru/products/s-1-metil-3-aminometilpiperidina-digidrohlorid-id=8496370](s)-1-метил-3-аминометилпиперидина дигидрохлорид купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]пентостатин купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] (s)-1-метил-3-аминометилпиперидина дигидрохлорид купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/s-1-metil-3-aminometilpiperidina-digidrohlorid-id=8496371
  13. Yesterday
  14. აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. „ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა… სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც [პარტიის] დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. „ქართულმა ოცნებამ” ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური „უცხოური აგენტების კანონის” პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად… ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა. სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც თავს ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს”, - განაცხადა უილსონმა. იპნ
  15. მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს. „ფორმულის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“. ნინო წილოსანის მოთხოვნით, გუშინ, 3 ივნისს, პარლამენტი 1 თვით მუშაობა აუკრძალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. პუბლიკა
  16. ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხმებით, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის. განცხადების პროექტში რიიგიკოგუ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი. რიიგიკოგუ, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაიცავს დაპირება, რომ ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. განცხადების პროექტში, ასევე, აღნიშნულია, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს. განცხადების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ რიიგიკოგუ საჭიროდ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს სამთავრობო სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში და ასევე, ევროკავშირისთვის შესაბამისი სიის წარდგენას. განცხადების პროექტში რიიგიკოგუ მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს. იპნ
  17. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა. დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება: დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს. ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აკერძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი. ამ მუხლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ იზიარებს. ასევე, „ქართული ოცნების” ჰომოფიობიური, ტრანსფობიური და ანტიკონსტიტუციური ინიციატივის თანახმად: აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ინფორმაციის გავრცელება: დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”. პაპუაშვილის თქმით, ეთერში ფილმების გაშვების შემთხვევაში „საქმე ეხება ამგვარი სცენების არგაშვებას”. პარლამენტის თავმჯდომარემ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ სცენები ამოიჭრება კინოთეატრებშიც. პაპუაშვილის ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობით, „აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”. ასევე, „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ”. მისივე თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ხოლო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილება, მეორე და მესამე მოსმენით კი – საშემოდგომო სესიაზე. საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. კანონის მიღებას უბრალო უმრავლესობა ყოფნის. პუბლიკა
  18. მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; „ეს მოქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ამ ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ ჩვენს ქმედებებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე პასუხად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა. საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს სწორედ ის, რომ „ეს კანონი აშორებს საქართველოს თავის დემოკრატიულ ტრაქტორიას და შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოახდინოს და „მოგუდოს“ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება”. ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა. კალაძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ამას შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები გამოეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს ჰკითხეს იმის შესახებაც, საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, რატომ არ ახსენა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველო პრაღაში ვიზიტისას. პასუხად, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკის შესახებ სულ ახლახან გამოაცხადა. „სახელმწიფო მდივანმა სულ ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის სიღრმისეული, მთლიანი გადახედვის შესახებ, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასობით მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველოს დახმარების სახით ვაძლევთ. ასევე, გამოვაცხადეთ ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, რომლის თაობაზეც სავსებით უნდა ელოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედების ხილვას. ამიტომ, ვფიქრობ მისი [სახელმწიფო მდივნის] დამოკიდებულება, ერთგულება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. პუბლიკა
  19. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები. მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა. ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუშაობას ელოდება.
  20. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. „4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ხვდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი. რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  21. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება: პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე. მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას. “ ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარისადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის(ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მაღალმთიან დასახლებებშიმოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში. დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე. მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი. აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ", საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები. კანონი განსაზღვრავს აღწერის თარიღის დადგენის, მისი მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების წესს, ადგენს აღწერის განხორციელების ძირითად დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობას, აღწერის შედეგად მიღებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის სახელმწიფო გარანტიებს. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში”,- აღნიშნავენ “საქსტატში”. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმწერის პოზიციაზე. „სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს. აღმწერის ხელფასი კი 750 ლარია (დარიცხული). აღმწერის ძირითადი ფუნქციებია: მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება უკვე გამოცხადდა. დასაქმების მსურველებსგანაცხადის გაგზავნა შეუძლიათ Hr.gov.ge -ზე, Jobs.ge-ზე ან ასევე შესაძლებელია შეავსონ განაცხადი საქსტატის ვებ-გვერდზე Geostat.ge. დასაქმების მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაცხადი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (ეგნატე ნინოშვილის 55) ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში წარადგინონ. აღწერა წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ამასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. ქვეყნის ეკონომიკის უკეთ სამართავად ადგილობრივი თვითმართველობითი და მმართველობითი ორგანოებისათვის აუცილებელია თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის ცოდნა”, - აღნიშნავენ “საქსტატში”. იპნ
  22. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ. „რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები. რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას. არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა. დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  23. ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომლის ახსნა, დასაბუთება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ამომრჩევლისთვის არ გაგვიკეთებია. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/842540221053637/
  24. 6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართება. გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება. 7 ივნისს ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ფესტივალის ბოლო დღეს, 8 ივნისს იმავე სივრცეში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. იტალიაში „დავიწყებული ხეხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში. „დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგის სახით 2020 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ თანამოქალაქეებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდა. ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად გამოჩენილი და საპატიო მოღვაწეების სახელობითი მცენარეები მათი შთამომავლების მიერ ირგვება. ტონინო გუერას სახელობის ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატა ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები. ღონისძიება იმართება საქართველოში იტალიის საელჩოს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  25. Last week
  26. 2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე: TBC ბანკი: GEL: #GE41TB7249036080100001 USD/EUR: #GE85TB7249036180100001 საქართველოს ბანკი: GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311 მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI დანიშნულება: Donation PayPal: protection@hrht.ge საქველმოქმედო კონცერტი „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ 2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. netgazeti
  27. „250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას. როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მამას, რომელიც ხელოსანია — მშენებლობაზე ეხმარებოდა. Რამდენად პროპორციულია 6 წლამდე საპატიმრო სასჯელი 400 ლარად შეფასებული ზიანისთვის? ლიმიტი ზიანისთვის, რომლის გამოც შეიძლება მოქალაქე ბევრი წლით ჩაჯდეს ციხეში, გაცილებით ნაკლები — 150 ლარია. მუხლი კი, რომელიც ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გასული წლის მარტის აქციების შემდეგ გაჩნდა. რა შეიცვალა კანონმდებლობაში? გასული წლის ივნისის ბოლოს ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობები ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის, ასევე, ცივი იარაღის ტარების მუხლებში. ამავე პაკეტით გამკაცრდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულიც. კერძოდ, თუ იქამდე არ არსებობდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჯგუფური პასუხისმგებლობა, ახლა ის სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა შესაძლებელი მის დამამძიმებელ გარემოებად შეფასება და მოქალაქეების 6 წლამდე ციხეში ჩასმა. განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტებს ახლავს თან და, როგორც წესი, განმარტავს ამა თუ იმ ცვლილების საჭიროებას, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მისი გამკაცრება „ქმედების საშიშროებიდან გამომდინარეა“ მიზანშეწონილი. ნივთისთვის მიყენებულ „მნიშვნელოვან ზიანად“ საქართველოს კანონმდებლობა 150- ლარიან ზღვარს ადგენს. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი აღნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იმთავითვე განჭვრეტადი იყო, რომ კანონის ამ ჩანაწერს აქციების მიმართ მსუსხავი ეფექტი ექნებოდა. საზოგადოებისთვის ცნობილი პირველი გახმაურებული შემთხვევაც, როცა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი გამოიყენა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმე იყო — მათ პროკურატურა ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის ჯგუფურად დაზიანებას. რამდენად სამართლიანია 150-ლარიანი ზიანის გამო 6 წლამდე პატიმრობა? —ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საკონსტიტუციო სასამართლოში სვამს და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს. სწორედ ხასაიასა და ჩიქობავას სახელით მოამზადა DRI-მ საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში კანონის პრობლემური ჩანაწერის გამოყენებამ უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. რატომ არის კანონის ეს ჩანაწერი პრობლემური? სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პირველი შეუსაბამობა, რომელსაც კანონის ამ ჩანაწერში ვხვდებით, ნივთის დაზიანებისა და განადგურების გათანაბრებაა. კერძოდ, ქვეპუნქტი ამ ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შედეგს ერთ ქმედებაში აერთიანებს და ერთგვაროვან სასჯელს უწესებს. ამასთან, მართლმსაჯულების მკვლევრის თქმით, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტი, რომელიც განმსაზღვრელია ამ მუხლთან მიმართებით პასუხისმგებლობისთვის. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ ამ მუხლით მოქალაქის პასუხისმგებლობა დადგეს, საჭიროა ნივთის განადგურებამ ან დაზიანებამ “მნიშვნელოვან ზიანს” მიაღწიოს, რაც ქართული კანონმდებლობით მინიმუმ 150 ლარს უდრის. 1998 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ზიანის ცნება 2006 წელს განისაზღვრა, ჩანაწერიც 150-ლარიან ზღვარზე სწორედ მაშინ გაჩნდა და აღარ არ შეცვლილა. მას შემდეგ საკუთრებაზე ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული ზიანიც 150 ლარს აღწევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა: DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთ უმნიშვნელო ზიანზე ასეთი დიდი სასჯელის დაკისრება ადამიანის ღირსებასაც ლახავს და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მოდის შეუსაბამობაში, რომელიც არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას კრძალავს. სასჯელის არაპროპორციულობის გამო კი ეწინააღმდეგება მის მე-11, თანასწორობის მუხლს. იურისტი განმარტავს, რომ ამავე კანონის პირველი ნაწილის შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ინდივიდუალურად ჩადენას ეხება, სანქცია ჯარიმის დაკისრების საშუალებასაც აძლევს მოსამართლეს, ჯგუფურობის შემთხვევაში კი სანქცია მხოლოდ საპატიმრო სასჯელით შემოიფარგლება. ამ კონტექსტში კონიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონის ეს დისპოზიცია არ ითვალისწინებს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების აუცილებლობას და თუ ორი ადამიანი რაიმეს პარალელურ რეჟიმში აზიანებს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირები ერთმანეთს საერთოდ იცნობენ თუ არა, ან შეთანხმებული ჰქონდათ თუ არა აღნიშნული ქმედების ჩადენა: ამ კონტექსტში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პრობლემურია ისიც, რომ ჩანაწერი ზედმეტად ფართოა, რაც ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფოს აძლევს ხელს და ანიჭებს შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში ბოროტად და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ნორმა: DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი კი ამატებს, რომ არანაკლებ პრობლემურია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მულის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი არ უტოვებს მოსამართლეს დისკრეციას, იმსჯელოს ბრალდებულის ასაკზე, სამუშაო ადგილზე თუ პიროვნულ თვისებებზე გადაწყვეტილების გამოტანისას და მისი სამოქმედო არეალი 3-დან 6 წლამდე სასჯელის დაკისრებითაა შეზღუდული, თუ პირის ბრალეულობა დამტკიცდება. როგორ იყენებს ამ ნორმას ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ? რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააპატიმრა. მათგან ბოლოს 19 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს, რომლებსაც პარლამენტის შენობასთან განთავსებული დროებითი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავებიან. აღნიშნულ საქმეზეც ბრალდებულების ინტერესებს DRI იცავს და, როგორც ორგანიზაციის იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, ბრალის დადგენილების მიხედვით, ჯებირის ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხელობა კი 150 ლარი ღირს. DRI-ს იურისტი აღნიშნავს, რომ თავის დროზე შესაძლოა აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანის მიზანი სწორედ პროტესტის ჩახშობის მცდელობაც ყოფილიყო. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია კი ყურადღებას ამახვილებს ზოგად კონტექსტზეც, თუ როგორია ხელისუფლების რეაქცია აქციებთან დაკავშირებით. გვასალიას თქმით, ცხადად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე აამუშავა რეპრესიული აპარატი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმებით არ შემოიფარგლება. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმ საპოლიციო რეპრესიაზე, რომელსაც სახელმწიფო იყენებს დემონსტრანტების მიმართ: DRI-ს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მარტში მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9- თვიანი ვადა აქვს (გარკვეულ შემთხვევებში 2 თვის დამატებით). ორგანიზაციის იურისტის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სარჩელის ავტორებს არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას დროულად დაიწყებს და გადაწყვეტილებასაც მალე გამოიტანს. NETGAEZETI
  28. რეფორმების ნაწილს ჩვენ სრულიად ვუერთდებით. სხვა საკითხებთან მიმართებით კი გვაქვს კითხვები. მე ვერ ვხსნი ვადამდელი არჩევნების არსს, თუ შენ ამარცხებ ხელისუფლებას მეორე სუნთქვას რატომ უხსნი ერთ წელიწადში? ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157968488748891/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...