Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. antibiotic without presription [url=http://biotpharm.com/#]Biot Pharm[/url] best online doctor for antibiotics
  3. Medications online Australia: Buy medicine online Australia - Buy medicine online Australia
  4. Today
  5. PharmAu24: Pharm Au 24 - Online drugstore Australia
  6. http://pharmau24.com/# Licensed online pharmacy AU
  7. PharmAu24: Licensed online pharmacy AU - Pharm Au24
  8. Over the counter antibiotics for infection [url=https://biotpharm.shop/#]buy antibiotics online[/url] cheapest antibiotics
  9. Yesterday
  10. pharmacy online australia: Buy medicine online Australia - online pharmacy australia
  11. cheapest antibiotics: buy antibiotics online - buy antibiotics
  12. cheapest antibiotics: buy antibiotics online - buy antibiotics online
  13. http://eropharmfast.com/# Ero Pharm Fast
  14. Ero Pharm Fast: Ero Pharm Fast - Ero Pharm Fast
  15. Over the counter antibiotics pills: buy antibiotics online uk - over the counter antibiotics
  16. buy antibiotics from canada [url=https://biotpharm.shop/#]BiotPharm[/url] cheapest antibiotics
  17. buy antibiotics for uti: buy antibiotics online - cheapest antibiotics
  18. erectile dysfunction drugs online: Ero Pharm Fast - pills for erectile dysfunction online
  19. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. პოლიტსაბჭო 24 წევრით იქნება წარმოდგენილი. მის შემადგენლობას მხარი დღეს გამართულ ყრილობაზე დაუჭირეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: გიორგი გახარია, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, შალვა კერესელიძე, ბერდია სიჭინავა, გიორგი შარაშიძე, რუსუდან თევზაძე, კახაბერ ქემოკლიძე, გიგა ფარულავა, ზაზა თავაძე, თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, მალხაზ თორია, გიორგი ჭანტურია, გიორგი ბაშარული, თამარ კეკენაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ქეთევან ბაკარაძე, როინი ქოჩორაშვილი, სოფიო ხორგუანი, სალომე კობალაძე, დაჯი კოვზირიძე, ირაკლი მიქელაძე. ipn
  20. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის. „არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს არ გავიგებ. ეს ყველაფერი მეორე, მესამე, მეოთხე წყაროებიდან საუბარი... არ ვიცი. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო. ეს შედეგი სამართლიანი არის თუ არა, ეს არავის ადარდებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ გიორგის, რას იტყვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ipn
  21. დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე - „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე! ხომ გახსოვთ, „ნაცებს“ ჰქონდათ [განცხადებები], რომ „გახარია საქართველოსთვის „ ლეგიტიმაციას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში შევიდოდით. შევედით? - არა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ 180 გრადუსით არ ვცვლით მიდგომებს. ამიტომ საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ. თუ რაღაც შეიცვალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის ვეპარებით, უჩუმრად არაფერს ვაკეთებთ და სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი დღეს საქართველოში მთავარი პრობლემის რადიკალიზაციის დაძლევა უნდა იყოს. გლობალური თამაშის წესები იცვლება“, - განაცხადა გახარიამ. ipn
  22. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება გვაქვს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, საქართველო დღე. რაც შეეხება პარტიას, მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ჩვენ ყველამ დავაფუძნეთ პოლიტიკური ძალა „საქართველოსთვის“. ეს 4 წელი იყო რთული. მადლობა ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი წნეხისთვის, რომელსაც თითოეულმა თქვენგანმა გაუძლო. მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, რომ არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს. დარწმუნებულ ვარ, ასეთი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გვაქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით. ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა, ის, თუ როგორ მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია ქვეყანას. ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, - აღნიშნა გახარიამ. ipn
  23. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. „დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს, არ გათავისუფლდება, ქვეყანაში სამართლებრივი შეგრძნება ვერ დაბრუნდება. ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი,რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს... ვინც თვლით,რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“, - განაცხადა გახარიამ. ipn
  24. ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია. „რაც შეეხება ბაჩიაშვილის დაკავების საკითხს, როცა ივანიშვილის პირადი, პერსონალური ინტერესია, რამდენიმე კვირაში მოახერხა და ეს ადამიანი დააკავეს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაგალითად ადეიშვილს და „ოცნება“ მოდის და 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? რაც შეეხება ზოგადად ბაჩიაშვილის საქმეს, ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო“, - განაცხადა ბუჩუკურმა. გარდა ამისა, ბუჩუკურმა ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ „მათი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვის“. „არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ბუნებაში ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს - ერთია დემოკრატიული გზა და ეს არის არჩევნები და მეორე არადემოკრატიული. თუ ის პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები ამბობენ, რომ ბოიკოტს ვუცხადებ, ეს მათი ნებაა, მაგრამ დავსვით კითხვა: ბოიკოტს რომ უცხადებენ, ამის შემდეგ რა გეგმა აქვთ? ამაზე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა იმისა, რომ სატელეფონო არჩევნებს ჩაატარებენ, პასუხი ვერ გასცა. თვე-ნახევარია ძალიან ღიად ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით. საბოლოოდ რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოა, მაგრამ ჩვენი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. სხვა პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტს აცხადებენ, ვერ პასუხობენ შეკითხვას. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი ჩვენი გუნდისთვის N1-ია, ეს საკითხი არჩევნებზე წინ დგას. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი მანამ არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, სანამ არ შესრულდება. ეს არის ცალკე პროცესი, მაგრამ გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული მუნიციპალური არჩევნების საკითხი, რაზეც სხვებისგან განსხვავებით ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ დიახ, ვემზადებით”, - განაცხადა ბუჩუკურმა. ipn
  25. დღეს "ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე. დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური და პარტიებისა და ლიდერების სახელები არ ვახსენო. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის და მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არცერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი. სინამდვილეში, ყველა ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ განსხვავებული აზრი არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფასეულობა, ამ ხალხისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა. დღეს, მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცვლად, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება. ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მაგალითად ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა, ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლების, ოპოზიციის ამ ქვეყანაში არის რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აგენტები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ მათთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მე ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
  26. Ero Pharm Fast [url=http://eropharmfast.com/#]Ero Pharm Fast[/url] Ero Pharm Fast
  27. https://biotpharm.shop/# Over the counter antibiotics pills
  28. get antibiotics without seeing a doctor: buy antibiotics online uk - over the counter antibiotics
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...