Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ "ქართულ ქარტიას" ხელს ვერ მოაწერს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. "გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს. გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად. 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მშვიდობიანად დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე," - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  3. 4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში შემოსვლის საფასურის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  4. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4-თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები. „აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
  5. პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებია საჭირო. „ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება. ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე. რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე. იპნ
  6. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. "დღეს ხელი მოვაწერე კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც. როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა. პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში. გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის. ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი, ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი! ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა. ამ აპოკალიპტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი. და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი - დადგე საქართველოს მხარეს", - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  7. "რთული დოკუმენტია. იქ არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ძალიან კარგი გეგმა, რაც აუცილებლია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა... ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ყველა ამ რეფორმას სრულად დავუჭერთ მხარს - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის - დროებითი, ტექნიკური მთავრობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი. დრო კიდევ არის ცვლილებებისთვის, დაველოდოთ, საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ იქნება ცნობილი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  8. "გამოწვევა გართულდა - ჩვენ უნდა დავიცვათ ყვეყნის საგარეო ორიენტაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ საქმეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს, იმიტომ, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს. მე ახალგაზრდების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ პროტესტული ენერგია გარდაქმნან პოზიტიურ გეგმად, რითიც არჩევნებს დაიცავენ. საქართველოში არის დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანი. ეს ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს, ყველა სადღაც აძლევს ხმას. უბრალოდ, ვინმემ რომ გახადოს სოციალურ ქსელში ღია - რომელი უბნებია ღია და ადამიანებმა დააფიქსირონ სად უნდა მისცენ ხმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითო უბანზე დღეს, დღევანდელ მდგომარეობაში მინიმუმ ათი მოხალისე მოიძებნება,ვინც ხმებს დაიცავს უბანზე. მათ სჭირდებათ ამის სწავლა, ტრენინგია საჭირო, უბრალოდ რომ იცოდნენ როგორ კეთდება. იდეალური პლატფორმა ამისთვის არის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ არჩევნების დაცვა უნდა იყოს. ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, საქართველო კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობას დაკარგავს. "ოცნების" თითოეულ წევრს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მათ ხმას აძლევს, უნდა ავუხსნათ, რომ სამართლიანი არჩევნები არის ის გამოსავალი, რომელიც გვაპატიებს ყველას იმ შეცდომებს, რადიკალიზმს, რომელიც დაგვიშვია არჩევნებამდე, შეარიგებს ქართველებს. ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნების გაყალბებაში ნებისმიერი ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გადაინაწილებს ისტორიულ პასუხისმგებლობას "ოცნებასთან" ერთად. არჩევნები არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვაპატიოთ ერთმანეთს ის უბედურებები, რასაც ახლა ერთმანეთს ვუკეთებთ და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ყველაზე სწრაფად გაიაზრებენ ამას და არჩევნების დაცვა იქნება მათი მისია. არა აგიტაცია, არამედ მათი მისია უნდა იყოს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს სჯეროდეთ ამ არჩევნების შედეგების. თუ არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ტყუილი, ეს მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ჩაკეტილი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  9. "მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ. მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა, როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყენებ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს არის თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელსაც ებრძოდა „ოცნება“, დაამარცხა და დღეს უკვე, 10 წლის შემდეგ ზუსტად იგივეს აკეთებს. მთავარი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მორალური უპირატესობა შევინარჩუნოთ, არ დავემსაგვსოთ „ოცნებას“. ჩვენ ქართული საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ურთიერთტრადიციებს ყოველთვის პატივს ვცემდით და მთავარი აქ არის ოჯახის სივრცე, სადაც შეჭრა ყოვლად მიუღებელია ყველასთვის. ეს მათი ტრაგედია და პრობლემაა, რომ საკუთარ ოჯახებზე არ ფიქრობენ. 12 წლის თავზე „ოცნებამ“ მიზანმიმართულად ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე დემონები გააღვიძა. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ამ დემონებისგან დასაცავები არ გახდებიან თვითონ, ძალიან ცდებიან. ჩვენი გამარჯვების მთავარი გასაღები არის იმაში, რომ მორალურად ყოველთვის უფრო მაღლა ვიყოთ და ეს წითელი ხაზები უნდა დავიცვათ. ეს წითელი ხაზები არის რა თქმა უნდა ოჯახი, წითელი ხაზები არის ბავშვები , წითელი ხაზები არის ნებისმიერი ფორმის ფიზიკური ძალადობა. ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია. ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წარმოუდგენელი ძალადობით, შემდეგ იყო „ოცნება“, რომელიც ამ ძალადობას ებრძოდა და ეს „ოცნებაც“ ზუსტად იგივენაირად ძალადობს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  10. მოგეხსენებათ, რომ პრაღაში ჩატარდა ნატოს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი- ვაშინგტონში ივლისში ნატოს დიდი თავშეყრის დაგეგმვა. დღეს დასავლურ სამყაროში ძალიან დიდი ცვლილებები და კონსოლიდირება ხდება, ხდება გადააზრება გამოწვევების, იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რომელიც დღეს მსოფლიოშია და ეს ყველაფერი ხდება ევროპის ირგვლივ. სამწუხაროა ის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეს როლი დანახულიც არ აქვს. აშკარაა, რომ საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა ბოლო წლების განმავლობაში ახალი დამატებითი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს და ჩვენ ამას არ ვიყენებთ, - აცხადებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისივე თქმით, ამ შესაძლებლობას არ ვიყენებთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ურჩევნია უხეშად აკეთოს ფული და "მარტივად, პრიმიტიულად ხელიდან გაუშვას ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვანი პერსპექტივა". "ტყუილი, ფეიკ დეზინფორმაციით - "აბა ომი გინდათ?", ამ დეზინფორმაციას ამოფარებულები უხეშად აკეთებენ ფულს, სხვას არაფერს და ქვეყანის შესაძლებლობებს, მის გეოგრაფიას, მის კულტურას, მის სამართლებრივ სივრცეს იყენებენ ამ ფულის საკეთებლად. ცდილობენ ამას რაღაც დიდი პატრიოტული სახელი დაარქვან, ვითომ ვიღაცას ომისგან იცავენ ან ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და ა.შ. სულ მალე საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ თავისი თვალით, რომ ის სტრატეგიული შეცდომები, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უშვებს, ჩვენ გვაშორებს შესაძლებლობიდან - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან. ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გამოდიან და ცდილობენ არჩევნების წინ, საარჩევნო კონტექსტში ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრონ, მოსკოვიდან გამოდიან და მას თავზე ასხამენ ცივ წყალს, იმას რასაც იმსახურებენ, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც დაცლილია პასუხისმგებლობისგან და ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს რესურსი იხელისუფლოს ქვეყანაში, მას არავინ დაელაპარაკება. რესურსისგან დაცლილი, ლეგიტიმაციისგან დაცლილი, კორუფციაში ჩაფლული, ერთმანეთზე გადაკიდებული, საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებას მოსკოვიდან არავინ დაელაპარაკება სერიოზულად. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დამატებით გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს და იყოს მშვიდობის მოთამაშე ამ რეგიონში. დღეს, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს - დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მშვიდობას იცავენ, რეალურად კი მოკლევადიანად აკეთებენ ფულს და გრძელვადიან მშვიდობას ამ ქვეყანაში უქმნიან სერიოზულ რისკებს, უთხრიან ძირს. საბოლოო ჯამში, არჩევნებია გამოსავალი. უნდა ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს რეალობაზე, იმაზე თუ რა არის სიმართლე, ის ტყუილები და დეზინფორმაციები კი არა, რომელსაც ავრცელებენ - სიმართლე უნდა დავანახოთ. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ქრისტიანული ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაურკვეველი, კორუმპირებული მთავრობა გვყავს, ქვეყანა არის სრულად პროევროპელი და გამსჭვალულია მიზნით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
  11. Yesterday
  12. ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა. მისივე თქმით, უკანონოდ დაჩაგრულების მიმართ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი სოლიდარულები არიან. “ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვინც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”,- აღნიშნა ლომჯარიამ. ipn
  13. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი ითამაშა ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით. „იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა: „უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს: ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან“. შოლცის თქმით, დიპლომატია წარმატებული იქნება მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან, მისივე განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდეთ ნატო-ს იმედი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. იპნ
  14. ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპანია დაფუძნებული აქვს უკრაინის ომზე — შიდა და საერთაშორისო ოპონენტებს წარმოაჩენს ომის გამჩაღებლებად, რომლებიც უნგრეთის კონფლიქტში ჩართვას ცდილობენ. „მშვიდობის მარში“ ბუდაპეშტი. 1 ივნისი. ფოტო: EPA ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ დროა, მისმა პარტიამ „დაიკავოს ბრიუსელი“ და შეცვალოს ბლოკის მიდგომა უკრაინისადმი. „ევროპის არჩევნები ისე უნდა მოვიგოთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა შიშით გაგვიღონ ქალაქის კარები და ნაჩქარევად დატოვონ თავიანთი ოფისები“, — თქვა მან. „მშვიდობის მარში“ ბუდაპეშტი. 1 ივნისი. ფოტო: EPA ორბანმა დაგმო ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, როგორც „ომის მომხრეები“. ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებით ნოემბერში ისინი შექმნიან „ტრანსატლანტიკური სამშვიდობო კოალიციას“, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში. უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო. Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა იგი 2021 წელს. ნეტგაზეთი
  15. სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე. ipn
  16. „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას. „ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ipn
  17. საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. - ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია. ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ. ამ თემაზე ბევრი შეფასებები მოვისმინეთ. ვხედავთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია. თქვენი როგორ შეაფასებდით იმას, რაც, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით 28 მაისს საქართველოს პარლამენტში მოხდა? - მოხდა ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არავის არ უნდა მოუსმინოს, მათ არ სჭირდებათ გარშემო არავინ, გადაწყვიტეს კანონის მიღება და თავისი არგუმენტებით დაამტკიცეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ის, რასაც აკეთებენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით ქვეყანაში შეწყდება პოლარიზაცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი მოხდება და არ მეორე. თუ შევხედავთ თბილისში მიმდინარე პროცესებს, ეს ნამდვილად არ არის ხალხის უმრავლესობა, მაგრამ, ასეთი ქმედებებით პოლარიზაცია კი არ შეწყდება, პირიქით, გაიზრდება. ახლა რა საჭირო იყო ამის გაკეთება, მართალი გითხრათ, მე ნამდვილად არ ვიცი. ძნელია იფიქრო იმის შესახებ, რომ თუ აქამდე ჩვენ ყველანი ვიყავით დამოკიდებული დასავლეთისა და დემოკრატიული ქვეყნების კეთილგანწყობაზე, დახმარებაზე. საქართველოსთვის დახმარების კუთხით აშშ პირველ ადგილს იკავებს, არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვგულისხმობ. არადა, პარლამენტის ამ კანონით, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ავტორიტეტული ინსტიტუციები უგულებელყოფილიყო იყო. გვითხრეს, რომ მხოლოდ სახელისუფლებო გუნდს აქვს ზებუნებრივი ცოდნა და მათ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან. პოლიტიკაში ასეთ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიების მქონე ხალხი ექცევიან იზოლაციაში და მათ მიმართ არის სულ ცოტა სპეციფიკური დამოკიდებულება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად არ არიან სანდო პარტნიორები. ისინი არ ასრულებენ იმ შეთანხმებებს, რაზედაც მათ ხელი აქვთ მოწერილი. 28 მაისს, პრინციპში ეს მოხდა. 84 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები დაიცვან რაიმე შეთანხმება, არ არიან დაიცვან ის, რაც კონსტიტუციაში თავად ჩაწერეს. არ არიან ვალდებული გაითვალისწინონ საკუთარი უახლოესი წარსული, საკუთარში, ვგულისხმობ ქვეყნის და არა პიროვნულ წარსულს, რომ მათ არა აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი სიცოცხლე შეალიეს იმას, რომ ეს ქვეყანა როგორმე გამოსულიყო იმ სფეროდან, რასაც ჰქვია პოსტსაბჭოთა სივრცე და ქვეყანა უკან არ დაბრუნებულიყო. მათ არ გაითვალისწინეს ასევე ქვეყნის მომავლის პერსპექტივა, რომლის მოსახლეობის სულ ცოტა 30% დასავლეთში და არა იქ, სადაც მათ სურთ წარმოადგინონ საქართველო, შეიძლება აღმოჩნდეს იზოლირებული და ყველასაგან „გამორჩეული“ ქვეყანა, რომლის შესახებაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ პასუხისმგებლობა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ აქვთ ცოდნა იმისა, რომ იციან ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს. ხოლო თუ ცუდი რამ მოხდება, ეს გაერთიანებული, ანუ „კოლექტიური ნაცების“ ბრალი იქნება. - ვეტოს დაძლევაზე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ამერიკელმა სენატორმა რიშმა თქვა - „ასე დემოკრატები არ იქცევიან“. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას“. მომხდარზე რეაქციები საკმაოდ კრიტიკულია. მე ამ თემაზე ქვეყნის შიგნით შეფასებები კიდევ უფრო მკაცრია. ყველაზე ხშირად განმეორებადი შეფასება ასეთი იყო - 84 დეპუტატმა ღალატი ჩაიდინა. ბევრმა მათ „კოლექტიური მოღალატეები“ უწოდა. ბევრმა დაამატა, რომ კოლექტიური ღალატი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს და ასე შემდეგ. თუ ამ ლოგიკიდან ამოვალთ ასე გკითხავდით - ზოგადად როგორია „კოლექტიური ღალატის“ ანატომია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღალატის ანატომიის მოტივი რა შეიძლება იყოს? - როგორც ვთქვი, ამის მოტივი სრულიად გაუგებარია. ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი და ცხადი ისაა, რომ კანონი ემსახურება ძალაუფლების უზურპაციას. ავტორიტარიზმისა და ერთპარტიულობის გაძლიერებას. რადგან მომხდარს აქეთკენ მივყავართ. რაც შეეხება, კოლექტიურ ღალატს. არის ეს კოლექტიური ღალატი იმიტომ, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღებებისგან არავინ არაფერი იცოდა. იმ 84 ადამიანში არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გაუკეთებიათ ისეთი რაღაცები, რაც ქვეყნისთვის მაშინ იყო მნიშვნელოვანი და სამოქალაქო გამბედაობის საუკეთესო მაგალითებიც ჰქონიათ. ახლა, როცა ეს ადამიანები ასე ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის კრიტიკასაც კი არ უშვებენ. მათი განცხადებები რომ მათ ვერ მოისმინეს ვერანაირი არგუმენტირებული კრიტიკა, სასაცილოდაც კი გამოიყურება. როდესაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არგუმენტაციას უწუნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ მაღალ პოსტებს თავისუფალ ქვეყნებსა და საზოგადოებებში აღწევენ თავისი შრომით, ადამიანური და გონებრივი შესაძლებლობებით. საუბრები იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ესმით „ქართული ოცნება“ რის გამო იღებს კანონს, ეს არის არა მარტო ზედაპირული, არამედ „მანიაკური“ განცხადება. ამ სიტყვას თქვენ ბრჭყალებში ჩასვამთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემი პროფესიის ტერმინოლოგიიდან ყველაზე კარგად ასახავს იმას რაც მოხდა. ამგვარი განცხადებების ავტორები ასე ფიქრობენ - მე ყველაფერი ვიცი, და სხვამ არასოდეს არ იცის. ამდენმა ადამიანმა რომ ერთდროულად დაკარგოს მათთვის დამახასიათებელი პიროვნული და ინტელექტუალური შესაძლებლობები, სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, რომ ისინი ამ საქმეს აკეთებენ სრულიად შეგნებულად. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა თქვა, - მე ვაკეთებ ამას ჩემი მრწამსის მიხედვით. „კოლექტიური ღალატზე“ როცა საუბრობენ, ეს არის შეფასება იმის, რასაც უყურებენ ადამიანები. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ამგვარი ლოგიკა ეყრდნობა იმას, რომ ხელისუფლება ღალატობს საკონსტიტუციო ნორმებს. ღალატობს იმ შეთანხმებებს, რაზეც მას ხელის აქვს მოწერილი. ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ ქარტიას, რომელიც მიღებული გვაქვს და ვაღიარებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთს ამბობენ, მეორე რამეს აწერენ ხელს, და მესამენაირად იქცევიან. დასავლური პოლიტიკური და დიპლომატიური კულტურა გამოირჩევა ბევრი რამით, მან შესაძლოა, ადამიანს ყველაფერი აპატიოს, მაგრამ, არ პატიობს ტყუილს. სულ ეგაა და მეტი არაფერი. - სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონს იღებენ იმის გამო, რომ ხალხის უმეტესობას უნდა და ისინი იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს. უცნაური ისაა, რომ 30 წელია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ჩვენ სწორედ კოლექტიური დასავლეთი და ამერიკა გვეხმარება. ამ კანონითაც და სახელისუფლებო რიტორიკითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მტრები, ან უკეთეს შემთხვევაში პოტენციური მტრები არიან. ისინი კი, ვინც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი, მხედველობაში მაქვს მეზობელი რუსეთი, მათზე საუბრისას ზედმეტადაც კი კორექტურები არიან. ამასაც რომ თავი დავანებით, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ - არჩევნებზე ვნახოთ ვის დაუჭერს ხალხი მხარს და ასე შემდეგ. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქროთ - ხალხის დაკვეთა და სურვილია საქართველოში ნაკლები დემოკრატია და ავტორიტარიზმი იყოს? თქვენი აზრით, ხელისუფლების თავდაჯერებულობას ზურგს რა უმაგრებს? - რაც შეეხება იმას, არის თუ არა საზოგადოების მხრიდან დაკვეთა ავტორიტარიზმზე? ავტორიტარიზმზე მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ ავტორიტარიზმის შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ მთლიანად გადააბარონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ხელისუფლებას. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყველა ქვეყანაში არსებობს. ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არ არიან ეს ადამიანები ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სოციალური უთანასწორობა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანები გვყავს, ბევრი მათგანი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოს დოტაციაზეა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა არ არის მათი ცხოვრების დღის წესრიგი. ისინი მოხარულები იქნებიან, თუ ვიღაც გამოჩნდება თუ გამოჩნდება ვინმე ლიდერი, რომელიც პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის მათი სოციალურად უზრუნველყოფის საკითხებს გადაიბარებს. ასეთი ხალხი საქართველოში ძალიან ბევრია. ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენ ახლა თანაბრად ვართ გადანაწილებულები დაახლოებით ასე - იმათზე ვინც გადაცდა 50 წელს და ზემოთ და ვინც ამ ასაკის ქვემოთაა. საქართველოს მოსახლეობის 35-40% შეადგენს ახალგაზრდობა, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება თავისი თავის პასუხისმგებლობა გადააბაროს ვიღაცა სხვას. პირიქით, მათ სჭირდებათ არჩევანის თავისუფლება. „ქართული ოცნება“ ნამდვილად მუშაობს არჩევნებისთვის იმ ხალხის მობილიზაციაზე, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდის სჯერა და ვინც მასზეა დამოკიდებული. ასეთები შეიძლება იყვნენ, ისინი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს და მათი რიცხვი სტატისტიკით 200 ათასზე ოდნავ ნაკლებია, ასევე ისინი ვინც, თუ სწორად მახსოვს პენსიას იღებს 700 ათასზე ასევე ოდნავ მეტი ადამიანი. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებაზე ნამდვილად არიან დამოკიდებული. მათ გარდა, მხარდამჭერი ელექტორატის სახით ხელისუფლებას ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა. ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ განიხილავს მთელ ოპოზიციას. მთელი პარადოქსი ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მტრის შექმნილი სახე- ხატია და იგი რეალურად, არც არსებობს. „ერთიანი ნაცმოძრაობა“ორ პარტიადაა გაყოფილი, შესაძლოა უფრო მეტადაც, მაგრამ, ხელისუფლება ისე წარმოადგენს, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ მთელი ოპოზიცია და ისინი ყველანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიმდევარია. ეს ასე არაა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ნარატივში არსებობს. საშინაო პოლიტიკაში ახლა რაც ხდება, ნარატივების ომიცაა. ნარატივი, რომ მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ ხელისუფლება ელექტორატს აშინებს. მათი აზრით, ეს ემსახურება საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ამავე საზოგადოებას ხსნის სახით „ქართული ოცნების“ გარდა სხვა გზა არ აქვს. ხელისუფლებისთვის არჩევნებზე ასევე მნიშვნელოვანია ელექტორატია ბრმად მორწმუნე მრევლი. საუბარია იმ მრევლზე, რომელიც ფიქრობს და აზროვნებს, მაგრამ, როგორც წესი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებას ანდობს. ადამიანთა ეს კატეგორია ექვემდებარება ეკლესიის მიერ განხორციელებულ არჩევანს პოლიტიკაში. ისინი არც განიხილავენ რაა სწორი და რა არა, ამიტომ, ისინი ჩვენ შესაძლოა, პროპაგანდისტებადაც კი ჩავთვალოთ, რომლებიც ჭკვიანური სახეებით ამტკიცებენ აბსურდს. დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი არსებობს მეორე მხარესაც და ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. მათი განსხვავებული ფიქრი მართლა განსხვავებული ფიქრია, რადგან ზოგს ვინ მოსწონს და ზოგს კიდევ ვინ. შესაბამისად, ასე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფილი ხალხი არ მოსწონს ხელისუფლებას. ამიტომაცაა, რომ კარგა ხანია ოპოზიციაზე საუბრობს, როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ და მის მიმდევრებზე, არადა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც არსებობს. ხელისუფლების პროპაგანდა ამას ეფუძნება, რაც ძნელად გადასალახ ბარიერად რჩება ოპოზიციისთვის. ასე რომაა, დანარჩენი ოპოზიციისთვის ძალიან დიდი მინუსია. ჩემი აზრით, ოპოზიციამ იმაზე უნდა იმუშაოს, რომ არ დაკარგონ და შეინარჩუნონ თავისი ინდივიდუალური სახე, არ იქნენ გაიგივებული ხელისუფლების მიერ შექმნილ ნარატივთან თითქოს მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“. - გასაგებია, რომ ამ კანონის მიღებაც 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ ახლა გვაქვს ასეთი სურათი და მოცემულობა - თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული საქართველო ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს და მოვლენათა ამ სცენარით განვითარების საფრთხეები არ ესმოდეს. როდესაც ხელისუფლება ამბობს რომ იგი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ითვალისწინებს, რა გამოდის - რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა მოსახლეობის სურვილია? - არა, მე ვერ გეტყვით რომ ასეთი რამ ხალხის სურვილი იყოს. ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, არა ვარ დარწმუნებული რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა უნდოდეს. თუ ამგვარი პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, მას ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოაკლდება. რუსეთი ნამდვილად არის დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი მმართველობა, მაგრამ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, ვგულისხმობ ისეთ ევროპულ ქვეყნებს, ევროპაში ღარიბ ქვეყნებად რომ ითვლება. რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა და ეკონომიკურ სფეროში ეკონომიკური სტაგნაცია არ უნდა მოეწონოს „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს. უფრო მეტიც, თუ ეს იქნება მთელი რიგი თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე მით უმეტეს. საქართველოს მოსახლეობას თუნდაც იმის გამო არ უნდა გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა და იმის ნახვის შესაძლებლობა ევროპაში ბევრი რამ როგორ ხდება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ის კურსი გააგრძელა, რაც ახლა ჩანს, მას არჩევნებზე მოაკლდებათ ის ამომრჩევლები, რომელთა ოჯახის წევრები ევროპაში ცხოვრობენ და მუშაობენ. ასევე ისინი, ვისაც კარგად ახსოვს თუ რა გადაიტანა ქვეყანამ რუსეთის გამო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. სწორედ რუსეთის გამოა რომ დღეს საქართველოს ამდენი დევნილი ჰყავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. არა მგონია, ამ ტერიტორიებიდან დევნილ ხალხს ოფიციალური თბილისის ამგვარი პოლიტიკა მოსკოვთან მოეწონოს. - როგორც იურისტებმა განმარტეს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ცხადია პრეზიდენტი ამას არ იზამს კანონს დაუბრუნებს პარლამენტს. ამის შემდეგ მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და კანონი დაახლოების 10 დღეში, ანაც უფრო ადრე ძალაში შევა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროში ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ვიცით, რომ ბევრ მათგანი „უცხო ქვეყნის გავლენის“ ქვეშ მყოფი ორგანიზაციის სტატუსზე უარს იტყვის. ბევრი, პროექტები რომ არ გაჩერდეს იძულებული იქნება გაიაროს რეგისტრაცია. 2024 წლის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, როცა ქვეყანა ამ არჩევნებს, ისევე როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში „აგენტებისა“ და „ხალხის მტრების“ სიებით შეხვდება? - ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მე არა ვარ ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, მოვლენებს ვაკვირდები მხოლოდ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამიტომ არ ვიცი ამ საკითხზე არასამთავროებისა და მედიის წარმომადგენლები რას ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. სოციალური დახმარების ფონდი, რომელიც დასავლური დახმარებებით ფუნქციონირებს და იგი დასავლური დახმარებებით რომ საქმიანობს იმან რა უნდა ქნას? ჯარიმების გადახდის გზას დაადგეს თუ რა უნდა ქნან? ისინი ხომ ხალხს უფასო სერვიზებს სთავაზობენ? არ ვიცი რადგან ეს მრავალმხრივ გადასაწყვეტი ამბავია. ახლა არ ვიცი, მაგრამ ეს კანონი მჭირდებოდა, წავიკითხე იგი კანონის მეორე მოსმენის შემდეგ, ახლა საბოლოდ რა წერია არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რა ეწერა კანონის საბოლოო მიღებამდე, - კანონი ამოქმედდება 60 დღეში. თუ კანონის ამოქმედების საკითხი ისეა განსაზღვრული როგორ იურისტები ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ არჩევნებამდე „ხალხის მტრების“ საკმაოდ გრძელი სია აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ მაგიდაზე. კანონი სახელისუფლებო პროპაგანდას პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სეგრეგაციის საშუალებას მისცემს. მხედველობაში მაქვს ტვ „იმედი“ და უკვე ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ყური საკმაოდ გაწაფული მაქვს და რაც საზოგადოებრივზე მოვისმინე შემიძლია ვთქვა, იანვრიდან მოყოლებული საზოგადოებრივი უკვე აღარაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის არის კარგად მანიპურებული ტვ და ამ არხზე განსხვავებული აზრის გამოხატვა და მოსმენა, რეალურად შეუძლებელია. - უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივაზე რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდეს რეფერენდუმი თემაზე უნდა თუ არა მოსახლეობას ევროკავშირი, განაცხადა - „ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარების თაღლითურ გზას გვთავაზობს იმ თემაზე, რაც კონსტიტუციაში გვიწერია“. პრეზიდენტმა თავის ვეტოში, თქვა რომ ამ კანონით ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლას ითვალისწინებს, იგივე გაიმეორა ვენეციის კომისიამ, ასევე ევროკავშირმა და კიდევ მრავალჯერ აშშ, გაუგებარია, რატომაა პრობლემური მმართველი გუნდისთვის ამ თემაზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება? თუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაირღვა ახლა ამ პროცესმა სად შეიძლება მიგვიყვანოს და საერთოდ, საით მივდივართ? - კანონის მიღების შემდეგ ეს პროცესი საით მიდის ცხადი გახდება არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი პარლამენტი. თუ მანიპულაციების გამოყენებით ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლომდე დაგვირღვევია მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ აპირებს არანაირ ურთიერთობებში შესვლას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს არის ცხადზე ცხადი. რასაც აქამდე ვუყურებთ, ამის თქმის საშუალებას იძლევა. თუ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ უმრავლესობა მიიღო, გაგრძელდება იმდაგვარი იწილო-ბიწილო, რაც გააღრმავებს კონფრონტაციას, იქნება დაპირისპირება, არ იქნება გარედან მხარდაჭერა არავითარი და ჩვენი სიღარიბეს კოეფიციენტი ძალიან აიწევს, უმუშევრობა გაიზრდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონი მიღებული არ იყო, როცა ერთ-ერთი ბანკიდან მომივიდა გზავნილი, რომ ანაბრის პროცენტი შეიცვალა და ის განახევრდა იმასთან შედარებით, რაც ამ ბანკს მანამდე ჰქონდა. ამ კანონის მიღების შედეგი გამოჩნდება ეკონომიკაზე და მომავალში არანაირი კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი ჩვენ არ გვექნება. ამ ეტაპზე ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა თუ პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნებას“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია. ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ სახელისუფლებო ძალად მოსვლაში. თუ არჩევნების შედეგად პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია, ეს ქვეყანას მისცემდა შესაძლებლობას პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა. კანონის მიღების შემდეგ იწყება მარათონი არჩევნების დასრულებამდე. ამ ახალ ეტაპს სხვა ტაქტიკა სჭირდება, ვიდრე ისეთი ტიპის აქციები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. მარტო ამ აქციების იმედად ყოფნა, ოპოზიციის შეცდომა იქნებოდა. კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპირნტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, მარათონს სტაერის ტაქტიკა სჭირდება. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
  18. „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – 2 ივნისს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება. აქცია-კონცერტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართება. ვინ იმღერებს აქცია-კონცერტზე: გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი; შოთა საგანელიძე; Moku Moku; წერილი; Kordz; Mechanical Rainbow; ლექს სენი & თიკო; ნატალია ნაყოფია; Bedford Falls; Circus Mircus; The Window; Quemmekh; არა; ყველა; Creams; ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი; ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე; ფანიკო; ავარა; თამადა; მერაბ სეფაშვილი; ლელა წურწუმია; რობი კუხიანიძე; დაგდაგანი; Loudspeakers; გამოუვალი მდგომარეობა; Process. პუბლიკა
  19. ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. იპნ
  20. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. იპნ
  21. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აქტიური მუშაობისთვის. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა. იპნ
  22. "ივანიშვილს სავარაუდოდ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი ხელის მოსმით თავისუფალ სიტყვას ჩაახშობდა არჩევნების წინ, გააჩუმებდა არასამთავრობო სექტორს და მედიას. ეს ორი აქტორი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს და მან გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ ველი მათგანაც მოესუფთავებინა და არჩევნებს ასე შეხვედროდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/333140136290250/
  23. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება. „პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი. ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას – მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ–ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. publika
  24. [url=https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4032372]magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]сульфахлорпиридазин 13c6 100 мкг мл в ацетонитриле купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4258958
  25. Last week
  26. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ამას გააკეთებს. ბესელიას თქმით, რუსული კანონის საკითხი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ჩართვა სარჩელში პროცესს უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელს გახდის. კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში და დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ამის გაკეთებას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება. ის შეიძლება წლობითაც გაიწელოს. ნეტგაზეთი
  27. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული. მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიმართ ODIHR უაღრესად კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი გამოქვეყნდა, “ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დააყენა მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა რა, რომ ის სტრასბურგში სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დაწერილია. “ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დელეგაციამ დააფიქსირა კანონის მიღების აუცილებლობა, რეალურად კი სულ სხვა შინაარსის სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ODIHR -ის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ოდირმა შარშანაც დაწერა დასკვნა რუსულ კანონზე, რომელიც “ოცნება’ საბოლოოდ აღარ მიიღო. ოდირის გარდა კანონის გაუქმებისაკენ მმართველ გუნდს სხვა სამართლებრივი ანალიზებითაც მოუწოდეს ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭოს ექსპერტებმა. ნეტგაზეთი
  28. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...