Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. იპნ
  3. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აქტიური მუშაობისთვის. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა. იპნ
  4. "ივანიშვილს სავარაუდოდ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი ხელის მოსმით თავისუფალ სიტყვას ჩაახშობდა არჩევნების წინ, გააჩუმებდა არასამთავრობო სექტორს და მედიას. ეს ორი აქტორი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს და მან გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ ველი მათგანაც მოესუფთავებინა და არჩევნებს ასე შეხვედროდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/333140136290250/
  5. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება. „პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი. ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას – მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ–ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. publika
  6. [url=https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4032372]magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед [/url] Tegs: [u]сульфахлорпиридазин 13c6 100 мкг мл в ацетонитриле купить онлайн в интернет-магазине химмед [/u] [i]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/i] [b]сульфахлорпиридазин-d4 купить онлайн в интернет-магазине химмед [/b] magnesium, foil, thickness 0.125mm, dia& купить онлайн в интернет-магазине химмед https://chimmed.ru/products/magnesium-foil-thickness-0125mm-dia-id=4258958
  7. Yesterday
  8. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ამას გააკეთებს. ბესელიას თქმით, რუსული კანონის საკითხი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ჩართვა სარჩელში პროცესს უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელს გახდის. კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში და დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ამის გაკეთებას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება. ის შეიძლება წლობითაც გაიწელოს. ნეტგაზეთი
  9. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული. მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიმართ ODIHR უაღრესად კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი გამოქვეყნდა, “ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დააყენა მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა რა, რომ ის სტრასბურგში სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დაწერილია. “ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დელეგაციამ დააფიქსირა კანონის მიღების აუცილებლობა, რეალურად კი სულ სხვა შინაარსის სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ODIHR -ის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ოდირმა შარშანაც დაწერა დასკვნა რუსულ კანონზე, რომელიც “ოცნება’ საბოლოოდ აღარ მიიღო. ოდირის გარდა კანონის გაუქმებისაკენ მმართველ გუნდს სხვა სამართლებრივი ანალიზებითაც მოუწოდეს ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭოს ექსპერტებმა. ნეტგაზეთი
  10. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა. პუბლიკა
  11. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. იპნ
  12. ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში. „1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად,რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. იპნ
  13. რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2028738634194292/
  14. „უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ: რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“. პუბლიკა
  15. ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა. რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება. საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომელსაც სათავეში დიდი ბრიტანეთი ედგა და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. მას შემდეგ სტრატკომები ეტაპობრივად შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სამინისტროში. პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატკომების დეპარტამენტების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დაესწრნენ და თავადაც უმასპინძლეს არაერთ კონფერენციას და პროგრამებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, New Lines Magazine-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელი ანტიდასავლური ტრაექტორიის გატარება, სტრატკომებმა თავად დაიწყეს სწორედ იმ სახის აქტივობების განხორციელება, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც ისინი შეიქმნა. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა. publika
  16. Last week
  17. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „როიტერსმა“ ბლინკენს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ბაიდენის ნებართვა გაფართოვდეს სხვა ქალაქებსა და სამიზნეებზე, რომლებიც უფრო სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინა მოვიდა ჩვენთან და ითხოვა ნებართვა გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან დასაცავად, მათ შორის, რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივიდა პრეზიდენტამდე და მან დაამტკიცა ჩვენი იარაღის გამოყენება ამ მიზნით“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკის ადაპტირებას საჭიროების შესაბამისად. საფრანგეთი და გერმანია შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს. საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს, დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს. ipn
  18. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  19. პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა. „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ, თუმცა მან ზუსტად არ იცის, ვინ ესწრებოდა პოლიციის დღეს და ვინ არა. „რაც შეეხებათ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ჩემი ინფორმაციით, თითოეული მათგანი დღეს ღონისძიებაზე მოწვეული იყო. მე არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიციის მიმართ უპატივცემულობას არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ipn
  20. გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი. შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1
  21. ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას“ და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია“, - აღნიშნავს წილოსანი. ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. იპნ
  22. ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები: აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ: რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა, რომ დაურეკეს მის დედას: ბათუმის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაურეკეს მისი 8 წლის შვილს. ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მასაც ღამით დაურეკეს. დაურეკეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც: ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მათე ცენტერაძეს და პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურს და მის ოჯახის წევრს. მათე ცენტერაძემ ამის შესახებ დაწერა: ანა ბუჩუკურმა ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეაგირების მოთხოვნით მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას. მუქარითა და გინებით დაურეკეს აქტივისტებსაც. მათ შორის, ბათუმელ აქტივისტ ციალა ქათამიძეს. ხელისუფლებისა და მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დარეკვისა და გინება-მუქარის ერთი ტალღა მაისის პირველი კვირაში იყო. 24 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მუქარის ზარების საქმე პროკურატურას გადაუგზავნა. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, რამდენიმე დეპუტატის სახლის კართან გაჩნდა წარწერები: „მონა”, „მოღალატე”. „ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი იქნება „მწარე, უფრო მასშატაბური და ხარისხიანი”. „ჩემთვის საბაბის მოცემა იქნებოდა და შეიძლებოდა? თან სახლში მოკითხვა? რა იდიოტები ხართ ხვდებით ხომ? მერე წუწუნი და ქალოიობა არ დაიწყოთ, რადგან მეც თქვენებურად უნდა მოვიქცე, გიპასუხოთ, ცოტა მწარედ, უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად”. – თქვა მან. პუბლიკა
  23. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი). პუბლიკა
  24. ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. „ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს ეროვნული ფონდის ცნობით, ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. ცისკარაულების კოშკის დაზიანებისა და აღდგენის შესახებ XVI-XVIII საუკუნეების ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვების სამიზნე გახდა და მძიმედ დაზიანდა. დანგრევის საფრთხის წინ მდგარი 19 მეტრის სიმაღლის კოშკის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი და ქართველი პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობის, პროფესიონალთა გუნდისა და 46 ახალგაზრდა მოხალისის შრომის წყალობით. რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა არხოტის ხეობის სიამაყის – ცისკარაულების კოშკის – გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თემისთვის, რომელიც წელიწადში 8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია სამყაროს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკი საირმის მთაზე, რომელიც დაკავშირებულია სოფელ ახიელთან და კოშკთან. კოშკის აღდგენაზე ერთად მუშაობდნენ ადგილობრივი კალატოზები, გამოცდილი არქიტექტორები, სპეციალისტები და მოხალისეები. დღეს კოშკი სათავდაცვო ნაგებობების რეაბილიტაციის სანიმუშო მაგალითია. მის ქვედა სივრცეში მოწყობილი სამუზეუმო სივრცე მნახველს აცნობს არხოტის თემის ისტორიას და კოშკის რეაბილიტაციის ეტაპებს. კოშკის რეაბილიტაციის პროცესს ასახავს მოკლე ფილმიც, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ფონდმა მოამზადა.
  25. "ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები… "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით. სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტაცია თავზე გადაიხიეს; ქვეყანა ამხელა უსაფრთხოების ტექტონიკურ რისკებში შეაგდეს; სახელმწიფო 90-ის “ბარდაგში”, სრულ განუკითხაობაში, “ჩაცუცქულების”, საყოველთაო ნარკომანიის ხანაში დააბრუნეს; ერი პოლიციის უნდობლობის, სრული ინსტიტუციური დეგრადაციის წინაშე დააყენეს; ხალხი ამხელა ურთიერთდაპირისპირებაში დააბრუნეს, მოსახლეობის ნახევარი, ბავშვები, ახალგაზრდები დაატერორეს და დასტრესეს, ნამდვილი ჰიბროდული ომი გამოუცხადეს საკუთარ ხალხს და ეს მართლა ყველაფერზე ხელისმომწერი, სულგაყიდული მედროვეები კიდევ ბედავენ და ხმას იღებენ. გაჩუმდით მაინც და ამ სიბინძურეს კიდევ უფრო მეტ სინაგვეს ნუღა უმატებთ… საკუთარს თავს თუ პატივს არ სცემთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს მაინც ეცით პატივი!!!" კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება.
  26. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა. "ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება, პრაქტიკულად, არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას - მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ," - განაცხადა ბუჩუკურმა. იპნ
  27. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “შენს შვილზე რომ დაგირეკავენ და დააშანტაჟებენ, უხერხულია. სოლიდარობას ვითხოვ, მშობლებს რომ აწიოკებენ. უზრდელი ხარ რიჩარდ სირაბიძე”,- მიმართეს ოპოზიციის წევრებმა სირაბიძეს. თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრები პარტია “ახალის” წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ტყუილში ადანაშაულებდნენ. “საქართველოს პარლამენტის შენობაზე წარწერებს რომ ტოვებენ ესაა კარგი? გაუზრდელი ხართ სახლიდან გამოსული. რა გჭირთ?! ბევრს ბედავთ!”, - მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს. იპნ
  28. დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი. პოლიცია გახდა პოლიტიკოსის დაცვის ობიექტი, აქამდე რომ დახვალ უკვე ნოლი ხარ. დღეს ივანიშვილს რუსის ფუნქცია აქვს აღებული, რომ ქართველი დაუპირიპიროს ქართველს და ამაში იხდის ფულს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/760037159623862/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...