ყველა აქტივობა
- Yesterday
-
ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“, — წერს სამხარაძე X-ზე. დეპუტატის ეს პოსტი გაზიარებული აქვს და პასუხობს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი: „არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, — წერს იგი. ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს. ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად ცდილობს, ანგარიში დადებითად წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად შეჩერებული არ არის. ნეტგაზეთი -
უნდა ვიცოდეთ, რა ვადაში იშლება ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაცია – ლილუაშვილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა. გარდა ამისა, პარტია ითხოვს, რომ ცესკომ არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტი და ყველა ის ცვლილებაც გაასაჯაროოს, რომელიც ამ დოკუმენტშია შეტანილი. როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც სწორედ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ. „დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება. ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს მოუწოდებენ, გადამოწმდეს, ვინ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. დამკვირვებელი ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ არჩევნებში ადგილი ჰქონდა ე.წ. სისტემურ კარუსელს, რომლის ფარგლებშიც ერთმა და იმავე ადამიანებმა არაერთგზის მისცეს ხმა სხვისი, მათ შორის შესაძლოა ემიგრაციაში მყოფი ადამიანების პირადი ნომრების გამოყენებით. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის განცხადებით, ცესკოს მარტივად შეუძლია ამ პოზიციის გაბათილება, თუ ის ამომრჩევლებს მისცემს საშუალებას, შეამოწმონ, მათი პირადი ნომრით ვინ მისცა ხმა, სად და როდის. პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება. ცესკო უარს აცხადებს იმ მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც ოპოზიციას “კარუსელის” არარსებობაში დაარწმუნებდა ნეტგაზეთი -
ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. „გახარია – საქართველოსთვის” პარტიამ ცესკოს მიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი/ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა. პუბლიკა -
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. „მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, - წერს ლიბერგი. იპნ
-
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი. იპნ
-
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის "ცხადი მესიჯი". “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი მესიჯი,” - წერს მარდისალუ-კაჰარი. იპნ
-
დღეს, ამ არჩევნების არაღიარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს პროცესები არის გრძელვადიანი და ჩვენ არ უნდა დავთმოთ პოზიციები, თუ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/933630545283728
-
ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501132370589906
-
საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური იურისდიქციის ქვეშ არჩევნების ჩატარებას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. „საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“. ვინც ამას აკეთებენ, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. ნაცვლად იმისა, რომ მოითხოვო ინფორმაცია, რა მოხდა ამ არჩევნებზე, ან ამის შემდეგ, ან მანამდე მოითხოვო ცესკო-ს დღევანდელი ადმინისტრაციის ცვლილება, კონსენსუსური წესით მათი არჩევა და კიდევ ბევრი რაღაცა, გამოდიხარ პირდაპირ და იძახი, საერთაშორისო, უცხოური ადმინისტრაციის ქვეშ ჩატარდეს არჩევნები. როგორ ფიქრობთ ამაზე, რა რეაქცია ექნება „ოცნებას“, დასცინებს და ნაწილობრივ სწორიც იქნება. ჯერ შენ მოითხოვე ადმინისტრაციის ცვლილება, საქართველოს მოქალაქეების, ქართული ადმინისტრაციის და იურისდიქციის ქვეშ ჩაატარე არჩევნები. ამას რომ თავი დავანებოთ, მარტივ მაგალითს გეტყვით, იდიოტი ხომ არ უნდა იყო, სხვისი იურისდიქციის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს სამართლებრივად, იცით, რამდენი დრო სჭირდება? ამას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, ამას განხილვები სჭირდება, ამას პარლამენტი სჭირდება, ასე სად არის. კანონი არ არსებობს, კონსტიტუცია არ არსებობს? როგორ გგონიათ, ვიღაცა გამოვიდა მიტინგზე, თქვა, ხვალ მოვალ და უცხოური იურისდიქციის ქვეშ ჩავატარებთ არჩევნებს? რაღაცა გონიერება ხომ უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ითხოვს, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს. 1ტვ
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის. „პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ასე, რომ მას შეუძლია გააზიაროს ეს ინფორმაცია. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების გამოძიება თუ ვინმე სხვისი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. ამასთან, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან იმის შესახებ, თუ სხვა რა სახის გამოძიება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პასუხად პრეზიდენტმა 30 ოქტომბრის ბრიფინგზე აჩვენა საარჩევნო დარღვევების კადრები და განაცხადა, რომ „მათ არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები“. სალომე ზურაბიშვილმა„პროკურატურას ურჩია, პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას მოეშვას. არჩევნების გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს „პროკურატურას ვურჩევდი, მოეშვას პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას“ – ზურაბიშვილი ნეტგაზეთი
-
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენა, ხმის ფარულობის დარღვევა არაა. მისივე განცხადებით, ის ფურცელი, რომელიც იმიტირებულ პროცესში გამოიყენეს, იყო დაბალი გრამაჟის და არჩევნებზე გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი გრამაჟის ფურცელი, თუკი ოდესმე ცესკოს არჩევნებზე გამოუყენებია. კალანდარიშვილი ყურადღებას ამახვილებს, ბიულეტენი ჩარჩოში სწორად უნდა მოთავსებულიყო და ვერ მოხდებოდა თუნდაც მეორე მხარეს გამოჟონილი ფერის ხილვა. პუბლიკა
-
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, არჩევნების დღე, როგორც წესი, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის საიდუმლოების ხშირი დარღვევით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩევლებზე დაშინებითა და ზეწოლით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. დოკუმენტის თანახმად, კენჭისყრის დღე დაძაბულობით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა სიჭარბით და ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების რამდენიმე ინციდენტით ხასიათდებოდა. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე. მისიის დასკვნის თანახმად, დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული/დარღვეული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსების ფორმით ან 7%-ში საარჩევნო უბნის მოწყობის, მაგიდების განლაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო. დასკვნაში ასევე წერია: მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ [ვიდეოკამერებით]. დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას. საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4%-ში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ. დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული – ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%). ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99% და 98%-ში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ. გამონაკლისი შემთხვევა იყო მხოლოდ დეფექტური მოწყობილობისა და ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს შორის მონაცემთა სინქრონიზაციასთან დაკავშირებული იშვიათი ხარვეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს მოწყობილობები, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნების 54%-ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნების 97%-ში ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესს, ადგილობრივი დამკვირვებლები კი – 89%-ში, რაც აუმჯობესებდა გამჭვირვალობას. თუმცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხელშეშლის ფაქტი, როდესაც მათ შენობაში შესვლას უკრძალავდნენ ან დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ამის საპირისპიროდ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაკვირვებათა 28%-ში შენიშნეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, რაც შეშფოთებას ზრდიდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობისა და მათი როლის ბოროტად გამოყენების გამო, რაც არ შეესაბამება ODIHR-ის მიერ გაცემულ უცვლელ რეკომენდაციას. 7%-ში არაუფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ამოწმებდნენ ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და დახმარებას უწევდნენ ბიულეტენებთან დაკავშირებულ საკითხებში. ერთ შემთხვევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პირდაპირი დაშინებისა და სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ობიექტი გახდა. ხმების დამთვლელი მოწყობილობებით აღჭურვილ საარჩევნო უბნებში წინასწარი შედეგები დადგინდა ცალკეული მოწყობილობების დაჯამებული შედეგების გაერთიანებით, რის შემდეგადაც მონაცემები USB მოწყობილობაზე აიტვირთა და პლანშეტის დახმარებით გადაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ოფიციალური მონაცემები ყველა საარჩევნო უბნისთვის სავალდებულო ხელით გადათვლის შედეგებს დაეყრდნობა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეაფასეს 193 საარჩევნო უბნიდან 24-ში, რაც პროცედურული შეცდომებით ან საარჩევნო უბნებს შიგნით არსებული არეულობით იყო განპირობებული. საარჩევნო სუბიექტებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ (შესაბამისად, 188 და 176 შესაბამისად) და პროცესი გამჭვირვალედ შეფასდა 181 შემთხვევაში. თუმცა, პროცედურების საპირისპიროდ, გადათვლის პროცესის ზედამხედველობის მიზნით ორი დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლის არჩევა არ მომხდარა, შესაბამისად, 49 და 47 შემთხვევაში. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან ადგილობრივი და სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ პროცესში ჩარევის ფაქტი გამოვლინდა 27 შემთხვევაში. დაფიქსირდა დაძაბულობისა და არეულობის 29 და ხმების დათვლისთვის ხელის შეშლის 7 შემთხვევა. ხმების დათვლის დროს პროცედურის ეტაპების გამოტოვების, მათ შორის წინასწარ გაწერილი თანმიმდევრობისთვის გვერდის ავლა დაფიქსირდა 50 შემთხვევაში. საუბნო საარჩევნო კომისიებმა ვერ გააბათილეს გამოუყენებელი ბიულეტენები 40 შემთხვევაში, და ელექტრონული მოწყობილობები პროცედურის დაცვით არ აალაგეს 67 შემთხვევაში. დათვლის პროცესში თითოეულ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა არ გამოცხადებულა 28 შემთხვევაში, სავალდებულო ხელით გადათვლამ ხმის დამთვლელ მოწყობილობასთან მიმართებით მცირე ცდომილება აჩვენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 23 შემთხვევაში ხელით გადათვლის დროს ხმის ვალიდურობა არ იყო სრულად, რეგულაციების შესაბამისად, განსაზღვრული და არათანმიმდევრული იყო 21 შემთხვევაში. გარდა ამისა, სადავო ბიულეტენების ვალიდურობა არ იყო კენჭისყრით განსაზღვრული დაკვირვების 80 შემთხვევაში. შედეგების ოქმებში გადატანასთან დაკავშირებული სირთულეები აღირიცხა 31 შემთხვევაში, რასაც 6 შემთხვევაში მანამდე დასრულებულ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებში რიცხვების ცვლილებები მოჰყვა. ცდომილებების დათვლის შედეგად შესწორება ან ხელახალი გადათვლა მოითხოვეს 42 შემთხვევაში. 37 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიებმა საჯაროდ არ გამოაკრეს საბოლოო შედეგების ოქმის ხელმოწერილი ასლი, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას. 65 საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმები და საარჩევნო მასალების დამუშავების ეტაპის დასაწყისს 73 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ, რაც ზოგადად დადებითად შეფასდა. პროცედურული ეტაპების გამოტოვების შემთხვევები აღირიცხა 6 დაკვირვების დრო, გადაცემული მასალების მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აღირიცხა 17 დაკვირვების დროს, შეუსაბამო შენობების შემთხვევა გამოვლინდა 8 შემთხვევაში, მოქალაქეთა სიჭარბე კი – 6 შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უბნების დონეზე მიღებული შედეგების დაჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების ამოცანას წარმოადგენს, წევრებმა 9 შემთხვევაში არ განახორციელეს შედეგების ოქმების სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება, ხუთ საოლქო საარჩევნო კომისიას საერთოდ არ შეუსრულებია ეს პროცედურა, არგუმენტად კი მიუთითა, რომ ოფიციალურ შედეგების საბოლოო გაფორმება ეროვნულ დონეზე ხდება. საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებში უზუსტობების არსებობის ფაქტი 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. 66 კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა დამკვირვებელთა ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან 439 საჩივარი მიიღეს, რომლებიც საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას, მრავლობითი საარჩევნო ბიულეტენების გაცემის სავარაუდო ფაქტებს, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენლებისთვის უფლებების შეზღუდვას, ხმის ფარულობის დარღვევას, პროცედურულ დარღვევებს, გადასატანი ყუთით ხმის მიცემას, სახარჯი მასალის ნაკლებობას, ელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობას, ვიდეო გადაღებას, საარჩევნო უბნებში, უბნებს გარეთ ან მათ სიახლოვეს წინასაარჩევნო კამპანიის მასალების არსებობას შეეხებოდა. ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთვის ყველა საჩივრის განხილვა დაწყებული იყო. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ელექტრონულად მიღებული ნაწილობრივი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო და ამ საარჩევნო უბნების 90%-დან შედეგები მიღების შემდეგ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:45სთ-ზე დაიწყო. პუბლიკა
-
„ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო“ – სენატორი როჯერ უიკერი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. „ნაცვლად ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა დარღვევებმა – დაშინებამ, ძალადობამ, მოსყიდვამ, და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო სანდო და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისგან. ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მხარდაჭერილი “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ რუსეთთან და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, შეუძლიათ დაიცადონ, სანამ აშშ და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეები [დაიღლებიან]. ისინი ცდებიან. ამ არჩევნებზე მომხდარი მანიპულაცია არა მარტო ურტყამს საქართველოს ისედაც მყიფე დემოკრატიას. თუ ამ [შედეგების] აღიარებას დავუშვებთ, ეს იქნება დასასრული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და შესაძლოა, მისი სუვერენიტეტისთვისაც კი. ეს არის გაყალბება, და არალეგიტიმურ შედეგებს ნათლად უნდა დავუპირისპირდეთ. მანამ, სანამ „ოცნება“ შეეცდება, ხელისუფლებაში დარჩეს არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების დახმარებით, ის მოიმკის დაგმობასა და იზოლაციას, რომელიც იმსახურებს“, – წერს უიკერი. netgazeti -
არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. „სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში). საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით). ცესკოში - 1 საჩივარი. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა. კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (323). კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრა (2); მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12); დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება(30); მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76); ხმის ფარულობის დარღვევა (76); გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22); ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17); სხვა დარღვევები (62); საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26). საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167). კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%); სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 - საარჩევნო უბნების 11%); ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%); ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%). „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია წარმოადგენდა 1,000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელს უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელს, 85 მობილურ ჯგუფს, 23 იურისტს და 32 ოპერატორს, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს. დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია”, - აღნიშნა დოლიძემ. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ბრიფინგზე მან მედიას წარუდგინა ვიდეობი, რომლებიც არჩევნების დღეს სავარაუდო დარღვევებს ასახავს და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მტკიცებულებები თავად შეაგროვა და გაასაჯაროა. პრეზიდენტმა პროკურატურას თავისი საქმის კეთება ურჩია. „პროკურატურას ვურჩევდის სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს… პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა“, – განაცხადა მან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრიფინგზე გამოსვლამდე მოისმინა ჯოზეფ ბორელის სიტყვა, რომელშიც ბორელმა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის მიხედვით საქართველოში არჩევნების დღის დარღვევებზე ისაუბრა. „ჯოზეფ ბორელსაც უნდა ჰკითხოს მგონი პროკურატურამ, როგორც ჩანს, ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაცაა აღნიშნული უცხოელთა საგამოძიებო მისიების მიერ, ზუსტად იგივეა“, – განაცხადა მან. ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა უცხოური მედიისთვის გაკეთებულ ინგლისურენოვან განცხადებაში. პუბლიკა
-
EU-ს ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმედი არ დაკარგონ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აფასებს ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული. გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში: ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს როგორ (არ) შეასრულა საქართველომ ევროკომისიის 9 ნაბიჯი ნეტგაზეთი -
„ვუერთდებით მოწოდებებს, ჩატარდეს დარღვევების გამოძიება” - 5 ქვეყნის განცხადება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და უერთდებიან მოწოდებებს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი სათანადო ადგილისკენ მიიყვანს. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და საქართველოს მთავრობას შევაფასებთ მათი ქმედებების მიხედვით”, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ლარს ლოკე რასმუსენი, დანიიის საგარეო საქმეთა მინისტრი; ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი; ესპენ ბარტ აიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი; მარია მალმერ სტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პუბლიკა -
Hello pals! I came across a 78 very cool site that I think you should dive into. This platform is packed with a lot of useful information that you might find helpful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://filstalexpress.de/freizeit/151401/]https://filstalexpress.de/freizeit/151401/[/url]
-
Hello friends! I came across a 78 awesome resource that I think you should explore. This site is packed with a lot of useful information that you might find valuable. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://thegarnettereport.com/fashion/7-most-expensive-watches-ever-sold-at-auction-as-of-2022-2023/]https://thegarnettereport.com/fashion/7-most-expensive-watches-ever-sold-at-auction-as-of-2022-2023/[/url]
-
Hello !! I came across a 78 helpful page that I think you should dive into. This tool is packed with a lot of useful information that you might find insightful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://everydaytourist.ca/street-views/embracing-the-beauty-of-local-tourism-farms-and-nature-retreats]https://everydaytourist.ca/street-views/embracing-the-beauty-of-local-tourism-farms-and-nature-retreats[/url]
-
Выгодные предложения и бонусы от нашей компании
Anya78Ki replied to LarisaKi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Hello pals! I came across a 78 interesting platform that I think you should explore. This tool is packed with a lot of useful information that you might find insightful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://expressdigest.com/the-best-casino-series-a-world-of-glamour-and-intrigue/]https://expressdigest.com/the-best-casino-series-a-world-of-glamour-and-intrigue/[/url] -
Hello friends! I came across a 78 fantastic platform that I think you should visit. This platform is packed with a lot of useful information that you might find interesting. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://askanyquery.com/5gs-impact-on-business-innovation-unlocking-new-possibilities-and-revenue-streams/]https://askanyquery.com/5gs-impact-on-business-innovation-unlocking-new-possibilities-and-revenue-streams/[/url]
-
Hello everyone! I came across a 78 awesome tool that I think you should browse. This resource is packed with a lot of useful information that you might find helpful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://everydaytourist.ca/globe-trekking-international-travel/five-reasons-to-try-glamping]https://everydaytourist.ca/globe-trekking-international-travel/five-reasons-to-try-glamping[/url]