Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Yesterday
  2. скачать 888starz на телефон андроид https://kronverkskoe.ru/norma/pags/?igrovue-avtomatu-v-kino-kak-oni-predstavlenu.html
  3. Last week
  4. ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. "დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს. პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”, - წერს გიორგი გახარია. იპნ
  5. ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის იმით, რომ ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს - პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ევროსაბჭოზე აპირებენ ბრალის გადატანას პროპაგანდისტული მეთოდებით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით - პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, ისინი წარმოადგენენ ივანიშვილის პარლამენტს. ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში, მათ უნდათ გააგრძელონ მოქალაქეების ცემა, არაადამიანური მოპყრობა, არჩევნების გაყალბება, ყველა ის ქმედება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს უპირისპირდება. ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“. რაც იყო ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის გზავნილი, ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის ამ ქმედებით. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს. „ღირსებით ევროპისკენ“ ცრუ დაპირების შესრულება ხდება არამხოლოდ იმით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს, მათ შორის იმით, რომ PACE-ში ივანიშვილის პარლამენტს არ ეყოლება წარმომადგენელი. რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით - პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ბრალის გადატანას ევროსაბჭოზე აპირებენ პროპაგანდისტული მეთოდებით“,- აღნიშნა აქუბარდიამ. გარდა ამისა, მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დიდმა ბრიტანეთმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თეონა აქუბარდიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების უფრო ეშინია, ვიდრე ამერიკულის, სწორედ ამას „უკავშირდება ისტერია, გრანტზე ტირილი და მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“. „ეს არ უკავშირდება გრანტის საკითხს. უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის შიშს ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო მოსამართლეების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს მსგავსად იყო სტრატეგიული პარტნიორი. ყველაზე დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით. ამის ერთი ხელის მოსმით გაქრობა ივანიშვილის ქმედებების შედეგი იყო. გახსოვთ, სანქციები ბრიტანეთისგან წამოვიდა, შემდეგ ამას მოჰყვა აშშ-ს სანქციები. მათ ამ სანქციების ეშინიათ უფრო მეტად, ვიდრე ამერიკულის. ამას უკავშირდება ისტერია, მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, გრანტზე ტირილი, არიქა, თუ 100 ათას დოლარს აიღებს გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება და სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება. ივანიშვილის სუვერენიტეტს იცავენ და არა საქართველოს“,- აღნიშნა აქუბარდიამ. მან ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, ის ფაქტი შეაფასა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია. თეონა აქუბარდიას შეფასებით, რეპრესიებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პოლიციელები რეგიონებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. “პოლიციის უფროსები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის სანქცირებულები არიან, დღეს რეგიონებში ისეთ პოზიციებზე ნაწილდებიან, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ვერავინ ახსნა რიჟვაძის შემთხვევა, რა იყო მისი ჩანაცვლების მიზეზი. რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძე გაუშვეს. თავისი ნებით არავინ მიდის. როდესაც ტენდენციაა, რომ პოლიციელების მიდიან რეგიონებში, მაღალ თანამდებობებზე, ავტორიტარიზმის მანიშნებელია, იმ რეპრესიების, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი განგრძობითად აპირებს. თუ გადახედავთ ბოლო შედეგებს, უწყვეტ პროტესტს აჭარის რეგიონში, ნახავთ, რომ ივანიშვილმა ვერც თბილისში და ვერც აჭარაში პროტესტის გადატეხა ვერ შეძლო. რეალობაა, რომ აჭარა, ბათუმი კრიტიკულია, მედგრად იცავს კონსტიტუციურ შენაძენს. მათ სჭირდება ოქტომბერში დამატებით ავტორიტარიზმის ჩაბეტონება“, - აღნიშნა აქუბარდიამ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კაბინეტში ცვლილებებს, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ აქამდე „ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა“. „ორი რამ არის ფაქტი. პირველი: ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა, თავისი კაცი მოეყვანა, რაც ოხანაშვილის პირობებში ხდება, ეს უკავშირდება კობახიძეს. ბალანსის პოლიტიკა, განსაკუთრებით ძალოვნების დაკომპლექტება თავისი ხალხით კობახიძის პირობებში იცვლება. ლილუაშვილს ჰქონდა ურთიერთობა აშშ-სთან, რომელიც პარტნიორი აღარ არის, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა. მე მახსენდება კობახიძის მისამართით ლილუაშვილის ფრაზა. გახსოვთ, ვარჰეიმ როდესაც დაურეკა კობახიძეს, შემდეგ რომ იჩივლა კობახიძემ ორჯერ, მემუქრებოდა სიკვდილითო, ამას ლილუაშვილმა დასცინა - სერიოზული საფუძველი არ იყო, რომ გამოძიებულიყო. არ ვიცი, ლილუაშვილის სუს-იდან გაშვება ბაჩიაშვილს [საქართველოდან მის გასვლას] უკავშირდება თუ ძალაუფლების კონცენტრაციას, ამ ლოგიკით გომელაურიც უნდა გაუშვან, საზღვრის დაცვა გომელაურის ხელშიც არის. არ ვიცი „სამეფო კარის“ თამაშების კუთხით, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს. ვიცი, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში“, - აღნიშნა აქუბარდიამ. რაც შეეხება ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ „აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც დემოკრატიის პრინციპებისგან შორს არის“. „რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება? ეს ნიშნავს რომ აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც შორს არის დემოკრატიის პრინციპებისგან. როდესაც პუტინი ატარებს არჩევნებს, წინასწარ იცის რამდენ პროცენტს აიღებს. ასე უნდათ აქაც. 1 წელში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება რუსეთშიც არ მომხდარა. აპირებენ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩქარა გააკეთონ. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება, აღნიშნულზე მე პასუხი არ მინახავს“,- აღნიშნა აქუბარდიამ. იპნ
  6. 888starz bet https://mytaganrog.com/themes/pgs/chto-takoe-rtp-v-slotah-i-kak-on-vliyaet-na-vuigrush.html
  7. Hello everyone! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] interesting site that I think you should explore. This platform is packed with a lot of useful information that you might find interesting. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://burgertimeworldtour.com/bets-secters/sports-betting-with-the-pros-of-online-bookmakers/]https://burgertimeworldtour.com/bets-secters/sports-betting-with-the-pros-of-online-bookmakers/[/url]
  8. Hello friends! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] useful resource that I think you should browse. This site is packed with a lot of useful information that you might find helpful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://indemnityinfo.com/live-betting/the-abc-of-how-live-betting-works/]https://indemnityinfo.com/live-betting/the-abc-of-how-live-betting-works/[/url]
  9. Hello pals! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] interesting page that I think you should browse. This tool is packed with a lot of useful information that you might find valuable. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://research-paperwriting-service.com/bets-on-sports/sport-betting-as-a-newbie/]https://research-paperwriting-service.com/bets-on-sports/sport-betting-as-a-newbie/[/url]
  10. საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს. „საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! ასე უხდით სამაგიეროს ამ ხალხს? 4 ათასამდე ოჯახი რომ დარჩა შემოსავლის გარეშე თქვენი დროებითი მმართველის "ხაიას" და გაურკვეველი გარიგებებით მილიონების ქონება რომ გადაფორმ-გადმოფორმდა - მაშინ ხომ კარგად იყენებდით ამ ადამიანების შრომას. კეთილი ინებეთ და თქვენ სპონსორ და პროპაგანდისტ რუხაძეს, ტვ „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელს „თხოვეთ“ როგორც სხვა რამეებს თხოვთ ხოლმე, ამ ხალხს მიეხმაროს. ან მოიქეცით როგორც ჯანსაღი ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, პასუხისმგებლობა აიღეთ და ამ დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმარეთ! ასეთი „ფორსმაჟორი“ ყოველდღე არ ხდება და ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთ დროს ადამიანებს გვერდით დაუდგეს!“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში. იპნ
  11. 7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წინაპირობები და PACE-ს რეზოლუციით გათვალისწინებული კრიტიკა გათვალისწინებული არ არის, შესაძლოა, საპარლამენტო ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგაციას ნაწილობრივი უფლებამოსილებაც გაუუქმოს. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად გამოიწვია წევრები PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან. „ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. დელეგაციის წევრებმა (თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე) ასევე ინდივიდუალურად მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რჩება ევროპის საბჭოს „ერთგულ წევრად“. აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში აღარ იქნებიან წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა. ნეტგაზეთი
  12. არასამთავრობო ორგანიზაციები აქციების გამო დაკავებული 11 პირის საქმეს აფასებენ. ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. ორგანიზაციების განცხადებით, შეისწავლეს საქმე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ: სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას; საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები – ვიდეო და ფოტო მასალა მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ან, თუნდაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს; არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის – წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს; საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების – განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ; ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები, აჯანყების მოწყობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის, უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე. „ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია ვიდეო მასალები, რომელთა მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, და დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულებდნენ, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ. მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს. საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის გამო ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ ვერც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისთვის და ვერც დაზარალებული უწყებების ქონებისთვის მიყენებული ზიანი. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელების მიმართ მიყენებული ზიანის რომელიმე ბრალდებულისთვის შერაცხვა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან დაზარალებული პოლიციელის მიერ აღწერილი ზიანის მიყენების დრო, ადგილი და გარემოებები არ ემთხვევა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ადგილს და გარემოებებს. იგივე ეხება ვითომდაც მიყენებულ ქონებრივ ზიანსაც, რომლის მოცულობა ჯამში, ბრალდების მხარის მტკიცებით, 1.8 მილიონი ლარია. ყველა შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ვითომდაც დაზიანებული ქონება ასობით მეტრით, უმეტესად კი კილომეტრობით მოშორებულ ადგილებში (მაგალითად, დედა ენის ბაღში, კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პარკ “მზიურში” და ა.შ.) იყო განთავსებული. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ დააზიანეს ეს ქონება ბრალდებულებმა, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულს პარლამენტის მიმდებარედ ჩადიოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. პუბლიკა
  13. რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“. „რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე. იპნ
  14. მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების სანქცირების თაობაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ სანქციებს გავლენა აქვს, მათ შორის, შიდა ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით და კონკრეტული შედეგი ექნება. “ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებიან კორუფციის ფულით, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მართული და წარმოადგენენ “თოჯინების თეატრის” პერსონაჟებს, ცხადია, არანაირი რესურსი და თავისუფლება არ გააჩნიათ, გამოვიდნენ და ღიად აღიარონ უმძიმესი გადაწყვეტილებების გავლენა საკუთარ თავზე, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობაზე. (ლევან) მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს და დღესაც იგივე ვნახეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ. ნახეთ, როგორი ტექტონიკური, პოლიტიკური ცვლილებების, მათ შორის, პოლიტიკური გზავნილების ცვლილებების წინაპირობა იყო სანქციები. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე [სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება], ფაქტობრივად სულელის პოზიციაში ჩაიყენა თავი [ქართული ოცნების მხარდამჭერი] ამ ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც მესიჯბოქსის ცვლილება დაიწყეს სწორედ ამის საპასუხოდ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს გავლენა, მათ შორის, შიდა მდგრადობის თვალსაზრისით, მათ შორის, რეჟიმის ფინანსების მდგრადობის თვალსაზრისით. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ საქართველო არ არის ისეთი მდიდარი სახელმწიფო რაიმე ტიპის ბუნებრივი რესურსით, სადაც შესაძლებელია რეჟიმის გამოკვება ამ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლით. ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს რაღაც წყარო აქვს შემოსავლის, რითაც შემდეგ იკვებება, ჩვენს რეალობაში ასეთი მდგრადი წყარო არ არსებობს და სწორედ ამ წყაროების შეზღუდვა მიმდინარეობს ამ სანქციების პროცესით და, რა თქმა უნდა, ამას, საბოლოო ჯამში, გავლენა ექნება”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, ლილუაშვილმა ისაუბრა მისი პარტიის პოზიციაზე პარლამენტში მიმდინარე ბოლო პროცესებთან დაკავშირებით და კითხვაზე, რა იქნება, თუ გახარიას პარტიის წევრებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის ფარგლებში დაიბარებენ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იქ მისვლა და საუბარი პოლიტიკურად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე მისვლაზე უარის თქმა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, კომისიას არ აქვს იმის გამბედაობა, სწორედ ის მოსამართლეები დაიბარონ სხდომაზე, რომლებსაც იმ პირებისთვის აქვთ განაჩენი გამოტანილი, რომლებიც დღეს დაზარალებულის სტატუსით იკითხებიან. “ალბათ სწორი იქნება და, მათ შორის, ალბათ, პოლიტიკურადაც უფრო შედეგიანი იქნება - ვგულისხმობ მისვლასა და საუბარს, ვიდრე არმისვლა. ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე არ გავასწრებდი მოვლენებს წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოცემულობა არის ის, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა, შეიქმნა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მის შემდგომაც ადამიანები დაიბარონ და გამოჰკითხონ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთოდ ამ კომისიაში. დღეს ლევან გოგიჩაიშვილს ჰქონდა ამის შესახებ ბრიფინგი, რომელიც, მათ შორის, ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამ კომისიას იმის გამბედაობაც არ აქვს, რომ ის მოსამართლეები დაიბაროს, ვინც იყვნენ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილებების მიმღებები იმ დაზარალებულთა საქმეებზე, რომლებსაც კომისიაზე იბარებენ. “ნაცების” დროს მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები ადამიანების რეპრესირებაზე, ციხეებში უკანონოდ გამოკეტვაზე, იმ მოსამართლეების დაბარების გამბედაობაც არ აქვთ და პირიქით, მეტსაც გეტყვით - მოსამართლეები იქნებიან, პროკურორები იქნებიან თუ რეჟიმის მსახურები იქნებიან, ბევრი ადამიანი იმ კომისიაშიც ზის, “ქართული ოცნების” რიგებშიც არის, რომელიც დამფინანსებელი იყო, “ნაციონალური მოძრაობის” ქომაგიც იყო, აქტიური საჯარო მხარდამჭერი იყო და დღეს ამ კომისიას იმისი უნარიც არ აქვს, რომ ეს ადამიანები მოიყვანოს და საზოგადოებას წარმოუჩინოს, როგორ დააწინაურა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროინდელი ფიგურანტები სხვადასხვა საქმეში “ქართულმა ოცნებამ” და დღეს როგორ არიან სხვა ბატონის დამკვეთების შემსრულებლები”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  15. უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა. „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში. ცნობისთვის, 2024 წლის 23 აპრილის პრემიერ-მინისტრის დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის ვადები 3 წლამდე გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ. იპნ
  16. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. „სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ, სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025; სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025; სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025; სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025; სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე. აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  17. კომისია რომ ფარსია და არ აპირებს წინა ხელისუფლების დანაშაულები სრულად გამოიძიოს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები გააუბედურეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. როგორც გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნახევარი სიმართლის დრო დამთავრებულია“. „ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ „ოცნების“ მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით შექმნა. ცინიკურია ფაქტი, რომ „ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი „ნაცი“, კონკრეტულად: ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი იყო. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდ-ის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში და ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან. 13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა „ნაცების“ დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ. კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიცილების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს. დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ipn
  18. უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება“, - წერს ზოლტან კოვაჩი. ცნობისთვის, დღეს უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა, რომლის წინააღმდეგაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. უნგრეთი, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიხედვით იმოქმედოს, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს. ipn
  19. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო­ globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?" სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს. ipn
  20. თუ იქნება ღია, გახსნილი სხდომა, პირადად მე მივესალმებოდი და დავეთანხმებოდი, რომ გიორგი გახარია მივიდეს კომისიაზე და მათივე მოედანზე ფარდა ახადოს სიმართლეს, პირდაპირ უთხრას პირში, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში. გიორგი შარაშიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან. „ძალიან სასაცილოა, რომ ბიძინას „ნაცები“ აპირებენ გახარიას კომისიაზე დაბარებას. ჯერ კიდევ არ ვიცით, დაიბარებენ თუ არა, მაგრამ მაინტერესებს, გაბედავენ თუ არა. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს [კომისიაზე მისვლა] ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მართალია არალეგიტიმური პარლამენტია და არალეგიტიმური კომისიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა. მე პირადად დავეთანხმებოდი მისვლას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან. დავეთანხმებოდი მისვლას სწორედაც იმიტომ, რომ გახარიამ სიმართლე უთხრას პირში იმ ადამიანებს თავად „განაცებულებს", არა მარტო შემადგენლობით, არამედ ქცევით. „ოცნება“ ბოლო პერიოდში არაფრით არ ჩამოუვარდება „ნაციონალურ მოძრაობას“. შეიძლება სწორიც იყოს მისვლა, მაგრამ თუ დაიბარებენ, ეს არსებულ მომენტზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ იქ მისვლა და მათ მოედანზე ფარდის ახდა და მხილება დღევანდელი „ოცნების“, რომ თუ ვინმე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამგრძელებელია, ეს სწორედ დღევანდელი „ოცნებაა“. მეცამეტე წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და მათ რომ მართლა ჰქონოდათ სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. იპნ
  21. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის შესახებ, რაც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოცნების” ახალი კანონი მიზნად ისახავს რუსული კანონის ჩანაცვლებას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონიც, სხვა ახლად მიღებულ ინიციატივებთან ერთად, შეზღუდავს სამოქალაქო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, რადგან მათ წაართმევს იმ გარანტიებს, რაც საქმიანობის გასაგრძელებლად ესაჭიროებათ. განცხადებაში ოდირი იხმობს შარშან FARA-ს ამერიკული ვერსიის შესახებ გაკეთებულ ანალიზს და იმეორებს, რომ ამერიკულ FARA-ს გააჩნია სამართლებრივი მექანიზმები, რაც იცავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ უცხოური გავლენის იარლიყი მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო არ ატარონ. ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის აღსრულებას და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა კანონმდებლობის საფუძვლიანი და ხელახალი შეფასება. პუბლიკა
  22. იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლიეტუვა მოკლევადიან სტიპენდიებს შემდეგი ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს: სომხეთის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კანადის, ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი), ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იაპონიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ვიეტნამისა და ლიეტუვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. ამასთან, ვებ-გვერდზე ინფორმაცია დევს, რომ ლიეტუვაში სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ქართველ სტუდენტებს განაცხადის გაკეთება კვლავ შეუძლიათ. როგორც ცნობილია, 2024-2025 წლის პროგრამების ჩამონათვალში საქართველო შედიოდა. იპნ
  23. ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან ვერავინ ვერ გვასწავლის, ნებისმიერ სარგებელს, რომელსაც მივიღებთ ჩინეთიდან მხარს დავუჭერთ. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხარჯზე. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965802748955280/
  24. დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში. სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ. მიხეილ ჩინჩალაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან მურუსიძე კი – ამავე სასამართლოს მოსამართლე. ორივე მათგანი გავლენიანი პირია ქართულ სასამართლო სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია, აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლიდერობენ. დოკუმენტში, სადაც 13 სანქცირებული პირის სია გამოქვეყნდა, მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ წერია, რომ ის არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში. „როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, საჯარო მოხელემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, მიიღო ფინანსური სარგებელი თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენა არასათანადოდ გამოიყენა, რათა უზრუნველეყო, რომ სასამართლოში დანიშვნები და გადაწყვეტილებები მმართველი პარტია „ქართული ოცნების” სასარგებლო ყოფილიყო“, – წერია დოკუმენტში. ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ, როგორც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, სარგებელი მიიღო ამავე სასამართლოში უვადოდ განწესებით, განზრახვით, განაგრძოს თავისი საჯარო ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს – დოკუმენტში წერია, რომ ისიც ასევე ჩართულია სერიოზულ კორუფციაში: როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო მოხელემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მიიღო ფინანსური სარგებელი თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, ამ თანამდებობაზე ყოფნისას თავისი გავლენა არასათანადოდ გამოიყენა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭოში სხვა წევრები „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად დანიშნულიყვნენ. ბრიტანეთის მთავრობა ასევე წერს, რომ ლევან მურუსიძემ სარგებელი მიიღო სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნით, განზრახვით, გააგრძელოს თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღება. ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს 2023 წლის აპრილში აშშ-მ დაუწესა ფინანსური სანქციები. მათ ასევე აქვთ არაერთი ევროპული ქვეყნის სავიზო სანქციები. პუბლიკა
  25. ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა,რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ყველა უწყება „ჯიბეში უდევს“. „ამ ქვეყანაში მინისტრი, დეპუტატი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არ არსებობს უწყების ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლობის ნიშნებს ატარებს. ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. ეს არ არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ჩვენ შეიძლება გვაღელვებდეს. ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც არის ამ სისტემის არქიტექტორი. ეს ყველაფერი ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი შეფასებით, ანრი ოხანაშვილის დანიშვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არაფერი შეიცვლება. „ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში უკვე პოლიტიკური ინსტრუმენტია და გრიგოლ ლილუაშვილის ხელში როგორი პოლიტიკური ინსტრუმენტიც იყო, იგივე პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება ანრი ოხანაშვილის ხელში. უბრალოდ, ანრი ოხანაშვილს ბევრად ნაკლები წარმოდგენა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე და მის არქიტექტურაზე, ვიდრე პირობითად, გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა. ფუნდამენტურად, ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება. ზუსტად ის უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც ჩვენ გვდევნის. ანრი ოხანაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი გაუმჯობესდება, თუ უფრო არ გაუარესდა. ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა არის „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა. ამიტომ, სუს-ის ფორმალური უფროსი, ანრი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი, ამით არაფერი იცვლება, რადგან ამ ქვეყანაში ერთადერთი სუვერენი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჯიბეში უდევს ყველა პორტფელი, სუს-იდან დაწყებული და რეგიონული სამინისტროდან დამთავრებული, რომელიც ლილუაშვილს შეუქმნეს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, „ანრი ოხანაშვილის დანიშვნა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ცოტა კურიოზული არის, თუმცა ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ კობახიძე თავის მანდატს მთავრობის მიღმაც აფართოებს“. „დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის საზოგადოებისთვის ანრი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ამით ფუნდამენტური გამოწვევები არ იცვლება“, - განაცხადა სიჭინავამ. გარდა მთავრობაში საკადრო ცვლილებებისა, ბერდია სიჭინავამ სხვა აქტუალური საკითხებიც შეაფასა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ „წინააღმდეგობის კომიტეტზეც“ ისაუბრა. „ვიღაც ცდილობს, ამ ორ საკითხს დაამატოს სააკაშვილის, თვითმმართველობის საკითხი, ვიღაც ვიღაცას ამ კოორდინაციაში ებუტება, ვიღაც კომისიას აკრიტიკებს ომთან დაკავშირებით და 31 მარტს, რეფერენდუმის დღეს ქვემოთ იდგნენ და ომი ვინ დაიწყო? თვითონ ყვიროდნენ ზუსტად ისე, როგორც ამას წულუკიანი და ის ადამიანები აკეთებენ, ვინც ამ კომისიაში არიან. ამ იარების და ტკივილების გახსნა ჩვენ არ გვაინტერესებს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სააკაშვილის საკითხი არის ბევრად უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ქვეყანაში დღეს არსებული რეალური პრობლემები. როგორც სიჭინავა აღნიშნავს, აღნიშნული პარტია „ვიღაც ბელადების და კერპების ტყვეობაშია“, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ აინტერესებს. „ამიტომ, ამ ბელადომანიით შეპყრობილ პარტიას რა დღის წესრიგი ექნება, ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი არ არის. ამ 2 საკითხის ირგვლივ ვართ ახლა კონცენტრირებული და ვიღაცას თუ მიხეილ სააკაშვილის მთავარ თემად ქცევა უნდა, მივიდნენ და „ვივამედთან“ ჩაატარონ აქცია, აიყოლიონ თავიანთი ათასობით მხარდამჭერი, ვიღაც ხომ შევარდნას და ტყვეობიდან დახსნას აპირებდა“, - განაცხადა სიჭინავამ და აღნიშნა: „ვინ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, ამას საზოგადოება თავად შეაფასებს“. ამასთან, ბერდია სიჭინავა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას შესაძლო დაბარებასაც გამოეხმაურა. „ჯერ გაბედონ და დაგვიბარონ, მერე ვისაუბრებ. ხომ ენები აჭარტალეს ამ კომისიასთან დაკავშირებით, აბა გაბედონ, დაგვიბარონ და მერე შესაბამის, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. მერე ისე არ აღმოჩნდეს, თავად „ოცნებაში“ პორტირებული ბიძინას თუ მიშას „ნაცები“ გახდეს ასაკრძალი“, - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  26. სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. „სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. სუს-ს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს“,- წერს მეზვრიშვილი. ამასთან, როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება, „პირდაპირ კავშირშია ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა“. „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირშია ასევე, ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა და არა ეფექტიანობის უზრუნველყოფა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც გენერალური ინსპექციის ფუნქციას ასრულებდა ადმინისტრაციის მასშტაბით. ეს დეპარტამენტი გადაკეთება ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტად. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების (როგორც მისი ძალაუფლების წყაროს) სრულ მონოპოლიზებას“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის. იპნ
  27. Earlier
  28. კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“. „კერძოდ: - ⁠ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის; - აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას; - კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას; - აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას; - წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან; ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს; - შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში; - ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია. ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც, მათი თქმით, "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი. კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...