Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Yesterday
  2. I want to rent a MINI preferably the S', for a week.Actually I want to buy the car but I figured maybe I should test drive it for a week before making any commitment.Anybody know who/company that is offering such service? Be part of the next big thing in crypto — [url=https://doubler.topbitcoinmixer.orgDoubler[/url] is live with a rewarding airdrop and powerful testnet features.] [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] empowers users to earn and explore DeFi tools risk-free — all while collecting valuable DBR tokens. Start earning and exploring DeFi today with [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] — it’s fast, rewarding, and free to join.
  3. „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა. გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა. თეა წულუკიანმა და კომისიის წევრებმა თქვეს, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მაინც მოხდა 110 ჰექტრით, ასევე ოსურმა მხარემ საპასუხოდ 5 საგუშაგო გახსნა. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. „კიდევ კარგი, რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი ტემპით მიდიხართ, რომ ომის დაწყებას დამაბრალებთ“, — განაცხადა გახარიამ. გახარიამ თქვა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. „ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მე, გიორგი გახარია, როდესაც ვიყავი შს მინისტრი, ჩემით ფეხებზე ვიკიდებდი ქვეყნის პრემიერს, ყველას“, — განაცხადა გახარიამ. „და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც… ამას გეუბნებით ზუსტად“, — უპასუხა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა პროცედურას, რომლის მიხედვითაც ახალი საგუშაგოს გახსნის შესახებ სუსს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მხარეებისთვის, თუმცა ეს პროცედურა დაცული არ ყოფილა, რადგან გახარიას საქმის კურსში არ ჩაუყენებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „და რუსები გაბრაზდნენ… და უკაცრავად, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან, მეილი არსებობს? “ — იკითხა გახარიამ. გახარიამ დაადასტურა, რომ სუსს ჰქონდა განსხვავებული აზრი, რადგან მისი პრეროგატივაა „ვინმე არ გავაბრაზოთ“, თუმცა საბოლოოდ შსს-ს პოზიცია უფრო წონადი აღმოჩნდა. შედეგად, გახარიას თქმით, საოკუპაციო ხაზის არგადმოწევის მიზანი მიღწეული იქნა. წულუკიანის ცნობით, პოლიციის საგუშაგო ჩორჩანასთან დღესაც შენარჩუნებულია, თუმცა მისი გახსნის „დაუფიქრებელმა ნაბიჯმა“ ქართული მხარისთვის საფრთხეები გაზარდა. ნეტგაზეტი
  4. არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მანამდე კი, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, შეხვდა, თუ არა „რომელიღაც ელჩს“, რომელმაც ნიკა მელიას დაკავება გადააფიქრებინა, შედეგად, გუნდი მიატოვა და „სხვის ჭკუაზე გაიარა“. „ტყუილია, ეს არ არის მართალი. გიდასტურებთ, რომ ჩემი პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი. მელია იყო დასაკავებელი, რადგან ეს ჟესტი, სროლის [პრობაციის სამაჯურის] ეს იყო სახელმწიფოს გამოწვევა და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა უნდა ემოქმედა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია. ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი მოიქცა ისე, როგორც... კიდევ ერთხელ, ვადასტურებ, რომ ამის შემდგომ მოვიდა კობახიძე, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი იმიტომ, რომ ძალიან უჭირდა პარლამენტარებთან. მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ, უკვე ოპერატიულად მივყვებით ამ პროცესს. დილით, ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, როგორც ყოველ დღე. საერთოდ არანაირი აზრი, არც გადადგომა, საერთოდ არაფერი“ , - განაცხადა გახარიამ. მისი განმარტებით, პარტიაში, რამდენჯერმე შეიკრიბნენ, სადაც ნიკა მელიას დაკავების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა იყო. „დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ მელიას ამნისტირება და გაშვება არ დაგვჭირვებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი და მიზეზი, რომ მელია დაგვეჭირა და სამართალი აღგვესრულებინა ისე, რომ არანაირ ამნისტიის მოთხოვნის რესურსი უცხოელებისთვის, არ დაგვეტოვებინა. ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურ აქტი და ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი კრიმინალის დაკავების აქტი“, -განაცხადა გახარიამ. ამასთან, მან შეახსენა თეა წულუკიანს, რომელიც მისვე თქმით, ,ირწმუნებოდა, რომ „შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს“. „ თქვენ ამბობდით, თქვენ ცოცხალი მაგალითი ხართ, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. თქვენ მოიწერეთ, ვციტირებ, თუ საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ“ , - განაცხადა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა ასე უპასუხა, რომ „დღესაც მივანიჭებდი დიდი სიამოვნებით. ეს მე ვთქვი, სანამ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ“. ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობის პოლიტსაბჭოს ბევრი წევრი, უმრავლესობა მის აზრზე იყო და ამბობდნენ, რომ დილით უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა „ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო უხილავი კაცის ხელი“. გახარიას განმარტებით, ამის შემდგომ ჰკითხა შს მინისტრს, თუ რა ხდებოდა გდდ-ს ძალებში, თუმცა ის უბრალოდ სიმართლეს ვერ ეუბნებოდა. „მარტივი რამ მოხდა, პროცესში სამართავად შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე აიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად, ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თავის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის სჭირდებოდა. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია“-განაცხადა გახარიამ. თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“. „მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  5. თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? , - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა. ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომელიმემ ფული არ აიღოს და არ შეიპაროს. “გუნდში ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არის პანაცეა. მაგალითად, დღეს რომ მე აქ მოვსულიყავი, გუნდის ნახევარი წინააღმდეგი იყო, ნახევარი - მომხრე, მაგრამ თითოეულ ადამიანს მაშინ, როდესაც, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, აქვს სივრცე, სადაც თავისი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ავუკრძალავ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოიყვანეთ მაგალითი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. მთავარი რა არის, იცით? არ უნდა შეიპაროს და ფული არ უნდა აიღოს ამაში - მთავარი ეს არის, თორემ თავისი რწმენით თუ ამას გადაწყვეტს, მე რა ძალა მაქვს სხვა ადამიანზე…” - უპასუხა გახარიამ ილია ინჯიას. საკითხზე საუბარი თეა წულუკიანთან გაგრძელდა. “ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ…” - მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც სმენია მსგავსი ჭორები. “ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ”, - აღნიშნა გახარიამ. გახარიას ამ განცხადებას მოჰყვა წულუკიანის რეპლიკაც: “აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, დიდება უფალს”. ინტერპრესნიუსი
  6. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა. როგორც გახარია ამბობს, 20 ივნისის ღამეს ვერც ერთ იმ პირთან ვერ გავიდა კონტაქტზე, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე და შესაძლო პროცესების განვითარებაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა. კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული , ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე. თქვენ კი იძახით ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?! ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეტს ის რაღაცა რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა. ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდეგ იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერავის ვერ დაურეკავდი. ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი ვერ ვიპოვეთ ხაზზე. ვისი მოძებნაც მაშინ გვინდოდა. ეს არის რეალობა,“ - განაცხადა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  7. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, „რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. მისივე განმარტებით, ყველა იყო გაფრთხილებული, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ „მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა“. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანს შემდეგ შეკითხვას: „თქვენ [ალბათ] მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როდესაც თქვენ ეს შეიტყვეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიამ. „დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს .“- უპასუხა გიორგი გახარიამ. გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, წულუკიანმა ჰკითხა, „თუ რომელ მოადგილეს მისცა ეს ბრძანება, რა ფორმით გასცა ბრძანება, ეს იყო ტელეფონით, თუ გვერდით ეჯდა და ისე უთხრა? და რამდენად სწორად „ჩაიშალა“ გაცემული ბრძანება“. გახარიამ უპასუხა, რომ ბრძანება რაციით გასცა. „როგორც მახსოვს, რაციით იმიტომ, რომ მაშინ კავშირგაბმულობის პრობლემა იყო, ვსარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ამას ყველა გაიგებდა. [რაციაზე იყვნენ] მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. არ მახსოვს, ახლა, ასე გვარები, ექვსი წელია უკვე (გასული)“, - განაცხადა გახარიამ. როგორც გახარიამ აღნიშნა, მის მის მიერ რაციაში გაცემული ბრძანების შესახებ საპასუხო დასტური მიიღო, თუმცა ამის შემდგომ „რეზინის ტყვიები [მაინც] იყო გამოყენებული“. „ამის შემდგომაც იყო რეზინის ტყვიები გამოყენებული, [მაინც გამოიყენეს] კი.“, - აღნიშნა გახარიამ. მას თეა წულუკიანმა ჰკითხა, როდესაც აკრძალვის შესახებ ბრძანება გასცა, იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად ვინმე, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს. „არ მახსოვს. თუ ეს გავეცი რაციით, გამოძიებაში იქნება“, - აღნიშნა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  8. მეგობრებო, თქვენ, ამ ოცი ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი! - შესაბამისად, არარელევანტურია ჩემ მიმართ კითხვა იმასთან დაკავშირებით, მივესალმები გამოძიებას და სიმართლის დადგენას თუ არა,- ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. გახარიას თქმით, „არსებობდა ცალკეული გადაცდომები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა“. „არ ვიცი, საიდან გაქვთ ინფორმაცია იმ ტრაგიკული შემთხვევის, რომელიც დაასახელეთ, სად მოხდა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ნუ.. გაქვთ და გაქვთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იყო ცალკეული გადაცდომები, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიებები და ზოგიერთ შემთხვ­ევაში დადგა შედეგი. მე აღარ მივცემ ჩემს თავს უფლებას, კომისიას კითხვა დავუსვა, მაგრამ რომ გავახსენო, მივცემ ამის უფლებას ჩემს თავს: მეგობრებო, თქვენ, ამ ოცი ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი! ახლა, როდესაც თქვენ მე კითხვას მისვამთ, დაეთანხმებით ახალ გამოძიებას? ან გამოძიების დასრულებას? თქვენ, ადამიანებმა, რომლებმაც ამნისტია გამოუცხადეს... მე არ ვიცი, თქვენ მაშინ ვის იცავდით, მაგრამ თქვენ ამ დანაშაულთან და ამ ღამის მოვლენებთან მიმართებით ამნისტია გამოაცხადეთ. შესაბამისად, არარელევანტურია ჩემ მიმართ კითხვა იმასთან დაკავშირებით, მივესალმები გამოძიებას და სიმართლის დადგენას თუ არა“, - განაცხადა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  9. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს. „ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე, ჯებირი ნამდვილად, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანაც გემახსოვრებათ. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები! ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი, ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ?!“- განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ გავრილოვი რომ არ ჩამოეყვანათ, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. „არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი. არაფერს გავურბივარ. აბსურდულ საკითხებს ეხებით, ეს აბსურდია“, - განაცხადა გახარიამ. ამასთან, წულუკიანმა მიმართა გახარიას და დაინტერესდა, თუ რატომ იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპერაციის შესახებ აზრი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს კითხა. „რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გაწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან, არცერთს შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. კითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? რომ ამბობთ, რომ კითხეთ, ეს არის მტკნარი ტყუილი!“ - განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ თავად ის იტყუება. „დიახ, ვკითხე! თქვენ ახლა იტყუებით. წარმოდგენა არ გაქვთ ორ ადამიანს შორის რა საუბარი იყო და რა კითხვებს ვუსვამდით. ის საკითხიც, რომელიც თქვენ დააყენეთ, იქ ღობე არსებობდაო, ფოტოებს გამოგიგზავნით, როგორი ღობე არსებობდა. იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ნაცებთან“ დგას თავად ის. „ნაცებთან“ თქვენ დგახართ. „ნაცების“ კომისიაში როცა იყავით მოსული, ხორავას საქმეზე, ნაკლებად ყინჩად გამოიყურებოდით“, - აღნიშნა წულუკიანმა. ინტერპრესნიუსი
  10. თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი - დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც, - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 20 ივნისს ის იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიასა და ხელისუფლებას. “რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. აგიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს. ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და მიგაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარევ, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებს ასე არ ვცვლი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, - განაცხადა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  11. ამ კომისიას საქართველოს მოქალაქეებზე ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებთ, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, მანამდე მოსვლას არ ვაპირებდი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. გახარიას თქმით, მისი მისვლა პარლამენტში არ ნიშნავს იმას, რომ კომისიას აღიარებს. „გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ, უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ თუ ვინ გასცა პარლამენტის შტურმის შესახებ ბრძანება არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს „ნაცების“ წარმომადგენლებს არ ეძახით. თქვენ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალავს არ აპირებთ. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. რაც შეეხება რას ვხედავ მე ამ კომისიაში, მე ხომ ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს. ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში. მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია და ჩემი აზრით დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  12. 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს. „20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარ ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ, იუსტიციის მინისტრობის დროს არის გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება. ძალიან კარგად მესმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჰააგა სხვების საქმეებთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო. სტრასბურგმა დაადგინა, მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ, ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის, ინფორმაციის არსებობას და წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი,“ -განაცხადა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
  13. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან. იპნ
  14. Last week
  15. 14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება. იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას "ქართული ოცნების" პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან. კომისიაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. კომისიის შექმნიდან რამდენიმე კვირაში მისი მანდატი გაფართოვდა და გადაწყდა, რომ ის 2012 წლის შემდგომ მოვლენებსაც შეისწავლის. გახარია პირველი ადამიანია, რომელიც "ქართული `ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომხდარი ამბის შესახებ გამოსაკითხად დაიბარეს. ნეტგაზეთი
  16. ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დაღუპვის ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წ####ბით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ. ინტერპრესნიუსი
  17. ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაში მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით, ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. თავაძის თქმით, მივა თუ არა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ეს მისი გადასაწყვეტია. “გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მივა თუ არა ამ ე.წ. კომისიაზე, მოდით, მას დავუტოვოთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს, ცალსახად, ინდივიდუალური საკითხია, იმდენად, რამდენადაც რამდენიმე დღეა, სხვა ამ ე.წ. კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული აზრები, მაგალითად, ზოგი ამბობდა, რომ ამ კომისიაზე მისვლა, ყველაფრის მათთვის ახსნა, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები, არაკონსტიტუციურად შექმნილი არალეგიტიმურ პარლამენტში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ შოუს დადგმას და ამ ძირითადი პოლიტიკური კრიზისიდან, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრები, რასაც ჰქვია არჩევნების მიტაცება, “ოცნების” რეჟიმად ჩამოყალიბება, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა - ეს როგორმე გადაიფაროს და მეორენი ამბობდნენ, რომ ამ კომისიაზე მისვლა ე.წ. კომისიას ლეგიტიმურობას შესძენდა. ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაზე მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, როდესაც ისინი სანახევრო სიმართლეს ამბობენ საზოგადოების წინაშე, რაც მათ, თითქოს, პოზიტივს მოუტანს, შესაბამისად, იქ მისვლით, მათი მხილებით, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი. მე, მაგალითად, ამ პარტიის ერთი წარმომადგენელი, ერთი აღებული მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ კომისიაზე მისვლა, მათი მხილება, მათი არალეგიტიმურობის ხაზის გასმა ბოლომდე სიმართლის თქმა, მგონია, რომ არის სწორი, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. ეს არის ცალსახად ინდივიდუალური საკითხი და რას გადაწყვეტს გიორგი გახარია, ამას ვნახავთ ორ-სამ დღეში”, - განაცხადა თავაძემ. კითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 2019 წლის 20 ივნისი, გახარიას თანაგუნდელმა უპასუხა, რომ სასაცილოა ის ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიასთან აქვს შეკითხვები ამ მოვლენებზე. თავაძის თქმით, 20 ივნისზე შეკითხვები “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ გუნდში უნდა დასვას. “მე მოვერიდებოდი “ქართული ოცნების” მხრიდან ამ ტერმინის, რასაც ღალატი ჰქვია, ასე ხელაღებით გამოყენებას და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს - ჩვენ თუ გადავხედავთ პრეისტორიას, ისინი ამ ტერმინს იყენებდნენ სრულიად გაუაზრებლად, დაუფიქრებლად და იყენებდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ის კი არა, რომ ვიღაც შეკვეთილად, რაღაც მესიჯბოქსით, რაღაც ნარატივით ამ ტერმინს ხშირად გამოიყენებს, ეს კი არ ამკვიდრებს ამ ტერმინს და ეს კი არ ხდის მას ქმედითს, ამას მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არქმევს თავის სახელს და ეს რჩება ისტორიულად, რასაც ეს მძიმე სიტყვა - მოღალატე და ღალატი ჰქვია. ღალატს დღეს თუ ვინმე სჩადის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ეს არის “ოცნების” რეჟიმი, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს მოჰპარა ევროპული არჩევნები, მოჰპარა კონსტიტუციური ერთ-ერთი მთავარი უფლება და მიიტაცა ხელისუფლება, ამიტომ არიან ისინი არალეგიტიმურები. ვინ ვის უღალატა? გახარიამ როდესაც ნახა, რომ “ოცნება” თავის ლიდერთან ერთად ღალატობდა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, გაუქმებული იყო სასამართლო ხელისუფლება, ხელისუფლების ყველა შტოს მორგება ხდებოდა ერთ ადამიანზე, ამიტომ დატოვა ის თანამდებობა და გადადგა, ეს არის ღალატი? სასაცილოა ისიც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს “ოცნების” რეჟიმს შეკითხვები. ეს შეკითხვები უნდა იყოს თვითონ მათთან, მათ რიგებში უნდა ეძებონ ეს შეკითხვები”, - აღნიშნა ზაზა თავაძემ. ინტერპრესნიუსი
  18. თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“. თეა წულუკიანი „წაიქცა“ როინ შავაძის საქმეზე, როცა კომისიაზე ვერ დაიბარა ვასილ როინიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთელი კომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე გიორგი გახარია დაიბარეს მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არ არიან დაბარებული. „თეა წულუკიანი ასევე „წაიქცა“ გირგვლიანთან და გირგვლიანის დედასთან, როცა მურუსიძე გაამეფა თავისი სასამართლო[რეფორმების] ტალღებით სასამართლო ხელისუფლებაში. „წულუკიანი“ წაქცეულია „ნაცმოძრაობასთან“ და ახლა ცდილობს კომისიის თავმჯდომარეობით იმიჯის შექმნას. სააკაშვილი არ დაუბარებიათ, ადეიშვილი არ დაუბარებიათ, მერაბიშვილი არ დაუბარებიათ, კოდუა არ დაუბარებიათ, ახალაიები არ დაუბარებიათ და გახარიას დაუძახეს კომისიაზე, წარმოგიდგენიათ?! მთელი კომიკურობა ამაში მდგომარეობს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. კითხვაზე, მზად არის თუ არა გიორგი გახარია უპასუხოს საგამოძიებო კომისიის კითხვებს, ბერდია სიჭინავა პასუხობს, რომ „საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, ისიც არ ვიცით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა“. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას, სიჭინავას განცხადებით, სანქციები ჩიხია, რომელიც „ყველას მიუკაკუნებს და ვერავინ ვერ გადარჩება“. „რაც უფრო დრო გავა, დაინახავენ, რომ სასანქციო წრე ფართოვდება, უფრო მეტი ადამიანი სანქცირდება. ბიძინა ივანიშვილს უკვე აღარ აქვს რესურსი, რომ დიდ ბრიტანეთთან დაალაგოს, აშშ-სთან დაალაგოს, ევროკავშირთან დაალაგოს. ესე იგი ეს ადამიანი იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციისკენ, სადაც მომავალი არ აქვს არავის. ეს არის ჩიხი, ყველასთვის ჩიხია. მათ შორის იმ ადამიანების ჩიხიცაა, ვინც საყრდენია ბიძინა ივანიშვილის. ყველას მიუკაკუნებს ეს ამბავი, ვერავინ ვერ გადარჩება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ინტერპრესნიუსი
  19. LeoVegas https://www.webwiki.nl/leovegas.one
  20. ...and the upcoming After Effects importer. The fact that RED is coming out with an SDK is a huge deal. Cant wait to see what happens when third parties really start having fun with it Discover [url=https://doubler.topbitcoinmixer.orgDoubler[/url], the new frontier of DeFi. Earn DBR by completing simple tasks in our incentivized testnet!] [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] empowers users to earn and explore DeFi tools risk-free — all while collecting valuable DBR tokens. Start earning and exploring DeFi today with [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] — it’s fast, rewarding, and free to join.
  21. Tender thanks you championing sharing this! https://delphinium-blue.com It’s every time attractive to see distinguishable perspectives on this topic. I rate the stab and charge put into this list inform – it provides valuable insights and definitely gives me something to ponder about. Looking forward to more felicity like this! Apprehend also - https://bestpornoclips.info
  22. 888starz скачать на айфон https://gorobr.ru/images/pages/?preimushestva-online-casino.html
  23. სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სანქციების არეალის გაფართოება რეჟიმის მდგრადობაზე გავლენას მოახდენს. “ახლა სასწორზე უნდა დადგეს სპონსორების პერსონალური ინტერესები და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, როდესაც სანქციების არეალი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და შეეზღუდებათ თავიანთი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, ეს გავლენას მოახდენს და უკვე ახდენს, ამ თვალსაზრისით, რეჟიმის მდგრადობაზე. ის, რომ სანქციების პოლიტიკა არის ასეთი თანმიმდევრული, ასეთი განგრძობადი არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურება და, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი და თანმიმდევრული ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. გარდა სანქციებისა, ლილუაშვილმა ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დაბარებაზე. კითხვაზე, მივა თუ არა გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე არის დაბარებული, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პერსონალურად გახარიას გადასაწყვეტია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას გააგრძელებს. “ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ინდივიდუალურად ჩემი ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ არის და აქაც არაფერია გასაკვირი - ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება. კონტექსტურად, არანაირი კავშირი ლეგიტიმაცია - არა ლეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს. მე, ამ შემთხვევაში, სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა - ჩვენ და, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას, დასამალი არაფერი აქვს. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. ipn
  24. 888starz скачать зеркало https://neoconomica.ru/images/pgs/sueveriya-igrokov-casino.html
  25. პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს. მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა. „როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, - აცხადებენ პარტიაში. ipn
  26. 888starz отзывы https://sbmk.org/css/pgs/pochemu-onlayn-kazino-populyarnu-v-rossii.html
  27. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის. „9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა. თუმცა, ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მერაბ კოსტავას ანდერძად დატოვებულ სიტყვებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი ბრძოლა თავისუფლების მოპოვების შემდეგ მის შესანარჩუნებლად იწყება. მათ წინაშე ყველანი ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ ნამდვილი მშვიდობისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ ეროვნული მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე”, - წერს გიორგი გახარია. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...