Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაში მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით, ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. თავაძის თქმით, მივა თუ არა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ეს მისი გადასაწყვეტია. “გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მივა თუ არა ამ ე.წ. კომისიაზე, მოდით, მას დავუტოვოთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს, ცალსახად, ინდივიდუალური საკითხია, იმდენად, რამდენადაც რამდენიმე დღეა, სხვა ამ ე.წ. კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული აზრები, მაგალითად, ზოგი ამბობდა, რომ ამ კომისიაზე მისვლა, ყველაფრის მათთვის ახსნა, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები, არაკონსტიტუციურად შექმნილი არალეგიტიმურ პარლამენტში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ შოუს დადგმას და ამ ძირითადი პოლიტიკური კრიზისიდან, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრები, რასაც ჰქვია არჩევნების მიტაცება, “ოცნების” რეჟიმად ჩამოყალიბება, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა - ეს როგორმე გადაიფაროს და მეორენი ამბობდნენ, რომ ამ კომისიაზე მისვლა ე.წ. კომისიას ლეგიტიმურობას შესძენდა. ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაზე მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, როდესაც ისინი სანახევრო სიმართლეს ამბობენ საზოგადოების წინაშე, რაც მათ, თითქოს, პოზიტივს მოუტანს, შესაბამისად, იქ მისვლით, მათი მხილებით, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი. მე, მაგალითად, ამ პარტიის ერთი წარმომადგენელი, ერთი აღებული მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ კომისიაზე მისვლა, მათი მხილება, მათი არალეგიტიმურობის ხაზის გასმა ბოლომდე სიმართლის თქმა, მგონია, რომ არის სწორი, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. ეს არის ცალსახად ინდივიდუალური საკითხი და რას გადაწყვეტს გიორგი გახარია, ამას ვნახავთ ორ-სამ დღეში”, - განაცხადა თავაძემ. კითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 2019 წლის 20 ივნისი, გახარიას თანაგუნდელმა უპასუხა, რომ სასაცილოა ის ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიასთან აქვს შეკითხვები ამ მოვლენებზე. თავაძის თქმით, 20 ივნისზე შეკითხვები “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ გუნდში უნდა დასვას. “მე მოვერიდებოდი “ქართული ოცნების” მხრიდან ამ ტერმინის, რასაც ღალატი ჰქვია, ასე ხელაღებით გამოყენებას და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს - ჩვენ თუ გადავხედავთ პრეისტორიას, ისინი ამ ტერმინს იყენებდნენ სრულიად გაუაზრებლად, დაუფიქრებლად და იყენებდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ის კი არა, რომ ვიღაც შეკვეთილად, რაღაც მესიჯბოქსით, რაღაც ნარატივით ამ ტერმინს ხშირად გამოიყენებს, ეს კი არ ამკვიდრებს ამ ტერმინს და ეს კი არ ხდის მას ქმედითს, ამას მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არქმევს თავის სახელს და ეს რჩება ისტორიულად, რასაც ეს მძიმე სიტყვა - მოღალატე და ღალატი ჰქვია. ღალატს დღეს თუ ვინმე სჩადის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ეს არის “ოცნების” რეჟიმი, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს მოჰპარა ევროპული არჩევნები, მოჰპარა კონსტიტუციური ერთ-ერთი მთავარი უფლება და მიიტაცა ხელისუფლება, ამიტომ არიან ისინი არალეგიტიმურები. ვინ ვის უღალატა? გახარიამ როდესაც ნახა, რომ “ოცნება” თავის ლიდერთან ერთად ღალატობდა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, გაუქმებული იყო სასამართლო ხელისუფლება, ხელისუფლების ყველა შტოს მორგება ხდებოდა ერთ ადამიანზე, ამიტომ დატოვა ის თანამდებობა და გადადგა, ეს არის ღალატი? სასაცილოა ისიც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს “ოცნების” რეჟიმს შეკითხვები. ეს შეკითხვები უნდა იყოს თვითონ მათთან, მათ რიგებში უნდა ეძებონ ეს შეკითხვები”, - აღნიშნა ზაზა თავაძემ. ინტერპრესნიუსი
  3. თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“. თეა წულუკიანი „წაიქცა“ როინ შავაძის საქმეზე, როცა კომისიაზე ვერ დაიბარა ვასილ როინიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთელი კომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე გიორგი გახარია დაიბარეს მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არ არიან დაბარებული. „თეა წულუკიანი ასევე „წაიქცა“ გირგვლიანთან და გირგვლიანის დედასთან, როცა მურუსიძე გაამეფა თავისი სასამართლო[რეფორმების] ტალღებით სასამართლო ხელისუფლებაში. „წულუკიანი“ წაქცეულია „ნაცმოძრაობასთან“ და ახლა ცდილობს კომისიის თავმჯდომარეობით იმიჯის შექმნას. სააკაშვილი არ დაუბარებიათ, ადეიშვილი არ დაუბარებიათ, მერაბიშვილი არ დაუბარებიათ, კოდუა არ დაუბარებიათ, ახალაიები არ დაუბარებიათ და გახარიას დაუძახეს კომისიაზე, წარმოგიდგენიათ?! მთელი კომიკურობა ამაში მდგომარეობს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. კითხვაზე, მზად არის თუ არა გიორგი გახარია უპასუხოს საგამოძიებო კომისიის კითხვებს, ბერდია სიჭინავა პასუხობს, რომ „საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, ისიც არ ვიცით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა“. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას, სიჭინავას განცხადებით, სანქციები ჩიხია, რომელიც „ყველას მიუკაკუნებს და ვერავინ ვერ გადარჩება“. „რაც უფრო დრო გავა, დაინახავენ, რომ სასანქციო წრე ფართოვდება, უფრო მეტი ადამიანი სანქცირდება. ბიძინა ივანიშვილს უკვე აღარ აქვს რესურსი, რომ დიდ ბრიტანეთთან დაალაგოს, აშშ-სთან დაალაგოს, ევროკავშირთან დაალაგოს. ესე იგი ეს ადამიანი იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციისკენ, სადაც მომავალი არ აქვს არავის. ეს არის ჩიხი, ყველასთვის ჩიხია. მათ შორის იმ ადამიანების ჩიხიცაა, ვინც საყრდენია ბიძინა ივანიშვილის. ყველას მიუკაკუნებს ეს ამბავი, ვერავინ ვერ გადარჩება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ინტერპრესნიუსი
  4. Today
  5. LeoVegas https://www.webwiki.nl/leovegas.one
  6. ...and the upcoming After Effects importer. The fact that RED is coming out with an SDK is a huge deal. Cant wait to see what happens when third parties really start having fun with it Discover [url=https://doubler.topbitcoinmixer.orgDoubler[/url], the new frontier of DeFi. Earn DBR by completing simple tasks in our incentivized testnet!] [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] empowers users to earn and explore DeFi tools risk-free — all while collecting valuable DBR tokens. Start earning and exploring DeFi today with [url=https://doubler.topbitcoinmixer.org]Doubler[/url] — it’s fast, rewarding, and free to join.
  7. Yesterday
  8. Tender thanks you championing sharing this! https://delphinium-blue.com It’s every time attractive to see distinguishable perspectives on this topic. I rate the stab and charge put into this list inform – it provides valuable insights and definitely gives me something to ponder about. Looking forward to more felicity like this! Apprehend also - https://bestpornoclips.info
  9. 888starz скачать на айфон https://gorobr.ru/images/pages/?preimushestva-online-casino.html
  10. Last week
  11. სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სანქციების არეალის გაფართოება რეჟიმის მდგრადობაზე გავლენას მოახდენს. “ახლა სასწორზე უნდა დადგეს სპონსორების პერსონალური ინტერესები და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, როდესაც სანქციების არეალი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და შეეზღუდებათ თავიანთი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, ეს გავლენას მოახდენს და უკვე ახდენს, ამ თვალსაზრისით, რეჟიმის მდგრადობაზე. ის, რომ სანქციების პოლიტიკა არის ასეთი თანმიმდევრული, ასეთი განგრძობადი არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურება და, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი და თანმიმდევრული ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. გარდა სანქციებისა, ლილუაშვილმა ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დაბარებაზე. კითხვაზე, მივა თუ არა გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე არის დაბარებული, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პერსონალურად გახარიას გადასაწყვეტია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას გააგრძელებს. “ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ინდივიდუალურად ჩემი ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ არის და აქაც არაფერია გასაკვირი - ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება. კონტექსტურად, არანაირი კავშირი ლეგიტიმაცია - არა ლეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს. მე, ამ შემთხვევაში, სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა - ჩვენ და, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას, დასამალი არაფერი აქვს. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. ipn
  12. 888starz скачать зеркало https://neoconomica.ru/images/pgs/sueveriya-igrokov-casino.html
  13. პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს. მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა. „როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, - აცხადებენ პარტიაში. ipn
  14. 888starz отзывы https://sbmk.org/css/pgs/pochemu-onlayn-kazino-populyarnu-v-rossii.html
  15. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის. „9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა. თუმცა, ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მერაბ კოსტავას ანდერძად დატოვებულ სიტყვებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი ბრძოლა თავისუფლების მოპოვების შემდეგ მის შესანარჩუნებლად იწყება. მათ წინაშე ყველანი ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ ნამდვილი მშვიდობისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ ეროვნული მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე”, - წერს გიორგი გახარია. იპნ
  16. საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იპნ
  17. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, ისინი 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებენ. „ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს“,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. იპნ
  18. скачать 888starz на телефон андроид https://kronverkskoe.ru/norma/pags/?igrovue-avtomatu-v-kino-kak-oni-predstavlenu.html
  19. ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. "დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს. პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”, - წერს გიორგი გახარია. იპნ
  20. ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის იმით, რომ ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს - პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ევროსაბჭოზე აპირებენ ბრალის გადატანას პროპაგანდისტული მეთოდებით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით - პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, ისინი წარმოადგენენ ივანიშვილის პარლამენტს. ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან PACE-ში, მათ უნდათ გააგრძელონ მოქალაქეების ცემა, არაადამიანური მოპყრობა, არჩევნების გაყალბება, ყველა ის ქმედება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს უპირისპირდება. ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“. რაც იყო ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის გზავნილი, ივანიშვილმა დაასრულა, მათ შორის ამ ქმედებით. „ღირსებით ევროპისკენ“ ისეთი აფიორა იყო, რომელიც ჯერ გვინახავს. „ღირსებით ევროპისკენ“ ცრუ დაპირების შესრულება ხდება არამხოლოდ იმით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს, მათ შორის იმით, რომ PACE-ში ივანიშვილის პარლამენტს არ ეყოლება წარმომადგენელი. რაც არ უნდა მოინდომოს ევროსაბჭომ, მონდომება აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. წინაპირობები, რაც იყო დათქმის სახით - პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი „გაღმას შეედავეს“ პრინციპით, აჩვენებს, რომ ბრალის გადატანას ევროსაბჭოზე აპირებენ პროპაგანდისტული მეთოდებით“,- აღნიშნა აქუბარდიამ. გარდა ამისა, მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დიდმა ბრიტანეთმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თეონა აქუბარდიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების უფრო ეშინია, ვიდრე ამერიკულის, სწორედ ამას „უკავშირდება ისტერია, გრანტზე ტირილი და მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“. „ეს არ უკავშირდება გრანტის საკითხს. უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის შიშს ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო მოსამართლეების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს მსგავსად იყო სტრატეგიული პარტნიორი. ყველაზე დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით. ამის ერთი ხელის მოსმით გაქრობა ივანიშვილის ქმედებების შედეგი იყო. გახსოვთ, სანქციები ბრიტანეთისგან წამოვიდა, შემდეგ ამას მოჰყვა აშშ-ს სანქციები. მათ ამ სანქციების ეშინიათ უფრო მეტად, ვიდრე ამერიკულის. ამას უკავშირდება ისტერია, მდარე დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, გრანტზე ტირილი, არიქა, თუ 100 ათას დოლარს აიღებს გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება და სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება. ივანიშვილის სუვერენიტეტს იცავენ და არა საქართველოს“,- აღნიშნა აქუბარდიამ. მან ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, ის ფაქტი შეაფასა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია. თეონა აქუბარდიას შეფასებით, რეპრესიებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პოლიციელები რეგიონებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. “პოლიციის უფროსები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის სანქცირებულები არიან, დღეს რეგიონებში ისეთ პოზიციებზე ნაწილდებიან, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ვერავინ ახსნა რიჟვაძის შემთხვევა, რა იყო მისი ჩანაცვლების მიზეზი. რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძე გაუშვეს. თავისი ნებით არავინ მიდის. როდესაც ტენდენციაა, რომ პოლიციელების მიდიან რეგიონებში, მაღალ თანამდებობებზე, ავტორიტარიზმის მანიშნებელია, იმ რეპრესიების, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი განგრძობითად აპირებს. თუ გადახედავთ ბოლო შედეგებს, უწყვეტ პროტესტს აჭარის რეგიონში, ნახავთ, რომ ივანიშვილმა ვერც თბილისში და ვერც აჭარაში პროტესტის გადატეხა ვერ შეძლო. რეალობაა, რომ აჭარა, ბათუმი კრიტიკულია, მედგრად იცავს კონსტიტუციურ შენაძენს. მათ სჭირდება ოქტომბერში დამატებით ავტორიტარიზმის ჩაბეტონება“, - აღნიშნა აქუბარდიამ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კაბინეტში ცვლილებებს, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ აქამდე „ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა“. „ორი რამ არის ფაქტი. პირველი: ივანიშვილის არცერთ პრემიერს არ ჰქონდა ფუფუნება სუს-ის უფროსი თავად დაენიშნა, თავისი კაცი მოეყვანა, რაც ოხანაშვილის პირობებში ხდება, ეს უკავშირდება კობახიძეს. ბალანსის პოლიტიკა, განსაკუთრებით ძალოვნების დაკომპლექტება თავისი ხალხით კობახიძის პირობებში იცვლება. ლილუაშვილს ჰქონდა ურთიერთობა აშშ-სთან, რომელიც პარტნიორი აღარ არის, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა. მე მახსენდება კობახიძის მისამართით ლილუაშვილის ფრაზა. გახსოვთ, ვარჰეიმ როდესაც დაურეკა კობახიძეს, შემდეგ რომ იჩივლა კობახიძემ ორჯერ, მემუქრებოდა სიკვდილითო, ამას ლილუაშვილმა დასცინა - სერიოზული საფუძველი არ იყო, რომ გამოძიებულიყო. არ ვიცი, ლილუაშვილის სუს-იდან გაშვება ბაჩიაშვილს [საქართველოდან მის გასვლას] უკავშირდება თუ ძალაუფლების კონცენტრაციას, ამ ლოგიკით გომელაურიც უნდა გაუშვან, საზღვრის დაცვა გომელაურის ხელშიც არის. არ ვიცი „სამეფო კარის“ თამაშების კუთხით, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს. ვიცი, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში“, - აღნიშნა აქუბარდიამ. რაც შეეხება ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ „აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც დემოკრატიის პრინციპებისგან შორს არის“. „რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება? ეს ნიშნავს რომ აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც შორს არის დემოკრატიის პრინციპებისგან. როდესაც პუტინი ატარებს არჩევნებს, წინასწარ იცის რამდენ პროცენტს აიღებს. ასე უნდათ აქაც. 1 წელში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება რუსეთშიც არ მომხდარა. აპირებენ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩქარა გააკეთონ. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მიერ პირადობის გადამოწმება, აღნიშნულზე მე პასუხი არ მინახავს“,- აღნიშნა აქუბარდიამ. იპნ
  21. 888starz bet https://mytaganrog.com/themes/pgs/chto-takoe-rtp-v-slotah-i-kak-on-vliyaet-na-vuigrush.html
  22. Hello everyone! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] interesting site that I think you should explore. This platform is packed with a lot of useful information that you might find interesting. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://burgertimeworldtour.com/bets-secters/sports-betting-with-the-pros-of-online-bookmakers/]https://burgertimeworldtour.com/bets-secters/sports-betting-with-the-pros-of-online-bookmakers/[/url]
  23. Hello friends! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] useful resource that I think you should browse. This site is packed with a lot of useful information that you might find helpful. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://indemnityinfo.com/live-betting/the-abc-of-how-live-betting-works/]https://indemnityinfo.com/live-betting/the-abc-of-how-live-betting-works/[/url]
  24. Hello pals! I came across a [url=https://raskrutitut.blogspot.com/2025/01/2025.html]100[/url] interesting page that I think you should browse. This tool is packed with a lot of useful information that you might find valuable. It has everything you could possibly need, so be sure to give it a visit! [url=https://research-paperwriting-service.com/bets-on-sports/sport-betting-as-a-newbie/]https://research-paperwriting-service.com/bets-on-sports/sport-betting-as-a-newbie/[/url]
  25. Earlier
  26. საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს. „საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! ასე უხდით სამაგიეროს ამ ხალხს? 4 ათასამდე ოჯახი რომ დარჩა შემოსავლის გარეშე თქვენი დროებითი მმართველის "ხაიას" და გაურკვეველი გარიგებებით მილიონების ქონება რომ გადაფორმ-გადმოფორმდა - მაშინ ხომ კარგად იყენებდით ამ ადამიანების შრომას. კეთილი ინებეთ და თქვენ სპონსორ და პროპაგანდისტ რუხაძეს, ტვ „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელს „თხოვეთ“ როგორც სხვა რამეებს თხოვთ ხოლმე, ამ ხალხს მიეხმაროს. ან მოიქეცით როგორც ჯანსაღი ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, პასუხისმგებლობა აიღეთ და ამ დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმარეთ! ასეთი „ფორსმაჟორი“ ყოველდღე არ ხდება და ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთ დროს ადამიანებს გვერდით დაუდგეს!“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში. იპნ
  27. 7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წინაპირობები და PACE-ს რეზოლუციით გათვალისწინებული კრიტიკა გათვალისწინებული არ არის, შესაძლოა, საპარლამენტო ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგაციას ნაწილობრივი უფლებამოსილებაც გაუუქმოს. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად გამოიწვია წევრები PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან. „ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. დელეგაციის წევრებმა (თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე) ასევე ინდივიდუალურად მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რჩება ევროპის საბჭოს „ერთგულ წევრად“. აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში აღარ იქნებიან წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა. ნეტგაზეთი
  28. არასამთავრობო ორგანიზაციები აქციების გამო დაკავებული 11 პირის საქმეს აფასებენ. ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. ორგანიზაციების განცხადებით, შეისწავლეს საქმე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ: სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას; საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები – ვიდეო და ფოტო მასალა მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ან, თუნდაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს; არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის – წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს; საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების – განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ; ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები, აჯანყების მოწყობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის, უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე. „ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია ვიდეო მასალები, რომელთა მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, და დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულებდნენ, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ. მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს. საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის გამო ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ ვერც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისთვის და ვერც დაზარალებული უწყებების ქონებისთვის მიყენებული ზიანი. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელების მიმართ მიყენებული ზიანის რომელიმე ბრალდებულისთვის შერაცხვა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან დაზარალებული პოლიციელის მიერ აღწერილი ზიანის მიყენების დრო, ადგილი და გარემოებები არ ემთხვევა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ადგილს და გარემოებებს. იგივე ეხება ვითომდაც მიყენებულ ქონებრივ ზიანსაც, რომლის მოცულობა ჯამში, ბრალდების მხარის მტკიცებით, 1.8 მილიონი ლარია. ყველა შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ვითომდაც დაზიანებული ქონება ასობით მეტრით, უმეტესად კი კილომეტრობით მოშორებულ ადგილებში (მაგალითად, დედა ენის ბაღში, კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პარკ “მზიურში” და ა.შ.) იყო განთავსებული. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ დააზიანეს ეს ქონება ბრალდებულებმა, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულს პარლამენტის მიმდებარედ ჩადიოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. პუბლიკა
  29. რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“. „რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე. იპნ
  30. მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების სანქცირების თაობაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ სანქციებს გავლენა აქვს, მათ შორის, შიდა ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით და კონკრეტული შედეგი ექნება. “ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებიან კორუფციის ფულით, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მართული და წარმოადგენენ “თოჯინების თეატრის” პერსონაჟებს, ცხადია, არანაირი რესურსი და თავისუფლება არ გააჩნიათ, გამოვიდნენ და ღიად აღიარონ უმძიმესი გადაწყვეტილებების გავლენა საკუთარ თავზე, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობაზე. (ლევან) მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს და დღესაც იგივე ვნახეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ. ნახეთ, როგორი ტექტონიკური, პოლიტიკური ცვლილებების, მათ შორის, პოლიტიკური გზავნილების ცვლილებების წინაპირობა იყო სანქციები. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე [სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება], ფაქტობრივად სულელის პოზიციაში ჩაიყენა თავი [ქართული ოცნების მხარდამჭერი] ამ ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც მესიჯბოქსის ცვლილება დაიწყეს სწორედ ამის საპასუხოდ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს გავლენა, მათ შორის, შიდა მდგრადობის თვალსაზრისით, მათ შორის, რეჟიმის ფინანსების მდგრადობის თვალსაზრისით. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ საქართველო არ არის ისეთი მდიდარი სახელმწიფო რაიმე ტიპის ბუნებრივი რესურსით, სადაც შესაძლებელია რეჟიმის გამოკვება ამ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლით. ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს რაღაც წყარო აქვს შემოსავლის, რითაც შემდეგ იკვებება, ჩვენს რეალობაში ასეთი მდგრადი წყარო არ არსებობს და სწორედ ამ წყაროების შეზღუდვა მიმდინარეობს ამ სანქციების პროცესით და, რა თქმა უნდა, ამას, საბოლოო ჯამში, გავლენა ექნება”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, ლილუაშვილმა ისაუბრა მისი პარტიის პოზიციაზე პარლამენტში მიმდინარე ბოლო პროცესებთან დაკავშირებით და კითხვაზე, რა იქნება, თუ გახარიას პარტიის წევრებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის ფარგლებში დაიბარებენ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იქ მისვლა და საუბარი პოლიტიკურად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე მისვლაზე უარის თქმა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, კომისიას არ აქვს იმის გამბედაობა, სწორედ ის მოსამართლეები დაიბარონ სხდომაზე, რომლებსაც იმ პირებისთვის აქვთ განაჩენი გამოტანილი, რომლებიც დღეს დაზარალებულის სტატუსით იკითხებიან. “ალბათ სწორი იქნება და, მათ შორის, ალბათ, პოლიტიკურადაც უფრო შედეგიანი იქნება - ვგულისხმობ მისვლასა და საუბარს, ვიდრე არმისვლა. ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე არ გავასწრებდი მოვლენებს წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოცემულობა არის ის, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა, შეიქმნა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მის შემდგომაც ადამიანები დაიბარონ და გამოჰკითხონ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთოდ ამ კომისიაში. დღეს ლევან გოგიჩაიშვილს ჰქონდა ამის შესახებ ბრიფინგი, რომელიც, მათ შორის, ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამ კომისიას იმის გამბედაობაც არ აქვს, რომ ის მოსამართლეები დაიბაროს, ვინც იყვნენ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილებების მიმღებები იმ დაზარალებულთა საქმეებზე, რომლებსაც კომისიაზე იბარებენ. “ნაცების” დროს მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები ადამიანების რეპრესირებაზე, ციხეებში უკანონოდ გამოკეტვაზე, იმ მოსამართლეების დაბარების გამბედაობაც არ აქვთ და პირიქით, მეტსაც გეტყვით - მოსამართლეები იქნებიან, პროკურორები იქნებიან თუ რეჟიმის მსახურები იქნებიან, ბევრი ადამიანი იმ კომისიაშიც ზის, “ქართული ოცნების” რიგებშიც არის, რომელიც დამფინანსებელი იყო, “ნაციონალური მოძრაობის” ქომაგიც იყო, აქტიური საჯარო მხარდამჭერი იყო და დღეს ამ კომისიას იმისი უნარიც არ აქვს, რომ ეს ადამიანები მოიყვანოს და საზოგადოებას წარმოუჩინოს, როგორ დააწინაურა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროინდელი ფიგურანტები სხვადასხვა საქმეში “ქართულმა ოცნებამ” და დღეს როგორ არიან სხვა ბატონის დამკვეთების შემსრულებლები”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...