ყველა აქტივობა
- Today
-
თუ იქნება ღია, გახსნილი სხდომა, პირადად მე მივესალმებოდი და დავეთანხმებოდი, რომ გიორგი გახარია მივიდეს კომისიაზე და მათივე მოედანზე ფარდა ახადოს სიმართლეს, პირდაპირ უთხრას პირში, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში. გიორგი შარაშიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან. „ძალიან სასაცილოა, რომ ბიძინას „ნაცები“ აპირებენ გახარიას კომისიაზე დაბარებას. ჯერ კიდევ არ ვიცით, დაიბარებენ თუ არა, მაგრამ მაინტერესებს, გაბედავენ თუ არა. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს [კომისიაზე მისვლა] ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მართალია არალეგიტიმური პარლამენტია და არალეგიტიმური კომისიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა. მე პირადად დავეთანხმებოდი მისვლას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც პარლამენტის და არც კომისიის ლეგიტიმაციასთან. დავეთანხმებოდი მისვლას სწორედაც იმიტომ, რომ გახარიამ სიმართლე უთხრას პირში იმ ადამიანებს თავად „განაცებულებს", არა მარტო შემადგენლობით, არამედ ქცევით. „ოცნება“ ბოლო პერიოდში არაფრით არ ჩამოუვარდება „ნაციონალურ მოძრაობას“. შეიძლება სწორიც იყოს მისვლა, მაგრამ თუ დაიბარებენ, ეს არსებულ მომენტზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ იქ მისვლა და მათ მოედანზე ფარდის ახდა და მხილება დღევანდელი „ოცნების“, რომ თუ ვინმე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამგრძელებელია, ეს სწორედ დღევანდელი „ოცნებაა“. მეცამეტე წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და მათ რომ მართლა ჰქონოდათ სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. იპნ
-
ეუთო/ოდირი: კანონის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა უნდა მოხდეს სიფრთხილით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის შესახებ, რაც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოცნების” ახალი კანონი მიზნად ისახავს რუსული კანონის ჩანაცვლებას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონიც, სხვა ახლად მიღებულ ინიციატივებთან ერთად, შეზღუდავს სამოქალაქო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, რადგან მათ წაართმევს იმ გარანტიებს, რაც საქმიანობის გასაგრძელებლად ესაჭიროებათ. განცხადებაში ოდირი იხმობს შარშან FARA-ს ამერიკული ვერსიის შესახებ გაკეთებულ ანალიზს და იმეორებს, რომ ამერიკულ FARA-ს გააჩნია სამართლებრივი მექანიზმები, რაც იცავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ უცხოური გავლენის იარლიყი მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო არ ატარონ. ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის აღსრულებას და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა კანონმდებლობის საფუძვლიანი და ხელახალი შეფასება. პუბლიკა -
იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლიეტუვა მოკლევადიან სტიპენდიებს შემდეგი ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს: სომხეთის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კანადის, ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი), ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იაპონიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ვიეტნამისა და ლიეტუვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. ამასთან, ვებ-გვერდზე ინფორმაცია დევს, რომ ლიეტუვაში სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ქართველ სტუდენტებს განაცხადის გაკეთება კვლავ შეუძლიათ. როგორც ცნობილია, 2024-2025 წლის პროგრამების ჩამონათვალში საქართველო შედიოდა. იპნ
-
ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან ვერავინ ვერ გვასწავლის, ნებისმიერ სარგებელს, რომელსაც მივიღებთ ჩინეთიდან მხარს დავუჭერთ. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხარჯზე. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965802748955280/
-
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში. სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ. მიხეილ ჩინჩალაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან მურუსიძე კი – ამავე სასამართლოს მოსამართლე. ორივე მათგანი გავლენიანი პირია ქართულ სასამართლო სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია, აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლიდერობენ. დოკუმენტში, სადაც 13 სანქცირებული პირის სია გამოქვეყნდა, მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ წერია, რომ ის არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში. „როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, საჯარო მოხელემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, მიიღო ფინანსური სარგებელი თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენა არასათანადოდ გამოიყენა, რათა უზრუნველეყო, რომ სასამართლოში დანიშვნები და გადაწყვეტილებები მმართველი პარტია „ქართული ოცნების” სასარგებლო ყოფილიყო“, – წერია დოკუმენტში. ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ, როგორც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, სარგებელი მიიღო ამავე სასამართლოში უვადოდ განწესებით, განზრახვით, განაგრძოს თავისი საჯარო ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს – დოკუმენტში წერია, რომ ისიც ასევე ჩართულია სერიოზულ კორუფციაში: როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო მოხელემ, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მიიღო ფინანსური სარგებელი თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, ამ თანამდებობაზე ყოფნისას თავისი გავლენა არასათანადოდ გამოიყენა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭოში სხვა წევრები „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად დანიშნულიყვნენ. ბრიტანეთის მთავრობა ასევე წერს, რომ ლევან მურუსიძემ სარგებელი მიიღო სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნით, განზრახვით, გააგრძელოს თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღება. ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს 2023 წლის აპრილში აშშ-მ დაუწესა ფინანსური სანქციები. მათ ასევე აქვთ არაერთი ევროპული ქვეყნის სავიზო სანქციები. პუბლიკა -
ბერდია სიჭინავა საგამოძიებო კომისიაზე - აბა გაბედონ და დაგვიბარონ!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა,რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ყველა უწყება „ჯიბეში უდევს“. „ამ ქვეყანაში მინისტრი, დეპუტატი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არ არსებობს უწყების ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლობის ნიშნებს ატარებს. ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. ეს არ არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ჩვენ შეიძლება გვაღელვებდეს. ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც არის ამ სისტემის არქიტექტორი. ეს ყველაფერი ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი შეფასებით, ანრი ოხანაშვილის დანიშვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არაფერი შეიცვლება. „ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში უკვე პოლიტიკური ინსტრუმენტია და გრიგოლ ლილუაშვილის ხელში როგორი პოლიტიკური ინსტრუმენტიც იყო, იგივე პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება ანრი ოხანაშვილის ხელში. უბრალოდ, ანრი ოხანაშვილს ბევრად ნაკლები წარმოდგენა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე და მის არქიტექტურაზე, ვიდრე პირობითად, გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა. ფუნდამენტურად, ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება. ზუსტად ის უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც ჩვენ გვდევნის. ანრი ოხანაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი გაუმჯობესდება, თუ უფრო არ გაუარესდა. ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა არის „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა. ამიტომ, სუს-ის ფორმალური უფროსი, ანრი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი, ამით არაფერი იცვლება, რადგან ამ ქვეყანაში ერთადერთი სუვერენი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჯიბეში უდევს ყველა პორტფელი, სუს-იდან დაწყებული და რეგიონული სამინისტროდან დამთავრებული, რომელიც ლილუაშვილს შეუქმნეს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, „ანრი ოხანაშვილის დანიშვნა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ცოტა კურიოზული არის, თუმცა ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ კობახიძე თავის მანდატს მთავრობის მიღმაც აფართოებს“. „დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის საზოგადოებისთვის ანრი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ამით ფუნდამენტური გამოწვევები არ იცვლება“, - განაცხადა სიჭინავამ. გარდა მთავრობაში საკადრო ცვლილებებისა, ბერდია სიჭინავამ სხვა აქტუალური საკითხებიც შეაფასა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ „წინააღმდეგობის კომიტეტზეც“ ისაუბრა. „ვიღაც ცდილობს, ამ ორ საკითხს დაამატოს სააკაშვილის, თვითმმართველობის საკითხი, ვიღაც ვიღაცას ამ კოორდინაციაში ებუტება, ვიღაც კომისიას აკრიტიკებს ომთან დაკავშირებით და 31 მარტს, რეფერენდუმის დღეს ქვემოთ იდგნენ და ომი ვინ დაიწყო? თვითონ ყვიროდნენ ზუსტად ისე, როგორც ამას წულუკიანი და ის ადამიანები აკეთებენ, ვინც ამ კომისიაში არიან. ამ იარების და ტკივილების გახსნა ჩვენ არ გვაინტერესებს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სააკაშვილის საკითხი არის ბევრად უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ქვეყანაში დღეს არსებული რეალური პრობლემები. როგორც სიჭინავა აღნიშნავს, აღნიშნული პარტია „ვიღაც ბელადების და კერპების ტყვეობაშია“, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ აინტერესებს. „ამიტომ, ამ ბელადომანიით შეპყრობილ პარტიას რა დღის წესრიგი ექნება, ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი არ არის. ამ 2 საკითხის ირგვლივ ვართ ახლა კონცენტრირებული და ვიღაცას თუ მიხეილ სააკაშვილის მთავარ თემად ქცევა უნდა, მივიდნენ და „ვივამედთან“ ჩაატარონ აქცია, აიყოლიონ თავიანთი ათასობით მხარდამჭერი, ვიღაც ხომ შევარდნას და ტყვეობიდან დახსნას აპირებდა“, - განაცხადა სიჭინავამ და აღნიშნა: „ვინ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, ამას საზოგადოება თავად შეაფასებს“. ამასთან, ბერდია სიჭინავა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას შესაძლო დაბარებასაც გამოეხმაურა. „ჯერ გაბედონ და დაგვიბარონ, მერე ვისაუბრებ. ხომ ენები აჭარტალეს ამ კომისიასთან დაკავშირებით, აბა გაბედონ, დაგვიბარონ და მერე შესაბამის, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. მერე ისე არ აღმოჩნდეს, თავად „ოცნებაში“ პორტირებული ბიძინას თუ მიშას „ნაცები“ გახდეს ასაკრძალი“, - განაცხადა სიჭინავამ. იპნ -
სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. „სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. სუს-ს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს“,- წერს მეზვრიშვილი. ამასთან, როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება, „პირდაპირ კავშირშია ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა“. „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირშია ასევე, ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა და არა ეფექტიანობის უზრუნველყოფა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც გენერალური ინსპექციის ფუნქციას ასრულებდა ადმინისტრაციის მასშტაბით. ეს დეპარტამენტი გადაკეთება ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტად. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების (როგორც მისი ძალაუფლების წყაროს) სრულ მონოპოლიზებას“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის. იპნ
- Last week
-
კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“. „კერძოდ: - ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის; - აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას; - კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას; - აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას; - წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან; ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს; - შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში; - ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია. ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც, მათი თქმით, "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი. კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. „ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სიხარულს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
ხარძიანის საქმეზე რატომ არ დაიბარეს მოსამართლე, ქალბატონი ნოზაძე? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ხარძიანი სისტემის მსხვერპლად? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ვერ ბედავს ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას - „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? - ეს საგამოძიებო კომისია ფარსია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოებას და „ქართული ოცნების“ წარმომდგენლების განცხადებებს, რომ კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა გიორგი გახარიასაც მოუწევს, გოგიჩაიშვილის თქმით, „გაბედონ და იმ დღესვე მიიღებენ პასუხს ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით“. „ძალიან სასაცილოა! კომისიის სხდომაზე ზის შარმანაშვილი, რომელიც მიშას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მერე წარადგინა ელჩად. იქ ზის ალეკო ტაბატაძე, ძალიან ოდიოზური პოლიციელი, ყველაფრის მკადრებელი თავისი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში, შევარდნაძის დროსაც. მერე მუშაობდა ვანო მერაბიშვილის პოლიციის უფროსად ქობულეთში. იყო აჭარაში სამმართველოს მოადგილე. [ვიცით] რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიციაში, განსაკუთრებით 2008-2009 წლებში, რა რეპრესიები იყო, რა ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება იყო, რა კონვეიერი მუშაობდა უდანაშაულო ადამიანების ციხეში გასამგზავრებლად. იქ არის ადამიანი, რომელიც კუდ-ის ადვოკატი იყო, ალუდა ღუდუშაური. ის თავის დროზე ადეიშვილმა იმიტომ არ გახადა [მოსამართლე], რომ კუდ-ის ადვოკატია და ახალაიას კადრიაო. იმდენად მიუღებელი იყო სააკაშვილის სისტემაშიც კი, რომ მოსამართლე ვერ გახდა. იქ ზის ვიღაც ინჯია, გაურკვეველი ადამიანი. ხან მიშასთან არიან, ხან შევარდნაძესთან, ხან ბიძინასთან. ეს ხალხი არის ამ კომისიაში, რომელიც არასერიოზულია. მარტივად გეტყვით, ხარძიანის საქმეს იხილავენ. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა ამ ოჯახში. წინა ხელისუფლებამ გადაუარა მათ. ადვოკატი ჰყავდათ მოყვანილი, მოსამართლე არ მოუყვანიათ. მოსამართლემ ხარძიანი ციხეში არ გაუშვა? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ეს ადამიანი სისტემის მსხვერპლად? მოსამართლეებს რატომ არ იხილავენ? რატომ არ დაიბარეს ქალბატონი ნოზაძე? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ეშინია მიშას მოსამართლეების? მათთან ბრძოლა წააგო? ვერ ბედავს ვიღაც ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას საგამოძიებო სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას - „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? თუ გგონიათ, რომ პროკურატურის ყოფილ ადვოკატს და ახლანდელ გადმობარებულ ადვოკატს რომ მიიყვან და თითს დაუქნევთ, ამაში იზომება თქვენი გამბედაობა? მიიყვანეთ ის მოსამართლეები, თუნდაც, „მაგნატის“ საქმეზე ვინც იყო, ვინც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გაბედე და მიიყვანე ის მოსამართლე. აქ გამბედაობა არ გაქვს, თქვენთვის აქ წითელი ხაზია. ამიტომ, ვამბობთ, ფარსია ეს საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. რაც შეეხება კომისიის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომის განხილვა „დისკრედიტაციას უწევს და ქართული არმიის მორალზე ცუდად მოქმედებს“. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებასაც. მისი თქმით, ეს „ჩვენს სახელმწიფოსა სუვერენიტეტს ასუსტებს“. „განცხადებები, რომლებმაც სეპარატისტული ანკლავები აიძულა, ასეთი განცხადებები აკეთოს, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს ასუსტებს. ქართულ პატივმოყვარეობაზე, თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე მოქმედებს. ამ პროცესს თავის ზურგზე იწვნევს „ქართული ოცნება“. ის ძალიან დიდ ზიანს მიიღებს ამასთან მიმართებით. ეს ზიანი, შეიძლება, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც კი გახდეს მომავალში. მათი უპასუხისმგებლო ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ეს ზიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან. ადამიანთან რომ ჩახვალ და დახმარებაზე საუბარს დაუწყებ, შემოგიტრიალდება და გეტყვის - აგერ, სოზარ სუბარს სხვა ამოცანა აქვს და ჩვენგან რა გინდათო. ამიტომ ვამბობ, ჩვენი გამოსასწორებელი იქნება ის ზიანი, რომელსაც ახლა ეს კომისია, თუნდაც ამ საკითხთან მიმართებით აყენებს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს. ის სისტემური ძალადობა, რაც მან არჩევნების შემდგომ დაიწყო, ასეთი პროცესები დაგეგმილი არ ჰქონდა. ეგონა, რომ ყველაფერი მარტივად შერჩებოდა, გადააგორებდა და გააგრძელებდა გზას. მას სისტემური ძალადობა მოუწია. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებმა სხვა თვალით დაინახეს. როგორც თავად აშინებს მიშათი, თვითონაც საშიში გახდა. მან გააფუჭა ურთიერთობა ევროპასთან, აშშ-სთან, მან პოლიცია ქართველი ახალგაზრდების საცემად გამოყენება და ამას დღემდე აგრძელებენ. მან ციხეები სინდისის პატიმრებით გაავსო, ხალხის ტყვედ აყვანა დაიწყო. ახლა მარტივი ამოცანა აქვს - გახსნას ეს იარები და თქვას, რომ მე კი ვარ ნაძირალა, არაადამიანი და ცუდი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან. ამ პრაქტიკული ამოცანის განხორციელების საშუალებასაც არ მივცემთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება რეაქცია ამ ე.წ. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. გარდა აღნიშნული თემისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. გოგიჩაიშვილის თქმით, „სასაცილოა, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი“. „მივმართავ „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს - ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც „მიშას ნაცი“ გამოდის 2025 წელს და ჩვენ გაუქმებით გვემუქრება. „მიშას ნაცი“, მდინარაძე, ადეიშვილის პროკურატურის ხელის ბიჭი და ყველაზე დისკრედიტებული, ბინძური ადვოკატი იყო. ყველაფერს ეგ აკეთებდა, ყველაფერს მას ავალებდნენ. ქვეკონტრაქტორი იყო ადვოკატების. უბინძურესი როლი ჰქონდა მიშას რეჟიმში. ეს „მიშას ნაცი“ 2025 წელს მე მეუბნება, რომ მან უნდა მიმართოს იმ კომისიის საფუძველზე, სადაც უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც ასევე, პირდაპირი მნიშვნელობით „მიშას ნაცები“ იყვნენ. მან უნდა მიმართოს როინიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო მოსამართლეა და რომელიც თავის დროზე, ადეიშვილისა და შავაძის პროკურორი იყო, რათა გამაუქმოს. ამ ტრაგედიაზე, სისულელეზე, სიბრიყვეზე ძალიან გვეცინება და ძალიან არასერიოზულია. არაფრის თავი არ აქვთ მათ. რისი ამკრძალავები არიან? „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობა რომ აიღოთ, 30%-ზე მეტი ყოფილი „მიშას ნაცები“ არიან. ამ ორსახეობას, უნამუსობასაც თავის საზღვარი აქვს. მათ ბობოქრობას, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის არანაირი რესურსი [არ აქვთ]. როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, უბრალოდ, ძალიან სასაცილოა“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ის, რომ ხვალ სხვა რეალობა დადგება, ამ მოლოდინების შექმნა საჭირო არ არის“. „პოლიტიკური პროცესი დინამიკური პროცესია. დღევანდელი აქცია და ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია. ამ აქციას გარეთაც უყურებს ხალხი. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ეს ბევრ გადაწყვეტილებას ტონს აძლევს. ეს ემოციას აძლევს, თუნდაც იმ სენატორებს, რომლებმაც ცივი შხაპი და ცივი წყალი გადაასხეს „ქართულო ოცნებაში“. გვახსოვს ამ აქტის მიღების შემდგომ ყოფილი პორტირებული ნაცის ბრიფინგი, სადაც მან ფაქტობრივად, ყველას განადგურებით დაგვემუქრა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „კობახიძეს 34 წლის წინ რომ მიეღო რეფერენდუმში მონაწილეობა, „არას“ შემოხაზავდა“. იპნ
-
მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“. „დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა. წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ - განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს. მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად. გილოცავთ 31 მარტს!“ - წერს გახარია. იპნ
-
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. „ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვენი ძალიან ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, ხშირად დაუფასებლად, მაგრამ როგორ დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ექიმობა სამოქალაქო გმირობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში როგორშიც გიწევთ მუშაობა და მე გპირდებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში. ipn
-
AnderaBob joined the community
-
tvra joined the community
-
ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს - მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, - ამის შესახებ განცხადებას ქალთა ორგანიზაცია "საქართველოსთვის" ავრცელებს. "ქალთა ორგანიზაცია "საქართველოსთვის" ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს. ასეთი ძალადობრივი მოქმედებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში. მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და გამიჯნონ პოლიტიკური კრიტიკა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უზრუნველყონ კანონის სრული ძალით აღსრულება", - წერია განცხადებაში.
-
Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა. ამით მან სოხუმში აფხაზეთის ომის 27 წლის საზეიმო ღონისძიებები გააპროტესტა. დე ფაქტო მილიციამ ბებუას სახლი გაჩხრიკა და ბრალად ყუმბარის ფლობა დასდო, ე.წ. სასამართლომ კი და 9-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი რუბლის გადახდა მიუსაჯა. პუბლიკა
- Earlier
-
Thank you for sharing this! https://gayssingles.org It’s ever inviting to glimpse many perspectives on this topic. I rate the effort and charge rest into this list inform – it provides valuable insights and indubitably gives me something to dream about. Looking forward to more content like this! See also - https://bdsm-movie.info
-
Cecildah joined the community
-
ისე არ მოხდეს, რომ ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ხელახლა გამოსაძიებელი იქნეს, ეს ადამიანები ამახინჯებენ ფაქტებს, მალავენ ადამიანებს, მურუსიძეს გირგვლიანის საქმიდან აქრობენ. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/957912563202763
-
როდესაც მეგობრებს დაკარგავ, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩები - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე კი, ამ ქვეყანას, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, არანაირი შანსი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ“. „ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შემოსავალი, საუბარია 2 მილიარდ ევროზე მეტზე, რომელიც უნდა გამოეყო ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დგას გზაზე, რომელსაც ავტორიტარიზმი ჰქვია. „მეგობარი აქტი“, რომელიც 27-ში განიხილება, მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტება. როდესაც დაკარგავ მეგობრებს, რუსეთთან დარჩები ერთი ერთზე. „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე უბრალოდ, არანაირი შანსი არ აქვს ამ ქვეყანას, თუ ჩვენ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ერთი ერთზე დაგვტოვოს რუსეთთან და ჩვენი სუვერენიტეტი შესუსტდეს. ჩვენი სუვერენიტეტის სიძლიერეა მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით დგანან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. იპნ
-
“ოცნებას” დისკომფორტი აქვს, სტაბილურობის განცდა, რა იქნება ხვალ და ზეგ, ივანიშვილი მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ თვითონაც არ იციან, მათ შორის, არც კობახიძემ. ისინი დამოკიდებულები არიან ერთი ადამიანის ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/686115997191778
-
Arthurwen joined the community
-
SruDula joined the community
-
Landonrap joined the community
-
MichaelPeAmp joined the community
-
xlzl joined the community
-
Бризоль классический рецепт: изысканное блюдо с ресторанным вкусом Если вы хотите подать к столу нечто по-настоящему особенное – то бризоль классический рецепт станет вашим идеальным выбором. Представьте: нежнейшие яичные блины, пропитанные золотистым ароматом, заключают в своих объятиях сочную мясную начинку, насыщенную вкусами специй и плавленого сыра. Это не просто блюдо – это гастрономическое удовольствие, доступное каждому. Готовы поразить гостей? Тогда начнём! Ингредиенты (на 6 порций): Фарш (говяжий, свиной или их сочетание) – 500 г Яйца – 6 шт. Молоко – 50 мл Лук репчатый – 1 шт. Твёрдый сыр – 100 г Соль, чёрный перец – по вкусу Растительное масло – для жарки Свежая петрушка – для украшения Пищевая ценность (на 100 г): ✔ Калорийность: ~200 ккал ✔ Белки: 15 г ✔ Жиры: 15 г ✔ Углеводы: 2 г Пошаговый процесс приготовления: 1. Создание сочной начинки Очистите лук, нарежьте его как можно мельче. В сковороде с разогретым растительным маслом обжарьте лук до мягкости и лёгкого золотистого оттенка. Добавьте фарш, тщательно перемешайте, разомните комочки, чтобы начинка получилась однородной. Посолите, приправьте свежемолотым перцем и обжаривайте до готовности, периодически помешивая. Хотите сделать вкус насыщеннее? Вмешайте натёртый на мелкой тёрке сыр прямо в горячий фарш. 2. Приготовление яичных блинов Разбейте яйца в глубокую миску, добавьте молоко. Взбейте смесь венчиком до лёгкой воздушности. Разогрейте сковороду с антипригарным покрытием, слегка смажьте её маслом. Выливайте небольшие порции яичной массы, равномерно распределяя её тонким слоем. Жарьте на среднем огне, пока блинчик не схватится и не приобретёт красивый золотистый оттенок. Осторожно переверните и буквально через несколько секунд снимите со сковороды – главное, не пересушить! Повторите с оставшейся смесью. 3. Формирование бризоля На каждый горячий яичный блин выкладывайте слой мясной начинки. Аккуратно сворачивайте рулетом, не давая начинке высыпаться. Совет: если хотите, чтобы бризоль держал форму плотнее – после сворачивания слегка прижмите рулет лопаткой. 4. Завершающий этап Обжарьте готовые бризоли на сковороде, чтобы придать им красивую золотистую корочку. Мелко нарежьте свежую петрушку и посыпьте ей блюдо перед подачей – это добавит не только аромата, но и яркости сервировке. Подача: Подавайте бризоль горячим – в сочетании со свежими овощами, лёгким салатом или пикантным соусом. Это блюдо никого не оставит равнодушным! Если хотите ещё больше разнообразить вкус – экспериментируйте с приправами, добавляйте чеснок, зелень или даже слегка пикантные нотки. Бризоль классический рецепт – это основа, а дальше всё зависит от вашего кулинарного вдохновения! Этот вариант текста обладает высокой динамикой, разнообразием структуры предложений и насыщенными описаниями, создавая эффект естественного человеческого письма. Если нужно что-то скорректировать – дайте знать!
-
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი სპეციალურადაა ორიენტირებული, შემოგდებული და პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან - ეს არ არის საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბექა ლილუაშვილის თქმით, დღის წესრიგში არსებული ამოცანების გადაჭრისთვის თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „არ შეიძლება უპასუხისმგებლოდ, არარეალისტური აღქმები და მოლოდინები შეუქმნა საზოგადოებას მათ შორის განსაკუთრებით იმ მოწყვლად ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც რეჟიმის ტყვეებს წარმოადგენენ. ასე ხდებოდა არტიკულაცია, რომ პოლიტპატიმრების დახსნის გასაღები გადის რაიმე ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ გადაჭარბებულ მოლოდინებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც ამ ადამიანების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. ამას რომ სთავაზობენ საზოგადოებას, ასე რომ წარმოაჩენენ საქმეს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, ეს უპასუხისმგებლობაა. როდესაც შენ ან ერთ, ან მეორე პოზიციას აფიქსირებ და დისკუსიაში შედიხარ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ადამიანებს[პოლიტპატიმრებს] დეკლარირებულად ეუბნები, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში არაფერი არ შეიცვლება. გადაწყვეტილება ერთი იქნება თუ მეორე, „ქართული ოცნება“ ამ საკითხს გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ამოცანებისთვის. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს იმ ამოცანების გადაჭრისთვის, რაც დღის წესრიგში დგას იმიტომ, რომ ეს საკითხი არის თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რათა ადამიანებს, მათ შორის მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე დგანან, გაუჩინოს განცდა, რომ ოპოზიციის მოლოდინია, რომ არაფერი შეიცვლება მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციის კოორდინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საერთოდ უკუაგდო კოორდინაციის იდეა“. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას „თავგზა აურიონ“. „ჩვენ ნებისმიერ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზად ვართ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს არის საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის პრაგმატული შესაძლებლობა, [გააჩინა], გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა. სიმართლე ის არის, რომ ამ ადამიანების მოტივი და მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას თავგზა აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე და ბრალი დასდონ ვიღაცას, რომ შედეგს ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ. უნდათ, რომ იძახონ, აი, სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება. როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა თვითონ გამოვიდნენ და „ააფეთქეს“ ეს შესაძლებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და ჩვენ შორის ვერასდროს ვერ იქნება ერთობა, ვერც წარსულში და ვერც ახლა იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შევუთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას და ვერც ფასეულობებს, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ „აფეთქებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
Здравствуйте! Я понимаю, что рак 4 стадии — это очень серьезный диагноз, и найти оптимальное лечение в таком случае крайне важно. Совсем недавно в медицине появились новые методы, такие как иммунотерапия, таргетная терапия и другие передовые подходы, которые показывают обнадеживающие результаты, даже при раке 4 стадии. Некоторые пациенты с 4 стадией рака, прошедшие курс иммунотерапии, сообщают о значительном улучшении состояния и даже об уменьшении опухолевых образований. Таргетная терапия также направлена на блокировку специфических молекул, которые помогают раковым клеткам расти, что дает возможность уменьшить прогрессирование заболевания. Эти методы активно используются за рубежом, и результаты в некоторых случаях вдохновляют. Вместе с тем, важно отметить, что подход к лечению 4 стадии рака всегда индивидуален и зависит от множества факторов, включая тип рака, состояние здоровья пациента, а также доступность тех или иных методов в разных странах. Поэтому не забывайте консультироваться с квалифицированными специалистами, которые могут подобрать наилучший курс лечения в вашем конкретном случае.
-
Здравствуйте, участники форума! Я ищу информацию о методах лечения рака 4 стадии и хотел бы обратиться к вам за советом и опытом. Как мы знаем, рак 4 стадии — это сложный случай, и я особенно интересуюсь последними и эффективными методами лечения этой стадии. Я нашел информацию о новых эффективных методах лечения рака 4 стадии в зарубежной медицине, которая описывает многообещающие достижения, но мне не совсем ясно, как эти методы работают на практике. Было бы полезно узнать, если кто-то из вас имел опыт с такими методами или знает другие подходы, которые показали свою эффективность у пациентов с раком 4 стадии. Для тех, кто заинтересован, статью можно прочитать здесь: Новые эффективные методы лечения рака 4 стадии. Буду признателен за любые комментарии, мысли и ресурсы, которыми вы можете поделиться. С нетерпением жду ваших ответов. Спасибо!
-
RobertLam started following საქართველოს შეიარაღებული ძალები
-
Thank you an eye to sharing this! https://timesaverporn.com It’s ever after interesting to see unalike perspectives on this topic. I increase the creation and itemize rest into this register – it provides valuable insights and definitely gives me something to dream about. Looking insolent to more content like this! Make out also - https://nevadadude.com