Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.060

ლაშა ალოს პოლიტიკური მანიფესტი


lasha_alo

5.218 views

ხშირად მეკითხებიან მემარჯვენე ვარ თუ მემარცხენე?

ქოცი თუ ნეიტრალი?

პასუხი მარტივი მაქვს

არ ვიცი,

 

მაგრამ იქნებ ფრენდები დამეხმაროთ განვსაზღვრო პოლიტიკურად რომელ პლატფორმას უფრო ვეკუთვნი....

თეზისებს მარტივად ჩამოვაყალიბებ. არ მოგეწონებათ, არ მაგინოთ :D

 

president.gif

 

ვემხრობი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, რაც არ გულისხმობს პრეზიდენტს ქონდეს დიქტატორული უფლებამოსილებანი. ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვნად ვთვლი, ხოლო საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია სტაბილური პოლიტიკური პარტიების ფორმირება, რომელთა კონკურენციის პირობებში აუცილებლად განვითარდება თანამედროვე ახალი პოლიტიკური ელიტა :)

 

Police-CopBlock.jpg

 

ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს გაბედულად, რკინის ნერვების პოლიტიკით, არავითარი სირბილე დამნაშავეების მიმართ, ოღონდ ერთი აუცილებელი განმარტება - "დასაჯე,არ დაამცირო", ხელიდან წასული ბანდიტის ლიკვიდაციაც კი კრეტინობაა. სიცოცხლე დასაფასებელია, ირიბი სიკვდილით დასჯა კი გამოსარიცხი. კანონი მოიცავს უფლებას მოვალეობასთან ერთად

 

solidarity.jpg

 

ურთიერთსოლიდარულობა. არანაირი "ყველამ თავს მიხედოს" . ობიექტურად გადანაწილებული გადასახადები და ორიენტაცია დავეხმაროთ სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანებს. ყველანი თანასწორნი ვართ.... სიტყვით კი არა, საქმით...

 

sax.jpg

 

დაბა და სოფელი არაა მარტო მიწა, თივა, სიმინდი , ხორბალი...

ესაა თავისი სპეციფიური იმპულსის მქონე სუბიექტი, რომელსაც ესაჭიროება სწორი ეკონომიკური გათვლა და არსებული რეალობების გათვალისწინება. სოფლის სრული დაცლა იქნება კატასტროფა. ამიტომ პირიქით,საჭიროა აქცენტი სოფლის ცხოვრების გაჯანსაღებაზე, ინტერნეტიზაცია, მედიის და განათლების ხელმისაწვდომობა.

 

debate.jpg

 

ვიზიარებ ცნობილი ფორუმის ლეგენდარულ ფრაზას "დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება იყოს ... არანაირი ზევიდან მოხვეული დოგმები, საჭიროა ტრადიციის და ახლის მუდმივი დებატები + აქცენტი წიგნიერებაზე. გვჭირდება არა მარტო ინდივიდუალური ერუდიტები,არამედ ზოგადი განათლების დონის ამაღლება, რათა პუბლიკას შეეძლოს საგანგებო გადაწყვეტილებების დროს გააკეთოს სწორი ვერდიქტი .

 

ruseti.jpg

 

გარე დაფინანსების სექტები კანონის წნეხში უნდა იყვენენ მოქცეულნი. გავლენის აგენტების ექსპანსია აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

 

nato.jpg

 

ნატო არაა რელიგია ან თუნდაც სასიცოცხლო მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავხსნათ კარები, მივიღოთ მათი გამოცდილება.ამავდროულად არავინ გვთხოვს ვიყოთ ისეთები,როგორც ფრანგები ან გერმანელები.

საჭიროა ბუნებრივი ქცევა, ვისწავლოთ შრომა. ჩვენი გზა ლოგიკურად იქით გადის ,სხვა არჩევანი მხოლოდ ფარსია :)

 

tbilisi-view-of-narikala-fortress-from-leselidze-street-field-william-o-william-osgood-1931.jpg

 

არანაირი სახელმწიფო სარწმუნოება, მხოლოდ სეკულარული სახელმწიფო.

ეკლესია უნდა დააფინანსოს მრევლმა. ასევე არ დაგვავიწყდეს.... ჩვენ მხოლოდ საქართველოს ნაწილი შემოგვრჩა. თურქეთის ტერიტორიაზე დარჩა საქართველოს ყოფილი მიწები,რომელთა ბედი უკვე გადაწყვეტილია.სამაგიეროდ იქ ცხოვრობენ ჩვენი ორგანული ნაწილი-გამაჰმადიანებული ქართველები. ისე როგორც უდეში და რამდენიმე სხვა სოფელში სახლობს ქართველი კათოლიკეთა ოჯახები და უნდა ვეძებოთ საერთო, ისე რომ არ უარყვოთ, რაც გვწამს :)

 

chief integration officer_0.jpg

 

ენობრივი მომენტი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას. საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია და ამდენად ხელი უნდა შევუწყოთ,რათა ყველა დაეფლოს ქართულ ენას. არ უნდა გაგვიკვირდეს მათი თვისებურება, ხასიათი. ჩვენს სწორ სტრატეგიულ ხედვაზეა დამოკიდებული ინტეგრაციის ხარისხი. ბილინგუალური განათლების მეთოდოლოგიით გასადევნია საშუამავლო სხვა ენების მისია. ეს უნდა მოხდეს დინჯად,ისე,როგორც ყველა დალაგებულ ქვეყანაში. საქართველოს შეუძლია შეასრულოს მშვიდობიანი ქვეყნის, განვითარებული საზოგადოების მისია. ჩვენ სწრაფად გვაქვს გადასალახი ის ბარიერები,რაც ევროპას უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთში დასჭირდა.

 

red.jpg

 

პატრიოტიზმი გულიდან უნდა მოდიოდეს.მისი საფუძველი ურთიერთსოლიდარულობა და პატივისცემაა.

რაც უფრო მეტად იქნება ქვეყანა მოყვასის დახმარებაზე ორიენტირებული, უკეთესია.

სავალდებულოა ღარიბებს ხელშეწყობა. ვინც მათ უსაქმურებს უწოდებს ,თვითონაა უსაქმური და სნობი.

არავითარი ჰომოფობია,მაგრამ გეიაღლუმებსაც ნწ. აქვთ უფლება,თუმცა კანონით დასარეგულირებელია კონფლიქტების თავიდან არიდება.დაუშვებელია მისი პოპულარიზირებაც. სექსი ინტიმური სფეროა. ყველამ თავის თავს და უკანალს მიხედოს.პიროვნების ცხოვრება ხელშეუვალია.

 

Russia.gif

 

რუსეთთან მხოლოდ საქმიანი, პარიტეტული ურთიერთობა. არავითარი ერთმორწმუნეობა თუ ძმობა, ისე როგორც კომუნიკაციების კომპლექსები.

 

unm.jpg

 

1 მიშიზმი ქშ....ამნისტირების შანსი არ უნდა ქონდეთ ძალადობისა და დაუნდობლობის აპოლოგეტებს.იარსებონ დემოკრატიის წესების შესაბამისად,მაგრამ საჭიროა არსებული პოლიტიკური დისკურსის შეცვლა. დროა სხვა თემებზე გადავიდეთ.

ნაცპერიოდი იყო და ფაფუ, ვითარცა ედიკა .....მე პირადად(პ ი რ ა დ ა დ ) შეუძლებლად მეჩვენება ამ ძალის ხელისუფფლებაში დაბრუნება

 

დანარჩენი შემდეგში განვავრცოთ.... ახლა კი კითხვა ვინ ვარ მე ?

qv.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...