კახეთის ახალი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მუშაობას შეუდგა
კახეთის ახალი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მუშაობას შეუდგა .
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჭიაბერაშვილი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლებს ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება.
ჭიაბერაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რომელიც რეგიონს აწუხებს. ახალი გუბერნატორის განცხადებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ზურაბ ჭიაბერაშვილს მხოლოდ ერთი ახალი მოადგილე ეყოლება და ეს თანამდებობა გიორგი ბოტკოველმა დაიკავა.
ახალმა გუბერნატორმა გაწეული სამუშაოსთვის ყოფილ რწმუნებულ გიორგი ღვინიაშვილს მადლობა გადაუხადა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.