Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.073

ქცევის კოდექსზე


lasha_alo

2.212 views

იმდენად მოვლენებით დატვირთული წინასაარჩევნო დღეებია, რომ ყურადღების მიღმა აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი „ ქცევის კოდექსი" . არადა სულ ტყუილად.დემაგოგიაა,მაგრამ საინტერესო

იმჰო, დასტურდება:

  1. რეჟიმის შიგნით არსებობს ხალხი, ვისაც მალამოდ არ ედება არსებული სტრატეგია, ცდილობს სხვა რელსებზე გადავიდეს პოლიტიკური ბრძოლა ან შესაძლოა საკუთარი ინდივიდუალური იმიჯის გადარჩენაზე მუშაობენ;
  2. საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა არსებობს და ილუზიები თითქოს ხელისუფლებას გზა დაულოცეს არასწორია,თუმცა თვითონ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ საქართველოს ბედი წყდება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური სიმწიფის პროპორციულად, ხოლო გარე ფაქტორებს შეუძლიათ მხოლოდ განამტკიცონ პროცესი.

ქცევის კოდექსის ტექსტი კი კომიკური და პარადოქსულია:

-

უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია

- დანაშაულის ფაქტობრივი აღიარება , თუმცა აღნიშნულზე ხელი რატომ უნდა მოუწეროს სხვა პარტიამ. გაურკვეველია.

აღიარე? ყოჩაღ , გამოასწორე საკუთარი შეცდომები. ჩვენ რას გვერჩი?! :)

 

განსაკუთრებით მომწონს ფრაზა „უარს ვამბობთ“ ....სრული შედევრია ეი აქამდე ვაკეთებდით, ახლა მეტს აღარ ვიზავთ?! :დ

ანალოგიურად მესამე პუნქტიც

 

მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

აი მეორე და მეოთხე პუნქტები კი ოპოზიციისათვისაა განკუთვნილი...

2.უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;

4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

ჯერ ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვა არაა პარტიული ადმინისტრაციის ფინანსური უზრუნველყოფა. ამაზე არსებული შეზღუდვები და მოგელაძის ფაქტორი ეს იყო რვიანის შეთანხმებათა საბოტაჟის ბოლო აკორდი.

 

თავიდანვე შესაძლებელი გახლდათ განსაზღვრულიყო ყველა დეტალი. ახლა ეს პუნქტი „ორმხრივი“ შეცდომების და აღსარებებისკენ მოწოდებაა ,რაც თავიდანვე გადაწყვეტილი ცალკარა თამაშია,რომელიც მხოლოდ პიარს ემსახურება ...ისე კი , ყველა მადლობელი დავრჩებოდით ,თუ უფრო დეტალურად განმარტავდნენ რას გულისხმობენ. საარჩევნო კორუფცია ხომ მათი ელიტიდან მოდის და სხვა წყარო ფიზიკურად არ არსებობს.

 

რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, არჩევნები საგანგებო რეჟიმში ტარდება , 200 ლიმონიანი ჯარიმაც კი საკმარისი არგუმენტია აღნიშნულისთვის. თუ ხელისუფლება ცალმხრივად გააუქმებს მოგელაძის უწყებას , შეწყვეტს ფსევდოჟურნალისტების და „აღშფოთებული „ ხალხის იმიტირებას, დააბალანსებს მითვისებულ ტელევიზიებს , დაუბრუნებს „ქართუს“ პატრონს და ა.შ , ეს აისახება ამომრჩევლის აგრესიაზე. ჯერ თვითონ აღვივებენ მუხტს და რომელი ჭკუათმყოფელი ოპოზიციონერი დათანხმდება საკუთარი ხმების დაცვაზე უარს....?! :)

მოკლედ, კიდევ ერთხელ დასტურდება “ ნაციონალური მოძრაობა“ ში ნერვიულობენ ....ა.გ კი ტრივიალურ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ;) არ მგონია რამეში წაადგეთ ეს ავტოტრენინგი...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...