Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.252

ოლსონი: საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა


lasha_alo

457 views

blog-0512201001639045022.png

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.''

 

ეერთებული შტატების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართულებით. ეს განცხადება სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა გააკეთა.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, განაცხადა ოლსონმა.

 

ოლსონის გამოსვლა წინ უსწრებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. ოლსონის განცხადებით, ამერიკა ელოდება საქართველოს მიერ იმ სამომავლო ნაბიჯების შესახებ დაპირებებს, რომლებსაც ქვეყანა მომავალი წლისთვის დემოკრატიის სამიტზე წარმოადგენს.

 

„ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე, და ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, თქვა ოლსონმა.

 

სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარების მსგავსი შინაარსის განცხადებები რამდენჯერმე გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს 26 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.“ საელჩომ ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე გრძელდება.

 

მოგვიანებით, ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ზოგიერთებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ დემოკრატია შეხედულებების სიმრავლეს მოითხოვს“ და რომ „ერთი პიროვნება, ერთპარტიული მმართველობა, ყველაფერი ამის წინააღმდეგ მუშაობს. ფაქტობრივად, ეს უმრავლესობის მიერ ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

 

ელჩმა ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილების შესაძლო გაუქმების მინიშნებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა. ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას და შემდეგი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

 

დეგნანის განცხადებას მალევე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ 2%-იანი ბარიერი ან ამაზე ნაკლები საარჩევნო ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და უფრო მაღალი ბარიერის მქონე ქვეყნებში „არ ყალიბდება ტირანია“. კობახიძემ დასძინა, რომ „ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...