რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვა
რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძან
მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია. ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულეობა) შედარებით, მიზოგინია ხშირად მიიჩნევა, როგორც ქალთა წინააღმდეგ ზოგი მამაკაცის დამოკიდებულება, თუმცა მიზოგინისტური შეხედულებები თავად ქალებსაც შესაძლოა ჰქონდეთ. ფემინისტურ თეორიაში მიზოგინია პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა, რასიზმისა და ანტისემიტიზმის მსგავსად, რაც ამართლებს ქალთა მამაკაცდამი სუბორდინაციას. პატ
ბიბლიური "ღმერთი" იაჰვე-საბაოთი: მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. ძველი აღთქმა. ეს
ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა).
ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბ