ინდუისტები ე.ი. ვედური რელიგიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ბუდა შაკიამუნი იყო ვიშნუს ავატარა, ხოლო ბუდისტები მიიჩნევენ, რომ შაკიამუნი იყო 28 ბუდადან ერთ-ერთი და დჰიანა-ბუდა მაჰავაიროჩანას დჰარმაკაის (ჭეშმარიტების სხეულის) განსხეულება. სხვა ვერსიით ისაა ბუდა აკშობჰიას განსხეულება. ზოგიერთი ვერსიით ვედური ტრიმურტის ღმერთები არიან ბუდა შაკიამუნის ავატარები და ემანაციები. რითი განსხვავდება ბუდიზმი ინდუიზმისგან (ვედური დჰარმისგან)? იმით, რომ ბუდიზმში არსებობენ სულები, რომლებიც ვედური ტრიმურტის და ტრიდ
ტანტრები კაცობრიობას აჩუქეს უფალმა შივამ და მისმა მარადიულმა მეუღლემ - დევიმ. იმ წიგნებში, რომლებშიც დევი უსვამს კითხვებს შივას, როგორც მასწავლებელს, განისაზღვრება, როგორც აგამა. ტექსტებს, რომლებშიც ისინი ცვლიან როლებს, ეწოდებათ - ნიგამა. ესაა ღვთაებრივი თამაში რომლითაც შივა და შაკტი აძლევენ ხალხს ცოდნას განთავისუფლების გზისკენ და უმაღლესი ცნობიერებისკენ. ინდოეთში არსებობს სხვადასხვა სახის სულიერი წიგნები; ვედები, უპანიშადები, პურანები და ა.შ. მათში ყველაში არის ერთი სულიერი მარცვალი, რომელიც აე
სიტყვა "არია" არის სანსკრიტული სიტყვა და ვედურ რელიგიაში ნიშნავს - კეთილშობილს. არია ასევე ნიშნავს - "ის ვინც ილტვის სულიერი სრულყოფილებისკენ". საუბარია ადამიანზე, რომელიც იცავს ვედურ ტრადიციებს და სწავლობს დჰარმას. არიელი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სწავლობს ვედებს და ეთაყვანება უფალს. არიელი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს იშვარა ე.ი. უფალი. არიელი არის სწავლული, ბრაჰმანი, კეთილი ქშატრია ან იოგი, რომელიც სიყვარულით უყურებს ვედებს. თეოსოფებმა დაამახინჯეს ეს იდეა, ეს ტერმინი, მათ შეთხზეს რა
ბერძნული ზევსი და ინდური ინდრა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ეს ღმერთები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ზევსიც და ინდრაც ორივენი ელვის და ქუხილის ღმერთები არიან. ზევსმა დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ტიტანები და ჩაყარა ტარტაროზში. ინდრამაც დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ასურები იგივე ტიტანები და ჩაყარა ქვესკნელში - ბილა-სვარგაში. ზევსმა დაამარცხა დრაკონი ტიტანი - ტიფონი. ინდრამ დაამარცხა დრაკონი ტიტანი-ასურა - ვრიტრა. ზევსი ცხოვრობს მისტიკური მთის - ოლიმპოს წვერზე. ინდრა ცხოვრობს სუმერუს მისტ
"ცი" იგივე "კი" ჩინურ და იაპონურ რელიგიებში ესაა ეთერული სასიცოცხლო ენერგია. "ცი" იგივეა რაც ვედური ინდუისტური პრანა-შაკტი (და აკაშა). ცი ესაა უნივერსალური კოსმოლოგიური სუბსტანცია. ცი ესაა სასიცოცხლო ენერგია ადამიანში, ანთროპოლოგიური ფაქტორი. ცი ესაა ფსიქიკური ცენტრი ადამიანის გულში. ცი ესაა ინი და იანი, ცი ესაა უ-სინი ანუ ხუთი სტიქია. ბერძნულ მითოლოგიაში და რელიგიაში ცი-ს ანალოგია ეიდოლონი და ტუმოსი. არსებობს ცი-ს მრავალი ფორმა: 1) ჩჟენ-ცი - ბუნების ჭეშმარიტი სუნთქვა. 2) იუან-ცი - მემკვიდრეობით
აფროდიტა ესაა სიყვარულის ქალღმერთი ელინურ რელიგიაში. ის არის 12 ოლიმპოელი ღვთაებიდან ერთ-ერთი. მას შეუძლია ყველა არსების დამორჩილება. აფროდიტას გავლენის ქვეშ არ ექცევიან მხოლოდ - არტემისი, ათენა და ჰესტია. აფროდიტას წარმოშობის შესახებ არსებობს მრავალი მითი. ჰომეროსის მიხედვით აფროდიტა იყო ზევსის და წვიმის ქალღმერთი დიონას ასული. ეპიმენიდეს მიხედვით აფროდიტა იყო კრონოსის ასული. სხვა ვერსიით აფროდიტა იშვა ურანოსის სისხლისგან და სპერმისგან. აფროდიტამ ამპარტავნების გამო დასაჯა ნარცისი - ნიმფა ლირიოპ
1000 მაჰა-იუგაში ერთხელ ხდება იუგების (ეპოქების) წანაცვლება და ნაწილობრივი ერთმანეთში არევა. ახლა სწორედ ეს მოხდა. სატია-იუგაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ თეთრი ბრაჰმანები (ქურუმები). ესაა 4 მზის ეპოქა. ტრეტა-იუგაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ესაა 3 მზის ეპოქა. დვაპარა-იუგაში მოდის ვიშნუს ყვითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ესაა 2 მზის ეპოქა. კალი-იუგაში მოდის ვიშნუს შა
ათენა (ძვ. ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) — საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრ
ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბ
ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა).
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლებ
რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძან
ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული