Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    527.480

About this blog

თეოსოფიური ბლოგი

Entries in this blog

იუგები

1000 მაჰა-იუგაში ერთხელ ხდება იუგების (ეპოქების) წანაცვლება და ნაწილობრივი ერთმანეთში არევა. ახლა სწორედ ეს მოხდა. სატია-იუგაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ თეთრი ბრაჰმანები (ქურუმები). ესაა 4 მზის ეპოქა. ტრეტა-იუგაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ესაა 3 მზის ეპოქა. დვაპარა-იუგაში მოდის ვიშნუს ყვითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ესაა 2 მზის ეპოქა. კალი-იუგაში მოდის ვიშნუს შა

ბრაჰმავიდია (ღვთიური ცოდნა)

ტანტრები კაცობრიობას აჩუქეს უფალმა შივამ და მისმა მარადიულმა მეუღლემ - დევიმ. იმ წიგნებში, რომლებშიც დევი უსვამს კითხვებს შივას, როგორც მასწავლებელს, განისაზღვრება, როგორც აგამა. ტექსტებს, რომლებშიც ისინი ცვლიან როლებს, ეწოდებათ - ნიგამა. ესაა ღვთაებრივი თამაში რომლითაც შივა და შაკტი აძლევენ ხალხს ცოდნას განთავისუფლების გზისკენ და უმაღლესი ცნობიერებისკენ. ინდოეთში არსებობს სხვადასხვა სახის სულიერი წიგნები; ვედები, უპანიშადები, პურანები და ა.შ. მათში ყველაში არის ერთი სულიერი მარცვალი, რომელიც აე

მოსეს რჯული და არქონტების მზაკვრული გეგმა (ანტისექსუალური მორალის გნოსტიკური ანალიზი)

მოსეს რჯული ახდენს სექსუალობის დემონიზებას. მოსეს რჯულის მიხედვით სექსუალობა (განსაკუთრებით ლგბტ) არის "ცოდვა". მოსეს რჯული მოცემულია უმაღლესი ეონების წინააღმდეგ აჯანყებული უმდაბლესი ვარსკვლავური სულების – არქონტების მიერ. არქონტები და მათი შთამომავალი რეფტილოიდები და ნაცრისფერები არიან ენერგეტიკული პარაზიტები. ამ პარაზიტებს აქვთ ალერგია სექსუალურ ენერგიაზე. სექსუალური ენერგია არის ის რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს აჯანსაღებს, ადამიანი ასხივებს პოზიტიურ ენერგიას

ლუციფერის სიბრძნე

იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი.       ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა. ამის გამო ჯერ განრისხდა დემიურგი, ხოლო შემდეგ გაბოროტდა კიდეც, რა იქნება? ფიქრობდა ის, თუ სხვა ანგელ

ვინ არიან ასურები და დევები?

ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები

სიდჰების შესახებ

განათებული სიდჰა-იოგინი არ ჯდება დანავების და დაიტიების შექმნილ საზოგადოებრივ მორალურ ჩარჩოებში. განათებული იოგინის ქცევა არ ჯდება გოიმური საზოგადოების შაბლონურ ჩარჩოებში. მასა არის ბნელი და ბნელ მასას არ უყვარს მისგან განსხვავებული განათლებული სულიერი ადამიანები ანუ სიდჰა-იოგინები, ერთეულები, რომლებიც არ ჰგვანან ბნელ მასას, რომელიც მხოლოდ კარიერაზე, ფულზე, ჭამა-სმაზე და გამრავლებაზე ფიქრობს. სიდჰები და მაჰაიოგები გოიმურ ჩარჩოებში არ ჯდებიან. იმიტომ რომ სიდჰი და იოგი არაა გოიმი მატერიალისტი და ე

რელიგია და ლგბტ (კითხვები)

რა არის სიკეთე? რა არის ღმერთი? რა არის ბუდა? ღმერთი კეთილია? ბუდა კეთილია? შეიძლება რომ ღმერთს ეზიზღებოდეს ლგბტ? თუ ღმერთს ეზიზღება ლგბტ ის ბოროტია? ბუდას ეზიზღება ლგბტ? რატომ ეზიზღება რელიგიას ლგბტ? ვინ არიან ასტრალური პარაზიტები? რატომ უნდა იყოს ადამიანი მაინც და მაინც ჰეტეროსექსუალი? საიდან ვიცით რომ ჰეტეროსექსუალობა = ნორმა? ლესბოსელი არ შეიძლება იყოს ჯივანმუქტა? ეზოთერიკა და ლგბტ შეუთავსებადია? რატომ? იცით რა არის სექსუალობა? რატომ ითვლება ჰეტეროსექსუალობა ერთადერთ ნორმად?

რეპრესიული მორალის კრიტიკა

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ლიბერტინისტური აზროვნების ადამიანმა "დაარღვია საზოგადოებრივი მორალური ნორმატივი" და ატყდა სკანდალი. მთელი "საზოგადოება" (ბრბო) ურჩევს საქმეებს და წყვეტს მის ბედ–იღბალს. უკაცრავად? და თქვენ გგონიათ რომ სხვისი პირადულის "საზოგადოებრივ სასამართლოზე" გარჩევა ნორმალურია? თქვენი აზრით ნორმალურია როცა ერთი "განტევების ვაცის" ანუ დემონიზირებული ლიბერტინისტის პირად ცხოვრებას არჩევს და აანალიზებს მთელი "საზოგადოება"??! რა თქვენი საქმეა სხვისი პირადული და ინტიმური?? იაპონიაში 2

შივაიტური ტანტრა – ფილოსოფიური სკოლები (ჩემი თარგმანი)

სატგურუ შივაია სუბრამუნიიასვამი „შივაიზმის ექვსი სკოლა“ (თარგმნა – ღვთისავარ ჩაბრავამ) მშვიდობის, გასხივოსნების და სულიერი განთავისუფლების ძიების პროცესში შეუძლებელია უფრო ლმობიერი და მისტიკური, უფრო გავრცელებული და უფრო ძველი გზის პოვნა, ვიდრე შივაიტური ინდუიზმი. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე შივაიზმმა წარმოშვა სულიერი ტრადიციებისა და მიმდინარეობების მთელი სიმრავლე, რომელთაგან თითოეული ფლობს უნიკალურ ფილოსოფიურ-კულტურულ-ლინგვისტურ თვისებებს და ახალი წელთაღრიცხვით 1100 წლამდე

ძველი აღთქმის შესახებ

4Цар.2:23 И пошел он оттуда в Вефиль. Когда он шел дорогою, малые дети вышли из города и насмехались над ним и говорили ему: иди, плешивый! иди, плешивый! 4Цар.2:24 Он оглянулся и увидел их и проклял их именем Господним. И вышли две медведицы из леса и растерзали из них сорок два ребенка.

მაჰამაია, პრაკრიტი, კალა, აკაშა, ჯივა და შუნია

ვეტყვი იმათ ვინც "ეროვნულ გენებზე" და "გვარიშვილობაზე" ტლიკინებენ: ჭეშმარიტი რეალობა ესაა – შუნია (სიცარიელე) იგივე პარაბრაჰმანი (უზენაესი ღმერთი), სხვა ყველაფერი მოჩვენებითია და ფორმალური. ცხადია არსებობს მატერია (პრაკრიტი), დრო (კალა) და სივრცე (აკაშა), არსებობენ უსასრულო რაოდენობის სულიერი არსებები (ჯივები), მაგრამ არავითარი ეროვნულობა და გვარიშვილობა არ არსებობს, რადგანაც არც პრაკრიტიმ, არც აკაშამ, არც კალამ, არც ჯივამ და მით უმეტეს არც შუნიამ არ იცის არავითარი "რასობრივი" და "ეთნიკური" ატრი

ქალღმერთი კალი (ვედური სიმბოლიზმი)

ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკუ

ფემინისტური ფაშიზმი და კალი-იუგა

ესაა ბრიტანელი მეცნიერი, ასტროფიზიკოსი – მეთ ტეილორი, რომელიც ფემინისტმა ფაშისტებმა არაფრის გამო გაანადგურეს სოციალურ დონეზე და "ბოდიშიც" კი მოახდევინეს, მაგრამ მაშინაც კი არ გაჩერდნენ. ფემინისტებმა ეს მეცნიერი დაღუპეს. მეთ ტეილორი არის ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, რომლებმაც ზონდი დასვეს როზეტას კომეტის ზედაპირზე. ფემინისტებს არ მოეწონათ ის რომ მეთი ტელეეთერში გამოჩნდა ქალების ანიმირებული სურათებით მოხატული პერანგით და დაიწყეს ყვირილი. ფემინისტებმა იქამდე არ მოისვენეს სანამ ეს ადამიანი არ მოსპეს მ

ბუდისტური კოსმოლოგია

ბუდისტური სწავლების მიხედვით ყოფიერება შედგება სამი ნაწილისგან, ესენია: 1) კამალოკა – სურვილების და ვნებების 11 სამყარო 2) რუპა-ლოკა – ნატიფი ასტრალური ფორმების 16 სამყარო 3) არუპა-ლოკა – უფორმობის და სუფთა არარაობის 4 სამყარო   რუპა-ლოკას რეალობა იყოფა 4 დონედ ანუ დჰიანად. პირველ დჰიანაში 3 სამყაროა. მეორე დჰიანაში და მესამე დჰიანაში ასევე სამ-სამი სამყაროა. მეოთხე დჰიანაში 7 სამყაროა. ესაა "ბრამების" სამყაროები: 1) თანამგზავრი ბრამების სამყარო 2) მინისტრი ბრამების სამყარო 3) დიადი ბრამების სამ

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 11

ანთროპოსის ძის განდიდება 23. იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ანთროპოსის ძე. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 26. ახლა შფოთავს ჩემი სამშვინველი და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 27. მამაო, განადიდე ს

პარავიდია (უმაღლესი ცოდნა)

ბერძნული ზევსი და ინდური ინდრა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ეს ღმერთები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ზევსიც და ინდრაც ორივენი ელვის და ქუხილის ღმერთები არიან. ზევსმა დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ტიტანები და ჩაყარა ტარტაროზში. ინდრამაც დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ასურები იგივე ტიტანები და ჩაყარა ქვესკნელში - ბილა-სვარგაში. ზევსმა დაამარცხა დრაკონი ტიტანი - ტიფონი. ინდრამ დაამარცხა დრაკონი ტიტანი-ასურა - ვრიტრა. ზევსი ცხოვრობს მისტიკური მთის - ოლიმპოს წვერზე. ინდრა ცხოვრობს სუმერუს მისტ

მარადიული ჭეშმარიტება და კალი-იუგა

როდესაც ვამბობ რომ იოგა და ვედანტა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, ბევრი უცოდინარი ხეპრე მიბრაზდება და მეტლიკინება: "იოგა და ეგეთები ეგ მხოლოდ ინდოეთის რელიგიური დოგმატებია და დანარჩენ მსოფლიოსთან არავითარი კავშირი არ აქვს". ასე იქცევიან ჩვეულებრივად ავეიდიკა-პაშუ იგივე მაჰა-პაშუ რომლებიც ქადაგებენ ჩარვაკა-ლოკაიატას ურჯულოებას. ზოგჯერ ასე ფიქრობენ აბრაამიტი მონოთეისტებიც. მინდა ვუთხრა ყველას; შტერებსაც და ჭკვიანებსაც, იოგა და ვედანტა ესაა სრულიად ადამიანური რასის კოსმიური სიბრძნე და ცოდნა. იოგა და ვე

მსოფლიოს რელიგიების შესახებ (გნოსტიკური ეზოთერული ანალიზი)

ამდენი რელიგია არსებობს მსოფლიოში და ყველა ურთიერთგამომრიცხავია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ რელიგიები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: აბრაამულად და დჰარმულად. ცხადია დჰარმულ რელიგიებში არის ურთიერთდაპირისპირება და გარკვეული განსხვავებები, მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია. პრინციპში აბრაამული რელიგიების გაერთიანებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა რომ აბრაამული რელიგიების მიმდევრები ახერხებენ ადამიანთა გაბითურებას და დარწმუნებას ისე რომ არ დაკარგონ კლიენტები. ზოგადად იუდაიზმი, ქრისტ

დედა უფალი

დედაღვთაება — დედობის პრინციპი, დედაღვთისა, ღმერთთა და კაცთა მშობელი ყოველი ხალხის მითოლოგიაში, ერთ-ერთ ყპირველეს ადგილს იჭერს (ნ. დია, რეა, მაგნა მატერ და სხვა.), მაგრამ ეს ტერმინი გამორჩეულად გულისხმობს შუმერულ-აქადური მითის მოტივს: კრებითი სახელია ქალღმერთთა, ადამიანებისა და ღმერთების მშობელ, კაცთა და ქალაქთა მფარველ ქალ-ღვთაებათა, რომელთა ქმარია ენლილი (დამგალნუნას სახით: გალ — ქალი). შუმერში ძალზე ცნობილი იყო ნინმახი, ნინტუ, მამა (მამი) და არარუ (ეპოსებში). მათს გამოსახულებებში ხაზგასმულია

ბოგომილები

ბოგომილები იყნენ ნეოგნოსტიკური ქრისტიანული სკოლა მეათე საუკუნეში. ბოგომილები უარყოფდნენ შემდეგ რელიგიურ ატრიბუტებს და იდეებს: 1) "ძველ აღთქმას" ანუ ებრაულ "თანახს" 2) საეკლესიო იერარქიას 3) ლიტურგიას 4) ნეშთებს 5) ჯვარს 6) ხატებს 7) წმინდანების და ქრისტეს მიწიერი დედის – მარიამის კულტს 8) ტაძრებს 9) აღდგომის დოგმას აბა ახლა დავფიქრდეთ; არ ჰგავდნენ ეს ბოგომილები რაღაცით თანამედროვე ოკულტისტებს ან მატერიალისტ მეცნიერებს? თუ დავაკვირდებით ბოგომილებს ჰქონდათ ისეთი პროგრესული აზროვნება, რომელიც ბევრი

ბიბლიური "ღმერთის" შესახებ (ციტატა რიჩარდ დოკინსის წიგნიდან)

„ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“   რიჩარდ დოკინსი   „ღმერთი როგორც ილუზია“

"ეგო" და "ეკო"

ადამიანს თავისი ეგოცენტრიზმისა და ჰუმანისტური ამპარტავნების გამო თავი ცოცხალ არსებათა შორის უმაღლესი ჰგონია, არადა ცოცხალ არსებათა შორის ყველაზე უბადრუკი და უმდაბლესია. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან "ეგო" და "ეკო". ადამიანი ისეთი ბრიყვი და ამპარტავანია, რომ სამყაროში ზეადამიანური რასების არსებობას უარყოფს. რა უნდა ელაპარაკო ასეთ შიზოფრენიკს?

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 10

იუდეველების ბრალდება 48. მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ 49. მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე. 50. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკანასკნელ ეონამდე“. 52. უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარ
×
×
  • შექმენი...