საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსა და სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების მატებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა.
მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც დაადასტურა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით, წლის დასაწყისიდანვე მოიმატებდა.
ბუნებრივია, ამის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული