,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?"
,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."
ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა,