გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად აქტიური ბრძოლა მოქალაქეებმა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს, მაშინ, როცა მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა და ერთ დროს გლდანელთა (და არა მარტო გლდანელთა) საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ჭაობად და ანტისანიტარიის წყაროდ იქცა.
დაინტერესებულმა პირებმა ტბის გადასარჩენად საპროტესტო აქციების და სხადასხვა აქტივობის მეშვეობით სცადეს, ხმა ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურამდეც მიეწვდინათ. პარალელურად, საკუთარი ძალებით დაიწყეს იმ მიზეზების მოკვლევა, რამაც ტბა ას