ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავტომობილო გზებს, დაანგრია და საძირკველი გამოუშალა ხიდებს, რის გამოც ზოგიერთი სოფლის ცალკეული უბანი იზოლაციაში მოექცა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის პირადი ქონებაც დააზიანა.
სოფელ ლიაში მცხოვრები ჯონი სამუშიას ოჯახი ერთ-ერთია, რომლის სახლ-