Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.302

About this blog

პამფლეტი

Entries in this blog

დამქირავებელთა და დაქირავებულთა თანაცხოვრების 2014 პოზა, ანუ ის, რისიც ჯერ კიდევ „ვერ გვჯერა“

ზოგჯერ ასეც ხდება – ჯდები და არაფერზე წერა გინდება. ან არც ჯდები, წევხარ, დადიხარ, ჭამ, ეწევი, რაღაცას აფუჭებ ან აკეთებ, და მაინც წერ. წერ ყველაფერზე - რაც გეტკინა, გაგიხარდა, მოგეწონა ან არ მოგეწონა, მიგავიწყდა, გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა. როცა უთანასწოროთა თანაცხოვრებაზეა საუბარი თავისი ყველა თანდაყოლილი თუ შეძენილი დეტალით, ამ დროს, სრულიად ნორმალური ადამიანები, სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად, კამასუტრას მოიმარჯვებენ ხოლმე და ...ვცადეთ ბატონო, ეგეც ვცადეთ, მაგრამ, ჩვენთან მაინც ყველაფერი ან

katya

katya

ჩაკეტილი სივრცე ინტერიერში, ანუ, შიში, რომელიც, ვერ "შეიქმს" სიყვარულს

დღეს შევცდი და " გამომძიებელ-რეპორტიორს" ვუყურე - ნაციონალური რეჟიმის პერიოდში ციხეებში არსებულ სიტუაციაზე, პატიმრების მიმართ ძალადობაზე და უკანონო მოპყრობაზე. "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი შავ-ბნელი თემა და მტკივნეული. დავმძიმდი გვარიანად. დიდხანს ვაწვალე "თაგვიც," კლავიატურაც. ვცდილობდი, რამე სხვაზე მეფიქრა, მაგრამ, შიში ოხერია! აგიყვანს და მორჩა! მითუმეტეს, ბავშვობიდან შემოჩენილი შიში - მაშინდელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რატომღაც, ნაკლებად ხუნდება. ბოლომდე მოგყვება ფობიების, სისუსტეების ფო

katya

katya

აპრილის მარტოობის წვიმები და იასამნის სურნელი სამოთხიდან

მაისის მშვიდ, მზიან, თბილ, გაკვირტულ თბილისურ დილას შაშვის გალობა რომ გაგაღვიძებს, გვერდით არხეინად და ვარდისფრადმფშვინვარე პატარას გადახედავ, ფეხაკრეფით გადმოხოხდები საწოლიდან, რაც ხელში მოგხვდება, იმას შემოიცვამ, სხვა ოთახებში ჯერ კიდევ სძინავთ, ამიტომ ყავის და სიგარეტის სოლო პარტიას არაფერი ემუქრება და, ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე, მიუჯდები „კომპს“. „ქულერის“ ღუღუნი შაშვის დილის არიას აყვება და ეს ვირტუალური ფანჯარა დიდ სამყაროში იმდენ ამბავს მოგაყრის, უცებ ფარდის ჩამოფარების სურვილი გი

katya

katya

აპრილს ჩვენში მკვდარი ტიტების სუნი აქვს, ანუ 25 წელი უსიყვარულოდ...

25 წელი გავიდაო! დედაა, რამდენიაო! უფ-უფ და ოფ-ოფ!-ო.. ვისთვის გავიდა, ვისთვის გაჩერდა... ჩემთვის 9 აპრილი ის თარიღია, როცა ქართველებს ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და არ მახსენდება არცერთი ასეთი, თუნდაც ოდნავ მიახლოვებული დღე ამ 25 წლის მანძილზე. 25 წელია, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ვიღაც გულში და სხეულზე შემონახული ჭრილობებით, ან ქსოვილის უჯრედებში ჩაბუდებული ტოქსინებით, უახლოესი ადამიანების დაკარგვის თუ ეროვნული თავმოყვარეობის ტკივილით, ვიღაც პოლიტიკურ-კარიერული მოსაზრებებით, 9 აპრილის

katya

katya

ყავა ორისთვის - მზისფერი ოპიტა და ქარების მომთვინიერებელი მიმოზები

აშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ.   მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე... სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა.. ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას

katya

katya

სოციოლოგიურ-კვლევითი მისტერია და ფიფლმეტრების ისტერია

800 ლარით "გაწეწილი", "წინა ცხოვრებაში" კიკინ-ლაღი და აწ უკვე კიკინ-მოკვეცილი და ჯეჯილობისარეალშეზღუდული ნაპატივები და არა პატივცემული გოჩა ცქიტიშვილი შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია, თურმე. წესით, სერიოზულად დაპანიკებულიც უნდა იყოს ფიფლმეტრების სკანდალის ვერგადარჩენის ვერსიიდან გამომდინარე. შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთვისაც მოიცალა. პრინციპში, „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ კი არა, სრულიად IPM-ის დათვლის და კვლევის მეთოდებზე წლებია, ლეგენდები დადის, თუმ

katya

katya

"მარტიანელთა" ხიბლი, საკრალური რვა და პიკანტური საცვლის როლი საბჭოთა გურიის სინამდვილეში

ქალების თვიდან ქალების დღესაც მივადექით. "მარტის ქალებს" ყველა დროში გამოარჩევდნენ, ალბათ კალენდარული თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელსაც ზოგი ღირსებად თვლის, ზოგი ნაკლად. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება - მარტი თავისი აჭრილი და ცვალებადი ბუნებით ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს. იმდენად ჰგავს, რომ, ლოგიკით, ყველა ქალი მარტში უნდა იბადებოდეს. ამიტომაც მივისაკუთრეთ ქალებმა მარტი... ამ თვესთან პირადად სამმაგი საკუთრების უფლება მაკავშირებს, თუმცა ეს არაა საინტერესო... საინტერესო ისაა, რომ „მარტიანელთა“

katya

katya

კოლექტიური ყავის „ძიუბაჟი“ და ერთი ჩარექი დემოკრატია, ანუ სკუპი გენ-მოდიდან გენ-დერამდე

მართალია, ბოლო დროს საზოგადოებრივი კომუნიკაციის მთავარი თემა დამშეული სამართალია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ დაწერილი კანონების, კანონმდებლებისა და კანონაღმსრულებლების პარალელურად, სამართალი გაცილებით ზევითაც წყდება ... ასეა, ზოგჯერ თითქოს უკვე გადაწყვეტილ და „გაჩარხულ“ საქმეს ისეთ კვანტს დაუდებს ხოლმე ის დალოცვილი, აღფრთოვანებისგან ტაშის დაკვრა გინდა და კმაყოფილ ღიმილს ვერ ფარავ... გაუმარჯოს ასეთ სამართალს! მეტს არაფერს ვიტყვი, კომუნიკაციების რეგულირებასთან დაკავშირებული საზოგადოება გაიგებს... მო

katya

katya

მჭლე სიყვარული უფრო გემრიელია, ანუ, ჩვეულებრივი დღის უჩვეულო მიმოწერა...

დილა ისე დაიწყო, როგორც ბოლო დროის სხვა დანარჩენი - დედაჩემი საშინაო და საგარეო პრობლემების გრძელი სიით... მე - მდუმარე უმწეობით და გამოსავლის ქსელში გახლართული ღიმილით... ვცდილობ, ოპტიმისტური და იმედიანი გამომეტყველება მოვიძიო... არაფერი გამოდის! მერე უცებ კალენდარი მოდის მშველელად!.. - დედის დღეს გილოცავ დეეე!!! დიდი ჩახუტებით, დედაჩემის ნიანგის ცრემლებით. აე დაგვჩემდა ბოლო დროს - მილოცვები ცარიელი ხელებით, სავსე გულით და ემოციებით... რაღაცას ვიმიზეზებ, სასწრაფოდ გავდივარ სახლიდან, ისევ რაღაცი

katya

katya

გა-მარტი-ვებული სავიზო რეჟიმი რეალობაში, ანუ ...

გუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო.   უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა!   დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია!   მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი...   სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა...   მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო!   არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება...   ქართველებმა კი ვთქვით -

katya

katya

ოთხმოცთეთრიანი ექსკლუზივი ღამის თბილისიდან

თბილისი, ღამის 22:20... ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღან

katya

katya

განათლების მუშაკებო! იქნებ თავს ძალა დაატანოთ და წაიკითხოთ უზნაძის ,,განწყობის თეორია,,!? ძალიან გთხოვთ რააა!

თუ უზნაძის შეხედულებები ,,მოძველდა,, , მაშინ ალბერტ ელისს მაინც გადახედეთ, ABC მოდელს... არ მოგვწონდა და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ განათლების სისტემას. ფაქტიურად იმას სისტემის არც არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ერქვა ასე. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ჩვენც ახალი მიდგომებისა და იდეების მოლოდინში გავისუსეთ. უფასოდ დარიგებული წიგნები ბავშვებისთვის იყო პიარ-სვლა თუ განათლების ახლებური ხედვა, ამას მომავალი გვიჩვენებს.მაგრამ ეს საშუალო განათლების თემაა. დღეს ასევე დიდი ბჭობა მიდის

katya

katya

წიგნიერი წიგნიპარიები და „უწიგნური თაობების“ საფრთხე

„წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი)   ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვ

katya

katya

„ჯაშუში“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში - შეცდომა? დაუდევრობა? თუ შეგნებული ნაბიჯი?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი თავსატეხი - რაიან გრისტი და მისი სკანდალური წარსული   გვესმის, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, რომ ევროკავშირში შესასვლელად ვიბრძვით და ამ დიდ ოჯახში შეღწევა ძალიან გვინდა, მაგრამ, ყველაზე სასურველ და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაშიც კი შედეგიანია ანდაზა, - ენდე, მაგრამ შეამოწმე. იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ კავშირის მიმართ, ზოგჯერ, სახელმწიფო მოხელისთვის, სახელმწოფო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობ სასარგებლო იქნებოდა მათ მი

katya

katya

კეჟერა ფხალი და კეზერას ეჟვანი, კალათის როლი ხადურის საარსებო მინიმუმში და გვამთა დუმილი ვანოს შემოქმედებაში

გვარიანი დრო გავიდა საჯარო და ჯგუფური ყავის სმის ბოლო სეანსიდან „ პლანეტაზე“. გზააბნეული ქარის მოტანილ და მერე უკან წაღებულ რამე-რუმეებს, ისევ კეთილსინდისიერად მოყვანილი ყავით დალოცვილი მშვიდობა გერჩივნოთ. სიმშვიდე თუ არა, კოფეინი ხომ მაინც შეგრჩებათ ორგანიზმში? ფინჯანში კიდევ - ყავის ნალექი, რომელზეც შეგიძლიათ წარსულიც დაინახოთ, აწმყოც და მომავალიც. თუ განჭვრეტილმა ვერ დაგაკმაყოფილათ, რომელიმე (სასურველია უფრჩხილო) თითით შეგიძლიათ „გულიც გახსნათ“ - იმედები და მოლოდინები გაიუმჯობესოთ. ბა

katya

katya

თვითმმართველობა თუ თვითმმართველობის მმართველობა?

დემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია. დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს,

katya

katya

დიდი გაცილება „ჩახოხბილით“

გასული კვირის მთავარი და აქტუალური მოვლენა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად გასვლა და საზოგადოებრივ სექტორში შესვლის გადაწყვეტილება და ზვიად კირტავას ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლიდან გამოსვლა იყო. მორჩა! აღსრულდა - მართლა წავიდა... ამიერიდან ის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეაო, თქვა მარგველამ.. უკაცრავად, მთლად ასე არ უთქვამს - „დღეს ბიძინა ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი“ - ასეთია ციტატა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პრეზიდენტი კაცია მარგველა, როგორ გინდა, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო

katya

katya

გიგლა აგულაშვლი: დღეს მთავარი პრობლემა სოფლის მეურნეობაში შესაბამისი განათლების დეფიციტია

მთავარია, ადამიანებს სწორად დაანახო სოფლის ხიბლი, მათი საკუთარი შესაძლებლობები და მიანიშნო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზა აგრარული სექტორის ძველი და ახალი პრობლემები, შეღავათიანი აგრო- სესხი, ახალი საწარმოები, ექსკლუზიური, საავტორო პროდუქტები, დაწყებული რეფორმა და ქართული სოფლის პერსპექტივა. თემები, რომლებზეც „ქრონიკა+“-სთან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი საუბრობს, რომელსაც ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის წევ

katya

katya

ინაუგურაცია პოლიტიკური დრეს-კოდით ანუ ვინ შეკმაზავს ქართულ კონსტიტუციას?

18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა. უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი. ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!.. ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და

katya

katya

ზესტაფონელი ყარაბას-ბარაბასის ბეღურების გადაფრენა , ანუ საშა გველესიანის „სახასიათო როლები“ კულისებს მიღმა

როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურა

katya

katya

გელა დოლიძე: სახელმწიფოსგან დაუცველი ქვეყნის დამცველი სახელმწიფოს ვერ დაიცავს /// საქართველოში ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

„ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია. ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულებ

katya

katya

დიდი მისვლა–მოსვლის, გადადგმ–გადმოდგმის და დაშლა–არმოშლის კვირა

ჯერ იყო და, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა პროკურორმა მიგვატოვა. ასეო–ისეო, მეო კი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო. გაანახევრა კაცი ამ უღმერთო კოაბიტაციამ. სულ გრადუსებში და მილიმეტრებში გადახრილ–გადმოხრილი სამართლის გზით ატარეს. რაც შეეძლო და შეაძლებინეს, გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეაძლებინეს, იმის არგაკეთებაზე ვინ ეტყოდა საყვედურს? თუმცა, გია ცაგარეიშვილმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ. ერთი წაესლუკუნებინა უმრავლესობის შეხვედრაზე, ამდენ უკმაყოფილებას

katya

katya

ჰოპ, ზილინა-ზილინა! „ქართული ელიტა“ „მოჯადოვებულ წრეზე“ და პრემიერი შერლოკი

აი ასე! მიყვარხართო, ხალხოო! ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიც

katya

katya

ნაციონალურად გამარტივებული საბაჟოს საოცნებოდ გართულებული პრობლემები ანუ, დაბრუნდებიან თუ არა ბროკერები?

ვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი. ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი,

katya

katya

×
×
  • შექმენი...