Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.765

ამომრჩეველს...


atrava

1.164 views

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, ოპოზიცია საქართველოში სუსტადაა წარმოჩინებული. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურ პარტია თუ განაცხადებს პრეტენზიებს ნამდვილ სიძლიერეზე, მაგრამ მათში ვერც ლეიბორისტებს, ვერც ქრისტიან–დემოკრატებს და ვერც დღევანდელ პარლამენტში მოხვედრილ სხვა პარტიებს მოვიაზრებ. მრავალი მიზეზის გამო ვერ მოვიაზრებ იმ პარტიების 98%–ს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში მოხვდნენ, ზემოთჩამოთვლილების გარდა. იმიტომ, რომ მათ შინაგანი მუტირება განიცადეს და ფაქტიურად ნაცმოძრაობის დანამატი გახდნენ.

ასეთ მუტაციას საკუთარი ახსნა გააჩნია. ჯერ ერთი, ისინი იმდენად მცირერიცხოვნები არიან, რომ ფაქტიურად მოსახლეობა მათ არ იცნობს. არც რეგიონში ჰყავთ წარმომადგენლები. და თუ ჰყავთ ისიც თითო–ოროლა… ბუნებრივია ასეთი პარტიები საარჩევნო უბნებს ფაქტიურად ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ იძულებულნი არიან ისინი ნაცმოძრაობის შეთავაზებული კანდიდატურებით შეავსონ. რომლებიც, მართალია აშკარად არ დაუჭერენ მხარს ნაცებს, მაგრამ ხმების დათვლის პროცესში “ქართულ ოცნებას” და სავარაუდოდ “ახალ მემარჯვენეებს” ხმებს წაართმევენ. ამას კიდევ თუ დავუმატებ მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურ გაბერვასაც…

თუ ვისაუბრებთ შანსებზე, რომლებიც საერთოდ გააჩნია ოპოზიციურ სპექტრს, დავინახავთ რომ ძირითადი ბრძოლა გაიმართება არა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, არამედ “ქართული ოცნების”, რომელსაც ამომრჩევლების ძალიან დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. ამასთან, ქართულ საარჩევნო სივრცეში, ისინი პრობლემების აღმოფხვრის კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობენ. შესაძლოა ზოგიერთი რამ მათი პროგრამიდან პოპულიზმად მოეჩვენოს ობივატელს, მაგრამ თუ დააკვირდებით მათ ეს პროცესები დროში კარგად ააქვთ გათვლილი . ამასთან ისინი პირველები ალაპარაკდნენ საქაღველოს საგარეო თუ საშინაო ვალზე, შრომითი კოდექსის ევროპულ ანალოგებთან მაქსიმალურად მიახლოებაზე, საპენსიო ასაკის რეალურ დაწევაზე და ა.შ.

თუ შევადარებთ იგივე ლეიბორისტებს, მაშინ მათი უპირატესობა აშკარად ჩანს: ლეიბორისტების გამონათქვამს მდიდარს წავართმევთ, ღარიბს მივცემთ, პოპულიზმის გარდა ნეობოლშევიზმის სუნი ასდის. და თუ მათ მართლაც მოახერხეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ გამონათქვამის რეალიზაცია, მაშინ საქართველო შინაომის გზას დაადგება…

რაც უფო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძნელი ხდება დაბეჯითებით იმის თქმა გაიმართება თუ არა იგი 1–ლ ოქტომბერს. ლოპოტას ხეობაში დაღესტანიდან შემოსული ბანდფორმირების განადგურება შესაძლოა წინაპირობა იყოს იმისა, რომ მოსალოდნელი ტერაქტების შიშით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს გაურკვეველი ვადით. და ეს იმიტომ მოხდება, რომ ნაცმოძრაობა კარგად ხედავს იმას, თუ როგორ თხელდება მისი რიგები, როგორ ძლიერდება მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. თუკი გავითვალისწინებთ ხელისუფლების საშინაო და გლობალურ გეოპოლიტიკურ შეცდომებს, ასევე იმას, რომ მას არ სურს ან არ შეუძლია ამ შეცდომების გამოსწორება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზემოთთქმული ვარიანტი ყველაზე მეტად სავარადუოა. თუმცა ამის ალბათობა 50/50-ეა.

მანამდე კი ნებისმიერს ვურჩევ: სანამ არჩევანს გააკეთებდეს კარგად წაიკითხოს ყველა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლათფორმა, კარგად გააანალიზოს, ხოლო შემდეგ გააკეთოს არჩევანი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...