Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    82.312

ცხელი რომი და ერთი აბი ....


urfinjus

2.335 views

blog-0016561001346833956.jpgწიკწიკებს საათი: ღამის 2საათია კუალალუმპურის დროით, ვერ ვიტან ერთფეროვნებას და თვითსაკმარის ადამიანებს, ხოლო კვირას ის ზღვაში რომ იდგა მართლა ქალღმერთი დიანა იყო, კარგია შიმშილობა, მოძრაობა დამირბილდა და ძალა მომემატა....ისევ ღარიბი და ამაყი პოეტი ვარ თუმცა ლექსებს აღარ ვწერ. ცხოვრება შემსუბუქდა მაგრამ კომუნისტურ-მონარქისტულად აბდაუბდად რეჟიმში ჩამდგარი გადაგვარებულად მოწესრიგებული მომეჩვენა....რა შუაშია აქ ცხოვრების აქლემი როდესაც ტრიბუნიდან მაღალ იდეებზე საუბრობს ყრუ ესერი ზებრა სწორედ იმ ვირთხა ფერენგის მკვლელი რომელსაც კომპარტიის ოქროს ვალი უნდა ჩაესესხებინა 42-ე სპარსული სატრაპიისათვის ბასტილიის აღების წინა ღამით...მგელი არაფერ შუაშია! კრავი კრიშნაიდი იყო ამან გამოიწვია ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის სტენოკარდია რომელიც აქამდე უცნობმა კარდიოლოგმა გავრილა პრინციპულმა შეაჩერა რაც პოლიტიკურ ავანტიურად მოინათლა სიკოფანტებისა და ფრანცისკანელების მიერ ასურეთის დამოუკიდებლობის მეცხრე წლისთავზე. აღლუმს ქსერქსეს უკანონო ვაჟი აიათოლა ჰო ში მანი ხელმძღვანელობდა მიუხედავად ამისა მაინც იგრძნობოდა მძაფრი დაპირისპირება კასტორისა და კასტორიას შორის დისპუტში. ელისეის მინდვრებს იქით, იქ ტენოჩტიტლანის სამსხვერპლოზე(რომელიც სინამდვილეში ბისმარკის ნათლიის აშენებული იყო და სალვადორე დალის მოპარული ერთი გურჯი ნიკოს ტილოებიდან) იდო ედუარდ კიტოვანის მიერ ამოჭრილი აცტეკეთის გული....ამ გულმა კი თავის დროზე 980 წელს რუსეთში დიდი როლი შეასრულა ბჰაგავან შრი რაჯნიშის იდეების გავრცელებაში. თუ გავიხსენებთ რომ გახშირდა ლეკთა თარეში "მილიონი მილიონი ალისფერი ვარდებით" რომელიც მთიელ ხალხთა კონფედერაციას მოყავდა ზატულინს ინსტრუქციით ეკვადორში და არას დაუდევდა ბუტოს გალის გატაცებას პერეს დე კუელიარით....ეს ყველაფერი ბრწყინვალედ გამოიყენა ჰარისონ ფორდმა და სპილბერგთან ერთად ლენინი ოქტომბერში გადაიღო(ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ რომ ამ სთივმა სულ გოგა ხაინდრავას მოპარა სცენარებიო, იმასაც ამბობდნენ ამ ჭორებს თვითონ ხაინდრავა ავრცელებს ადამონ ნიხასის მეშვეობითო მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს)... რაო? არავითარ შემთხვევაში, ლი პენი ამას არ შეურიგდება და ომს გამოუცხადებს სომალის რომელმაც აღიარა ტაივანის დამოუკიდებლობა და ზემო იმერეთში ჩასული სამხედროები მშვენივრადაც აქეიფეს ჩინურ რესტორანში. თუმცა ჰუმანიტარულმა დახმარებამ სულზე მიუსწრო გრიშა კეჟერაძეს ბაღდათში(თბილისში კი ძველებურად იყიდება ჯიხურებში ზეთი წარწერით "იტალიელი ხალხის საჩუქარი ქართველებს") მან მაინც ჩააღწია პარაგვაიში. პარაგვაი მაინცდამაინც არაფრით არ გამოირჩევა სხვებისაგან მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ის მესამე რომია და ბიზანტიის მემკვიდრე ყველაფერი ნათელი გახდება: ისიც რატომ ეჭვიანობდა რიჩარდ ლომგული ამონჰეტოპ მეოთხეს უმცროს ქალიშვილზე ბათუმში(ასლანი უკიჟინებდა ალბათ) და რატომ დაეცა კონსანტინოპოლი უნგრელი ჰაიდუკების მიერ ალყაში მოქცეულ ინკებთან ერთად. ამასობაში კი იან ჰუსი ძვირად იყიდა შოტლანდიის მეხანძრე რეგბისტთა საშუამავლო კომპანიამ რომელიც ტროცკის მკვლელობაშიც კი იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ ალიბი ჰქონდათ რომში ნერონის ხანძარს აქრობდნენ, ეს რომი თავის დროზე მონტესუმას რუსმა ტურისტებმა ჩამოუტანეს. სინამდვილეში იმ ბოთლში რომი არ იყო არამედ ხრუშჩოვის პორნოსურათები: ვინმე პიეტრო დე ლა ვალესთან სიმინდის სტრაპონით გამართული ორგიებისას გადაღებული. რასაც ჯიუტად უვლის გვერდს გიზო, ჰეროდოტე, აპიანე და სხვა მსხვილი ქირურგები. არავინ იცის ვინ იყო მართალი იმ სასამართლო პროცესზე ნიურმბერგში სადაც კაცობრიობამ თვალებში შეხედა მძინარე ბუდას. ბუდა თავს იკატუნებდა მაგრამ სრულადაც არ გავდა იმ მამა აბრამის ბატკანს რომლის ხვედრი განკითხვის ვაცად ქცევა იყო ჰოლანდიაში ალბას რეიდის დროს. მარტო ალბა იქ წასვლას რას გაბედავდა მაგრამ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შეპირდა კეისარის საყვარელი მეათე ლეგიონის მიშველებას თუ საჭირო გახდებოდა. მაინცამაინც ამ დროს მოხდა ის ავდახსენებული მიწისძვრა ფერღანაში ანტარქტიდაზე და თეთრი დათვები სელაპები და პინგვინები საქართველოში ჩამოიყვანეს: აქაოდა გერმანიაში ოკუპანტებს ეძახიანო. ლანცბერგისმა უარჰყო მის მიმართ წაყენებული ბრალდება თითქოს ეს თეთრი დათვები ძველი ინტერფრონტის ნარჩენები და იოჰან გუტენბერგის ცენტრისტული ფრთა იყო. ხოლო მიქელანჯელო ძველებურად სპაგეტის ქარხანაში მუშაობს შემფუთველად, ბერლუსკონი პირდება თუ გეგმას გადააჭარბებ არტეკში გაგგზავნი ოტო სკორცელის მედროშედო. დროშა კი დაიკარგა და არავის მოუკითხია, რადგან ხარისხი მთავარია.... ვერა! ვერ ახარისხებს ის სალმან რუშთი სურებს შიიტების მოსაწონად, ბაბრაქ ქარმალი კი შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს ვარშავის ხელშეკრულებაში შესვლის გამო. შესვლა ადვილი იყო მაგრამ კონსტიტუცია გამოსვლის ნებას არ იძლევა, ჯოხარი და მისი მომხრეები კი დანებებას არ აპირებენ, ამიტომაც რუსებს წინ ბევრი იჩკერიის ტყეები და ღუნიბები აქვთ ასაღები .... რადგან კარტი ლევონ ტერ პეტროსიანმა დაარიგა ყველას ჯოკერი მიუვიდა მხოლოდ ზამპალიტ ლუკაშენკოს შეხვდა უსტავის მეექვსე არკანი... სესხება ადვილია თენგიზ(გნებავთ კიტოვანი გნებავთ სიგუა) მაგრამ რომელი პარლამენტის მუცელი გამძღარა რომ ამის გამძღარიყო? ამიტომ აბორტი იძულებულია ძოძუაშვილმა გააკეთოს. ვითომ რატომაო? იკითხავს ალბათ შიიტური დაჯგუფება ფსკოვში. ესტონელები კი ეტყვიან მოლოტოვ- რიბენთროფის პაქტი იხილეთ და მიხვდებით რა არი დაგომისის ხელშეკრულება ამის შემდეგ კითხვა რატომ აღარ შეგაწუხებთ მას ჩაანაცვლებს კითხვა როგორ-ო. მკვლელობებსაც ხსნიან ეგორის უშიშროება თარგამაძის პოლიციასთან ერთად, მაგრამ თქვეს თუ ვიწყებთ თავიდან დავიწყოთო და აბელის მკვლელობიდან დაიწყეს. სადღაც ტიანან მინის მოედანზე კი შეთხელებული ზვიადისტთა ჯგუფი მოითხოვს პრეზიდენტ თრუმენის ხელისუფლების აღდგენას, აქცია დღითიდღე იზრდება და ფართოვდება. უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო რა უნდა რუსეთს კუბისაგან. სიგარის მოწევა არც ისე მთავარია რომის მოქალაქეთა შიდა კავშირისათვის რომელიც ცდილობს დაადგინოს მწვანე ფერი ეკოლოგიურია თუ ისლამური. აქვს პერსპექტივები როს პეროსაც და ქართლოს ღარიბაშვილსაც თუ არჩევნები მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. კივილიდის მკვლელობა არძიმბამ გაითავისა ისე რომ მოსკოვური სერიალის გაგრძელება გარანტირებულია. ვინ ვინ პლაჩიდომ იცის რომ "ბალი ორი შაურია", შაური თავისთავად არ წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას ამიტომაც ეტანება სალიერი სამხედრო ბაზების დაკანონებას ლენინაკანსა და გუდაუთაში. ის თვითმფრინავი რჩეულიშვილის რომ ეგონათ ავღანეთის ოპოზიციის ყოფილა: რობანიმ აუწყა ფართო საზოგადოებას რომ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს პეტრიაშვილის შემოქმედებით პლაგიატში. მცირე მიწა არც ისე მცირეა როდესაც ზედ დაგაყრიან. პროფკავშირები კი დაჟინებით მოითხოვენ არაბულ-ებრაული მოლაპარაკებების განახლებას. ამ დროს რუსეთს თავი ძველებურად დერჟავა გონია, ჯვაროსნებიც პირველად ესე ფიქრობდნენ მაგრამ გროზნოსთან დარწმუნდნენ რომ ლუდოვიკო ლამაზი უნამუსოდ ექცევა უხალხო აუდიტორიას თეატრში. სტურუა(რობო და არა მელორი) არ მოელოდა, არ მოელოდა ფელინიც მიხალკოვის ოსკარს. ოსკარი კი ვინ იცის სად დახეტიალობს ცალხელა მაგრამ ამაყია. ის ლაპონტოს ცალხელა გმირი კარგად მღეროდა მაგრამ მისი მზე დიდი ხანია ჩაესვენა- რაც კინო ხმოვანი გახდა. მზე დიდი ხანია ჩაესვენა მაგამ ძველი სპარსეთის ღერბი ფრთიანი ბორბალი ამაყადაა გამოსახული ტიბეტის დამოუკიდებლობის დროინდელ დროშაზე. ხოლო ზღვა ლამა საქართველოს მოსახლეობასავით ტოვებს სამშობლოს, მოსე ჭკვიანი კაცი იყო მაგრამ ვინ დაუფასა? არჩევნებიც მალე ჩატარდება! მერე რა? როგორ რა-ახალი ხალხი, ახალი იმედები, იმედი იცოცხლე კრეზუსსაც ქონდა ერთი მუჭა მიდიელებთან ბრძოლისას მაგრამ იარაღი ხან ვინ ყიდა ხან ვინ, როცა დაინტერესდნენ გაისმა გასროლები დალასში. ლევილში კარგი სასაფლაოა მაგრამ ყველა იქ ვერ დაეტევა არც ყველა გაიძვერე სოკოჭამიას აქვს მთაწმინდაზე განსვენების უფლება როგორც თვითონ გონია, აი რუსეთი სულ სხვაა.....ცოტა რუსული თუ იცი.....ძნელია ორ დაფაზე თამაში, მით უმეტეს თუ თამაშს გზადაგზა სწავლობ და გამარჯვება არ იცი....მერე რა რომ ჰელმუტ კოლი მაკარონით გეხმარება? შენ არ იქნებოდი სხვას მიცემდა, ხომ არ გადაყრიდა ბოლოსდაბოლოს......აი ჰოლივუდმა კონსტიტუცია შეიმუშავა საქართველოს არ ჩამოვრჩეთო....ოდეს ცივილიზაციის მარათონის პირველ რიგებში მორბენალი საქართველო ამ იდიოტი ჩრდილოელის გადამკიდე ყოველთვის ბოლოში მოექცევა ხოლმე და თავიდან იწყებს იმ მარათონს რომელიც უკვე დიდი ხნის წინათ უნდა გაერბინა რომ არა ეს პარანოიკი მეზობელი.....ღამე საშინელი სიცხე, მე ვბოდავ თუ ბოდვა საუბრობს ჩემი სხეულით.....15.10.1995წ კუალალუმპური

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...