კონტენტზე გადახტომა






სურათი

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მოსკოვი გაიმარჯვებს - რუკა, ბიუჯეტი, ისტორია

დაპოსტა: PLANETA_INFO, 03 March 2014 · 1279 ნახვა

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მოსკოვი გაიმარჯვებს, - განუცხადა "პლანეტა.გე"-ს პოლიტიკურმა ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა, გია აბაშიძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები, რაც რუსეთს გააჩნია უკრაინაში - უძლიერესი სამხედრო ფლოტი, ბირთვული რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მრეწველობის დარგები, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული რუსეთის ეკონომიკაზე. როგორც ჩანს, დასავლეთი ეკონომიკური სანქციების იქეთ, რუსეთს ვერაფრით უპასუხებს, რაც ძალიანაც არ დააზიანებს კრემლს მოკლე ვადაში.
ექსპერტი აქცენტს აკეთებს ევრაზიის გადანაწილების ხელახლა ამოქმედებულ გეგმაზე.
‘’რუსეთი ნაწილობრივ აღიდგენს გავლენას საბჭოური ეპოქის ტერიტორიების ნაწილზე, ხოლო აშშ და ევროპა, გლობალური თამაშის ფონზე, სხვა დათმობებს მიიღებენ პუტინისაგან’’, განაცხადა აბაშიძემ.
მისი აზრით, მოვლენათა ამგვარი, არასახარბიელო სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს [არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობაა სათავეში], ვეღარ ექნება რუსეთთან მაღალ ტონალობაში საუბრის შესაძლებლობა და დათანხმდება ჩრდილოეთიდან თაფლაკვერის პრიზმით მოწოდებულ ნებისმიერ წინადადებას.
აბაშიძის აზრით,- სამწუხაროდ, ქართულ საექსპერტო-მედია წრეებში რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ჯანსაღი ანალიზი მწირია. იგი რუსულ-ინგლისურენოვან დაინტერესებულ თანამოქალაქეებს ურჩევს ინტერნეტში მოიძიონ შესაბამისი რუკები, რუსეთის ბიუჯეტი და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ისტორია.




კიევში ქაოსია:( ტიტუშკებიც გააქტიურდნენ, მაიდანზე არ იშელებიან და ომის მოლოდინში არიან:(((
  • Report