Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    477.704

ივანიშვილის მკვლელობის მეორე მცდელობა ახალაიებმა ჩაშალეს


PLANETA_INFO

1.300 views

,,დათა ახალაიამ ქართველ ძალოვანებს მოუთხრო, როგორ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოკვლას 2012 წლის 22 სექტემბერს, ზუგდიდში, ,,ქართული ოცნების" მიტინგზე....ლიკვიდაციის გეგმა, ძმებ დათა და ბაჩო ახალაიების დაჯგუფებებს უნდა განეხორციელებინათ. ამ გეგმის ავტორი კი ვანო მერაბიშვილი იყო. ივანიშვილის მკვლელობის შემდეგ, გეგმის მიხედვით, მეგის ქარდავას დაჯგუფებებს არეულობა უნდა დაეწყოთ სამეგრელოში, ქაოსს მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მართვადი ქაოსი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, არჩევნები გადაიდებოდა, მერე კი მთავარი კონკურენტის გარეშე ჩაატარებდა არჩევნებს და ,,ნაციონალური მოძრაობა" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა. დათა და ბაჩო ახალაიებისთვის ცნობილი გახდა ამ გეგმის ბოლო, დამაგვირგვინებელი ეტაპი. ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ძმებ ახალაიებისა და მათი დაჯგუფების გაწირვას აპირებდნენ. გამოძიება ისე წარიმართებოდა, რომ მთავარი დამნაშავეები ახალაიები აღმოჩნდებოდნენ, რომელთაც ძალაუფლება თავში აუვარდათ, კონტროლიდან გამოვიდნენ და საკუთარი ინიციატივით მოკლეს ივანიშვილი. ცხადია, სააკაშვილთან და მერაბიშვილთან შეუთანხმებლად. მთავარ დამნაშავედ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია გამოცხადდებოდა და დათასაც ზედ მიაყოლებდნენ. შესაძლოა, ეს გეგმა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა მაშინაც შეიმუშავეს, როცა ერთობლივად გადაწყვიტეს ბაჩო ახალაიას დანიშვნა შს მინისტრად. მოკლედ, ახალაიებმა შეიტყვეს, რომ მათ იყენებდნენ და მერე უკეთეს შემთხვევაში საციხედ, ანდა სულაც სასიკვდილოდ სწირავდნენ. ამიტომ, დრო გაწელეს, ივანიშვილის სალიკვიდაციოდ, გეგმის თანახმად, ყველაფერი გაამზადეს და ბოლო მომენტში ვანო მერაბიშვილს უარი განუცხადეს გეგმის განხორციელებაზე. ზუგდიდის მიტინგი იყო ბოლო შანსი სააკაშვილისთვის, ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინა. ამის შემდეგ, მერაბიშვილი–სააკაშვილი და ახალაიები ერთმანეთს წაეკიდნენ".

 

(,,კვირის ქრონიკა"N22; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...