Jump to content
Planeta.Ge

ikas

პლანეტელი
  • პოსტები

    18
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ikas'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. რაა ნაგულისხმევი ? ეს თავად ღმერთმა გითხრათ, თუ თქვენ მიხვდით..? -) ანუ თქვენ გაეცანით ღმერთის მრიცხველს... საინტერესოა, როგორ?
  2. ''ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელია, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე'' (2პეტრე3:8)
  3. ერთი დღე ღმერთისთვის ნიშნავს საქმის დასაწყისიდან მის დასრულებამდე და არა მზის ამოსვლიდან დაღამებამდე. ღმერთისათვის ერთი დღე, ადამიანური მრიცხველით შესაძლოა გრძელდებოდეს ათასწლეულები. ამიტომ შვიდი დღე, შესაძლოა ნიშნავდეს რამოდენიმე ათეულ ათასობით წელს.
  4. წავიკითხე ეკლესიასტეს 12/7 ; ''მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა''. რა შთაბერა ღმერთმა ადამს ? ''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად'' (დაბადება 2: 7). შედარებისთვის შემიძლია მარტივი რამ ვთქვა; ''ავადმყოფს უბრუნდება ჯანმრთელობა'' არა A პუნქტიდან B-ში. სული (სასიცოცხლო ძალა, სიცოცხლის სუნთქვა) დაუბრუნდა ღმერთს არა პირდაპირი გაგებით და არა ზეცის გავლით, არამედ ღმერთზეა დამოკიდებული, ''მის ხელშია'' გარდაცვლილი ადამიანის აღდგომა-არაღდგომის საკითხი. '' ...... არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს''. (საქმეები 17: 25). ''ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა'' (დაბადება 7: 22). ნუთუ ვერ ანსხვავებთ ერთმანეთისაგან სიკვდილსა და სიცოცხლეს ? ეშმაკმა მოატყუა პირველი ადამიანური წყვილი, ’’უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით” (დაბადება 3: 4). ისინი მოკვდნენ და დაუბრუნდნენ არასებობის მდგომარეობას. სწავლება სულის უკვდავობაზე სათავეს იღებს უძველესი წარმართული რელიგიებიდან. სამნამ იესო აღადგენდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი ლაზარე ? რა დაუბრუნა მას (ლაზარეს) ღმერთმა ქრისტეს საშუალებით, სიცოცხლის სუნთქვა, თუ საიქიო ცხოვრებიდან დააბრუნა? და თუ ეგრე იყო, რატომ არ მოყვა ლაზარემ ''იქაურობაზე'' ? განა უსამართლო საქციელი არ იქნებოდა ქრისტეს მხრიდან, ზეციური ნეტარებიდან დააბრუნო ადამიანი მიწიერი ცხოვრებისთვის ? მე ამის შესახებ ადრე ვისაუბრე. თემა ეხებოდა, ''ცხოველს აქვს სული ? '' ცხოველსაც და ადამიანს აქვს სიცოცხლის სუნთქვა.
  5. მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.
  6. ან შეგიძლია მასტურბაციით დაკავდე ადამიანი
  7. ''რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ''. ეკლესიასტე 9/10
  8. რა იყო ის ყველაფერი, რაც ქრისტეს მოციქულმა იოანემ იხილა კუნძულ პატმოსზე ტყვეობისას ? ''იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე. მან გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს'' (იოანეს გამოცხადება 1:1). ''ამიტომ დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც ამის შემდეგ მოხდება'' (იოანეს გამოცხადება 1:19). წმინდა წერილი იოანეს გამოცხადება შეიცავს 22 თავს და მასში აღწერილია მრავალი არსებები და ნიშნები, რომელიც იონემ იხილა. მაგალითისათვის; შავწითელი შვიდთავიანი მხეცი, რომლის ზურგზე იჯდა მეძავი ქალი. ეხლა მე გეკითხები; ასეთი არსება სულიერ სხეულში, სინამდვილეში არსებობს სადმე არაამქვეყნიურში, თუ ეს მხოლოდ სახელი ან ბლეფი იყო ????? ამიტომ, ღმერთს არ გაუჭირდება, დაანახოს ადამიანის თვალსა და გონებას ის, რაც მას სურს. მოსეს და ელიას ხილვა იესოს სამი მოწაფის მიერ იყო მომავლის ხილვა, მო-მა-ვლის. ''ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში'' (მათე 16: 28). ნება შენია, დაიჯერე ისე, როგორც გსურს, არაა პრობლემა.
  9. მე პირადად ბიბლიით ვხემძღვანელობ და არა საკუთარი მოსაზრებებით. შენ თუ ბიბლია წაკითხული გაქვს და მაინც იძახი სიკვდილის მერე სიცოცხლე გრძელდებაო, იტყუები. არ გვინდა კამათი, უბრალოდ არგუმენტები მოვიყვანოთ ბიბლიიდან. მეც მესიზმრება ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრები და ახლობელი ხალხი, თუმცა ეგ არ გამოდგება არგუმენტად იმის სამტკიცებლად, რომ ისინი ცოცხლები არიან. არც იმ ხალხის მონაყოლი გამოდგება არგუმენტად, ვინც კომაში იყო და რაღაცეები უნახავთ. არსად წერია ბიბლიაში, რომ ღმერთმა ადამს უკვდავი სული შთაბერა, არსად. მეც ვცხოვრობდი ადრე ასეთი წარმოდგენით (სულის უკვდავების), მაგრამ როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე. რაც შეეხება დაბადების 1/27-ს , დიახ , ღმერთმა , პირუტყვისაგან განსხვავებით , ადამიანი მის ხატად, ანუ იმავე თვისებებით; (გონიერების, აზროვნების, ინტელექტის, სიყვარულის, მრისხანების, მიტევბის, სინანულის, არჩევანის კეთების უნარით და სხვა) შექმნა.
  10. რაც შეეხება მოსე და ელიას ხილვას. აქ ასრულდა ქრისტეს წინასწარმეტყველება, როდესაც ექვსი დღით ადრე ამბობდა; ''ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში'' (მათე 16: 28). ამ წინაწარმეტყველების მხილველებმა პეტრემ, იაკობმა და მისმა ძმამ იოანემ იხილეს იესოს მდგომარეობა ცათა სასუფეველში (სამეფო). ეს იყო მომავლის ხილვა. მოსე და ელია იმ დროისთვის ზეცად არ ყოფილან ამაღლებულები, რადგან პირველი ვინც ზეცად ამაღლდა ეს თავად იესო იყო. ''ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა'' (იოანე 3: 13).
  11. ''რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი, მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას''. (სიბრძნე სოლომონისა 2: 23-24)
  12. საინტერესოა სად წერია უკვდავი სულის შესახებ ? თუ სიკვდილის მერე სიცოცხლე (აზრი და ფიქრი) სხვა ფორმით ავტომატურად განაგრძობს არსებობას, მაშინ აღდგომა რაღაა. ქრისტეს მიერ აღდგენილ (გაცოცხლებულ) ადამიანებს (ლაზარეს, ქვირის 17 წლის ყმაწვილს და ბვრ სხვას) არ უთქვამთ, რომ ისინი სადღაც განაგრძობდნენ არსებობას სულიერ სხეულში. ამის საპირისპიროდ იესო ამბობდა; „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. თუ ლაზარე სიკვდილის მერე განაგრძობდა არსებობას, მაშინ იოესო იტყოდა, რომ ლაზარე ცოცხალია და ის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე აქამდე იყო. არსად არ წერია ბიბლიაში, რომ ღმერთმა უკვდავი სული შთაბერა ადამს. ეს ტყუილია.
  13. ცხოველებიც და ადამიანიც ორივე სულდგმული არსებაა. სხვა საკითხია რას გულისხმობთ სიტყვა ''სულში''. ალბათ გულისხმობთ სიცოცხლეს სიკვდილის მერე, თუმცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვერსად ნახავთ სიკვდილის მერე ე.წ. საიქიო ცხოვრების შესახებ ერთ პრეცენდენტსაც კი. გაიხსენეთ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი; ''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ სულად''. ბიბლიის თანამად; ''ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს (სასიცოცხლო ძალა), ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან''. (ეკლესიასტე 3: 19-20) და კიდევ; ''ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა''. (ეკლესიასტე 9: 5) თუმცა იმავე (ეკლესიასტე 3:21) ამბობს; ''ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?'' აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანის სიკვდილის მერე მისი მომავალი, ანუ აღდგომის საკითხი (აღდგომა იყო ქრისტეს ქადაგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი) მაღლა ღმერთზეა დამოკიდებული, ხოლო ცხოველები ''ბუნებით დასაკლავად და დასაღუპავადაა გაჩენილი''. ერთი რამ ნათელია, სიკვდილის მერე ადამიანიც და ცხოველიც არარსებობის მდგომარეობას უბრუნდება.
  14. მატერიალური დედამიწა არასოდეს განადგურდება, არასოდეს. ამის მტკიცე გარანტიას ღმერთის ავტორიტეტული წიგნი ბიბლია იძლევა. ფსალმუნები 104:5 ''მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ''. რაც შეეხება წუთისოფლის (არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემის) აღსასრულს, ეს რეალურია და ამის მრავალ გარანტიას ისევ ბიბლია იძლევა. პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ 5:3 ; ''როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ''. ნახეთ და კარგად მოუსმინეთ რას ამბობენ ტელევიზიით და პრესის სხვა საშუალებებით მსოფლიო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ეუთო, ნატო და სხვა) მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების დასამყარებლად. დღეს, როგორც არასდროს ამ საკითხს (მშვიდობას და უსაფრთხოებას) ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა ვერ ამყარებენ. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ახლოსაა წუთისოფლის აღსასრული.
  15. ბიბლიაში ცოდვის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობაა აღნიშნული. პირველი ცოდვა ნიშნავს გენეტიკურ არასრულყოფილებას, რის ტყვეობაშიც იმყოფება ყველა ადამიანი (კაცობრიობა; ბავშვიც, ქალიც და კაციც) და ამ მიზეზით ვარ მოკვდავები. მეორე ცოდვის მნიშვნელობა ბოროტმოქმედებას ნიშნავს. ამ თემზე შესაძლებელია უფრო ვრცლად ვისაუბრო, თუ ინტერესი იქნება
×
×
  • შექმენი...