Jump to content
Planeta.Ge

dolaba

პლანეტელი
  • პოსტები

    3
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Profile Information

  • Gender
    Male

dolaba'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. რამდენადაც მე გავიგე, Samael-ი მაინც უფრო ანტონ შანდორ ლა ვეისთანაა ახლოს. ის სატანიზმი, რომლის შესახებაც იგი საუბრობს, ძალიან ახლოსაა "სატანის ბიბლიის" სულისკვეთებასთან. თუმცა, გაუგებარი მაინც ბევრი რჩება. ჩემი აზრით, Samael, თქვენეული და ლა ვეისეული სატანიზმი როგორღაც შელამაზებულია (სიბრძნე, პირდაპირობა და ასეთები). აი, შეკითხვა: არის თუ არა სატანა სიცრუის მამა (როგორც ეს დემონოლოგებთან და ეკლესიის მამებთან განიმარტება)? არის თუ არა სატანა ლირწი? არის თუ არა სატანა მკვლელი? თუ არა და თუ არცერთი ეს ატრიბუტი აღარ მიეყენება სატანას, მაშინ როგორღაა იგი სატანა? ხოლო თუ კი, აი, კიდევ ერთი შეკითხვა: რაში უნდა დასჭირდეს მეცრუეს საკუთარი თავის გამჟღვნება (ამას თქვენ აკეთებთ აქ) და საკუთარ თავზე თუნდაც სანახევრო სიმართლის თქმა? თუ არის სატანა ლირწი და მკვლელი, რაში სჭირდება მას პატიოსანი კაცივით ალალად ლაპარაკი (ამასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ ცდილობთ პირდაპირ და დაუფარავ საუბარს, რაც სრულიად არა სატანური მგონია)?
  2. ჩემი აზრით, ამის გააზრებაა საჭირო: გარდაუვალია მწვალებლობა. შეუძლებელია რამის 7 მილიარდამდე კაცთა მოდგმა ერთ აზრზე დადგეს. მწვალებელთა არსებობა არც ქრისტიანობის ნაკლს მოწმობს და არც, ცხადია, მწვალებელთა სატანურობას ადასტურებს. მცდარია ასეთი ნათქვამები. უბრალოდ იმ ფაქტს უნდა მიღება, რო ყოველთვის იქნება ადამიანთა შორის უთანხმოება, განხეთქილება და სხვა. თვითონ სიტყვა მწვალებლობაც ხო აქედან მოდის - "განწვალვა" ძველ ქართულში გაყოფას ნიშნავდა. აქედანვეა სიტყები ნაწილი, განაწილება და ა.შ. ასეა საქმე მოწყობილი და ამას ვინ შეცვლის? ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებში მოხდა დაყოფა, დანაწევრება. იგივე იყო იუდაიზმში,იგივე იყო ისლამში. რო აღარაფერი ვთქვათ ბუდიზმზე, ინდუიზმზე, სინტოზე და ა.შ. ყველა ამ რელიგიებში არის ასობით ქვემიმდინარეობა და სწავლება. სხვათაშორის, იგივეა პოლიტიკურ მოძღვრებებში. სამაგალითოდ ავიღოთ რევოლუციონიზმის ისტორია ან იმავე სოციალიზმის ამბები. ყველგან ერთი სურათია. ამის დანახვას არაფერია დიდი ჭკუ-გონება არა სჭირდება. ასე რომ, არც ქრისტიანობის ბრალია ესა და არც მწვალებელ-ერეტიკოსებისა. ასე იყო ყოველთვის და სავარაუდოა, რო ასევე იქნება მომავალშიც. თუ ეს ქრისტეს მეორედ მოსვლისას შეიცვლება, შესაქმე განახლდება და ახალ მიწასა და ცას დაედება საფუძველი, ეგ უკვე სხვა ამბავი იქნება. ჯერჯერობით კი იმ რეალობას უნდა მიღება, რაც ახლა არის. ხვალემ კიდე ხვალისა იკითხოს.
×
×
  • შექმენი...