Jump to content
Planeta.Ge

Michael Wittmann

პლანეტელი
  • პოსტები

    13
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Profile Information

  • Gender
    Male

Michael Wittmann'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ანუ ჩვენ თუ ჩვენს ტერიტორიაზე ჯარს შევიყვანთ რუსეთმაც ''ადეკვატურდ'' უნდა იმოქმედოს? მემგონი შენ სიტყვა ადეკვტაურის მნიშვნელობა არ გესმის. სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ქვია და საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს! არანაირი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. სანმდეც შეგვეძლო ვიბრძოდით, მარა ძალა აღმართს ხნავს. ერთზე ორმოცდაათი რო მოდის გინდა თუ არა მოგიწევს უკან დახევა. ორი-სამი კაცი იყო სოფლებში დარჩენილი.და, რომ ეფიქრა მთავარსარდლობას, რა სიტუაცია შეიცვლებოდა? რუსეთთან ომი წაგებული იყო და მაგის მოგების ილუზია არავის ქონია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრძოლა, ჩემთვის პირადად, ნებისმიერ პირობებში ღირს. არა აქვს მნშვნელობა თუ ვინ ატვირთა (ჩემი ბმულიო ეწერა და შენი მეგონა). ჯერ ერთი მე ტყვედ ჩავარდნას არც ვაპირებ, ჩემს ჯიბეში ადგილი ერთი ტყვიისთვის ყოველთვის მოიძებნებადა თუ მაინც ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ. ესეც რომ არ იყოს იქ სხვა ტყვეებიც იყვნენ და მსგავსი საქციელის ჩადენაზე უარი რომ განაცხადეს აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იცი? მთავრობას რაღას ერჩი. ჯარში რომ მიდიხარ მოვალეობა გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, რომ შეიძლება მოგკლან, ან უარესიც, ტყვედ ჩავარდე. ზუსტადაც რომ იმსახურებენ. კაცმა კაცობა არ უნდა დაკარგო დამპალი სიცოცხლის გამო. ამ ქვეყანაზე ერთხელ მოდიხარ და უნდა ეცადო კაცურად მაინც მოკვდე. ფუ მაგნაირ სიცოცხლეს. ეგ დროებითია. საქართველოს დალხენილი ცხოვრება არასდროს ქონია, დანაწევრებულიც მრავალჯერ ყოფილა, ახლაც ასეა, თუმცა ეგ არაფერი, ბევრი მოუნელებია და ბევრსაც მოინელებს! არსადაც არ გაქცეულა, მგონი რაღაც გეშლება. თუ კარგად მახსოვს სარკოზი თავად იყო ჩამოსული. რუსეთმა მოიგო ეგ ომი, უფრო სწორად კი ბრძოლა ეგ ლოგიკურიც იყო, მარა წაგებითაც ბევრი წააგო. კი, რუსებს. მიშამ მორატორიუმიც გამოაცხადა და ჯარიც გამოიყვანა, მარა მაინც გახსნეს ცეცხლი. რატომ? ომი უნდოდათ და იმიტომ. პროვოკაციებიც მაგის გამო მოაწყვეს. ეგ ომი დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ყულფში გაება კი არა უნდოდათ ომის დამწყების იარლიყი საქართველოსთვის მიეწეპებინათ. რაის სროლით იყვნენ გართულები, რვაში და ცხრაში დილამდე სად გარბოდნენ ვერ დაინახავდი. ყველგან ქართველები ელანდებოდათ. მერე დახმარება მოუვიდათ და ქალაქი მაგათი აქოთებული ჯარისკაცებითა და დამპალი ტექნიკით გაივსო.
  2. ჩვენ არ დაგვიწყია ომი! ჩვენ არ დაგვიბყრია სხვისი მიწები! ჩვენ არ შეგვიყვანია ჯარი სხვის ტერიტორიაზე! ეგ ომი დიდი ხნის დაგეგმილი იყო რუსების მხრიდან და მაგის თავიდან აცილება ცალმხრივად შეუძლებელი იყო. რუსები უკვე აღარც მალავენ, რომ ომი მათ დაიწყეს და იმასაც ამბობენ , რომ ეგ ომი მათი სახელმწიფო ძლიერების დასამტკიცებლად აუცილებელი იყო. სხვა რა უნდა ქნა, როდესაც შენს ხალხს ხოცავენ და შენს ტერიტორიაზე უზარმაზარი სატანკო არმადები შემოდის? უნდა იბრძოლო მანამ, სანამ შეგეძლება. არავინ არავის არ უყვება ზღაპრებს, ეგ ხალხი ვისი ვიდეოც შენ ატვირთე ახლა ცოცხლები არიან. ოთხი თუ ხუთი ლაჩრით ყველას ხაზს ნუ გადაუსვამ. და საერთოდაც ეგ ვიდეო არ უნდა აგეტვირთა. ეხლა მაგ ომის დაწყებაც მთავრობას დაბრალე.
  3. რაც გვაქვს თურქეთისაგან, უკრაინისაგან, ისრაელისაგან და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან შევიძინეთ 2008 წელის ომამდე. ომის შემდეგ თურქეთი და ისრაელი თავს იკავებენ შეიარაღების მოყიდვისაგან, უკრაინიშა ხელისუფლება შეიცვალა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გასაყიდი ბევრი არფერი აქვთ. ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი ან თვითონ აწარმოებს, ან ამერიკა აწვდის. პრორუსულებს კი რუსეთი ამარაგებს. საჰაერო თავდაცვა გვაქვს, მარა ისეთი არა, რომ რუსებს დიდად მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენო. ყოფილიყავი იქ და სად გაიქცეოდი ვნახავდი. მე მაგას გამოუცდელობას ვაბრალებ. ჯარი აშკარად მოუმზადებელი იყო ამ მაშტაბის ომისათვის. თავს დაცულად სახლშიც ვერ იგრძნობ და ომში როგორ უნდა იგრძნო? ბრძოლა ყოველთვის ღირს, როდესაც საქმე სამშობლოს ეხება. თუნდაც 100%-იან სიკვდილზე მიდიოდე. გარდა ამისა, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რო სისულელედ არ მოიხსენიო ომში წასვლა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ იარაღით ხელში და შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ისინი სულელები იყვნენ.
  4. ან ვინ მოგყიდის ან რით ყიდულობ? ერთი "აპაჩი" 20 მილიონამდე ჯდება და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფში კი 6 ერთეული შედის. პლუს ამას "კაიოვები". "აპაჩების" სამოქმედოდ ჩვენი რელიეფი ხელსაყრელ პირობებს ქმნის, თუმცა არავინ მოგვყიდის და მორჩა. ჯავშანსატანკო კოლონებს ყოველთვის ახლავს, როგორც თვითმავალი საზენიტო დანადგარები, ისე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურნი სწორედ შვეულმფრენების წინააღმდეგ არიან. ნებისმიერი ტიპის სამხედრო ტექნიკას აქვს განსაზღვრული დანიშნულება. თუ გინდა ძლიერი არმია გყავდეს ყველა სფერო უნდა განავითარო. ჩვენდა სამწუხაროდ არც შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის და არც მომწოდებელი მხარე. რაც შეძლეს ის გააკეთეს. ისიც უნდა იცოდე, რომ ომს საჰაერო ძალებით ვერ მოიგებ, მიუხედავად ყველაფრისა საბოლოო სიტყვას მაინც სახმელეთო ძალები ამბობს.
  5. ერთს აქვს (უფრო დახრილი ბორტები რომ აქვს იმას), მეორეს მემგონი არა. 12,7 მმ-იანის წინააღმდეგ "დიდგორის" ჯავშანი არ არის გათვლილი. მისი ჯავშანი 7,62X54მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. 6 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას უძლებს. მისი ფსკერი V-ს ფორმის არ არის, თუმცა სამმაგი შრისაგან შედგება. მასეა "დიდგორის" საბურავებიც. 10-მდე ტყვიის მოხვედრას უძლებს და 60 კმ-მდე მანძილის გვლას უზრუნველყოფსო.
  6. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ცხინვალი მთლიანად არ აგვიღია-მეთქი, დაახლოებით 40-50%-ზე უშუალოდ იდგა ჩვენი ჯარი, კონტროლით კი უფრო მეტს ვაკონტროლებდით. ცხინვალზე შეტევა, თუ კარგად მახსოვს, 8-ში დაახლოებით 10 საათისთვის დაიწყო და უკვე 12 საათისთვის აღნიშნულ ტერიტორიას ვაკონტროლებდით. წინ წაწევა არ მოხერხდა, რადგან ცენტრი კარგად იყო გამაგრებული და წინააღმდეგობაც საკმაოდ ძლიერი იყო. წიგნი აგვისტოს ომზე? უკვე დამაინტერესა, აუცილებლად ვნახავ.
  7. ცხინვალის ინტენსიური დაბომბვა არ ყოფილა, როგორც Giola94-მა თქვა მასე იყო, მაგრამ რუსებმა მთელი ქალაქის განადგურება დაგვაბრალეს და დღესაც მაგ არგუმენტით ცდილობენ ომში ჩარევის გამართლებას. ცხინვალის ''აღებას'' რაც შეეხება, მართლც ოპერატიულად მოხდა,1 საათიც კი არ დაგვჭირვებია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არც წინააღდეგობა ყოფილა ძლიერი და არც ქალაქი აგვიღია მთლიანად, საუბრია ქალაქის სადღაც 50-60%-ზე.
  8. ''კობრა'' გამოცდილია და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, ''დიდგორს'' კი ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
  9. ჩვენი ბიჭები იძახიან, რომ ''კალაშნიკოვი'' უკეთესი მოსავლელი იყო ვიდრე მ-4-იო. რა ვქნათ, არ გვიყვარს იარაღის წმენდა. ''კალაშნიკოვით'', ვგულისხმობ აკ-74-ს, 300-350 მეტრშიც კი დამიზნებით სროლა პრობლემას წარმოადგენს. ახლო მანძილზე კი მ-4 უფრო ზუსტიც არის და ტყვიაც უფრო ძლიერი აქვს. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მ-4-ის შეიარაღებაში მიღება შეცდომა იყო, ისევე როგორც ''კალაშნიკოვის'' დატოვება იქნებოდა. ''კალაშნიკოვის'' უახლეს მოდელებითაც კი შეუძლებელია ჯერით სროლის დროს სამიზნის ეფექტურად დაზიანება, თუ დააზაინე საერთოდ. უკვე რუსბიც კი ფიქრობენ ''კალაშნიკოვის'' რაიმე დასავლურით ჩანაცვლებას. არ ხმარობს ცოტა ისეთი ნათქვმია. არის სიტუაციები, როდესაც ჯერით უნდა ისროლო. ''კალაშნიკოვი'' ამ შემთხვევაში ნაკლებეფექტურია. მ-16 შაშხანაა, მ-4 კარაბინი. სროლის სიზუსტით და ეფექტური სროლის სიშორით რომ ჯობია არ არის გასაკვირი.
  10. თემას არ ეხება, მარა მაინც ვიტყვი... ზუსტად მასე გააკეთეს ტანკებზეც, ტ-90 ''ლეოპარდ-2-ს'' დაუპირისპირეს და შედეგიც ზუსტად მასეთი მიიღეს. უბრალოდ, საკუთარ თავს იტყუებენ.
  11. კი მაგრამ მარტო დახოცილ რუსებს რატომ ითვლით? 64 მოკლულ რუსს 150-მდე ოსიც დაამატეთ და გამოვა, რომ ცოცხალი ძალის სახით რუსებსა და ოსებს უფრო მეტი დანაკარგი აქვთ.
  12. M61 Vulcan-ი არის, მემგონი.
  13. როგორ არ განადგურებულა, ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა 2008 წლის ომში 2 ტანკი(?) დაკარგა. ერთ-ერთი მათგანი 11 აგვისტოს, მე-2 ბრიგადის 22 ბატალიონის ერთ-ერთი ასეული სადაზვევო ოცეულის მიერ რპგ-7-ით იქნა განადგურებული ჩასაფრებიდან. თავისი ეკიპაჟითურთ და მასთან ერთად კიდევ ორი ბმპ-2. აი ისიც. http://i047.radikal.ru/1105/9a/513d4a9cf4ae.jpg მეორე ტ-72ბმ განადგურდა საარტილერიო ცეცხლის შედეგად, სამშვიდობოების ბაზასთან. http://s47.radikal.ru/i118/1105/02/623d3f028530.jpg ამასთან ერთად განადგურდა კიდევ ერთი ბმპ-2. ზემოთ დავწერე 11 აგვისტოს განადგურებული ტანკის შესახებ, ცოცხალ ძალას რაც შეეხება, რუსული მონაცემებით 9 აგვისტომდე დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენი 52 კი 9 აგვისტოს შემდეგ.
×
×
  • შექმენი...