Jump to content
Planeta.Ge

really

პლანეტელი
  • პოსტები

    7
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Profile Information

  • Gender
    Male

really'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მადლობა შენ პირიქით. დასაფასებელია, რომ გაგაჩნია სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კულტურა. ბევრი სისუსტედ მიიჩნევს გაითვალისწინოს მისგან რელიგიური ნიშნით განსხვავებული ადამიანის თხოვნა მისდამი ელემენტარულ, ზრდილობიან მიმართვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის არა სისუსტე, არამედ, ჯანსაღი, ნორმალური და ცივილური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომლის წევრები, ცხადია, არ იქნებიან მხოლოდ მართლმადიდებლები, ან იეჰოვას მოწმეები, ან ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ვისაც ესმის, რომ მარტო თვითონ და თავისი მსგავსი ინდივიდებით არ არის დასახლებული დედამიწა, ის ყოველთვის ითვალისწინებს სხვების მდგომარეობას.
  2. მაპატიე. არც მიფიქრია ცუდად მოხსენიება. უცოდინრობით დამემართა ალბათ. წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ახალი ქართული თარგმანისათვის http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/shesavali.htm მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/kalendari.htm ბოდიში.
  3. ვუყურე , მაგრამ ვერ ვიხალისე რატომღაც. შენ პირადად რა მოგეჩვენა სახალისოდ ამ ვიდეოში? გულწრფელად მაინტერესებს. კონკრეტულად რაზე იხალისე.
  4. დამცირებაა კი. უნდა გვიწოდოთ ის რაც ვართ, რეგისტრირებული ოფიციალურად. მაშინ ყველგან გვიწოდებდნენ რასელისტებს. გვიწოდეთ ის რაც გვქვია.
  5. Saturn შენი, როგორც მოდერატორის ღირსება ის არის, რომ სწორედ უმცირესობების უფლებები დაიცვა. მაგ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, რაოდენობრივად ვინ მეტია და ნაკლები, მაშინ გამოდის, რომ იურიდიულადაც არ უნდა ჰქონდეთ კუთვნილი უფლებები მინიჭებული რელიგიურ უმცირესობებს.
  6. ,, იეჰოვას მოწმეების'' მოხსენიება ,,იეღოველებად'' ღირსებას ულახავს ამ რელიგიის წარმომადგენლებს. ეს რელიგიური ფორუმია და მოდერატორმა უნდა დაიცვას ყველას უფლება თანაბრად. მე პირადად, დამცირებულად ვგრძნობ თავს როდესაც ასე მიმართავენ მოწმეებს. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ამ უფლებას და თქვენც ვალდებულნი ხართ შესაბამისად. ცალკე გახსენით მაშინ თემა სადაც თქვენი სუბიექტური მოსაზრებებით დაამახინჯებთ იეჰოველების სახელწოდებას და თქვენთვის წერეთ და იკითხეთ რაც გინდათ. საერთო ფორუმზე ნუ მოიხსენიებთ ასეთი ფორმით მოწმეებს. იქ, სადაც მონაწილეობენ იეჰოვას მოწმეებიც უნდა იცავდეთ მათ უფლებებს. მაშინ წინასწარ გაგვაფრთხილეთ, რომ ეს თემა მხოლოდ მართლმადიდებელთა ინტერესების დამცველებმა შეიძლება დაპოსტონ და კი ბატონო, თქვენ თავს თქვენვე ეკამათებით მერე ნებისმიერ საკითხზე. თუ გულწრფელად გაინტერესებთ ვინ არიან ეს ადამიანები, პირველ რიგში, მოიხსენიეთ ისინი ისე როგორც წესია. ფორუმი აზრების გაზიარების საშუალებაა და არა ერთმანეთის შეურაცხყოფის. მოდერატორს თუ ესმის, რომ ამით გვამცირებს, კეთილი ინებოს და სხვა წევრებსაც მისცეს გაფრთხილება, რომ უღირსად არ მოგვიხსენიონ. ეს არის დამახინჯებული ფორმა და ნუ მოგვმართავთ ასე!
  7. ძალიან დავინტერესდი რა სიამოვნებას ღებულობთ როდესაც ამბობთ ,, იეღოვა '' ან ,, იეღოველები''. დავიჯერო ისეთ ნეტარებას განიცდით ამის გამო, რომ მზად ხართ დაამახინჯოთ ღვთის სახელი, თუნდაც ეს უფლის ერთერთი სახელი იყოს (როგორც ამას მართლმადიდებელი მღვდლები განმარტავენ) ? გასაგებია, რომ წლების წინ მოწმეთა ლიტერატურაში ეწერა ,, იეღოვა '', მაგრამ ეს იყო რუსული წყაროდან თარგმანის არასრულფასოვნება, რაც გამოსწორებულ იქნა და მათი ოფიციალური სახელწოდება რეგისტრირებულია როგორც ,, იეჰოვას მოწმეები ''. იმის ნაცვლად, რომ მათ რელიგიურ შეხედულებებს იკვლევდეთ თქვენს დოგმატებთან მიმართებაში, ბიბლიაზე დაყრდნობით და ამგვარად ცდილობდეთ გააბათილოთ მათი მოსაზრებანი (თუკი წმინდა წერილი მოგცემდათ ამის შესაძლებლობას) დამდგარხართ და მოწმეების დამამცირებლად მოხსენიებაში პოულობთ შვებას. ეს მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს საბოლოოდ. ქრისტიანები არ აყენებენ არავის რელიგიას და რელიგიურ სახელწოდებას შეურაცხყოფას. გალატელების 6:7 გარკვევით ამბობს, რომ უფლის დაცინვა არავის გამოუვა. ხომ იცით, რომ დამამცირებლად ჟღერს როდესაც ,, იეღოვას'' ამბობთ? მაგრამ ამას განზრახ აკეთებთ და შედეგი შეგიძლიათ ისევ გალატელების 6:7-ში დააფიქსიროთ.კიდევ კარგი, გაგიმართლათ, რომ შანსია ასე დაამხინჯოთ უფლის სახელი ჰ-სა და გ-ს მონაცვლეობით,სხვაგან რომ გეცხოვრათ რა გეშველებოდათ, მაგალითად იქ სადაც ,,Jehovah''ყველგან ერთნაირად ჟღერს და ყველას ,, Jehovah's Witnesses'' ეწოდება. მართლმადიდებლური სარწმუნოება მართლაც გამოირჩეოდა ყოველთვის ტოლერანტობითა და სხვათა პატივისცემით საუკუნეების განმავლობაში და სამწუხაროა, რომ ზოგიერთები თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ და ამავდროულად არ ითვალისწინებენ იმ პრინციპს, რასაც მათი რელიგია ასწავლის, რომ სხვების მრწამსი არ შეურაცხყონ. თუ სხვებისგან მოითხოვთ, რომ არ დაამახინჯონ ორთოდოქსული სწავლება და მისი თეოლოგიური ტერმინოლოგია, კეთილი ინებეთ და დაიცავით ის მარტივი წესი რასაც ჰქვია, რომ ისე მოექცეთ სხვებს, როგორც თქვენ გინდა გექცეოდნენ. მოიხსენიეთ ,, იეჰოვას მოწმეები'' და ამგვარად ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას უფლის სახელსაც და თქვენს თავებსაც. ამით აჩვენებთ, რომ მართლმადიდებლური რელიგია ჭეშმარიტად ინარჩუნებს ტოლერანტობას. თუ მაინცდამაინც ვერ გაძლებთ იარსებოთ ისე, რომ ,, იეღოვა'' არ თქვათ, მაშინ ნუ გამოხვალთ მართლმადიდებლების სახელით საერთოდ .
×
×
  • შექმენი...