Jump to content
Planeta.Ge

მედეა

პლანეტელი
  • პოსტები

    14
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

მედეა'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. თუ ვინმეს აზრს არ ვიზიარებთ, აუცილებელია გავლანძღოთ და შეურაცხყოფა მივაყენოთ, "მოპოეტო" და სხვა მისთანები ვეძახოთ?
  2. *** ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები... ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი... ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან... ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ... *** მინატრე როცა გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის, როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა, როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის, მინატრე, როცა თოვლისფერი აპრილი მოვა. მინატრე ყველგან, სიყვარული დაგაკლდეს სადაც, როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი, მე შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთად მოვალ, როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი... მინატრე ღამით, დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის, მინატრე... როცა თოვლისფერი აპრილი მოვა, როდესაც ჩემო, გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის. მინატრე...
  3. გამარჯობა

    გმადლობ გრიგალი, მეც მომწონს შენი სახელი, ალბათ ძლიერი ბუნების ადამიანი ხარ.

  4. სალამი მედეა! ძალიან ლამაზი სახელი გაქვს...
  5. უცხო ქალბატონო! სულში სიამაყე მინდა ვაბატონო, დავალ მოგონებით გართული, როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო, თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული. იცით? ამ გალობას ჩემი წინაპრები, უფალს შესწირავდნენ ალერსით, როგორ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო, თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით. თუ არ გიდარდია, თუ არ განგიცდია, რას ნიშნავს, სამშობლო დატოვო, ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიმიხვდებით, ჩემო უსამშობლო ბატონო. ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას, ქართულ მიწის სურნელს დაგიდებთ, მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო, თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ!
  6. პოზიცია და ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ ერთმანეთს უნდა შეუტიონ ისე, ერთი კითხვა მაქვს, ოპოზიციისთვის პოზიცია ხომ ოპოზიციაა? საინტერესოა, თავს როგორ გრძნობს პოზიცია, ოპოზიციის როლში.
  7. ქართველ ხალხს არაფრის დაძალება არ სჭირდება, ისინი უკვე საუბრობენ გაუგებარ ენაზე, რომელიც არც ქართულია და არც ინგლისური, სამწუხარო კი ის არის, რომ უკვე ზოგიერთი ტელეგადაცემის სახელიც კი ქართულ - ინგლისური სიტყვებისგან შედგება. ამაში ვერავის დავადანაშაულებთ, ვერც პოზიციას და ვერც ოპოზიციას.
  8. რა თქმა უნდა მართალია, მაგრამ მე დღევანდელზე კი არ ვლაპარაკობ, გაგანია ომის დროს, როცა ქვეყანას მართლა ძალიან უჭირდა, როცა ყველა შეძრწუნებული იყო იმ საშინელებებით, რაც აფხაზეთში ხდებოდა, მაშინდელმა მთავრობამ აღარ იცოდა, სად დაებინავებინა ეს ხალხი, მაშინ განაცხადეს უარი რეგიონებში წასვლაზე, მესმის, რომ ლტოლვილები თითქმის გონზე არ იყვნენ თავს დატეხილი უბედურებით, მაგრამ ეს არ ამართლებს ამ ფაქტს.
  9. სიცოცხლის უფლება ყველას აქვს, მთავარი ადამიანის სიცოცხლეა, როგორ შეიძლება არ გეცოდებოდეს და ხელს არ უწვდიდე საკუთარ ქვეყანაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია, მაგრამ მე ისიც მახსოვს, რომ დევნილებმა უარი განაცხადეს საქართველოს ერთ - ერთ რეგიონში (შეგნებულად არ ვასახელებ) წასვლაზე, როცა მათ იქ თავშესაფარი შესთავაზეს. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ თბილისში დასახლებას.
  10. არა, მაგ თვალით არასოდეს შემიხედავს, ამის შემდეგ დავაკვირდები. უბრალოდ ბევრ რამეში არ ვეთანხმები.
  11. არ ვიცი რატომ, მაგრამ არასოდეს მომწონდა ეს კაცი.
  12. ეჭვიანი ადამიანი თვითონ არის შესაცოდი, რადგან მისთვის ეს ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს ემგვანება. ბუნებით ეჭვიანი ადამიანი მარტო საყვარელ ადამიანზე კი არა, ყველა გარშემომყოფზე ეჭვიანობს. ღმერთმა დამიფაროს ასეთი განცდებისგან.
  13. როდესაც ადამიანი გიყვარს, მის სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამიგონია, რომ ესა თუ ის სახელი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ბუნების, ხასიათის ჩამოყალიბებაზეო. ე.ი. მოსახელეებს რაღაც აქვთ საერთო. (თუმცა მე ამის ნაკლებად მჯერა).
×
×
  • შექმენი...