ერთი კვირა ვარშავისა და კრაკოვის სანახავადაც არ გეყოფა და თუ გეყო ძალიან ინტენსიური ტურიზმი გამოგივა. ცოტა დიდი ხნით რომ რჩებოდე შენს ადგილზე აუცილებლად ვნახავდი ტორუნსა და ვროცლავს , საკმაოდ ლამაზი ძველი ქალაქებია და შეძლებისდაგვარად გდანსკსაც მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან შორია ვროცლავიდან და კრაკოვიდან , ვარშავიდან შედარებით არა. პოლონეთში სიშორეს ცოტა სხვა გაგება აქვს ვიდრე საქართველოში. ბილეთებს რაც შეეხება შეეცადე მოძებნო პრომოციული ბილეთი , თუ გაგიმართლებს სადღაც 600 ლარადაც იშოვი