Jump to content
Planeta.Ge

EL'guja

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია EL'guja

  • დაბადების დღე 04/05/1991

Profile Information

  • Gender
    Male

EL'guja'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა პათოლოგიებით. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს, რაც ადრეული გულსისხლძარღვთა დაავადებები სწორედ მემკვიდრულ პათოლოგიებს შეიძლება მივაკუთვნოთ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები კერძოდ კი ათეროსკლეროზი გამოწვეულია სხავადასხვა ფაქტორებით, რომელიც დამაზიანებლად მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე (სისხლძარღის შიგნითა კედელიზე). ეს შეიძლება იყოს ჰიპერქოლესტერმია, არტერიული ჰიპერტეზია, შაქრიანი დიაბეტი, ადინამია, სიმსუქნე, იმნოლოგიური დაზიანება, თამბაქოს ჭარბი წევა.... ასევე გამოითქვა მოსაწრება რომ ათეროსკლეროზის განვითარება დაკავშირებულია Chlamida Pneumoniae-თი ინფიცირებასთან... ჯანმრთელი ადამიანის სისხლი თავისუფლად მიედინება არტერიებში, აღწევს სხეულის ყველა ნაწილს და ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვის შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის, ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც შეიცავენ ცხიმსა და კალციუმს. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ელემენტები) და ცილები. ჩნდება თრომბი. თრომბი, მეტად ავიწროებს არტერიის სანათურს, ასევე შეიძლება თრომბს მოსწყდეს რაღაც ნაწილი, რომელიც მანამ იცირკულირებს სისხლში სანამ სადმე სისხლძარღვში არ გაიჭედება. როცა ორგანოს (ან მის ნაწილს) სისხლი აღარ მიეწოდება ის კვდება. გულის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებისას მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, ხოლო თუ ათეროსკლეროზმა თავის ტვინის მკვებავი არტერია დააზიანა, მოსალოდნელია ინსულტი. დაავადება წლობით მიმდინარეობს, ნელ-ნელა პროგრესირებს და უფრო და უფრო მეტ სისხლძარღვს აზიანებს.
×
×
  • შექმენი...