Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

gruzian_ka'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. Morfius რომელი წმინდა მამის განმარტებას ეყრდნობი? თუ შენი საკუთარი ლოგიკა უფრო დიდი დასატრდენია? :TAT:
  2. Morfius ეს საიდან დაასკვენი? ან რომელ სწავლებას ემყარები როდესაც სულის ძისაგანაც გამომავლობას ქადაგებ? ადამიანი შეგყავს შეცდომაში და თუ ამდენი რამე წაგიკითავს სახარებაში იმასაც წაიკიტხავდი, რომ ,,რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა." (მარკოზი 9 თავი), მზად ხარ ამისთვის?
  3. dariala ჭეშმარიტების ცნებაზე არასწორი დამოკიდებულება გქავს შენ ჩემო dariala,ჭეშმარიტება მხოლოდ საღვთო სწავლებიდან მოდის... და თუკი მას ადამიანები, მიუხედავად იერარქიული სიმაღლეებისა, ჩვენი პირადი მოსაზრების მიხედვით შევცვლით, ჭეშმარიტება საერთოდ დაგვეკარგება... ბოლო დროს სამწუხაროდ გამრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს და პატრიარქს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ, აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და თავად ჩვენი უწმინდესის უპატივცემულობა... ასევე გამრავლდა პროვოკატრების არმია (კონკრეტულად შენზე არ ვამბობ), რომლებიც ცდილობენ პატრიარქის სახელით სპეკულირებას და ცდილობენ საზოგადოების ნაწილი უწმინდესის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩინონ, ესეც დიდი შეცდომაა... ახლა ველოდები შენგან პასუხს, ღმრთისმშობლის სიტყვა არის თუ არა ჭეშმარიტება?
  4. dariala გასაგებია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, უბრალოდ ჯერ მცირე პრეისტორიას მოვყვები და მერე ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძLება... იოანე დამასკელის ცხოვრებაში დაწვრილებითაა აღწერილი თU როგორ იწყებს ის საგალობლების შექმნას, როგორ აჩერებენ მას სხვადასხვა ხერხებით და ბოლოს ისიც, რომ დამასკელი თავის საგალობლებს ღმრთისმშობლის უშუალო კურთხევით წერდა... ერთ-ერთი ასეთი კურთხევისას ცნობილია ღვთისმშობლის სიტყვები, ,,ის (იოანე დამასკელი) დაწერს საგალობლებს და იგი იარსებებს ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.".. შენ როგორც ამბობ,რომ დამასკელისეული საგალობლები აღარ არსებობს და იგი ბერძნულმა და აღმოსავლურმა მელიზმებმა ჩაანაცვლეს, მე გისვამ კითხვას: ღმრთისმშობელმა მოიტყუა, როდესაც დამასკელისეული საგალობლების გალობა სამყაროს აღსასრულამდე აკურთხა?
  5. იესო ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრის მიხედვით, იულიუსის კალენდარი შექმნილია ეგვიპტელი ასტრონომების მიერ, რომლების მაშინდელ ცივილიზაციაში ამ საქმის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ... საეკლესიო დღესასწაულების დადგენაც წმ. მამების მიერ მოხდა ამ კალენდრის მიხედვით... 325 წელს, როდესაც პირველად დადგინდა აღდგომის დღესასწაული, სწორედ იულიუსის კალენდრის მიხედვით გადმოვიდა ცეცხლი ქრისტეს საფლავზე და დღემდე გრძელდება ასე... ამდენად ამ საკითხის დასმა ასე, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დაიბადა ქრისტე სწორი არ არის... ეს დღესასწაულები ჩვენზე გაცილებით ღვთისმოსავმა ადამიანებმა დაადგინეს...
  6. Robi მე არ მაქვს პრობლემა თქვენგან მსგავსი შეფასებები მოვისმინო, ეს არ არის მთავარი... გრიგორიანული კალენდრის აპოლოგეტები უბრალოდ ძალიან ზედაპირულად ამტკიცებენ მის სიზუსტეს... მე შორს ვარ ყოვლისმცოდნეობისგან, ღმერთმა დამიფაროს... არაა საჭირო ჭეშმარიტების შეცნობისთვის ასტრონომიის ზედმიწევნით ცოდნა, რამეთუ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული"... (ფს.50)
  7. ღმერთმა დამიფაროს, მე არაფერს არ ვამტკიცებ... რას ვითხოვ? ააა, გაინტერესებთ? გეტყვით: შეეშვით პროვოკაციული თემების ხელოვნურად წამოწევას და ცრუ ინფორმაციებისგავრცელებას, ვსიო, ეს არის და ეს
  8. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98 იმედია კოპერნიკზე დიდ ასტრონომობას არ დაიბრალებთ... ამ ფორუმის ძირითადი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სიმართLე აქ ყველას აღიზიანებს http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90 აბა ესეც ნახეთ, მგონი საინტერესოა... აი აქ გამოჩნდება ვის რა ინტელექტუალური გაქანება აქვს...
  9. ))), რადგან ასე გაღიზიანდი ე.ი, მიზანში მოვარტყი... ძალიან ცუდად გცოდნია, უფრო სწორად საერთოდ არ გცოდნია ასტრონომიის ელემენტარული საფუძველი, არც ის, რომ ჩვენი სამყარო ჰელიოცენტრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს...
  10. მე კითხვა დავსვი და მიპასუხე თუ შეიძლება, თანაც კითხვა ძალიან კონკრეტულ პასუხს მოითხოვს, სად დაინახე აფორიზმები? თU არც აფორიზმი იცი რა არის ?
  11. Dr. George Martyr Robi lasha_alo Robi აზრი თქვენ როგორ ფიქრობთ ან როგორ წაგიკითხავთ, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო თუ მზე და დანარჩენი პლანეტები დედამიწის გარშემო? გთხოვთ მიპასუხოთ, ეს ამ საკითხს პრინციპულად უკავშირდება /?
  12. alex კარგია რომ სახარებიდან ციტირებ, თUმცაუმჯობესი იქნება, თUკი ძველქართUლად დაწერ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
  13. სიმართლე გითხრათ, გადაკითხვას ვერ ვახერხებ და მუხამედის ცოლებზე თუ წერია აქ რამე?
  14. ,,30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ". (მარკ. 9), საუბარია სახარებისეულ სწავლების უცვლელობაზე, ამდენად არ არსებობს სწავლება ცის ქვეშეთში, რომელიც სახარებას შეცლის... ,,მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ." (მრწამსი) სხვათა შორის მრწამსი მიღებული იქნა მაშინ, როდესაც არაბეთიც მართლმადიდებლური სარწმუნოებით ცხოვრობდა და მს. საეკლესიო კრებებს მათI წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ანუ ამ მრწამსის ჩამოყალიბებაში მათაც აქვთ მონაწილეობა მიღებული... მუხამედმა რატომ შეცვალა? ,,51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. 52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე. 53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ." (იოანე 8), რას ნიშნავს სიტყვები აბრაამის ყოფადმდე მე ვარ? დააკვირდით ზმნის ფორმას, ვარ არის აწმყო და უფალი მას წარმოთქვამს წარსულთან... ანუ როდესაც მაყვლოვანში ღმერთი ეცხადება აბრაამს და ეუბნება ,,მე ვარ რომელი ვარ", წარმოთქვამს იგივე ზმნურ სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო შობამდეც, როდესაც განკაცდა მაშIნაც და აღდგომის შემდეგაც... (იოანე 9) ეს ფერისცვალებისას ღმერთმა უთხრა პეტრეს და იოანეს... იმედია, ცოტათო დავაკმაყოფილეთქვენი ცნობისმოყვარეობა
  15. აზრი შენ რა იცი მე სად ვიჩოქები? სიკნადმოს შეგიძლია მიმართო და მე ზუსტად ვიცი სადაც ვიჩოქები და ა.შ.
×
×
  • შექმენი...