Jump to content
Planeta.Ge

ninucela

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ninucela'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. რახმანინოვის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრი არის კამერულ-ვოკალური ჟანრი. მას შექმნილი აქვს 80 რომანსი. მათი ტექსტები აღებულია XIX-XX ს-ის რუსი პოეტების ლექსებიდან. რახმანინოვის სარომანსო შემოქ-ის პრინციპები მომდინარეობს გლინკასა და ჩაიკოვსკის შემოქმედების ტრადიციებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაიკოვსკისთან სიახლოვე, რომელიც ვლინდება ლირიკულ გამომსახველობაში. ვოკალური საწყისის უპირატესობაში, ფართო მელოდიურ სუნთქვაში. ლირიკულ-ფსიქოლოგიურ შინაარსში. რახმანინოვს არ იზიდავდა ეპიკურ, ჟანრულ-საყოფაცხოვრებ� � თუ კომიკური ხასიათის რომანსები. იგი უპირატესობას ანიჭებდა ლირიკული გრძნობების გადმოცემას, ხან მღელვარე ბობოქარი განცდები, ხან ტრაგიკული მარტოობის განცდები, ხან ბუნებისადმი სიყვარული. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფ-ნო თანხლებას. ბევრი რომანსის საფ-იანო თანხლება ვირტუოზულ-ესტრადულია, ასევე გვხვდება არაჩვეულებრივად ფაქიზი, გამჭვირვალე საფ-ნო თანხლებაც “ჩუმი კულმინაციები”. ადრეული პერიოდის რომანსებში (90-იანი წლები) შეიმჩნევა კავშირი რუსულ ქალაქურ საყოფაცხოვრებო მუსიკასთან. ე.წ. “ლირიკული სიმღერის ჟანრთან. ასეთი რომანსებიდან ავღნიშნავთ “შემიყვარდა ჩემდა სამწუხაროდ”. ტარას შევჩენკოს ლექსის მიხედვით. 1915 წ. შეიქმნა რახმანინოვის ბრწყინვალე “ვოკალიზი”(სიმღერა სიტყვების გარეშე) იგი თავისი ხასიათით უახლოვდება რუსულ გაბმულ სიმღერებს. “ვოკალიზი”მიუძღვნა გამოჩენილ რუს მომღერალს ნეჟდანოვას. რომანსი “ნუ მიმღერებ ლამაზო”შექმნილია პუშკინის ლექსის მიხედვით. რომანსი აღმოსავლური ხასიათისაა.გამოირჩევ� � ჩაფიქრებული , მწუხარე ხასიათით. ლირიკულ-პეიზაჟური ხასიათისაა რომანსი “კუნძული”, ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსის შელის ლექსის მიხედვით. ასევე ბუნების თემას უკავშირდება რომანსები “იასმანი”, “აქ კარგია” ჩემს ფანჯარასთან”. ეს რომანსები გამოირჩევიან ღრმა შინაარსით და გამომსახველობით. ბუნების თემას უკავშირდება რომანსი “გაზაფხულის წ####ბი”. მაგრამ თუ წინა რომანსებში გამეფებული იყო წყნარი, ნათელი განწყობილებები, ეს რომანსი ბობოქარი, მგზნებარე, ვირტუოზული ხასიათისაა. რომანსში გადმოცემულია რუსული გაზაფხულის სურათი და აღფრთოვანებული სასიხარულო განწყობილება. ღამის სურათია წარმოსახული რომანსებში “ნაწყვეტი მიურედან”და “ღამეა მწუხარე” პირველ რომანსში გადმოცემულია სულიერი ტკივილი მარტოობის გამო, რომელსაც ამძაფრებს ღამის წყვდიადი. რ-ის დამოუკიდებელი შემოქ-ბითი გზა იწყება იმ პერიოდში, როცა რუსულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. 80-90-იანი წლების საფ-იანო ნაწარმო- ები ძირითადად მცირე ფორმის პიესებს წარმოადგენენ და უახლოვდებიან საყოფაცხოვრებო მუსიკის ჟანრებს. ესენია: ელეგია, მელოდია, ვალსი, მაზურკა და სხვა. ბევრი მათგანი ახლოს დგას ჩაიკოვსკისა და არენსკის საფ-ნო მინიატურებთან. ამ პერიოდის ნაწარმოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პრელუდია დო-ძიეზ-მინორი.(თხზ#2) ეს არის ლირიკული პათეტიკური ხასიათის ნაწარმოები. პრელუდია სამ ნაწილიან ფორმაშია დაწერილი და აგებულია ორი კონტრასტული, მაგრამ ინტონაციურად მონათესავე მუსიკალურ სახის დაპირისპირებაზე. პრელუდიის ჟანრი რახმანინოვის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. მასში თავმოყრილია მისი საფ-ნო სტილის ყველა მნიშვნელოვანი ნიშან თვისება. იგი არ იფარგლება მხოლოდ ლირიკული განწყობილებით და შეაქვს მათში გმირულ-ეპიკური, ჟანრულ-ხალხური თემები. ამის გამი მისი პრელუდიები იღებენ საოცრად ეროვნულ ხასიათს და ქმნიან რუსული სასიმღერო, პეიზაჟური თუ ეპიკური პრელუდიების ნიმუშებს. კომპოზიტორების ღადოვის, სკრიაბინის და ნაწილობრივ შოპენისაგან განსხვავებით რახმანინოვის პრელუდიები უფრო მსხვილი ფორმის ვირტუოზული პიესებია.-აგებული არიან მარტივ ორ ან სამნაწილიან ფორმაში. შოპენის პრელუდიების მსგავსად რახმანინოვს შექმნილი აქვს 24 პრელუდია. ყველა მაჟორულ და მინორულ ტონალობაში. პრელუდიები შექმნილია ორ თხზულებად რახმანინოვი არის ახალი საფ-ნო ჟანრის- ეტიუდ სურათების ჟანრის 17 პიესა ორ რვეულად ( თხზ 33 და 39) ამ პიესებს ახასიათებთ სურათოვნება. მდიდარი ფაქტურა, ისინი პირველ რიგში მხატვრული ნაწარმოებია. აქ შევხვდებით როგორც ხალხური ყოფის სურათებს, ისე პეიზაჟურ (ზღვის ქარბუქის, ზამთრის გზის) ფანტასტიკურ და სიმბოლური ხასიათის პიესებს. მაგ: ეტიუდი-სურათი ლა-მინ. ღხზ 39 #6. კომპ-ის თქმით წარმოსახავს ზღაპარს წითელქუდაზე და მგელზე. მაგრამ მისი შინაარსი უფრო ღრმაა და ასახავს ადამიანის შეუცნობელ შიშს აზვირთებული კატასტროფის წინაშე. ფორ-ნოსთვის შექმნილი სხვა ნაწარმოებიდან ავღნიშნავთ 6 მუს. მომენტს ამ მუსიკალური მომენტებიდან განსაკუთრებიტ ავღნიშნავთ #6 დო-მაჟორ პიესას. ეს არის ვირტუოზული ხასიათის პიესა, რომელიც მოგვაგონებს საკონცერტო ეტიუდს, იგი ერთგვარად ნიადაგს უმზადებს რახმანინოვის შემოქმედების ახალ ჟანრს ეტიუდ სურათებს.
×
×
  • შექმენი...