Jump to content
Planeta.Ge

imageexpress

პლანეტელი
  • პოსტები

    3
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

imageexpress'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. "მაესტროს" სრული ფორმატით ამოქმედება ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის" "მაესტრო" 24-საათიანი მაუწყებლობის რეჟიმში გადადის. თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, გავა თუ არა "უცნობის" რაიმე განახლებული პროექტი... გია გაჩეჩილაძე საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ჯერჯერობით მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. რა სიახლეებსა და სიურპრიზებს გვპირდება "მაესტრო", ამასთან დაკავშირებით ტელევიზიის ახალ მმართველს, ეროსი კიწმარიშვილს ვესაუბრეთ. - უახლოეს დღებში "მაესტრო" 24-საათიან მაუწყებლობას დაიწყებს. ჯერჯერობით, რეორგანიზაციის რეჟიმში ვიმყოფებით. პირველ ეტაპზე აღვადგენთ ტოქშოუებს, მეორე ეტაპიდან კი ახალ მაუწყებლობას დავიწყებთ. ჩვენ ვმუშაობთ პროფესიონალთა გუნდის ჩამოყალიბებაზე. - თამუნა რუხაძის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა სიახლე იყო. კიდევ რომელი სახეები გამოჩნდებიან თქვენი ტელევიზიით? - საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, უამრავი სიახლე იქნება. "მაესტრო" სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის მსგავსი ფორმატის არხად გადაკეთდება. ჩვენ ისეთი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი კადრები შევკრიბეთ, რომ შემიძლია გითხრათ, მსგავსი მენეჯმენტის მეორე გუნდი საქართველოში არ იქნება. - გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არ იცის, მისი პროექტი რა ფორმით გავა (ან საერთოდ გავა თუ არა) "მაესტროს" ეთერში. - ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გია გაჩეჩილაძე ახლახან დაბრუნდა და ამ საკითხზე ხეირიანად არც კი გვისაუბრია... - "მაეტროსთვის" ფინანსების მოზიდვა თუ შეძელით? - სწორედ ახლა ვმუშაობთ ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ განვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია ტელემარათონი. ხალხი თვითონ გახდება ტელევიზიის დაფინანსების მონაწილე. ამასთანავე, ვცდილობთ, ვიმუშაოთ ყველა ინსტიტუტთან; მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სერიოზულ დონორებთან, ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებს.… სიმართლე გითხრათ, ახლა ფინანსური პრობლემა ნაკლებად მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღურად წამართვეს 45 ათასი დოლარი და ეს ყველაზე უკეთ ვანო მერაბიშვილმა იცის. ყველაფერი თურქეთის საელჩოს კამერების წინ მოხდა.… არც კი ვიცი, ამ ფაქტზე გამოძიება არის თუ არა დაწყებული. ყოველ შემთხვევაში, არავინ შემხმიანებია. როგორც ჩანს, "საკუთარი თავი დავაყაჩაღე"! რა თქმა უნდა, ხელისუფლება გრძნობს, როდესაც "მაესტრო" სრული ფორმატით ამოქმედდება, ეს მას დისკომფორტს შეუქმნის და ამიტომ, როგორც შეუძლია ხელს გვიშლის. - ყველას აინტერესებს, პოლიტიკური ფულით დაფინანსდება თუ არა "მაესტრო"? - ეს საკითხი არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.…მე პოლიტიკოსებს ღიად შევთავაზე მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ტელემარათონში. მათაც შესაძლოა გაიღონ შემოწირულობები დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზიის შექმნისთვის. სხვათა შორის, იმავეს შევთავაზებ ხელისუფლებასაც, - ძალიან ბევრი ფული აქვთ მოპარული და კარგი იქნება, თუ მას ამჯერად `"ეთილად" მოახმარენ ქვეყანას და თავისუფალი ტელევიზიის არსებობას ხელს კი არ შეუშლიან, შეუწყობენ.… - იქნებ გვითხრათ, "მაესტროზე" გავა თუ არა პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას"? - ჩემზე დამოკიდებული რაც არის, ყველაფერს გავაკეთებ, რათა პროექტი გავიდეს. მოგეხსენებათ, ეს არ გახლავთ ჩვენი პროექტი, ამიტომ მისი ავტორები ფინანსური მხარის მოგვარებაზე ფიქრობენ. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც ამ ტიპის შოუს სჭირდება, პროექტი ჩავარდება. მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ ტიპის შოუში. რა თქმა უნდა, იგი პირდაპირი გაგებით არ გულისხმობს ვინმეს საბრალდებო სკამზე დასმას და მისთვის განაჩენის გამოტანას. ეს ალბათ უფრო იქნება დისკუსია, რომელიც საზოგადოებას დააფიქრებს 2003 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. - ქიბარ ხალვაშთან თუ გქონდათ შემდეგ ურთიერთობა, რაც მისი გამოგზავნილი 45 ათასი დოლარი დაკარგეთ? - ქიბარს ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით ვუკავშირდები. იმ ინციდენტის შემდეგ მასთან ურთიერთობა ვეღარ მოვახერხე. დარწმუნებული ვარ, გახარებული ნამდვილად არ შეხვდებოდა ფულის დაკარგვას. იმედი მაქვს, იგი მომავალშიც არ იტყვის უარს "მაესტროსთვის" ფინანსური დახმარების გაწევაზე. "კვირის პალიტრა"
  2. გაზეთებიდან "კვირის პალიტრა" SHARI , რაც ეხება სააგენტოებს, ამაში ნაღდად გეთანხმები ინტერპრესი ნამდვილად მაღალი დონის საინფორმაციო სააგენტოა
  3. Siknadmo ძუკუ კარგო და წესიერო ხალხო! ნუ პოსტავთ იმ ფორუმზე და ამით ნუ ასაზრდოებთ მას. იყვნენ მარტო მიშისტები და რაც უნდა ის წერონ და თვითონვე იკითხონ. ენ ნაღდად ისტერიაა ! ანუ, გამოდის, რო რა - მიშისტები იქეთ და ოპოები აქეთ და აი დედა უტირა, რა მაგარი იქნება არა? ეხ ...
×
×
  • შექმენი...