ქრისტიანობა თავდაპირველად აკრძალულ და დევნულ სარწმუნოებად ითვლებოდა.ვგონებ ახლაც ასეა... სამწუხაროა ჩვენი ქვეყნის "მართლმადიდებლურ" ეკლესიაში რომ გაბატონებულია სრული უვიცობა ქრისტეს მოძღვრებისა. დღეს ეკლესიაში არათუ განმანახლებლები(რეფორმატორები) არიან,არამედ წერა-კითხვის უცოდინარი საეკლესიო იერარქია, "მართლმადიდებლური სამყაროს წმიდა სინოდი",ამპარტავანი,უჭკუო,გონებასუსტი,გაფუფუნებული სამღვდელოება ქრისტეს სახარების გვერდის ავლით აწესებს უგონო,ჯერ არგაგონილ გასაოცარ დოგმებსა და კანონებს, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის -ერთგული მრევლის ზომბირება და აგრესიულ მასად გადაქცევა...დღევანდელი "მართლმადიდებლობა" ქადაგებს ისეთ დე-მონურ და არადემოკრატიულ სწავლებას,რომელსაც არანაირი კავშირი და არც შეხება აქვს არათუ იესო ქრისტეს მოძღვრებასთან -ახალ აღთქმასთან და არც ძველ აღთქმასთან,არამედ არცერთ ამ დრომდე ცნობილ სხვა კერპთაყვანისმცემლობასთან და რომელიც მომავალში შევა ისტორიაში მამონიზმ-მამაოიზმის სახელწოდებით,ისევე როგორც მასონიზმი,შამანიზმი,კომუნიზმი,ფაშიზმი,კატოლიციზმი....იზმი... ჩემის აზრით საქართველოში ადამიანებმა არ იციან ვინ არის სინამდვილეში ქრისტე და ამიტომაც აუცილებელია ცოდნა და არა ბრმა ინტერპრეტაცია რა თქვა ამა თუ იმ მამაომ ან ვინმემ. ამ ცოდნის შესაძენად არსებობს ერთი წიგნი - ბიბლია. ასურელი მამები იმისათვის ჩამოვიდნენ საქართველოში,რომ უდაბნოები დაეარსებინათ და მარტომყოფელობას მისდევდნენ? აი რას ეუბნება იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებს: "ახალ-ნერგ არს ქუეყანა (საქართველო) და მოქენე არს მორწყუასა სწავლათა მიერ და გაპოხებასა სარწმუნოების ძირთასა ქადაგებისა მიერ და მოძღვრებისა...ამისთვისცა ჯერ არს რათა წარვიდეს თვითოეული თქუენთაგანი და განამტკიცნეს სარწმუნოებათა მართლითა რომელთა მიუღებიეს ნათლისღება, ხოლო რომელნი მერმეცა უმეცრებასა შინა არიან"-ო (საქართვ. სამოთხე 199). "წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სული წმიდის სახელით.ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი,რაც მე გიბრძანეთ.და აჰა,მე თქვენთანა ვარ დღედაღამ,ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ (მათე თავი 28-18,19)